დონ-ჟუანი დინამიკაში ( Story Of My Life III )

ლიტერატურა

ხიბლმა ვნება შეშალა, ნდომას ელდა ეცა
ფიქრს სადავე დაუსხლტა, ჟინმა იმხო ზეცა,
… სურვილი
ვნებით დახშული
და ტაბუ
სილაგაწნული!

აკრძალული ხილი, ხიბლი ბევჯერ მოგებული,
შეტეხული ღიმილი – ზუსტ მომენტზე მორგებული
მზერა ჩუმი, დახვეწილი, თავხედი და ნიჭიერი,
აღქმა სრული, მყისიერი, მაღალი და მიწიერი.

გაცინება გამიზნული, შეხება მუდამ მშიერი,
აღსარება გაბედული, წრფელი და მაინც ცბიერი.
სიყვარული თვითსავსე, მალული, ცოდვისმიერი.
გულახდილად განცდილი, მიწის ბრუნვაზე ძლიერი.

Post a Comment

Your email address will not be published.