პლანეტა ნიბირუ და 2012 წლის ყბადაღებული აღსასრული. ალბათ არ დარჩენილა გამოცემა, ამაზე რომ არ ესაუბრა, ადამიანი – რომ არ ეფიქრა.
მე ცოტა ნელა ვმოძრაობ. “ეს სისულელე” გონებისგასატოკებლად არ ჩამითვლია, მაგრამ გუშინ იმდენ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, ცოტა დამაფიქრა. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.
ამ პოსტიდან გაიგებთ, ნიბირუ თუ მოვა, რატომ არაფერი გვემუქრება :D
1840 წელს ნეპტუნის აღმოჩენა ურანის მოძრაობის ტრაექტორიის ანომალიიდან გამომდინარე დადგინდა. პლუტონი იყო აღმოჩენილი ნეპტუნის მოძრაოობის ტრაექტორიის ანომალიით 1930 წელს. ამავე პრინციპით, 1978 წელს, ასტონომებმა Tobert Harington-მა და Tom Van Flandern-მა ივარაუდეს, რომ ამ სამი პლანეტის ორბიტებზე მოქმედებს კიდევ ერთი პლანეტა, რომელიც ცნობილი არ არის. 1982 წელს ნასამ დაუშვა ამ პლანეტის არსებობის შესაძლებლობა. 1983 წელს გაუშვეს IRAS- ინფრაწითელი ასტრონომოული თანამგზავრი, რომელმაც კოსმოსში დიდი უცნობი ობიექტი დააფიქსირა. მეცნიერებმა მათემატიკური მოდელებით ივარაუდეს, რომ პლანეტა X 3-4 -ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს დედამიწაზე.

შუმერები
შუმერები შუამდინარეთში, ქვედა მესოპოტამიაში, თანამედროვე ერაყის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულის ბოლოს და III –ს დასაწყიში. მათი ლეგენდები გვეუბნება, რომ ისინი ზღვის მეორე მხრიდან მოდიოდნენ. შუმერების ენას კავშირი არ აქვს ენების სხვა ოჯახებთან. მათი არსებობის საკითხი ჰიპოთეზა იყო 1877 წლამდე, მაშინ ბაღდათში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელმა პატარა სკულპტურა აღმოაჩინა, რომელიც უცნობ სტილში იყო შესრულებული. არქეოლოგებმა მუშაობა დაიწყეს და უამრავი, იმ პერიოდისთვის უძველესი, ასირიის და ბაბილონის კულტურამდელი ნივთები აღმოაჩინეს.
ასევე იპოვეს შუმერული ‘ბეჭდები ‘- ქვის ცილინდრები, ზედაპირზე სარკისებური გამოსახულებებით. მათზე ასახული იყო სცენა, ეკიპაჟი როგორ რთავს აპარატს და მიჰყავს ხომალდი მთების ზემოთ. ასახულია ფრენის ტრაექტორია X პლანეტიდან დედამიწამდე, რომელიც გადის იუპიტერსა და მარს შორის. აქვეა ინფორმაციაც, როგორ უნდა მოახდინო ორიენტირება დედამიწისკენ ფრენის დროს ვარსკვლავების მიხედვით.
100 წლის განმავლობაში პლანეტა მარდუკი დედამიწასთან ახლოს იყო და მიმოსვლაც ხშირად ხდებოდა. გილგამეშის ეპოსში ნახსენებია ქალაქი ბალბეკი, თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობს. უძველესი ქალაქის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. ქალაქი ნაშნებია უზარმაზარი ლოდებით, რომელიც კარგადაა დამუშავებული და ამ შენობების დანიშნულება უცნობია. ლეგენდის მიხედით კი ანუნაკები სწორედ აქ ცხოვრობდნენ.

ანუნაკი
(შუმერულად – “ის, ვინც დედამიწაზე ციდან მოვიდა”)
ეს ვერსია მშვენიერ ზღაპარს ჰგავს. თეორია მოგვითხრობს მაღალგანვითარებულ არსებებზე (უცხოპლანეტელებზე), რომლებიც დედამიწაზე სხვა პლანეტიდან მოვიდნენ და დიდი ცოდნა გადასცეს შუმერებს და მაიას ტომებს. ამ ცოდნის პროდუქტად მოიაზრება პირამიდები, ნასკას ხაზები(როგორც კოსმიური ხომალდების დაფრენის ორიენტირი) და ა.შ.
ისინი დედამიწაზე ყოველ 3657 წელში ერთხელ მეთორმეტე პლანეტიდან ჩამოდიოდნენ, რომელიც ამ დროისთვის დედამიწას უახლოვდებოდა. ამ პლანეტას შუმერებმა ნიბირუ უწოდეს.
ამბობენ, რომ ისინი სასარგებლო წიაღისეულს, კონკრეტულად კი ოქროს საძიებლად იყვნენ დედამიწაზე. ნიბირუ თითქმის ჩამქრალი ვარსკვლავია, სადაც სითბო და სინათლე ძალიან მცირე რაოდენობითაა. ოქრო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფოტოზე ნიბირუელების თავის ქალაა წარმოდგენილი.

ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა, შუმეროლოგმა Zecharia Sitchin-მა გაშიფრა შუმერების ერთ-ერთი ფილა, სადაც გამოსახული იყო ოპერაცია. მისი აზრით, იქ აღწერილია გენური მოდიფიკაციის ის შემთხვევა, რომელმაც დედამიწის მოსახლეობის განვითარებაზე შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა. ნიბირუელებმა ადამიანთა გენები “გააკეთილშობილეს”, მას შრომისუნარიანობა შესძინეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეუმცირეს. ეს, რა თქმა უნდა, საკამათო თემაა, მაგრამ იგივეს გვიამბობს მაიას ტომების ჩანაწერებიც, კიდევ ერთი უძველესი ცივილიზაცია.
მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი პალენქე. ქალაქის მშვენებაა უძველესი სასახლე და ტაძარი. მექსიკელმა არქეოლოგმა დოქტორ ალბერტო რუს ლულიერმა, 1952 წელს ტაძარში საიდუმლო ჩასასვლელი აღმოაჩინა, რომელმაც მეცნიერი ბარელიეფებით შემკულ ოთახამდე მიიყვანა სადაც მესოამერიკულ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ოთახში, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო კინიჩ კან ბალამის მამის პაკალის 20 ტონიანი სარკოფაგი. სენსაციური კი ის 5 ტონა სიმძიმის ქვა იყო,
რომელიც საკროფაგს ეფარა. დააკვირდით სურათს:
ფოტოზე ბევრი ხედავს დაახლოებით იგივე სიუჟეტს – საფრენ აპარატს, რომელსაც ვიღაც მართავს, თუნდაც პალენქე. ოფიციალური დასკვნა კი გაცილებით არაფრისმთქმელია.
ჰააბის ანუ „მიწიერი კალენდრის“ ციკლი შედგენს 52 X 365 ანუ 18 980 დღეს, ხოლო ცოლკინიც ანუ „ღმერთების კალენდარი“ ასევე 18 980 დღეს მოიცავს – 73 X 260. აქედან გამომდინარე ღმერთების 73 წელი იგივეა რაც მაიას 52 წელი.
ქიმიკოს-მეტალურგი, დოქტორი კისლინგი, დრეზდენის კოდექსის შესწავლის შემდეგ, მეტად საინტერესო დასკვნამდე მივიდა. როგორც მაიას ცივილიზაციის ჩანაწერები გვამცნობენ, ყოველ 52 წელიწადში ათჯერ, ცაში ღმერთები ჩანდნენ და ყოველი ციკლის გასვლის შემდეგ ინდიელები მათ გამოჩენას ელოდებოდნენ. თუ ღმერთები ყოველ 52 წელიწადში ათჯერ ჩნდებოდნენ, მათი დანახვა, სავარაუდოდ ყოველ 5,2 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა. კისლინგი დაინტერესდა ამ ფაქტით და ივარაუდა, რომ ინდიელები კომეტის ან რაიმე სხვა ციური სხეულის გამოჩენას ელოდნენ და სხვადასხვა პლანეტების მოძრაობის მარშრუტის შესწავლისას შემდეგ დასკვნამდე მივიდა, რომ: მერკური მზის გარშემო ბრუნვას 88 დღე (ანუ 0,24 დედამიწაზე გასული წელიწადი) უნდება, ვენერა – 225 დღე (0,62 წელიწადი), დედამიწა 365 დღე (1 წელიწადი), მარსი 687 დღე (1,88 წელიწადი) ხოლო იუპიტერი 4329 დღე (11,86 წელიწადი). გაიხსენეთ ასტეროიდების სარტყელი და ის დიდი მანძილი, რომელიც იუპიტერსა და მარსს შორის მდებარეობს. ერთ დროს ეს ასტეროიდები პლანეტის ნაწილი იყო, რომელიც აფეთქების შედეგად განადგურდა და მცირე ნაწილებად დაიშალა. გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ პლანეტა X, რომელიც ერთ დროს ასტეროიდების სარტყლის ადგილას მდებარეობდა, მზის გარშემო შემობრუნებას 1898 დღე, ანუ 5,2 წელიწადი მოანდომებდა.
სავარაუდოდ, სწორედ პლანეტა X იყო „ღმერთების“ პლანეტა, საიდანაც ერთ დროს დედამიწას ესტუმრნენ. მაიას კულტურაში
შემთხვევითობას ადგილი არასოდეს ჰქონია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 52წლიანი ციკლი უბრალო დამთხვევის შედეგია.
გადმოთვლის შედეგად დადგინდა – მაიას კალენდარი წყდება 2012 წლის 22 დეკემბერს და მოსალოდნელია დიდი ცვლილება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ბუნებრივ კატასტროფას, ხოლო მეორე ნაწილი კი დედამიწაზე დაბადებულ ახალ რასას ელის. ასევე ვხვდებით ცნობებს მეორედ მოსვლის, სამყაროს განადგურების
შესახებ ანდაც მაიას ღმერთების დაბრუნების შესახებ. შესაძლოა ღმერთები ნამდვილად შეჰპირდნენ ინდიელებს დედამიწაზე დაბრუნებას, მაგრამ როდის?
საიდან ვიცით ის, რომ კალენდარი ნამდვილად 2012 წელს წყდება?
მაიას კულტურის შემსწავლელი მეცნიერება, პირობითად ტომფსონის თარიღზე ანუ ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წლის 11 აგვისტოზე შეთანხმდა და ნულოვან პუნქტად აღიარა.
მაიას კალენდრის მიხედვით ეს პერიოდი სწორედ 2012 წლის 22 დეკემბერს უტოლდება. ანუ წყდება.
რა თქმა უნდა, შეიძლება ნულოვანი პუნქტის შესახებ დავის გაგრძელება და მტკიცება, რომ საწყისი თარიღი არასწორია, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი – როგორც გეოგრაფიის გაკვეთილიდან ვიცით, დედამიწა არ არის იდეალურად სიმრგვალის სხეული. ოდნავ დაბრტყელებული ფორმის გამო, როგორც ყველა მსგავსი სხეული, ჩვენი პლანეტაც არ ტრიალებს თანაბრად. წარმოიდგინეთ ღერძი, რომელიც ზუსტად პულუსებს შორის შეიძლება გაივლოს და რომელიც პოლარული ვარსკვლავისკენ იქნაბა მიმართული. ყოველი შემოტრიალების შემდეგ, ღერძი საწყის წერტილს თანდათან მოშორდება და მხოლოდ 25 800 წლის შემდეგ დაუბრუნდება იმავე ადგილს. ანუ ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ, დედამიწა საწყის წერტილს უბრუნდება და გარკვეულ ახალ ფაზას იწყებს – ამ მოვლენას ეწოდება ასტრონომიული პრეცეზია. ის კი ზუსტად 2012 წლის 22 დეკემბერს იქნება! ამ დღეს დედამიწა
სრულიად ახალ ფაზაში შედის. შეიძლება ეს ყველაფერი მაიას ტომს სცოდნოდა?
იქნებ შეიძლებოდა. იქნებ არა. თუ ცდებიან, ხომ კარგი, თუ არა და..
მოვიდეს ნიბირუ. რამდენიმე ათასი წლის წინ თუ განვითარების ასეთ დონეზე იყვნენ, არც ახლა დაუშვებენ, რამე დაგვიშავდეს, ასე მქონია
ოქრო ხომ უნდათ? ჰოდა გვაქვს, თუ ავფეთქდებით, ამით არც მათ ეშველებათ





{ 49 comments… read them below or add one }
ხოოო
ფრიად საინტერესო თემა :დ აქ ახლა პირველ პოსტით ადგილს დავიკავებ და ხვალ ძირფესვიანად გავეცნობი. ნიბირუ ჩემი ერთადერთი შემორჩენილი იმედია :დ
იმედი რა პონტში?
კაი, ხვალ თქვი
უცხო ცივილიზაციებს რაც შეეხება. თუ გავიხსენებთ ქართულ მითებს და თქმულებას დევ კერპების შესახებ აქაც საინტერესო სურათს ვნახავთ. მათზეც ისევე საუბრობენ როგორც უცხო ადგილიდან მოსულ ზე განვითარებულ ხალხზე რომლებსაც ადამიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა. ურთიერთობა იდეალური არ იყო თუმცა ურთიერთთანამშრომლობასაც მოიცავდა. ასე რომ მეც იმედი მაქვს ამჯერადაც ასე მოხდება.
იმ ფორმის როგორსაც ამას წვეროსნები გვიხატავენ .
ხო მაიას ტომის ორი კალენდარი საინტერესო ფაქტია რად უნდოდათ ორი კალენდარი ორი ათვლის სისტემა . ანუ ერთით დედამიწის დროს თითქმის აბსოლიტური სიზუსტით ზმავდნენ (თითქმის ნიშნავს იმას რომ მაშინ დედამიწა სწორედ ამ დროს ანდომებდა და ცდომილება რაც თანამედოვე კალენდარსა და მაიას კალენდარს შორის არის მხოლოდ დედამიწის ცვლილებებით არის განპირობებული)ხოლო მეორე კალენდრით ღვთაებრივ ანუ სხვა პლანეტის დროს სავარაუდოდ იმ პლანეტის რომელთან მოსულ არსებებთანაც ჰქონდათ მათ ურთიერთობა წარსულში.
2012 21 დეკემბერიც ამ კალენდრების დამთხვევის დროა . და ახალი ციკლის დაწყების . დამთხვევის დროს კი ყოველთვის რაღაც საინტერესო ხდება ხოლმე. მოკლედ ველოდები მე ამ თარიღს. და სულ არ მჯერა მეორედ მოსვლის
“შუმერები შუამდინარეთში, ქვედა მესოპოტამიაში, თანამედროვე ერაყის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის ბოლოს და III საუკუნის დასაწყიში.”
ათასწლეულები ზურა
როგორ მიყვარს ასეთი პოსტების კითხვა , ჩქარა მოვიდეს რა ნიბირუ
ნიბირუელები თუ ჩამოვლენ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით – რომ დაგვეხმარონ. ეს “უცხო ხალხი” ეხმარებოდა ატლანტიდის მოსახლეობას ევაკუაციაში.
ხო, ისა… საერთოდ მგონია, რომ დედამიწაზე ვიღაცის “ჩამოყრილები” ვართ და :მო: :არჩამქოლოთ: (ბიბლიაშივე არის რაღაც საინტერესო ფაქტები :ევილ: )
რა უბედურებააა გულს ნუ მიხეთქავ ზურააააა:@ 2012 წლის 22დეკემბერს ოქროს დაბადებისდგის გადახდას ვაპირებ:Dუეჭველი ჩემი ოქროს გამო ჩამოვლენ ნიბირუელები:D:)))არ გავატან
garxoza, მადლობა, ჩავასწორებ :დ ალბათ კიდე რამდენი სისულელე მიწერია, გადავხედო
გაბო
ისე, ეს კალენდრები ძალიან საინტერესოა, აქ არ დავდე, ისედაც გრძელი იყო პოსტი ))
მეც. მე მინდა მათთან კონტაქტი, ნიბირუელებთან
ლიკა, ჰაჰააა
რა მაგარია
Spieler, ვიღაცის ჩამოყრილები არ მგონია, მაგრამ მათი ჩამოსვლის სავარაუდო მიზანში გეთანხმები, რაღაცებს გვასწავლიან ალბათ
:wub:
დარვინისკენ ხარ აბა ზურ?
და არ გჯერა, რომ ლილიტი უცხოპლანეტელი იყო, რომელსაც “ორ ახლადშექმნილ ობიექტთან” არაობიექტურ მოპყრობაში დასდეს ბრალი და აქ დატოვეს? არ ფიქრობ, რომ “სამოთხე”, რომელიც რატომღაც “ცაშია” შეიძლება ყოფილიყო რამე დიდი ზომის კოსმოსური ხომალდი, საიდანაც “დაუმორჩილებლობის” და “უმართავობის” გამო გამოაპერტყეს ადამი და ევა? :დ :დ
გავაგრძელო? :დ
აბა, გააგრძელე, თითქმის დავიკერე
“ადამის ნეკნით ევას შექმნა” – არაფერია თუ არა სერიოზულად განვითარებული გენური ინჟინერია.
“ცეცხლოვანი კარიბჭე” რომელიც “სამოთხის” შესასვლელს იცავს. სრულიად შესაძლებელია იყოს მაღალტექნოლოგიური ელექტრო კარები, ელექტრო დაცვით.
ორი ანგელოზი, მგონი მიქაელი და გაბრიელი იცავდნენ ამ კარს… ალბათ ადამს რომ კითხვა სცოდნოდა მათ ზურგზე დიდი ასოებით დაწერილ “SECURITY”-ს წაიკითხავდა.
ნუ ეს მარტო ადამის და ევას გარშემო. ქვემოთა თაობებში უკვე იყო ხალხი, რომელიც მიჰყავდათ “ღმერთებს” თავისთან, ასწავლიდნენ და “დაფებზე დაწერილ მოციმციმე ასოებს” აწერინებდნენ, რომ დაბრუნებულებს სხვა დანარჩენი ხალხისთვის ესწავლებინათ “ზემოთ” მოსმენილი და ჩაწერილი.
“ცეცხლოვანი ეტლი” რა ჯანდაბაა თუ არა კოსმოსური ხომალდი? :დ
კი, ნამდვილად საინტერესოა, ვერაფერს იტყვი :))
ჰაჰაააა
ძალიან საინტერესოა ზურ..
მართლა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ზოგადად..
”ვინ იყვნენ ღმერთების” წაკითხვის შემდეგ ეს პოსტი შემომეწერა..
ბევრი არაფერი, ვბოდიალობ რაღაცას, რამდენიმე წუთის დამთავრებული მაქვს კითხვა..http://www.vasassi.com/2009/11/blog-post_14.html
მე სხვა ვერსია ვიცი, რომ ნიბირუ შეიძლება დაეჯახოს დედამიწას 2012-ში, რაღაც გალაქტიკის გადახრა მახსენდება :ხოგაგიხეთქეთგულისმაილი: :დ
ვასასი, იბოდიალე კი არა, ის თქვი, რასაც ბევრი ჩვენგანი ვფიქრობთ :))
ნინა, კი, აპირებს
მეტისმეტად ახლოს მოდის, მაგრამ მე ნიბირუელების კეთილგონიერების მწამს
აუ ბიბლიის “გაუფილტრავი” ვარიანტი მინდა. რამდენი საინტერესო რამე ეწერება
კოტე, შენ ეგა თქვი : ))
ან მაიას ტომების ჩანაწერები ან ის დაარჩენი ხელნაწერები, გასაიდუმლოებული რომაა
ასაიდუმლონ და იყვნენ. ჩვენ ხო ვიცით, რა და როგორ იყო. არადა რამდენ კითხვას გავცემდი პასუხს.
თან სმაილებს გავტესტავ
ბავშვებო! ნახეთ ერიხ ფონ დენიკენის დოკუმენტური ფილმი-”ღმერთების ეტლები ანუ მოგონებები მომავლის შესახებ” /Эрих фон Дэникен-Колесницы богов(). ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს და უფრო მეტ კითხვას დასვამთ. პატივისცემით, მარად თქვენი დეა.
დეა, მადლობა, აუცილებლად ვნახავ
მე რაც ვიცი იმას გეტყვით ჩემი ნათლია არის ამ ყველაფრის შემსწავლელი მეცნიერი ის იძიებს ეხლა იმას თუ როგორ შეიქმნა დედამიწა,მოკლედ 1993 წლიდან დაბადებულები არიან განსაკუთრებულები ისინი ვერ ამჩნევენ არა ზოგი ამჩნევს და არ ამობობს ისინი ხედავენ წმინდანებს მათ აქვთ ძალა და ისინი არიან მომავლის გადამჩენები 2012 არაფერი მოგვივა უბრალოდ რაღაცეები მკვეთრად შეიცვლება ეს ეხება ინდიგო ბავშვებს
თათია, კონკრეტულად ინდიგო ბავშვებს იკვლევს? : )
ვახ ჩემიი ♥ ფრიად ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და მაგრად მაინტერესებს და მევასები ასეთი თემები
თანაც ჩემი უკიდეგანო სიყვარულის გამო გამოძIებებისა და დეტექტიური მომენტებისადმი ასეთი თემები ერთიორად მიმზიდველია ♥
კაკ რაზ ცოტა ხნის წინ ვუყურე ფილმს ვატიკანსა და ზოგადად მსოფლიო მმართველობის მასონების და მსგავსების შესახებ და ძალიან საინტერესო იყო იქაც რელიგიურ და მსოფლიოს შექმნის ისტორიაზე ვატიკანის დახურული წიგნისა და დოკუმენტაციის საცავები
ჩორვენ, მეც მინდა ეგ ფილმი
hohoho, ??? ??? ???????? “????????” ?? ???????. ??? ????????? ????? ????????, ???????? ??? ???? ????? ??????????? :?
2012-ის 23 დეკემბერს შემოვალ აქ და ახალ უნიკალურ აზრებს გავეცნობი!! ძალიან მაინტერესებს კიდევ რას გამოიგონებენ და რას დაიჯერებთ თქვენ) არა,მართლა მაგარი რაღაცეები წერია, განსაკუთრებით კომენტარებში… წარმატებები))
მადლობა : )))))
ეს ძველი პოსტია, შემდეგ გაირკვა, რომ ნულოვანი პუნქტი შეიძლება, სხვა ყოფილიყო და თარიღმა 3000 რომელიღაცა წელს გადაინაცვლა. ასე რომ, ბლოგს 2012-მდე ტყუილად ნუ დააბუკმარკებთ, ადგილს დაიკავებს ))
ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ მისტერ სიტჩინს ობიექტურად და შინაარსობრივად ოპონირება არავინ გაუწია
ერთი მასხარა დოქტორის გარდა, რომელსაც ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტებით
როგორც ჩვევიათ ხოლმე სრული იგნორი და დაცინვა
ნუ ახლა მთლად 100 %-იანი ეგეც ვერ იქნება, მაგრამ მის შეკითხვებზე მეცნიერული პასუხის მოსმენა საინტერესო იქნებოდა
ჰო, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ფასიანია
რა არის ფასიანი?
რა და ვიდეოები :დ
ახლა კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ რომელიღაც შუმეროლოგის საინტერესო ვიდეო ვნახე, მაგრამ მისი სალექციო მასალის მთლიანად ნახვა ფასიანი იყო. ვერაგები არიან ყველანი და ფული მონები :დ
მისტერ აფერისტზე
რომ იყოს რამე ნეტში აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ არაა… რაც იმას ნიშნავს, რომ იგნორია.
ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჭკვიანური პასუხები არ არის მაგ კითხვებზე
ასე რომ მისტერ ბაქოელი ებრაელი შეიძლება მართალიც იყოს
ჰო, რა ვიცი, ჯანდაბა მაგათ
გრამატიკისთვის ბოდიში
ფაქტიურად ამ პოსტში შეინიშნება ეზოთერიულობის ნიშნები
:კომპიუტერირომსატანისმოგონილიარიყოსმერეგენახაშენ:
lol

ყველას აქვს მინუსები, რა მოხდა :დ
სულაც არ ვთვლი, რომ სატანა ცუდი ტიპია
აჰა ისევ ეზოთერიკა
დავიწყოთ: ანუნაკები, Lost Book of Enki, Enlil, ზიკურატები გასწორებული მზეზე, seven tablets of creation, ნინურტას მფრინავი არწივი და სინაიზე მდებარე კოსმოდრომი
მერე გადავიდეთ: ზილოტებზე, ფარისევლებზე, სადუკეველებზე და ა.შ.
მაქედან მივალთ: იესომდე, მარია მაგდალინელამდე, იოსებ არიმათიელამდე, პავლემდე, პეტრემდე და ა.შ.;
პავლედან და პეტრედან გადავუხვევთ კათოლიციზმისკენ და ორდენებისკენ
გზად განვიხილავთ იმპერატორ კონსტანტინესა და ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლების მსგავსებას პაგანურ რელიგიებთან (რომლების იასნია შუმერიდან მოდის)
ამასობაში ვერც გავიგებთ ისე, მივალთ კატარებამდე და ალბიგოურ ლაშქრობამდე
აი აქედან კი მეტად საინტერესოდ განვითარდება მოვლენები კერძოდ, მიმოვიხილავთ მეროვინგებს და ემიგრანტ ებრაელებს საფრანგეთში კერძოდ მარსელში, გადავალთ ორვალელ ბერებზე, შემდეგ ტამპლიერებზე, ბაფომეტზე და გეომეტრიის ღვთაებრიობაზე (რასაც რა თქმა უნდა დავუკავშირებთ შუმერების ანუნაკ ღმერთებს ენკის და ენლილს)
აქედან ერთი ნაბიჯია მასონებამდე
ჰოდა სურათიც შეიკვრება რა
უიმე
შენ მთავარი გამოგრჩა – საქართველოს და ქართველების როლი ამ ყველაფერში :დ
კი არ გამომრჩა გამოვტოვე
ყველაფერს ხომ არ დავწერ?
ჰო, კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა
არ დავმშვიდდები, გამოვხატავ ღრმა შეშფოთებასა და ვგმობ!!!
უკვე წარმომიდგენია როგორ აშინებს ერთ-ერთ მომხიბლვლელ ანუნაკს სააკაშვილი თავის სასახლეში მასპინძლობისას ამ შუშაზე არ დადგე ჩავარდებიო
დავიჯერო ასეთ უნიკალურ ეპოქაში ვართ დაბადებულები, რომ ამხელა მოვლენას მოვესწრებით?
რა კაია, ჯერ ახალი მესია 2150 წელს მოვაო, მერე მეტეორი 2200-ში დაეჯახებაო დედამიწას
ძლივს ერთი პონტი მაინც არ მემაზება
შვილიშვილებისთვის მექნება მოსაყოლი 25 000 წლის მერე
და რა მაინტერესებს, ახალი ფაზა გვეტკინება?
აი ნახეთ, რო ჩამოვლენ ქართველები ეგრევე, უვიზო რეჟიმს აჯახებენ და მოხევენ სულ ყველანი ნიბირუზე
ეს ამბავი დაძველდა, არ იქნება 2012 წელსო, გადაიფიქრეს :დ
ხო მარა ტვიტერზე ვნახე და არ მქონდა წაკი/თხული
საინტერესო იყო ფრიად
არ იქნებაო? ესეც გაიმაზა
არაო, სამიათას რომელიღაც წლისთვის გადაიდო :შ