დაკარგული ლეგენდის ძიებაში

ელენე დარიანი

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

სტუდენტობისას, ერთ, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ საღამოს, მეგობარი მესტუმრა. უცნაურად იყო აჟიტირებული და ჩემთვის გაუგებარ ისტორიებს მიყვებოდა ვიღაც ქალზე, რომელის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და ამდენი წლის შემდეგაც კი, ლექტორები, ერთს ლექციის მიმდინარეობისას ჰყვებიან, მეორეს კი – სტუდენტებთან მეგობრულ საუბრებში. უცნაური ამბავი იყო, თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ელენე დარიანი ჩემი აკვიატება გახდებოდა. თანაც ისეთი აკვიატება, რომ ჩემი შემდგომი წლების საქმიანობის დიდ ნაწილს, სწორედ ამ თემის კვლევა-ძიებას მივუძღვნიდი. და მაინც…

ელენე დარიანი (მხატვარი ვახტანგ კოტეტიშვილი)

ელენე დარიანი (მხატვარი ვახტანგ კოტეტიშვილი)

პაოლო იაშვილი, ელენე დარიანი, ელენე ბაქრაძე..
დღემდე გაურკვეველია, ვინაა დარიანული ლექსების ავტორი. ამ პოსტში ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა პირად არქივებში დაცული მასალით “შეკოწიწებულ” ერთ ლამაზ ისტორიას გთავაზობთ..
მაშ ასე, როგორ იწერებოდა აკრძალული ლექსები…
როგორ შეიქმნა “პირამიდებში”, ვინ იყო ელენე ბაქრაძე, რა ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილთან და როგორ ცხოვრობდნენ ცისფერყანწელები…
1912 წელი…
ზაფხული…
საჩხერის მახლობლად, ლესევში…
მჟავე წყლებზე სახელგანთქმული ფარმაცევტის, ჯიბრაელ იაშვილის, ოჯახი ისვენებდა…

14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.

ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ: “გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა  ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?.. იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეავედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ არაფერი უპასუხა, სწრაფად წამოავლო ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფარანი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და გარეთ გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და… როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი…”
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.


და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. “ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა” – წერს ელენე.
ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის, ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა, მოულოდნელად, ელიჯათხანი – ელლით შეიცვალა. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თავადაც ქართული საზოგადოებისთვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
1914 წელი…
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი… ელენეს ფიქრები გაუორკეცდა. ვაი, თუ ომში გაიწვიონ პაოლოც… ზეზეურად ჩამოხმა ელლი… მშობლები მის მელანქოლიას გაცრუებულ სიყვარულში ეძებდნენ… მალე სასიძოც გამოჩნდა… უსიყვარულოდ გაათხოვეს ელენე გოგი ბერიშვილზე…
1915 წელს ელენე კვლავ შეხვდა თავის დენდს, პაოლოს, ქმრიანი ქალის მორიდებით მიესალმა… მაგრამ ბედი რას უმზადებდათ, ჯერ არ იცოდნენ…

“ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.
ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!
ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.

არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.

ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.
ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე,
ახალ შეხვედრამდე ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!
ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს…
გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”

მსგავსი შინაარსის წერილებს ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სწერდნენ ერთმანეთს. მათი წერილები, ლირიკული ახსარებები იქცა, იმ არაჩვეულებრივ, ქალური ვნებით დამუხტულ ეროტიკულ ლექსებად, რომლებიც მაშინდელმა საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო.
დაიწყო ცისფერყანწელთა სიგიჟმაჟე, უძილო ღამეები, მთვარეული ზმანებები… დაიბადა ლექსები, სონეტები, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშები, ლექს-ტრიოლეტები. ერთი სიტყვით – ლიტერატურაში სიცოცხლის დიდი ეპოპეა… ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით… დაიბეჭდა გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”, “ლურჯა ცხენები”, “მესაფლავე”, ,,მერი”. მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმის მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში რამდენიმე ცისფერპერანგიანი ყმაწვილი და ცისფერკაბიანი ქალიშვილი დაშრიალებდა. ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე ცისფერყანწელთა ლიდერი იმხანად პრესაში გამოქვეყნებულ ელენეს ლექსებს საზოგადოებას აცნობდა, როცა მას ლაყე კვერცხები დაუშინეს. ცისფერყანწელები ბრწყინავდნენ, ზენიტს მიაღწიეს. განსაკუთრებული, სკანდალური პოპულარობა ელენე დარიანს ეწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი მის ლექსებს პორნოგრაფიულად განიხილავდა და აძაგებდა, თუმცა, ბევრი ქუთაისელი მანდილოსანი თავადვე, ჩუმად, ჭორების სახით იბრალებდა დარიანობას… ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა კი ყანწელებმა გაასაიდუმლოეს. ელენეს ლექსები პაოლომ “იშვილა” და ამით ცისფერ დედოფალს ტვირთი შეუმსუბუქა. პაოლოს არასდროს უღიარებია მათი ავტორობა. ელენე ბაქრაძეც უარობდა. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ელენეს წერილი, რომლის ადრესატიც ცისფერყანწელებისადმი მტრულად განწყობილ მანდილოსანთა წრის მეთაური, კატო მიქელაძეა, რომელიც თვლიდა, რომ დარიანის ლექსები “მაღალი ზნეობის” ქართველი ქალის უდიდესი შეურაცხყოფა იყო.”…გეფიცები სინდისს, კატო, რომ მე ელენე დარიანზე შორს ვარ და არც ერთი ლექსი ქუთათურებზე ადრე მე არ მცოდნია. პაოლო იაშვილი იგი არ არის, ამაზე ლაპარაკი მეტიც არის; ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათი დადარება! ეს, რომ მე იმას კარგათ ვიცნობ და პაოლოზედაც უკეთ, ჩემო ძვირფასო, არ შეიძლება ცოდვაში ჩამეთვალოს; ისე, კი, კატო, დამშვიდდი, დარწმუნდი, რომ ელენე ბ-შვილი და ელენე დარიანი… ოუჰუ! საიდან სადაო, წმინდაო საბაო!..” ეს მისტიკური საბურველი ლექსებს მეტ ინტიმურობას სძენდა და ცხოველურ ინტერესს აღვივებდა.

ელენე ბაქრაძე. 1959 წ. (უცნობი ავტორი)

ელენე ბაქრაძე. 1959 წ. (უცნობი ავტორი)

ზაფხული ილეოდა. ვარდფენობა იყო ქუთაისში. ნიავწანწალა ქუჩა-ქუჩა დააქროლებდა ყვავილების ნაფერთალებს…
იმ დილას ვარდის სურნელით გაიღვიძა პაოლომ, გამოეწყო კიდეც, რომ მეეტლემ მისი სახლის წინ ეჟვნები აახმაურა. პაოლო ეტლში ჩაჯდა და ბაგრატის ტაძრის გორიდან, დაბლა, ხიდისკენ დაეშვნენ. რიონის ხიდის ყურთან საყვავილესთან გაჩერდნენ, შეთქმულებმა მინდვრის ცისფერი ყვავილების თაიგული დაახვედრეს. ეტლი გაჩერდა… კოფოზე და აღვირ-ავშარის გაყოლებაზე ცისფერი აბრეშუმის ზონარი შემოევლოთ.
დღეს ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი თბილისში მიემგზავრება…
პაოლომ ცხენი ეტლიდან გამოუშვა და ყველასგან მოულოდნელად თვითონ შეება. ეტლში ჩაჯდა ცისფერმანდილშემოხვეული და თმებში სავანის მდელოზე მოკრეფილი ულეწელაბალახის ცისფერყვავილებდაბნეული ელლი. ეტლი სანამ რიონ-ქუთაისის რკინიგზის სადგურის გზას დაადგებოდა, ქალაქიდან გასასვლელი ქუჩა პაოლოს შებმულმა ეტლმა შემოატარა, შემდეგ ისევ ცხენი შეაბა და თან გაიყოლეს ქუთაისური ნიავწანწალას ატაცებული ყვავილები. ცისფერი გზით და ცისფერი ალერსით დააბინავა პაოლომ ელლი. იმ დღის რეჟისორი თავად იყო, მთავარი გმირი – ელლი ბაქრაძე, მაყურებელი კი  – ქუთათურები. ყველანი ერთად ზეიმობდნენ ცისფერთეატრალიზირებულ დღესასწაულს.
ელენეს არქივშია დაცული ცნობა, თუ როგორ შეიქმნა “ცისფერი ყანწები”: “-ერთ დღეს გადავწყვიტეთ საჩხერეში წასვლა… პაოლომ მომიყვანა ვალიკო მაჭავარიანის საუცხოო ცხენი. იმ ზაფხულს საშინელი წყალდიდობა იყო და ხიდი წაღებული დაგვხვდა. სავანეში, მწვანე მინდორზე გაიშალა სუფრა. სუფრას და ჭურჭელსაც მთვარის შუქზე მოედო ისეთი საზღაპროდ ნაზი, ლურჯი ფერი, ისეთი სიწყნარე სუფევდა ბუნებაში, რომ მშვენიერებას ზიარებული თუ უზიარებელი, ყველა წუთით გაჩუმდა… თითქოს უსმენდა სამყაროს სიდიადეს. ჩვენმა დიასახლისმა პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი… ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: “ცისფერი ყანწი!..” პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: “ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა და იმეორებდა: “ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”…” ასე დაიბადა ქართული პოეზიის ღმერთკაცის, აკაკი წერეთლის მშობლიურ სავანეში ქართველი სიმბოლისტების ჟურნალის “ცისფერი ყანწების” სათაური. პირველსავე ნომერში, 1916 წელს, ელენეს “პირამიდებში” გამოქვეყნდა:

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით – რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ელენეს არქივებშია ცნობაც, თუ როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი. მემუარისტის დახასიათებით, პაოლოს “ჰქონდა გასაოცარი ცოცხალი აზროვნება და ნამდვილის წვდომის დიდი ალღო. გარდა ამისა, ის იყო დაჯილდოებული ნამდვილი ორატორული ნიჭით. გარეგნულ სილამაზესთან ერთად მისი ეს მნიშვნელოვანი თვისებები და ამასთანავე არაჩვეულებრივი გულკეთილობა და ხელგაშლილობა ქმნიდნენ მეტად მიმზიდველ და მომხიბლავ ადამიანს. მე იმ ზაფხულს დორიან გრეი ვუწოდე… ჯერ შეიმშვნია, მერე კი აღარ მოეწონა, იქვე შემომიბრუნა… დორიანი მიწოდა, დროთა განმავლობაში შემიცვალა დარიანად, რადგან უფრო მოსწონდა კეთილხმოვნების გამო…”
ასე დაიბადა ელენე დარიანის ფსევდონიმი… ის აღებულია ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი გმირის სახელიდან და შიგ ჩადუღდა ქართული სიტყვის, დარის შინაარსი.

“პირამიდებს” “უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი” მოჰყვა…
უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება – ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
დამეძინება… გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.

თუმცა, ელენეს არქივში დაცულია ხელნაწერი ასეთი ვარიანტით:

აი, მოვიხსენ ტანზე საფარი!
გადახსნილ მხრებსაც მოელანდა შეხება შენი,
ვნებიან გზაზე ჩამობნელდა, არ სჩანს არავინ
ბავშვობის ლოცვა ვიღაღადე უკანასკნელი
ჩამეძინება… სიზმრებია ზანტი და მდორე
დამიწყნარდება გული ჩემი ჯერ ხელუხლები
ძილში ვიღაც დამაკვდება, მეამბორება,
ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები.
დილის რიჟრაჟი გამომტაცებს ცხელ ადამიანს
ჩემს ნაზ სიყვარულს შენზე დარდი კვლავ მომემატა
და გამწარებულს უცხო კოცნით ქალ-ადამიანს
გონზე მომიყვანს ბუხრის ძირში გამთბარი კატა.

ელენე დარიანის პერსონის გარშემო აჯიოტაჟი არ წყდება. იწერება ერთმანეთზე კრიტიკული რეცენზიები. ია ეკალაძე ელლის ლექსებს “სქესობრივ ნიადაგზე დაავადებულთა პოეზიას” უწოდებს და გაზეთ “სამშობლოში” წერს: “აფსუს, შოთავ, აფსუს, აკაკი… ვაჟავ, აფსუს ჩვენო დიდებულო ხალხურო პოეზიავ, რომ შენს ადგილს, რაღაც ბოდვას, ხმის უცნაურ აწევ-დაწევასა და “ნიფხავ-პანტალონების” ხოტბა-დიდებას აჭერინებ”. ელენეს პოეზიას არც ლეო შენგელია ინდობს: “ელენე დარიანის მდგომარეობა ფრიად საშიშია. მას ტემპერამენტი აქვს აწეული. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია… მასში არაფერია: არც სინაზე, არც უმანკოება, მოკრძალება, ტლანქია! ჩვენს პოეზიას ის ვერაფერს შეჰმატებს. სულით ღატაკმა და ტანით შიშველმა ან რა უნდა მოგცეს?”

ელენე დარიანის ვინაობის გაგება აწუხებდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთ. ელენე ახვლედიანის ცნობით, მამამისს, დიმიტრი ახვლედიანს, თბილისიდან ქუთაისში წერილიც კი მიუწერია, ვინ არისო ელენე დარიანი…

ელლი პოპულარიბის პიკზეა. მ.გაჩეჩილაძის “ჩანგის” მეორე ტომში და სანდრო ცირეკაძის ახალი პოეზიის ანთოლოგიაში ელენეს ლექსებს ცალკე ადგილი უკავია, ცალკეა პაოლოს შემოქმედებაც.

ელლი მეგობრობს გალაკტიონ ტაბიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, იოსებ გრიშაშვილთან, კონსტანტინე ჭიჭინაძესთან, გოგლა ლეონიძესთან, მარიჯანთან, ლადო გუდიაშვილთან, სიმონ ჯანაშიასთან და სხვებთან… მათ პირად არქივებში მრავალი ცნობაა დაცული, რაც ელენე ბაქრაძის დარიანობას ადასტურებს. გრიგოლ რობაქიძე ჟურნალ ‘AAღშ’-ში  აღნიშნავს, რომ ელენე დარიანი არის ქალური პოეტური სხივი და გამოირჩევა ქართული მოდერნიზმის დამწყებთა შორის. “ქართველი ქალი – როგორც ქალი, უთუოდ პრობლემაა, მე ვფიქრობ, რომ მის სტიქიაში ძალზე ბევრია უძველეს ამორძალთა ნამსხვრევები – სიყვარულში მამაკაცებზე გამმეტებლად თავდამსხმელნი და მათი მკვლელები”. აქვე ნათქვამია ისიც, რომ ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ქალი ეროტიკული ფსიქიკით, თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე ყაზბეგის პროზის გმირებს. ამის შემდეგ კი სწორედ ელენეს ლექსებშია “შეყვარებულობის ჭეშმარიტი განცდა და ამასთან განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”.

ელენე დარიანს

“შენი ლექსები მე მაბარია,
როგორც ბავშვობის წმინდა კრებული,
მაგრამ მოწყენით ხშირად არიან
შენი ალერსის დანატრებული”..

სწერს პაოლო. პასუხს ელენეც უბრუნებს:

პაოლოს მოლოდინში

“მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილი,
ღამე დღესა სცვლის და ალიონს მწუხრის საათი,
სიტყვის ნადიმზე მე არა ვარ უარყოფილი,
მაგრამ მომბეზრდა მალულობა, ფარული დარდი.
ბევრი ვეწამე, (აღარა ვარ დღეს მინდობილი)
იჭვის სათვალით გავადიდე, შუქი დავანთე,
ო, რა ძნელია ფერწასული წუთისოფელი,
ოდეს არ კვდება ვერლენი და ბრძენი საადი.
ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე,
დიდი მოთმენა მოვიახლე და შევითვისე,
დაღლილი შუბლით მოვიწყინე სხვისი სიავე.
ყველას გავუძლებ, კარგადა ვგრძნობ ყველაფერს დღესა,
სახელის ლანძღვას, ტიციანს და მის მეუღლესა,
კვლავ ფრთებს ავისხავ და სტრიქონებს მივცემ სილაღეს.”

მიძღვნილი ლექსების აპოთეოზი იყო პაოლოს საოცარი “სონეტი ელლის”:

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი,
შენს სულს გადავცე… მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი;
იყავი ნაზი ისე, როგორც ტყის ნიამორი.
მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,
მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი;
შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი…
ყვავილებია ჩემ გარშემო!.. მაისი მინდა…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!..

როგორც ელენეს და პაოლოს შემდგომი ცხოვრებიდან ირკვევა, მათი გზები გაიყარა… პაოლომ ცოლი შეირთო, დაქვრივებული ელენე მეორედ გათხოვდა, პაოლომ თავი მოიკლა… აკრძალულია მისი ხსენებაც კი. აღარავის აინტერესებს აღარც ელენე და აღაც დარიანული ლექსების ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა… აღარ დადგა საიდუმლოს გამჟღავნების დრო. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლიცაა შესული – ელენეს ავტორობის გარეშე. ელლი ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში აკითხავს ირაკლი აბაშიძეს, ცდილობს აღიდგინოს “დარიანობა”, მაგრამ… უშედეგოდ. 1957 წელს ელენე დარიანის ხელმოწერით ლექსს უძღვნის მარიჯანს:

მინდა დღეს გითხრა გულისნადები
თუმც ჩავიფერფლე დიდი ხანია,
მაგრამ მე მჯერა, ისევ ვართ დები
გვწვავს ძველებურად ჩვენ პოეზია.
შენთვის საჩუქრად არ მაქვს დაირი
არც ოქროს გედი მომიწვევია
მხოლოდ მე მახსოვს შენი დარდები
ჩემთვის წყლულები შეგიხვევია.
მე სხვანაირი მეწვია ბედი
ის არ იკლებდა ჩემით გართობას
თბილ თანაგრძნობით აღარ მოხვედი
არ შემოგჩივლე მეც მარტოობა.
დღეს ჩვენი ხალხი გათბობს გვირგვინით
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს,
იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს”.

ამ თაობის მოლოდინში, 1979 წელს დასრულდა 82 წლის იდუმალებით მოცული ქალბატონის სიცოცხლე. ისე, რომ მას არავინ შეუწუხებია. ხანდახან შინაურების წრეში რაიმეს თუ იტყოდა თავის დარიანობაზე, მაშინვე შეაშტერდებოდა თანამოსაუბრეთა გაკვირვებული თვალები…

ელლის გარდაცვალების გამო არ დაწერილა არც ნეკროლოგი და არც მის დაკრძალვაზე უთქვამს ვინმეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა… მხოლოდ გასვენების დღეს მივიდა ცისფერი ოცნების მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მიიტანა ცისფერი ყვავილების კონა და თავის დადნაფიცს გულზე მიმოაბნია…

დარიანული ლექსები პაოლოს მიეწერა… მაგრამ გასული საუკუნის მიწურულს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის ცნობა – “ელენე დარიანი რეალური პიროვნებაა, ის არაა პაოლო იაშვილი.” მან ელენე ბაქრაძის პირად არქივს მიაგნო. საკითხმა დიდი ფორიაქი და არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ბევრს არ უნდოდა ქართველი პოეტი ქალი – ეროტიკული ბუნებით.  პოლემიკა შეწყდა…
დაკარგული პოეტი ახლა სხვა თაობას ელოდება.

პ.ს. მასალა მომზადებულია (პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის მიერ მოგროვებული) ელენე ბაქრაძის საარქივო მასალების მიხედვით.

719 Comments

  1. cheap viagra May 16, 2017 7:55 am

    This is the perfect post for me to find at this time

  2. cheap viagra May 16, 2017 11:09 am

    Thanks for your thoughts. It’s helped me a lot.

  3. Shopping & Fashion May 16, 2017 12:09 pm

    Thanks for the sensible critique. Me & my neighbor were just preparing to do some research on this. We got a grab a book from our local library but I think I learned more from this post. I am very glad to see such great information being shared freely out there.

  4. generic viagra May 16, 2017 12:10 pm

    Way to go on this essay, helped a ton.

  5. House & Home Improvement May 16, 2017 12:19 pm

    I cling on to listening to the news bulletin lecture about receiving free online grant applications so I have been looking around for the top site to get one. Could you tell me please, where could i acquire some?

  6. House & Home Improvement May 16, 2017 12:20 pm

    Very good written story. It will be valuable to everyone who employess it, as well as yours truly :). Keep doing what you are doing – for sure i will check out more posts.

  7. House & Home Improvement May 16, 2017 12:22 pm

    You could certainly see your expertise in the work you write. The sector hopes for even more passionate writers such as you who aren’t afraid to say how they believe. At all times follow your heart.

  8. viagra for sale May 16, 2017 1:38 pm

    曹俊2012 å¹´ 10 月 9 日游戏渠道:91幻想精灵区服:遗失荒漠帐号:13767092815ID:15319角色名:死心我的建议:我是10月2日玩这个游戏的。感觉上还蛮好玩就玩了下。玩了下觉得还可以就冲了点钱。现在越来越想玩了。搞的自己现在每天晚上基本半小时。1小时·1个半小时醒来一次……1关于融合和抓宝宝适当调高点…..这样太低了….已经很多人在抱怨。2有条件的话可以开放玩家可用游戏币交易商城物品。这样确实可以增加游戏的互动性。但切记不可开放道具和宝宝交易。。这样容易影响游戏的长久…3增加宝宝装备可以打宝石,技能可以打技能书增强。开放师徒。夫妻。帮战好友推荐4可以增加玩家付费自己设计宝宝造型5最后如果可以的话龙之石等必须升星材料可以适当用宝石购买。可以比一般的石头贵6最后觉得生命石回血感觉太BUG了···钱多的时候需要几千。。等没钱了只要1000不到….如果看到了。希望能考虑下谢谢

  9. Business & Finance May 16, 2017 1:45 pm

    I do not even know how I ended up here, but I thought this post was great. I do not know who you are but definitely you are going to a famous blogger if you are not already 😉 Cheers!

  10. lowe's home improvement May 16, 2017 3:00 pm

    Great tremendous issues here. I am very satisfied to look your post. Thanks a lot and i am looking ahead to contact you. Will you please drop me a mail?

  11. Stock Market Game May 16, 2017 3:02 pm

    Pretty section of content. I just stumbled upon your blog and in accession capital to assert that I get in fact enjoyed account your blog posts. Anyway I’ll be subscribing to your augment and even I achievement you access consistently fast.

  12. public health May 16, 2017 3:04 pm

    I’m still learning from you, but I’m trying to achieve my goals. I absolutely enjoy reading everything that is written on your site.Keep the stories coming. I loved it!

  13. information technology May 16, 2017 3:05 pm

    I want to voice my respect for your kind-heartedness giving support to all those that require guidance on that field. Your real commitment to getting the message all-around came to be surprisingly insightful and has regularly enabled individuals much like me to reach their pursuits. The valuable tips and hints can mean a whole lot to me and somewhat more to my peers. Many thanks; from everyone of us.

  14. business intelligence May 16, 2017 3:05 pm

    Keep functioning ,fantastic job!

  15. starting a business May 16, 2017 3:15 pm

    I like what you guys are up also. Such clever work and reporting! Keep up the superb works guys I¡¦ve incorporated you guys to my blogroll. I think it’ll improve the value of my website 🙂

  16. generic viagra May 16, 2017 4:03 pm

    I’m not easily impressed. . . but that’s impressing me! 🙂

  17. cheap viagra May 16, 2017 4:15 pm

    J’ai trouvé la réponse, quelle que soit l’équipe politique en place, lorsque le moment sera venu, les changements s’imposeront d’eux-mêmes….

  18. http://www.cleanservicesnorthwest.com/* May 16, 2017 4:42 pm

    Clean Services NorthWest is your best portland window cleaning company in Oregon. They provide the best portland window cleaners with reasonable prices for their portland window washing and portland residential window cleaning. All their portland window washers are well trained for window cleaning portland cleaning services. Contact them for a list of window cleaning in portland oregon for your residential or commercial needs. Address: 8910 SE Fuller Rd, Happy Valley, OR 97086, USA , +1 503-762-5915

  19. cheap viagra May 16, 2017 6:12 pm

    I never knew Elways Ego was that sensitive and fragile . Not even Montana played well after his 49′er days were over . I wish the 36 yr old PM the best .But i can’t see burying your club in debt for your ego ! Plus Denver will now spent even more on weapons for PM that Tim didn’t have ! Elway is a Fool ..

  20. viagra online May 16, 2017 6:21 pm

    Woah nelly, how about them apples!

  21. cheap viagra without prescription May 16, 2017 8:22 pm

    Not to intrude, Dude. I too have been been screwed by the White-shoed, But the word’s “ineptitude’.Though I confess, the word “ineptness”, implies no less of a mess, I guess. yes?

  22. generic viagra May 16, 2017 10:53 pm

    hello!,I like your writing very much! percentage we keep in touch extra approximately your article on AOL? I require a specialist on this space to solve my problem. May be that is you! Taking a look ahead to see you.

  23. viagra online May 16, 2017 11:02 pm

    That’s cleared my thoughts. Thanks for contributing.

  24. Sports May 17, 2017 6:45 am

    Wonderful website. A lot of helpful info here. I am sending it to several pals ans additionally sharing in delicious. And obviously, thank you on your effort!

  25. Pets & Animal May 17, 2017 8:08 am

    Hiya, I am really glad I’ve found this information. Nowadays bloggers publish only about gossips and internet and this is really irritating. A good blog with interesting content, this is what I need. Thank you for keeping this web site, I will be visiting it. Do you do newsletters? Can not find it.

  26. Food & Cooking May 17, 2017 11:09 am

    Someone necessarily lend a hand to make severely articles I would state. This is the first time I frequented your web page and up to now? I amazed with the research you made to create this actual submit amazing. Great job!

  27. Food & Cooking May 17, 2017 11:12 am

    I enjoy you because of your whole effort on this web page. My mother really loves conducting investigation and it is easy to understand why. I notice all concerning the dynamic means you provide very important tips and hints on this web site and as well as recommend participation from some other people on the subject and our daughter is truly discovering a lot. Take advantage of the remaining portion of the year. Your doing a remarkable job.

  28. Computer & Technology May 17, 2017 11:29 am

    Excellent website. Plenty of useful information here. I am sending it to some buddies ans additionally sharing in delicious. And of course, thanks for your effort!

  29. Jobs & Career May 17, 2017 11:31 am

    Great post. I was checking continuously this blog and I’m impressed! Very useful info particularly the last part 🙂 I care for such information a lot. I was looking for this particular information for a very long time. Thank you and best of luck.

  30. Computer & Technology May 17, 2017 12:08 pm

    Well I truly liked reading it. This tip procured by you is very constructive for accurate planning.

  31. Computer & Technology May 17, 2017 1:10 pm

    Pretty nice post. I just stumbled upon your weblog and wanted to say that I’ve really enjoyed browsing your blog posts. After all I’ll be subscribing to your rss feed and I hope you write again soon!

  32. sci tech May 17, 2017 1:14 pm

    Thank you for the auspicious writeup. It in fact was a amusement account it. Look advanced to more added agreeable from you! By the way, how can we communicate?

  33. Stock Market Report May 17, 2017 1:15 pm

    You really make it appear really easy along with your presentation but I in finding this topic to be actually one thing which I believe I might never understand. It kind of feels too complicated and very vast for me. I’m looking ahead to your subsequent submit, I will attempt to get the dangle of it!

  34. cheap flight tickets May 17, 2017 1:18 pm

    great post, very informative. I’m wondering why the opposite specialists of this sector don’t notice this. You should continue your writing. I am sure, you have a huge readers’ base already!

  35. home May 17, 2017 1:19 pm

    Thank you for the sensible critique. Me & my neighbor were just preparing to do some research about this. We got a grab a book from our area library but I think I learned more clear from this post. I am very glad to see such excellent information being shared freely out there.

  36. information technology May 17, 2017 1:22 pm

    Someone necessarily assist to make seriously posts I’d state. That is the very first time I frequented your website page and to this point? I amazed with the analysis you made to create this particular submit amazing. Great job!

  37. business ideas May 17, 2017 1:25 pm

    I just could not go away your site prior to suggesting that I really loved the standard information a person supply in your visitors? Is gonna be back frequently in order to check up on new posts

  38. best cars for cheap insurance for 17 year olds May 17, 2017 8:28 pm

    What a neat article. I had no inkling.

  39. what is the cheapest postcode for car insurance May 17, 2017 8:47 pm

    “If you keep money under your mattress, it doesn’t do anyone any good.”It benefits the saver with peace of mind (unless we’re talking about fiat currency, which will diminish in value over time.)

  40. fully comp insurance to drive any car May 17, 2017 10:59 pm

    Jul16 I have read some good stuff here. Certainly price bookmarking for revisiting.I surprise how so much effort you place to make one of these magnificent informative website.

  41. dunn glass insurance May 18, 2017 3:34 am

    É un bo descubrimento xa que en en moitas cidades de noite non se ven as estrelas, soamente a lúa, xa que hai demasiada contaminación lumínica, grazas a estes farois aforramos moita enerxía xa que cando esta a lúa chea xa nos ilumina ela soa polo seu resplandor e non precisamos de tanta luz e así poderiamos ver de vez en cando alguna estrela polo ceo.

  42. Jewelry May 18, 2017 9:08 am

    I like the valuable information you provide in your articles. I will bookmark your weblog and check again here frequently. I am quite certain I’ll learn a lot of new stuff right here! Good luck for the next!

  43. Fashion May 18, 2017 9:43 am

    My husband and i have been absolutely joyful when Chris could complete his research from the ideas he made out of your web pages. It is now and again perplexing to simply possibly be handing out points other folks might have been trying to sell. We do understand we’ve got the website owner to appreciate for this. The most important explanations you’ve made, the simple web site navigation, the friendships you can make it easier to instill – it’s all fantastic, and it is making our son in addition to us understand this subject matter is exciting, which is certainly extremely mandatory. Thanks for all!

  44. Cheap Flights Europe May 18, 2017 11:57 am

    I truly appreciate this post. I have been looking everywhere for this! Thank goodness I found it on Bing. You have made my day! Thx again

  45. Fashion May 18, 2017 1:24 pm

    Very efficiently written story. It will be beneficial to everyone who employess it, as well as yours truly :). Keep doing what you are doing – i will definitely read more posts.

  46. Business & Finance May 18, 2017 1:50 pm

    It¡¦s actually a nice and helpful piece of information. I am happy that you just shared this useful info with us. Please keep us informed like this. Thank you for sharing.

  47. Woman May 18, 2017 2:36 pm

    You are a very intelligent individual!

  48. take a look at the site here May 18, 2017 3:17 pm

    It is convenient opportunity to generate some desires for the long run. I’ve study this document and if I may just, I want to suggest to you you number of great tips and advice.

Post a Comment

Your email address will not be published.