THE ROYAL ANALOSTAN

მდუმარე ძუძუმწოვარი
წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე.

ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, სამი წლის ასაკში დაუსვეს, მაგრამ მე კონკიას ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ.

ტემპლი, ისევე, როგორც აუტიზმის მქონე მილიონობით ბავშვი, ტერმინებით: “ჩამორჩენილი”, ჩლუნგი”, “ჩაკეტილი”, “უცნაური” და  ა.შ. ხშირად შეუფასებიათ. თუმცა, აუტიზმთან დაკავშირებული აურზაური უფრო იმ სტიგმასთანაა დაკავშირებული, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მისი სპეციფიკური ხასიათი კი მეორე პლანზე ინაცვლებს. უმრავლესობას უმცირესობა პრაქტიკულად არასდროს უყვარს. ნემისმიერი სახის განსხვავებულობა ( ხშირ შემთხვევაში, ჩემთვის, განსაკუთრებულობა) კი სწორედ უმცირესობათა რიგებში ერთიანდება, ქცევის უცნაურობით ხასიათდება და იწყება მისი დისკრიმინაცია. ზოგჯერ – დისკრედიტაციაც.

ნებისმიერი ჩვენგანის გარშემო მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც პანიკურად ეშინია  მეორედ მოსვლის, კატების, “იეროველების”, სიკვდილის, სტეპლერების მიმართ არაადეკვატური შიშიც მინახავს. როგორც წესი, ასეთი ფობიების საფუძვლიანობა საკამათოა,  აი, სტიგმა კი მართლაც საშიშია. სტიგმა, იგივე “სირცხივილის დამღა”, ავითარებს ისეთ იერარქიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს დანაწილებული ძალაუფლება და რესურსები, ამართლებს სოციალურ უსამართლობას, აერთიანებს/ქმნის საზოგადოებრივ ჯგუფებს და დევნის სხვებს. ვითომ არაფერი? როგორ არა. დამცირება გაცილებით ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე მისი მოლოდინი. ეს მოლოდინი ბევრისთვის მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს.

სტიგმას დისკრიმინაცია ყოველთვის მოჰყვება. დისკრიმინაცია ქმედებაა, რომელიც სტიგმას ეფუძნება. მაგალითად, თუ აუტიზმის მქონდე ბავშვი სკოლამ არ მიიღო, ესაა დისკრიმინაციის მაგალითი, რომელიც არის შედეგი სტიგმისა და უკავშირდება დაავადებას/მდგომარეობას.

სტიგმა განკურნებადია. ის საზოგადოების ინფორმირებულობის, განათლების დონესთანაა დაკავშირებული და იცვლება როგორც დაავადების, ასევე ინდივიდის, პიროვნების ცნობადობის უკუპროპორციულად. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, აუტიზმი  ჯანმრთელობის  გლობალურ პრობლემად დაასახელა და ვითარების  გაუმჯობესების  ყველაზე  ეფექტურ მექანიზმად აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლება მიიჩნია. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის  გაზრდის  მსოფლიო დღედ  გამოცხადდა.

ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა.  ახლა ბევრმა ადამიანმა იცის, რომ აუტიზმის მქონე ადამიანი შიზოიდი არაა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ზემოთხსენებული არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ ბევრს საუბრობენ. HBO-მ ფილმის გადაიღო. სწორედ ის ფილმი, ღამე რომ გამათენებინა. მართლა არაჩვეულებრივია, მაგრამ სულ უფრო ხშირად მესმის აუტიზმის  მქონე ბავშვების მიმართ გადაჭარბებული პოზიტიური მოლოდინების შესახებ. ფილმები, სტატიები, პუბლიკაციები… ხშირად მოგვითხრონებ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, გენიოსებზე ან, უბრალოდ, ცნობილ ადამიანებზე… ყოველ მეორე ვებ-გვერდზე გადააწყდებით სიას, რომელიც იუწყება, რომ ბილ გეითსი, ვან გოგი, აინშტაინი, ვირჯინია ვულფი, ვუდი ალენი, ბობ დილანი, ისააკ ნიუტონი, სტივენ სპილბერგი და სხვები აუტიზმის მქონენი იყვნენ/არიან.  ასეა თუ ისე, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ასეთ ბავშვებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. სინამდვილეში, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ზოგიერთი მათგანი შეიძლება გენიოსიც იყოს, რატომაც არა. მთვარია, თითოეულ ბავშვს საშუალება ჰქონდეს, თავისი ძლიერი მხარეები წარმოაჩინოს და არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. აი, ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული. არსებული სტიგმა, აუტიზმის მქონე ბავშვებს, სერვისებს უზღუდავს. გმირობაა, როცა ასეთ საზოგადოებაში რეალიზებას მოახერხებ.

ჩემი გმირი ტემპლის დედა, ეუსტასია კატლერია, რომელსაც ექიმებმა განუცხადეს, რომ ტემპლი შოზოფრენიის იმ ფორმით იყო დაავადებული, რომელიც მხოლოდ ბავშვებში ვლინდება, ის ვერ განვითარდებოდა, არასდროს ილაპარაკებდა და გონებრივი განვითარებაც შეფერხებული ექნებოდა. რა მთავარია, ამაში თავადვე დაადანაშაულეს. მაშინ მეცნიერთა ნაწილი იზიარებდა ვარაუდს, რომ აუტიზმი მშობლების მზრუნველობამოკლებულ, უსიყვარულოდ აღზრდილ ბავშვებს უვითარდებოდათ. ეუსტასია პასუხმა არ დააკმაყოფილა, არც მოსალოდნელმა შედეგებმა: მეტყველების თერაპევეტი იქირავა, შვილი ჯერ სკოლაში, შემდეგ ფრანკლინ პირსის კოლეჯში შეიყვანა.  საჭირო განათლება მისცა და ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, შეძლო, მისთვის ის გარემო შეექმნა, რაც ტემპლს საშუალებას მისცემდა, თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა. შედეგმაც არ დააყოვნა და ტემპლის პირველი პუბლიკაციები მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ჯერ კიდევ მისი სტუდენტობის დროს გამოჩნდა. როგორც გითხარით, დღეს ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერია. როგორც თავად ამბობს, ამაში თავისი აუტიზმიც ეხმარება. ტეპლი ჟურნალ თაიმის მეოცე საუკუნის სახელოვანი გმირების ჩამონათვალშიც მოხვდა. ასე რომ, დავეხმაროთ საკუთარ თავებს, რომ სხვებს ჩვენი დახმარება აღარ სჭირდებოდეთ!

ეუსტაცია და ტემპლი ჩემი “პროექტის” “50 ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე” მეათე ადგილს იკავებენ ))

ესეც ფილმის გადმოსაწერი ლინკი. არ დაგეზაროთ!

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="620" height="358" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="src" value="http://www.youtube.com/v/cpkN0JdXRpM" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="620" height="358" src="http://www.youtube.com/v/cpkN0JdXRpM"></embed></object>

მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით
მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით… ასე ახასიათებს ჩემი საყვარელი მწერალი თავისი ახალი რომანის ერთ-ერთ გმირს, უბედურების ნიშნით დაბადებულ ალმასას, რომელიც არასდროს არავის არაფერში სჭირდებოდა. ამ ნიშნის შესახებ მისი პირველი სახელი ან წოდება, ანაც მისი მამის ან პატრონის ტიტული თუ ოცნება მიგვანიშნებს – გრაფი, ან ლორდი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ალმასამ ვიღაცის და ვიღაცების იმედები ვერ გაამართლა და ახლა ერთ გაუბედურებულ ქალაქში ცხოვრობს, რომლის აივნებიც ლპება, კედლები იფშვნება, მისი სახლის ღობე კი გარღვეულია, რაც საშუალებას აძლევს, სადაც უნდა და როცა უნდა,  წავიდეს, გაისეირნოს, გული გადააყოლოს. დეგენერატების, ანუ ნაციონალისტების შეფასებით, ისტორიულ უბნებში დახეტიალობს, ჩემი აზრით კი ჩამომპალი სახლების ეზოებს სტუმრობს. ასეა თუ ისე, ალმასა ძაღლია, ბევრისთვის ალბათ ყველაზე მოწესრიგებული, დამჯდარი და ბრძენი, ზრდილობიანი, დელიკატური, მშვიდი და გულჩათხრობილი. ჩემთვის კი, უბრალოდ, გულისრევამდე მოწასყენი და ერთფეროვანი, რომლის ჭუჭყიანი კუდიც კი ვერ იწვევს ვერავითარ ინტერესს, ალბათ ჩემი ფანტაზიაც მკვდარია და ვერ ვფიქრობ, ასეთ მოწესრიგებულ არსებას, კუდი ჭუჭყიანი რატომ უნდა ჰქონდეს. არც მისი წარსულიგამოცდილების შესახებ და არც ზემოთხსენებული საიდუმლო სეირნობების შავ-ბნელ მხარეებზე მაფიქრდება რამე საინტერესო. სინამდვილეში კი რომანი ორი ადამიანის სიყვარულზეა, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დააგვიანეს. არა, ჩვენ კი არა, ერთმანეთს არწმუნებენ და საწინააღმდეგოში დარწმუნდნენ თუ არა, უცნობია. სავარაუდოდ კი. ალბათ მართამ ბილეთი აიღო და ნიკოს სხვა ქვეყანაში გაჰყვა, ხალხმა კი  სინამდვილე თქვა – დაიხოცნენო. ან კი ვის ეყვარებოდა ერთი ცოფიანი ქალი, რომელიც თავისი ძაღლის გამო, მზად იყო, ისე დაეწყევლე, მესამე პირი სიცილისგან ადგილზე გახრწნილიყო. ადამიანები არ ტყუიან. ისინი იმ სიმართლეს ამბობენ, რომელიც ძალიან უნდათ, რომ ჰქონდეთ. ან ვინც უმიზნოა, ობიექტურ რეალობას აბრუნებს და ჭეშმარიტების მეორე პოლუსს გვიჩვენებს.

ასეთი არსებები არიან შუშანიკის შვილებიც. შუშანიკი იმ ქალაქის მკვიდრია, სადაც ალმასა, ნიკო და მართა ცხოვრობენ. მისი შვილები კი სულები არიან, ის არარსებული რეალობები, რომლებიც ძალიან გვინდა, ან პირიქით. ნიკო და მართაც მათი შვილები არიან. ისინი დავითის და თამარის სიყვარულის შექმნისთვის იბრძვიან და მიზნის მიღწევისთანავე უჩინარდებიან. უჩინარდებიან მათთვის და იმ გარემოსთვის, თორემ მათი ისტორია ალბათ სადღაც სხვაგან გრძელდება. ვინ იცის…

აი, ალმასა კი დარჩა. სულ ვფიქრობ, მართას ( მისი პატრონის ) გაუჩინარების შემდეგ, მისი ბედი როგორ გადაწყდებოდა და ერთი იაპონური კვლევა მახსენდება. პატარა გადახვევას გავაკეთებ, იქნებ ალმასას ბედნისწერა ამოვიკითხოთ.

მოგეხსენებათ, იაპონელების დამოკიდებულება ბრინჯის მიმართ.. რაღა ჩვენი ყბადაღებული ვაზი და რაღა მათი ბრინჯის პლანტაციები. ერთხელ, ჭკვიანმა ადამიანებმა, ანუ, რიგითმა იაპონელებმა, ბრინჯის სამი თესლი აიღეს და სამ სხვადასხვა ჭურჭელში დათესეს. სამივეს პრაქტიკულად ერთნაირ პირობებში იზრდებოდა. პრაქტიკულად იმიტომ, რომ რაღაც განსხვავება მაინც არსებობდა. ეს განსხვავება გარშემომყოფთა დამოკიდებულება იყო. პირველ მათგანთან ყოველდღიურად მიდიოდნენ და კომპლიმენტებით ამკობდნენ, გამოხატავდნენ უდიდეს ბედნიერებას მისი არსებობის გამო და არწმუნდებდნენ, რომ ამაზე დიდი სიხარული ადამიანთა მოდგმას არ გააჩნდა. მეორე ბრინჯს სხვა ბედი ეწია, მას სულ აგინებდნენ და წყევლიდნენ, მასაც და მის გამჩენსაც. ეუბნებოდნენ, რომ არავის სჭირდებოდა და მისი არსებობით მხოლოდ პრობლემები ექმნებოდა გარესამყაროს. აი, მესამეს კი ყურადღებას არავინ აქცევდა. აბა, თუ მიხვდებით, რა შედეგები მიიღეს?

პირველი მშვენივრად აიზარდა, იმაზე პროდუქტიულიც აღმოჩნდა, ვიდრე ბუნებრივ პირობებშია, ბევრიც მოისხა და ხარისხიანიც. მეორემ უხეში ყლორტები გამოისხა, გახევებული და ძლიერი. სამაგიეროდ, უნაყოფო აღმოჩნდა. აი, მესამე კი დალპა.

ალმასაც ბედიც ამიტომ მაღელვებს. უკვე მეორედ დარჩა მარტო. ისევ უმიზნოდ, უაზროდ და უფუნქციოდ.

„ალმასა, აბა, თქვი „მიაუ“ – ეუბნებოდა მართა.  სწორი მიდგომის პირობებში, შეიძლება მართლაც ესწავლებინა, რომ გარღვეული ღობიდან გაძრომის შემთხვევაში, მეზობლის ეზოში მოთამაშე ველური ბავშვები არ დაეკბინა, თუმცა კატად ნამდვილად ვერ აქცევდა. ალმასა არც  სამტრედიის სკოლა – პანსიონოს შემდეგ იკნავლებდა. სიყვარულს ვერავის ასწავლი, ეს ისედაც იცის. უბრალოდ, გარემო უნდა შეუქმნა, რომ გამოამჟღავნოს. და აი, აქ არის ჩემი სუბიექტური მამაძაღლობაც. მე კატები ყოველთვის მეტად მიყვარდა. ანუ, ისევ დამოკიდებულებებში დავბრუნდით.  ამიტომ, ყველამ ერთად ვწეროთ ანა კორძაია-სამადაშვილის მშვიდობის ბიბლია და ვიყოთ სუბიექტურები, გადავწყვიტოთ ჩვენ რა გვინდა და რა არა! მე ანა კორძაია-სამადაშვილის “შუშანიკის შვილები” აი, აქ მინდა. ანა ჩემი შუშანიკია!

ხმის მისაცემად ამ ბმულს დააკლიკეთ.

ანა სიაში, “50 ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე”,  მეცხრე ადგილს იკავებს : ))

ამერიგო ბონასერა ნიუ-იორკის სასამართლოში
“ყველა დიდი ქონების უკან დანაშაული იმალება…”

ონორე დე ბალზაკი

“ამერიგო ბონასერა ნიუ-იორკის ნომერ მესამე კრიმინალური სასამართლოს შენობაში იჯდა სამრთლიანი განაჩენის მოლოდინში…” ეს წინადადება დღესაც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. 2006 წელს ჟურნალმა რეიტინგმა მარიო პოუზოს “ნათლიას” დაბეჭდვა დაიწყო. პირველივე წინადადება რომ წავიკითხე, საოცრება დამემართა. ასე მეგონა, ამერიგო ბონასერას დაბადებიდან ვიცნობდი. ცოტა სასაცილოა, მაგრამ მართლა ასეთი დამოკიდებულება მქონდა. კითხვა დავიწყე, თუმცა, სამწუხაროდ, თითო ნომერში მხოლოდ 2 ფურცელი იბეჭდებოდა და კვირიდან-კვირამდე ორშაბათი დღის გათენებას ველოდი. აღმოჩნდა, რომ მთავარი გმირი ამერიგო სულაც არ იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

რამდენჯერმე ძველი გამოცემების მოძიება გადავწყვიტე, მაგრამ არ მირჩიეს, ცუდი ნათარგმნიაო. ვერც მაგას მივაგენი და შევეშვი. შემდეგ სადღაც წავედი, საზღვარგარეთ, ორი კვირა გამიცდა და გული ისე ამიცრუვდა, სულ შევეშვი.

რამდენიმე კვირის წინ პალიტრა ელმა მისი ხელახალი გამოშვება პროექტ  “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხი, სანამ ცოცხალი ხარ” ფარგლებში გადაწყვიტა. ჩემი ძველი ნივთები გადმოვქექე და ვიპოვე… სათითაო გვერდი ხელით მაქვს აკინძული. შუა-შუა “ჩამატებები” მაქვს გაკეთებული, სადაც სხვადასხვა ჟურნალებში დაბეჭდილი წიგნის რეცენზიებია ჩაკრული. რატომღაც მომინდა, თქვენთვისაც მეჩვენებინა. მარიო ამას რომ ხედავდეს, ჩემით ნამდვილად იამაყებდა :დ თუმცა, ახლა გემოვნება შემეცვალა, დეტექტივებს და მისი მონათესავე ჟანრის წიგნებს იარაღის ძალითაც ვერ წამაკითხებ, აი, “ნათლია” კი მაინც შეუცვლელია. დამოკიდებულება მქონდა სხვანაირი, ვფიქრობდი, რომ ამაზე საინტერესო ჯერ არაფერი იყო დაწერილი და არც დაიწერებოდა )))

წიგნისთვის ხმის მიცემა ამ ლინკიდან შეგიძლიათ

"გარეკანი"

"ჩამატება"

გვერდხედი )

"წიგნი"

Childhood Horror Stories
შესავალი

ქათამი წმინდა ფრინველია

ქვესათაურში გამოტანილი იდეის ჭეშმარიტების  დაბადებიდან მჯეროდა. შეუძლებელია იმის აღწერა, რა თბილი და არაადეკვატური გრძნობები გამაჩნია ამ ფინველის მიმართ. ჯერ კიდევ ერთი ციდა ვიყავი, ვაშლის ხის ძირას, მუხლებზე ვარიებს რომ ვისვამდი და ლექსებს ვუკითხავდი. ზოგჯერ ვმღეროდით – “დაუკარიით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეცეს…” მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს სამი ისტორია – სამი შემზარავი ამბავი. თუ რატომ გიყვებით, ბოლოს გაიგებთ.

ისტორია I

საქათმეში შეპარული… მხეცი

ზამთარია. მე სულ პატარა ვარ. სკოლის ასაკისთვის ჯერ არ მიმიღწევია, თუმცა ჭკუა უკვე მომეკითხება და ქათმების მიმართ გაჩენილი თბილი გრძნობების გამოხატვაც შემიძლია. ერთ დღეს, ოჯახის რომელიღაც წევრმა სასოფლო-სამეურნეო იარაღები მოგვიტანა. ენა არ მიბრუნდება, ვთქვა, საბავშვო იყო-მეთქი, რადგან ნამდვილისგან მხოლოდ მისი ზომა გამოარჩევდა, ანუ, ეს იყო პატარა ზომის, ხისტარიანი და ლითონისპირიანი ბარები, თოხები, ლაფატკები და ა.შ. მე და ჩემი ძმა სიხარულით ცას ვეწიეთ. სათამაშო გეგმაც დავსახეთ და გზას გავუდექით… სად მივედით? საქათმეში. რა გავაკეთეთ? ამ იარაღებით ყველა ქათამი სადისტური წამებით ჩავკალით! ავკუწეთ და იმ ტაშტში ჩავყარეთ, საიდანაც წყალს სვამდნენ. სახლში დაბრუნებულებმა განვაცხადეთ, რომ ყველა ქათამი ტრაგიკულად გარდაიცვალა – დაიხრჩვნენ!

ისტორია II

მესაფლავე

შედარებით დიდი ვარ, მგონი სკოლაშიც დავდიოდი. საქართველო ისევ ბნელი და უკუნეთია. ამჯერად ქათმები ყველგან დარბიან, მათ შორის, ჩვენი სახლის ეზოშიც. ჯერ ვეთამაშებოდი, ბუდეებს ვუწყობდი, შემდეგ კი გენიალური იდეა მომივიდა. ორმო ამოვთხარე, ერთი საყვარელი თეთრი ჩრიხვი ჩავსვი, გვერდით ჩემი დის წითელი ჩანთა მივუდე, ხორბალი ჩავუყარე, ზემოდან ფიცარი დავაფარე, მიწა მივაყარე და წამოვედი…

დავმარხე!

ისტორია III

დაკარგული 27 სილა

მე და ჩემი და თითქმის ტოლები ვიყავით, საერთო ინტერესებიც გაგვაჩნდა, შესაბამისად, ბავშვობიდან ვმეგობრობდით. არა, კი ვხოცავდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც. ამჯერად თელავში ვარ. ზაფხულია. ტყის პირას ვსეირნობ, რაღაც არაჩვეულებრივი ამინდი იყო, თან სიჩუმე. ამიტომ, გადავწყვიტე, აღმოჩენები გამეკეთებინა და სახლიდან ისეთ მანძილზე წავსულიყავი, ჯერ რომ არ მქონდა გაბედილი. ახლანდელი გადასახედიდან შორი სულაც არაა, თუმცა, მაშინ მომეჩვენა, რომ მთელი დღე მივდიოდი. მოკლედ, ჩვენს ქუჩაზე, 200-300 მეტრის დაშორებიტ უნივერსიტეტია, მის წინ კი ცისფერი ჯიხური, ე.წ. “ბუტკა” იყო გახსნილი. მივედი, კევის ფასი ვიკითხე. 5 კაპიკიო. ეს 5 დავიმახსოვრე და წამოვედი. სახლში რომ დავბრუნდი, მხოლოდ დეიდაჩემი დამხვდა. მეორე სართულზე, საძინებლების კუთხეში პატარა მაგიდასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. მე დედაჩემის ოთახში შევედი, მისი საფულე გავხსენი, ყველანაირი თანხა ამოვიღე, რომელსაც ხუთიანი ეწერა, მათ შორის ერთ-ერთი ამოვარჩიე და ისევ ჯიხურს მივაშურე. გამყიდველის გაოგნებული სახე ახლაც მახსოვს, ეს ლაწირაკი ამხელა თანხით რომ დამინახა.. ფული მივეცი, კევი გამოვართვი, პლუს რამდენიმე შოკოლადიც გამომატანა და წამოვედი. შინ დაბრუნებულს სულ სხვა სურათი დამხვდა: დედაჩემი დაკარგულ “დიდ თანხას” ეძიებდა და ნერვიულობისგან სახეზე ალმური ასდიოდა. შემეშინდა. ახლობლების გარემოცვაში შევერიე, დედაჩემს მივუახლოვდი და ვთქვი:

- ნინომ აიღო!

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დედაჩემმა თავისი შვილი სცემა. იმ მომენტში მართლა მერჩივნა, თითოეული ხელის გული მე მომხვედროდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო..

ესაა ის ისტორიები, რომლებიც ხშირად მახსენდება, უფრო ხშირად მესიზმრება და კიდევ უფრო ხშირად ვყვები. არ მასვენებს!

მაგრამ, ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც ამ  ამბებთანაა დაკავშირებული, მსგავსს ვერაფერს იხსნებს. ფსიქიატრს მივაკითხო თუ თქვენ მირჩევთ რამეს?

პეპლის მოტეხილი ფრთა
ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა.

წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო. გველები ჯუნგლებში ცხოვრობენ და გვარიან საფრთხეს წარმოადგენენ.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო პეპლის მოტეხილი ფრთა. რაკი ფურცელი დიდი იყო, ფრთა კი რამდენიმე მილიმეტრზე მეტი ვერაფრით იქნებოდა, გარშემო გავაფერადე და ჩემი შედევრი მშობლებს წარვუდგინე. გულისფანცქალით ველოდი, როდის შემაქებდნენ, მაგრამ არა. თვალებში არ შემიხედავს, თორემ, დარწმუნებული ვარ, დედაჩემს გუგები გაუფართოვდებოდა. პეპელა ვერ დაინახა. საერთოდ, როგორც წესი, ვერავინ ხედავს იმას, რაც მინდა, რომ დაინახონ. ამას შეგუებული ვარ. მგონი დედაჩემს ჰგონია, რომ არ მიყვარს, არადა ასე არაა. ისე, რომც მოსწონებოდა, მაინც არაფერს მეტყოდა. უბრალოდ, შეიძლება, ტელეფონისკენ გაქცეულიყო და ყვირილი დაეწყო. უცნაური ქალია.

ჩემი ნახატი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. ფანქრები ავიღე და პეპლების ხატვა განვაგრძე. ფურცლები რომ დამიმთავრდა, კედლებზე გადავედი, სადამდეც შევწვდი, მოვხატე, შემდეგ იატაკს მივადექი. მე ვხატავდი, დედაჩემი – ყვიროდა.

ეს ნამდვილი ჯუნგლები იყო, ნამდვილი, ველური ჯუნგლები, სადაც უამრავ ყვითელ პეპელას მოეყარა თავი. დედაჩემის აზრით, ოთახი მოვჯღაბნე. რატომღაც ვერ ხედავს, პეპლები როგორ დაფრინავენ. ვერც იმ ნახატს ამჩნევს, სადაც მოტეხილი ფრთა ხატია. მე კი პეპლები მინდა, ისინი ჩუმები და ლამაზები არიან. იცი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თვითმფრინავი იმან გამოიგონა, ვისაც პეპლები არ უყვარდა. მე თვითმფრინავები არ მიყვარს. საშინელ ხმას გამოსცემენ. დედას რომ ვკითხე, ცასთან ასე ახლოს რატომ ვცხოვრობთ-მეთქი, არაფერი მიპასუხა. მგონი კარგად არ ესმის.

დიდებმა მირჩიეს, პეპლების ხატვაზე ხელი ამეღო  და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი ხელოვნებას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. რატომღაც ფიქრობდნენ, რომ გენიალური შესაძლებლობების ვიყავი, რაკი სულ ერთი ციცქნას ანბანის და რიცხვების დაზეპირება შემეძლო. დედა სულ იმას ამბობს, თვლა ლაპარაკზე ადრე დაიწყოო. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე. ჩემი ნახატების  უგულებელყოფამ გული გამიტეხა. მათ ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია. გადავწყვიტე, ორი კურდღელი ერთად დამეჭირა და, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, ჩემი შიშებიც დამეძლია. ერთი სიტყვით,  მფრინავის ხელობა შევისწავლე! თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონასაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე. და აი, ამაზონს მივადექი. პირდაპირ ჯუნგლებში დავეშვი. არე-მარეს გაოცებული ვათვალიერებდი. სიმართლე გითხრათ, თან მომწონდა, თან – არა. მზის სხივები შემაწუხებლად არ ანათებდა, ამან ცოტა დამამშვიდა. მაგრამ კარგად ვერ გავერკვიე, სად რა იწყებოდა და სრულდებოდა. ის ის იყო, დაბანაკება გადავწყვიტე, რომ უეცრად ჯოჯოხეთური ტკივილი ვიგრძენი:

- გამარჯობა, აქ რამ მოგიყვანა? – მომესმა. ვიღაცამ ისევ მხარზე დამარტყა. ასე ბიძაჩემმა იცოდა ხოლმე. გელაპარალებოდი და ვერ მოგახედეო. არადა, ალბათ ფიქრებში იყო გართული. შემდეგ დამცხებდა და რომ გეკითხა, მხოლოდ შეგეხეო, გიპასუხებდა. უკვე მივეჩვიე, თუმცა სტუმრის თუ მასპინძლის გაცნობა მაინც არ მესიამოვნა.

- გამარჯობა, აქ რამ მოგიყვანა? – გავუმეორე. პასუხი ვერ მივიღე და განვაგრძე: – როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შესძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა.  ჩემს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი…  ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას! ახლაც უნდა მივასწრო, წამოხვალ?

- მე სიარული არ შემიძლია. ყვავილები არ დადიან. შენ გირჩევნია, ეს ტოტები მომაშორო, თორემ ვერავინ მხედავს!

- მაგრამ ნადირებმა რომ…

- თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ხომ ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. – და მან თავისი ოთხი ეკალი დამანახა -. რაც გავიზარდე, არავის მოვუნახულებივარ. შენც, მოხვედი თუ არა, მზისკენ გარბიხარ. თუ მიდიხარ, წადი, ნუღა აყოვნებ!

არ უნდოდა,  მისი ცრემლები დამენახა. ძალიან ამაყი იყო. შემეცოდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იფიქრა, უგულოაო. სულ ასე ფიქრობენ ხოლმე. ჰგონიათ, რომ ემოციები არ გამაჩნია, მაგრამ ჩემთვის მზის ჩასვლის ყურება გაცილებით მნიშვნელოვანია. გავიქეცი… იქვე ფერდობს ავუყევი და რამდენიმე წუთში კენწეროში მოვექეცი. მართლაც ლამაზი იყო. ჯუნგლებიდან მზე სხვანაირად მოჩანდა. დაღამდა. წასასვლელი არსად მქონდა და არც მინდოდა. დღეიდან აქ უნდა მეცხოვრა.

- ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი… მორჩა. თენდება. ისე, იცი? წინაზე რომ დავთვალე, ცხრაას თექვსმეტი მილიონ ოთხას ოცდასამი ვარსკვლავი გამოვიდა. მგონი ღამეები შემცირდა. დღე ხომ თითქმის აღარ არსებობს. როგორ ფიქრობ, დაისამდე რამდენი პეპლის ნახვას მოვასწრებთ?

თქვენ ალბათ არ იცით, რომ მე და ყვავილი დიდი მეგობრები გავხდით. ყოველ დილით წყალს ვსვამთ და პეპლების თვლას ვიწყებთ. შუა დღისას სადილს მივირთმევთ, სამხრის დროს კი ლამპის ანთება გვიწევს… შემდეგ ვარსკვლავების თვლა იწყება… ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა.  პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება.  ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს. თუმცა, რამდენიმე პეპლის დანახვას და ათასამდე ვასკვლავის დათვლას მაინც ვასწრებ. აი, წყლის დასალევად კი დრო აღარ მრჩება. ღამ-ღამობით ცას რომ ვუყურებ, თითქოს ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა ხოლმე, სასმელ წყალს მაწვდიან.. აი, ახლაც მეტირება. ფეხზე ადგომა აღარ შემიძლია.  ჩემი ყვავილი… მე უნდა ვიზრუნო მასზე! იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულუბრყვილოა. ოთხი საცოდავი ეკლის გარდა არაფერი აქვს, რომ თავი დაიცვას… მე კი განძრევაც აღარ შემიძლია…

გეცნობათ? კი, ნამდვილად ” მოდელირებული პატარა უფლისწულია”. თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ, რამდენიმე დეტალი გამოვყავი და გადავაკეთე. რატომ? აბა, კარგად დააკვირდით. რა გავიგეთ ამ ისტორიებიდან? უფლისწულის მხედველობა, ერთი შეხედვით, უცნაურია – ხედავს და ამჩნევს ისეთ დეტალებს, რომლებიც სხვებისთვის შეუძლებელია ან პირიქით. შეხების მიმართ ზემგრძნობიარეა. აქვს გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობები სამ სფეროში – მატემატიკა, ხელოვნება და მეხსიერება. იმახსოვრებს ფაქტებს და ადგილმდებარეობას. პლუს – ემოციებთან დაკავშირებული სირთულეები. რუტინა! – მისი ცვლილება შიშს ჰგვრის. (ფარანი, ვარსკვლავები, დაისი ), ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ან ვერ ესმის. არ აქვს თვალით კონტაქტი. აქვს ექოლალიური მეტყველება – იმეორებს სხვების ან თავის ნათქვამს. ზემგრძნობიარეა ხმაურის მიმართ. თითქოს ვერ იგებს სხვების გრძნობებს/შეგრძნებებს…

ჩემი აზრით, პატარა უფლისწული თავის სამყაროში ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეკზიუპერმა მაგალითისთვის აუტისტური სპექტრის მქონე  ბავშვი აიღო. ))

ისე, ვისაც ბავშვობა გაგახსენდათ, შეგახსენებეთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, გრძელდება. ხმის მიცემა აი, ამ ლინკიდან შეგიძლიათ.

Protected: დარაბებს მიღმა…
This post is password protected. To view it please enter your password below:

Password:

ორი წერილის ერთი საიდუმლო
ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი

გაზეთ “ბათუმელების” 34-ე ( 406-ე) ნომერში ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის სტატია  ” ეროტიკული პოეზიის უცნობი ავტორი” დაიბეჭდა. სტატიას პატარა ინტერვიუც ახლავს, სადაც ტიციან ტაბიძის მიერ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი გამოგზავნილ იმ ორ წერილზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ.

1916 – 1917 წლებში ტიციანი ვალერიანს, მოსკოვიდან  ორ წერილს უგზავნის, სადაც თავისი  მოსკოვური ცხოვრების შესახებ ყვება.

“ძვირფასო ჭიჭიკო!

მიიღე ჩემი სალამი შენდა პაოლოს გადასაცემადაც. როგორც იქნა მივედი მოსკოვში, მაგრამ უბედურებაა ნამდვილი, რა ვქნა არ ვიცი… მე მგონია შენც გაგიჩნდებოდა ეხლა ახალი ხლაფორთი. მოსკოვიდან პირველ სიცივეს ანთებს ალით ელენე დარიანი, რომელიც რაღაც ბედით აქ მოხვდა. ხშირად გიგონებთ შენ და პაოლოს. წავიკითხეთ ერთად უკანასკნელი ლექსები…

…შენი ტიტე ტაბიძე” (28 სექტემბერი, 1916 წ.)

ამ წერილიდან ირკვევა, რომ  ტიციანმა იცის, ვინაა ელენე დარიანი, ის ელენეზე და პაოლოზე, როგორც  სხვადასხვა ადამანებზე, ისე საუბრობს. თუმცა, ელენე დარიანის პიროვნების იდენტიფიკაციის პირდაპირ საშუალებას არ იძლევა.

მეორე წერილი 1917 წლით თარიღდება. ( 2 იანვარი)

“ძვირფასო ჭიჭიკო!

გვიანად გილოცავ უკვე წასულს დღესასწაულებს. ამნაირი მოწყენა და სიცივე არასდროს არ მიგვრძნია მოსკოვში, როგორც ეხლა, ამ წლის დასასრული ჩემთვის ერთი გაუთავებელი კოშმარია. როგორც გამწარებული მშიერი მგელი, ისე ვიკბინები გარშემო. მეგობრები არ მყოლია, მაგრამ თანდათან მაინც მიდიან… იქნებ გზა იქეთ ქონდეთ… რეტიანივით ვზივარ ფილიპინოვის კაფეში და მაგონდება ”რაიმსი” და ”სამოთხე”. ( კაფეები ქუთაისში). ამ ცვედნობას თქვენ აძლევდით სიცოცხლეს. არ ვიცი ეს რითი გათავდება, მე ბევრის მეშინია, თუ დავეშვი, შემდეგ ვერაფერი გამაჩერებს. თქვენ, როგორც გეტყობათ კიდევ გამოგყვათ ქართული მზე და ლოთობაში კენტავრობთ პოეზიაში … მე ძალიან მაინტერესებს ” ყანწები”, თუმცა პაოლოს სუფრის ბოლოში მოუკიდივარ, თუ ინტერესი არა, წელთა დამსახურება მაინც წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო ამის. რასაკვირველია, ეს წვრილმანია, მაგრამ ეხლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს, რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ამის გარდა აქ აბურთავებენ ერთ ჭორს, ვითომ პაოლო უნდა უმოყვრდებოდეს ერთ სკვითელ ქალს, რომელსაც შორიდან ჩვენც ვიცნობთ, რამდენად მართალია ესამბავი და თუ ჭორია, რისგან გავრცელდა?.. მე იმისთანა კაცმა გადმომცა, რომ არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა, რატომ უნდა გავიგო მე უკანასკნელმა?

თქვენ წერილებს მხოლოდ მპირდებოდით, რათ არ მიგონებთ, თუნდა მაშინ, როცა ლოთაობთ, ჩემი მშიერი და ხარბი სული ხომ თქვენთანაა… გალაკტიონის საღამომ როგორ ჩაიარა. ”მეგობრებში ” (სალიტერატურო და პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა 1916 – 1917 წლებში) წავიკითხე რეცენზია, თითქო ძალიან საინტერესოა, მაგრამ გიტარის რომანსებს იმის გარდა, რომ პროვინციის სუნი უდის, ისედაც მიუღებელია, მე მგონია. ჟურნალები ძალიან ვრცელდებიან, ეს ”ლეილა”( სამხატვრო – სალიტერატურო ჟურნალი 1916 – 1924 წლებში) და ”საფირონი”. ”ლეილაში” გრიშაშვილმა თითქო გადამიხადა სამაგიერო ჩემი ,,ყანწების” პირველ წერილისთვის. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ მე გულწრფელი ვიყავი და ამასთან სიყვარულით ყოველთვის მეტს ვლაპარაკობ, ვინემ ობიეკტურ ღირებულებას შეუძლია მაჩვენოს. ყოველ შემთხვევაში ჩემზე გადარება პირველი არ არი, მე მხოლოდ ის მაშინებს, ეს მეგობრობაც არ გადაედვას. ჭიჭიკო, მაპატიე ეს უსტილობა, მაგრამ ცუდათ ვარ, ცუდათ. ეჭვები ისე მჭამენ, როგორც როლინას ჭიები, ცუდ ხასიათს ვიბედებ საახალწლოდ, შეიძლება ეს საბედისწეროც იყოს. დავდივარ ხშირად ბალმონტთან, ამას ჩემთვის არ აქვს უკვე შთაგონბის და აღტაცების ნიშნები, როგორც პირვლად. ორში ერთია, ან მივეჩვიე, ან ცუდად ვარ. თუმცა კ. ბალმონტი ძალიან საინტერესოა ხანდისხან…

შენი ვერხჰარნის სონეის პირველი რვა პწკარი დიდებულია, ერთ ალაგას გადადის ტირილში галлюцинат бездомный. პირვლი ტერცინაც კარგია, უკანასკნელი ნაკლები. ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილება. ველი ”ყ” და ”ლეილას” ლექსებს… მაინტერესებს ძალიან ე . დარიანის ” მე და კატა” და პაოლოს ”ფარშევენგები ქალაქში”…. საახალწლოდ თუ იქნა რამე ჩვენზე, ვიცი წინდაწინ, ჩემზე არ იქნება ხელსაყრელი, წინათგრძნობით ვგრძნობ. გიგზავნი ერთ ჩემ საკუთარ სონეტს ”ფატმანს”. პირველი, რომ შემოვიღო ტრადიციათ წერილში ლექსის ჩადება, მეორე რადგან ეს პირველი სონეტია, შენც მითხარი შენი აზრი, თუ გამიპირდები მე მინდა წიგნში შევიტანო რამდენიმე სონეტი…

დავწერე ერთი ტყუპი სონეტი (близнецы). არ ვიცი, როგორ მოგეწონება ეს იდეა. ვაშენებ სამ კარავს, როგორც ფერისცვალების მოციქული შენთვის, პაოლოსა და გრიგოლისთვის. წიგნი უნდა დავამზადი იმ ზაფხულისთვის. იქ ელენე დარიანიც შევა, გალაკტიონი და ალიც( ალექსანდრე არსენიშვილი, მთარგმნელი – კრიტიკოსი, ცისფერყანწელი). ჩემი ”ქალდეას ქალაქების” კედლები თანდათან შენდებიან. ვდგევარ მექამულ ქარბუქში და მიდიან: ჟონგლერები, მისტაგოგები, დედოფლები, ძველი ოსტატები და წარმოიდგინე კონვკვიტადორიც…

მოსკოვში იანვრის სიცივეებია. პუშკინის ძეგლი სდგას, როგორც კამანდორი, ასე შეადარა ერთმა მოსკოველმა ფუტურისტმა კარალევიჩმა, რომელმაც დასწერა სინტერესო წიგნი სათაურით მაინც ”Студенты столицы”. ბევრია სურათების გამოფენა, თუ დაგაინტერესებს, რეპროდუქციებს მაინც გამოგიგზავნი. მაქს ვოლაშინმა გამოაფინა სურათებად ”სონეტების გვირგვინი” ძალიან საინტერესოა, ყოველი სტრიქონი სურათია. ”Монастыри в предвверий пустыни”,” медных солнц гудящие закаты”. აგრეთვე სურათი ალტმნის ,,ანნა ახმატოვა”…

მალე გამოვა ალმანახი, სადაც ვალერი ბრიუსოვი აგრძელებს პუშკინის ,,Египетские ночи” – ებს, თუ დაგაინტერესებს, გამოგიგზავნით.

ელი არ ჩამოსულა განჯიდან, პაოლოს სიჩუმე იმ წერილზე ჩვენ რომ გამოვუგზავნეთ ღორობაა და უსინდისობა.

მარიჯანი ვინ ეშმაკია ან განჯას რად წერს? იქნებ გაიგო, მე მაინტერესებს ძალიან. ( თქვენც თუ გაინტერესებთ, აქ დააკლიკეთ )

ჭიჭიკო, ჭიჭიკო.

მათხოვარივით გთხოვ, ღვინით დასოლებული ღია წერილები მაინც გამომიგზავნოთ.

ვკვდები, ვიყინები სკვითების ქვეყანაში, ვიმარხები თოვლით მარტო, უმეგობრო, შემაბით პოეზიის ეტლში მეც.

ადღეგრძელეთ და მოიგონეთ…

P.S. ნიკო ლორთქიფანიძეს მალე გამოვუგზავნი ანდრეი ბელის “Серебряный голуб” – ს. ძველი გამოცემა არ არი, პაშუკანისი ამ დღეებში უშვებს.

P.S. ”ცისფერ ყანწებზე” მკლავენ, გამომიგზავნეთ რამდენიმე ეგზემპლიარი ”საზოგადოების წევრობისა”.

P.S. ”ყანწებზე” ბევრს ლაპარაკობენ და ნერვიულად ელიან.

ტივიან ტაბიძე”

ერთი შეხედვით, მეორე წერილი უფრო არაფრისმთქმელია, მაგრამ ეს ორი წერილი და ელენე ბაქრაძის ბიოგრაფია ერთმანეთს საინტერესოდ უკავშირდება. გავიხსენოთ: “…ელი  არ ჩამოსულა განჯიდან, პაოლოს სიჩუმე იმ წერილზე ჩვენ რომ გამოვუგზავნეთ  ღორობაა და უსინდისობა… ”

ელენე ბაქრაძის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ 1907 -1916 წლები სწორედ განჯაში გაატარა, 1916-17 წლები კი – რუსეთში. თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტიციან ტაბიძის მიერ ნახსენები ელენე დარიანი, სწორედ ელენე ბაქრაძეა!

წერილები საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

და მაინც შეგახსენებთ, რომ პროექტში “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, საამ ცოცხალი ხარ” ელენე დარიანის პოეზია ბევრ ხმას თუ მოაგროვებს და მისი ლექსებიც ციკლი  ცალკე გამოცემად გამოვა, ეს იქნება პირველი პრეცედენტი ( გასული საუკუნის დასაწყისის შემდეგ), როცა დარიანული ლექსები ელენე დარიანის და არა პაოლო იაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება. ხმის მიცემა ამ ლინკიდან შეგიძლიათ.

მეორედ მოსვლის ნიშანი
იმაზე ვფიქრობდი, რა დამეწერა ზურასთან სტუმრად ყოფნისას, როდესაც ნახევარმა ფეისბუქ საქართველომ უელბეკის გაუჩინარების შესახებ სტატია გაუზიარა თანაკედლელებს. თორმეტ სექტემბერს იგი ამსტერდამში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, ოთხი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და აქამდე უშედეგოდ ეძებენ. ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მისი რაიმე ახირება იყოს, მაგრამ ამ მოვლენას მედიამ უკვე დაუკავშირა უელბეკის მიერ შემქნილი რამდენიმე მთავარი გმირის გადაწყვეტილება, სამყაროზე იმედგაცრუებულები, გაემიჯნონ მას და სადღაც, ბნელ კუნჭულებში გაუჩინარდნენ.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ იგი ცოცხალი და საღსალამათია, უბრალოდ, სადღაც ამსტერდამში, ქუჩაში კიბეზე ფეხი დაუცურდა და უგონოდ დაეცა. შემდეგ, რომელიღაც კეთილშობილმა მეძავმა თავისთან შეიფარა და ოთხი დღის განმავლობაში მეხსიერებადაკარგული მიშელი ცდილობს გაიხსენოს ვინაა, მასზე შეყვარებულ მეძავს კი მისი გაშვება არ უნდა და ყველანაირად ცდილობს  ამ საქმეში ხელი შეუშალოს. შეიძლება, მან ალტერნატიული მიშელ უელბეკიც კი შექმნა და მის ახლადდაფორმატებულ ტვინს შთააგონა, რომ, მაგალითად, მიშელს ჰქვია ნათანი და ის ბრიუგელი მხატვარია, რომელიც პატარა ქალაქიდან ბედის საძიებლად ბობოქარ ამსტერდამში გამოიქცა და აქ, მის ოცნების ქალს, ჩვენს ძვირფას მეძავს შეხვდა.

ახლა ჩვენს მეძავს, რომელსაც სავარაუდოდ, ანჟელიკა ერქმევა, მიშელის ნახევრადგამელოტებული თავი საკუთარ მკერდზე მოუთავსებია და ნაზად აცეცებს მარჯვენა ხელს მის თმაში. ალბათ, დილით გაზეთი რომ იყიდა, ის გვერდი, სადაც მიშელის გაუჩინარებაზე ეწერა, მაშინვე გადააგდო და ჩაისთან ერთად ასე, მთავარამბავმოკლებული მიართვა. ინტერნეტს პირველ დღესვე გათიშავდა, შემდეგ საკაბელო კომპანიაში გადარეკავდა და მხოლოდ სპორტულ და ამინდის არხებს დაატოვებინებდა თავის ტელევიზორში.

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ მინდა მივმართო ამ სავარაუდოდ, სავსემკერდიან ქალს: ქალბატონო ბოზო, დიდის მოკრძალებით გთხოვთ, გაათავისუფლოთ თქვენი ბორცვების ტყვეობიდან ბატონი უელბეკი, რადგან ბევრს უკვე ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მეორედ მოსვლის ნიშანია.

პ.ს. მართალია, ჩემი პოსტი ზურას პოსტების საშუალო ზომას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იმედია ამ პოსტ კრიპტუმით, ცოტათი მივუახლოვდებით სტანდარტებს

პ.პ.ს. ჩვენც შემოგვიარეთ, უცხოები არ ვართ, ამ უბნელები ვართ http://prodigycow.wordpress.com

პ.პ.პ.ს. მე კი ( ზურა ) შეგახსნებეთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გრძელდება. ამ ბმულზე იმ 30 წიგნის სია შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც უკვე ცნობილია. უელბეკი მათ შორის არაა. ასე რომ, თუ გულშემატივრობთ, უბრალოდ, ხმა მიეცით.

როცა ჭუჭყის სუნი დაჰკრავს…
…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში.

წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას.

ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას.

დრო ჰქმნის ბელადებს.

მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო.

იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში.

შეუძლებელია.

გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი.  საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას რატომ ვიხსენებ, ბოლოს მიხვდებით.

ახლა მარიჯანზე არ ვსაუბრობ. მინდა, მისი ცხოვრების ერთი საინტერესო მომენტის შესახებ დავწერო.

მარიჯანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყვეალაზე პოპულარული ლექსია “განჯა”, რომელიც 1922 წელს გამოქვეყნდა. ლექსს თავისი ადრესატი ჰყავდა – ელენე დარიანი.

ელენე ბაქრაძე ( დარიანული ლექსების სავარაუდო ავტორი) კი საკუთარ დღიურში ასეთ ჩანაწერს აკეთებს:

“ჩემმა ძმამ “სოფლის ცხოვრება” გამოუწერა ჩემს დას. მე სულისშემხუთავი ოთახიდან გამოვედი და ამ გაზეთს ვკითხულობ. სიმპატიური გაზეთია. სოფელს  მრავალ ფურცელს აწვდის ჩვენი საზოგადო ცხოვრების ისტორიულ და დღევანდელ  ვითარებიდან. აუღელვებელი სტრიქონებით აგონებს ხალხს, ჩვენს პატიოსნად  მოქმედ ადამიანებს. როცა ვკითხულობ დღევანდელ გაზეთში მაყვალა  ბარათაშვილზე, მაყვალა მრევლიშვილსა და მარიჯანზე… მიხარია, რომ აფასებენ  მათ, არ ივიწყებენ.

წარმომდგენია ახლაგაზრდა, ლიტერატურით გატაცებული,  წყნარი, თავმდაბალი გოგონა როგორ დადის, როგორ შესცქერის სახეში ამ  სხვადასხვა ნიჭის მქონე ქალებს და აღტაცებით იწერს მათ შესახებ.

მარიკა  ბარათაშვილი საინტერესო მოღვაწეა ქართულ ლიტერატურაში, როგორც ქალი,  საინტერესო ბიოგრაფიის მქონე. მაყვალა მრევიშვილს ნაკლებად ვიცნობ…  მარიჯანი, ჩემმი კარგი მარიჯანი, მას ხელი შეუწყო ბევრმა რამემ და სათანადო  ნიჭმაც… მე უბედური, აღზრდილი მეტად დახევწილ პოეზიაზე, ძნელია სხვაც  ვიგრძნო, გარდა ანა კალანდაძისა…

არა, “სოფლის ცხოვრება”   რასაკვირველია, ავსებს ფურცლებს ჩვენი ლიტერატურის  ისტორიისას, გენიოსიდან  გენიოსამდე. ზრუნავს მათ არდავიწყებაზე”.

გამოდის, რომ მარიჯანი პატივს სცემს ელენე დარიანს. მიუხედავად იმისა, რომ ცისფერყანწელებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, შესაძლებელია, არ სცოდნოდა, ვინ იდგა ამ ფსევდონიმის უკან. მეორეს მხრივ, ელენე ბაქრაძის დღიურიდან ირკვევა, რომ ელენე და მარიჯანი დიდი ხნის ნაცნობები არიან. და, აი, რა ხდება

“ლექსს თუ ჭუჭყის სუნი დაჰკრავს, ჩემთვის მიუღებელია” – მარიჯანი

1956 წელს მარიჯანის ლექსების კრებული გამოიცა. ერთი ეგზემპლარი ელენე ბაქრაძის არქივში ინახება, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს:

“ჩემო კარგო! ნუ  მიჯავრდები… მე იმედი მაქვს,  რომ ჩემი ლექსებით გამოვისყიდი  ჩემს დანაშაულს, თუმცა, არც დამნაშავედ  ვგრძნობ ჩემს თავს.

იმ საღამოს, დარბაზში რომ დაგინახეთ, ჩემი ოთხი  თანაკლასელი, ე.ი. ისინი, ვისაც ახსოვთ ჩემი ბავშვობა, კინაღამ ავტირდი! ეს  იყო ბავშვობის და სიყრმის გაცოცხლება… და ესეც ხომ ძვირფასია ჩემთვის,  მაშ, რაღად მემდური, რა დაგვრჩენია ამქვეყნად, გარდა პოეზიისა! შენი  მარიჯანი,

ელის, ჩემი პოეზიის და ჩემი  ახალგაზრდობის თანამგზავრს დიდი სიყვარულით მარიჯანისგან. 1957, 28. I…”

პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის აზრით, ერთ-ერთ წვეულებაზე მარიჯანი და ელენე ბაქრაძე ერთად იმყოფებოდნენ. ამ დროს მარიჯანი უკვე ცნობილი პოეტია, პოპულარული და აღიარებული, რასაც ვერ ვიტყვით ელენე ბაქრაძეზე. მარიჯანმა ელენეს თავი არ გაუყადრა ან ვერ იცნო.. ან არ იცოდა, რომ ელენე დარიანი, იმ დროის ყველაზე პოპულარული პოეტესა, მისი ყოფილი “თანაკლასელი” იყო. ფაქტია, რომ სამწუხარო გაუგებრობა მოხდა…

მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო… მარიჯანი 1880 წელს თბილისში დაიბადა. 1908 წელს თბილისის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა და 1918  წლიდან თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. ელენე კი  1897 წელს თბილისში დაიბადა. ორი თვის იყო, ერედვში რომ  წაიყვანეს. 1904-05 წლები შიო მღვიმის მონასტერში გაატარა, 1906-07 წლებში  დარკვეთში, სარეკში და ნაჩერქეზევში იყო. 1907 -1916 წლები განჯაში  გაატარა, 1916-17 წლები კი  – რუსეთში. 1917 წელს საქართველოში (თბილისში)  დაბრუნდა და თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1928  წელს დაამთავრა, ანუ მათი ბავშვობის წლები და საცხოვრებელი ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევა. შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, მარიჯანი ელენეზე 17 წლითაა უფროსი!

შეიძლება, “თანაკლასელებში” თანაკურსელები იგულისხმებოდეს. ასე შეიძლება – მარიჯანი 1918 წელს ირიცხება, ელენე 1917 წელს საქართველოში ბრუნდება და 1918 წლიდან სტუდენტია, მაგრამ…

არც ერთი არ იყო იმ ასაკში, რომ, თუნდაც 30 წლის შემდეგ, იმ პერიოდისთვის ‘ბავშვობისა და სიყრმის გაცოცხლების” წოდება  ადექვატურად ჟღერდეს, მაგრამ რა ვიცით.. ასეა თუ ისე, წიგნს ელენემ ასეთი ლექსი მიაწერა:

წერილი მარიჯანს

მინდა დღეს გითხრა გულის ნადები

თუმც ჩავიფერფლე დიდი ხანია,

მაგრამ მე მჯერა. ისევ ვართ დები

გვწვავს ძველებურად ჩვენ პოეზია.

შენთვის საჩუქრად არ მაქვს დაირი

არც ოქროს გედი მომიწვევია

მხოლოდ მე მახსოვს შენი დარდები

ჩემთვის წყლულები შეგიხვევია.

მე სხვანაირი მეწვია ბედი

ის არ იკლებდა ჩემით გართობას

თბილთანაგრძნობით აღარ მოხვედი

არ შემოგჩივლე მეც მარტოობა.

დღეს ჩვენი ხალხი გვათბობს გვირგვინით

წელთა გუგუნი შუბლზე განათებს,

იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს

სულ სხვა თაობა გაასამართლებს.

და ბოლოს… 1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძე ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილს უგზავნის (წერილი საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება) , სადაც ერთი წინადადება ამ ისტორიას უკავშირდება:

“…მარიჯანი ვინ ეშმაკია ან განჯას რად წერს? იქნებ გაიგო, მე მაინტერესებს ძალიან…”

პ.ს. შეგახსენებთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება. არაფერი მოხდება, სიაში ოსკარ უაილდის დეგენერატობების (ამაზე სხვა დროს! )  ნაცვლად, თუნდაც მარიჯანი თუ მოხვდება.

Trip to Kakheti
რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობრები ყვარელში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტეგრირებულ ბანაკ “იმედს” ვესტუმრეთ. სიმართლე გითხრათ, ასე არასდროს მინერვიულია – არ ვიცოდი, რა დაგვხვდებოდა, რადენად მოგვისმენდნენ.. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი შიშები უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ისე ჩავედი, ბანაკის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ორგანიზატორები, სპონსორები და ინიციატორები. გამაოგნა ქალბატონი ირინა მამისაშვილი შემართებამ. ეს მუსიკოსი ქალბატონი ძალიან, ძალიან ბევრს აკეთებს და სამწუხაროა, რომ არც ისე უფასდება… ბანაკი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში მიმდინარეობს და რაც ყველაზე საინტერესოა – ადგილობრივი ლუთერანული, ბაფტისტური, კათოლოკური და ა.შ. ეკლესიების მხარდაჭერით ( რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურის გარდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს). მოკლედ, იდეა უზომოდ მომხიბლავია და განხორციელება – კიდევ უფრო უკეთესი.

ჩვენ ჩვენი საქმე შევასრულეთ: ლექცია წავიკითხეთ, საჩუქრები გადავეცით, პატარა კინო-ჩვენებაც მოვაწყეთ, ბავშვებს დავემშვიდობეთ და წამოვედით… გაჩერებაზე აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში ჩასვლა ყველას გვესიკვდილებოდა, მით უმეტეს, რომ ირგვლივ ბევრი რამ იყო სანახავი. სიღნაღში წასვლა გადავწყვიტეთ, თუმცა ფული არც ერთს გაგვაჩნდა. ამიტომ, ფილმებში ნანახი ავტოსტოპები გავიხსენეთ, მკვლელობები, სახის ახევები და გაუპატიურებები ჩამოვაშორეთ და  ცერათითგაშვერილი ხუთი  ახალგაზრდა ყვარლის პოლიციის წინ დავმწკრივდით. თან გვრცხვენოდა, გვერიდებოდა.. ერთმანეთს ვეფარებოდით.. ვინმე რომ შეანელებდა – გავრბოდით. მალევე მწვანე ნივამ მოგვიჩერა და გამოგველაპარაკა. ჩვენ ჩვენი გეგმები გავაცანით და შეგვპირდა, ველისციხემდე გაგიყვანთო. ჩავსხედით და თვალებიდან მადლიერება გვცვიოდა. საუბარში გაარკვია, რომ ყვარლის ტბა ნანახი არ გვქონდა, მანქანა მოაბრუნა და უარს არ მივიღებ, ტბის დასათვალირებლად მივდივართო!  გავოგნდი. კეთილი მძღოლი შალვა ადეიშვილი აღმოჩნდა. გენ. პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მამა. ტბა ბატონი პროკურორის ‘გაშენებულია’, მამას კი ისე ეამაყებოდა, მეც კი მესიამოვნა. შემდეგ გავარკვიეთ, რომ პაპაჩემის ძმაკაცი ყოფილა, ძალიან, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ყვარელი მოვიარეთ და ველისციხეში ჩამოვხტით.

მეორე ‘მსხვერპლი’ ბატონი სოსო აღმოჩნდა -  კეთილშობილი, განათლებული და ზრდილობიანი ადამიანი, რომელმაც თავის პატარა მანქანაში 5 ვირი დაგვიტია და ჩალაუბნის ტეკამდე სიცილ-ხარხარით ჩავედით. ჩვენ ჩვენს მაწაკობებს ვიხსენებდით, სოსო კი მის გერმანულ ვოიაჟზე მოგვიყვა – ძმაკაცებით, თავგადასავლებით და გეი პორნოთი )))))

ჩალაუბნის ტეკზე მორიგმა მოანგელოზო ადამიანმა მოგვიჩერა და ნუკრიანამდე წაყვანა შემოგვთავაზა, შემდეგ დააყოლა, კახელებზე ცუდი შთაბეჭდილება რომ არ დაგრჩეთ, სიღნაღშიც გადაგიყვანთო. ძალიან შევიცხადეთ, მაგრამ არც ისე, რომ ნუკრიანში ჩამოვსულიყავით.

სიღნაღის შესასვლელთან ამირანი რომ იყო მიჯაჭვული, არ მახსოვდა.. თუმე ასეთი ანეგდოტი არსებობს: ქართველი მეფეები ამირანთან მისულან და უთხოვიათ, მათი მოღვაწეობა შეეფასებინა.. ყველასთვის სხვადასხვა რჩევები მიუცია, ბოლოს სააკაშვილისთვის შეუხედავს და.. აუ, დაბმული რომ არ ვიყო… ო. ძაან გამეცინა  ნუ, იმ კახელი მძღოლის მოყოლილი ძალიან სასაცილოდ ჟღერდა.  :D

ვერ გეტყვით სიღნაღის თვალიერებით გული ვიჯერეთ-მეთქი. ორი ქუჩა ავიარეთ, ბებიაჩემის აწ უკვე დანგრეული სახლი მოვინახულეთ, რესტორანში ჩავსკდით და უკან გამოვბრუნდით. ყავისფერი შესტი გავაჩერეთ – თვითონ ძლივს დადიოდა. მძღოლი ტიპური კახელი ბიძია იყო_ღიპიანი, მთვრალი და აგრესიული ))) სულ ჩხუბა-ჩხუბით ჩაგვათრია დედოფლისწყარო-სიღნაღის საზღვრამდე. იქიდან უკვე პატრულის მანქანაში გადავსხედით…

მოგზაურობა დასრულდა. თურმე ღირს, ზოგჯერ თავზე ხელი სულ ცოტათი მაინც აიღო ))