ერთ ჩვეულებრივ, პოლიტიკურად ნეიტრალურ დღეს, კომისარიატში დამიბარეს. გავიქეცი და გამოვიქეცი. საღამოს ლექციაზე უნდა მივსულიყავი. განსაკუთრებული არაფერი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჯარი რომ ნებაყოფლობითი არაა, მარაზმია და მეტი არაფერი, რომ ჩემგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს? რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, ვსწავლობ, მილიონი გეგმა და ათასი საქმე მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მოწოდებაა. უყვართ, უნდათ და სხვანაირად ცხოვრება ვერ […]

Read more

არასასურველი პასუხის მოსმენის შიშით არდასმული შეკითხვების შესახებ გეცოდინებათ. ახლა ერთი პასუხის შესახებ მინდა დავწერო. პასუხი პოსტის სათაურშია.  მართალია, 25 წლის ადამიანისგან მსგავსი ტექსტების მოსმენა ცოტა უხერხულია, ამიტომ თავიდან დავიწყებ. იმ ბავშვების კატეგორას განვეკუთვნები, დაბადებიდან ვუნდერკინდად რომ არიან შერაცხულები. “3 წლისამ ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა”, “სკოლაში რომ შევიდა, მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდა” და ა.შ. სინამდვილეში, კი არანაირი გამართლება […]

Read more

ქათმების მიმართ ჩემს არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე უკვე ბევრი ვწერე, ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ ) ცოტა ხნის წინ ფეიბუქზე ვწუწუნებდი, მორიგი ქათმის მზადებისას ჩიჩახვი გამისკდა-მეთქი და ჩემმა მეგობრმა, ირმა იანტბელიძემ, ერთი ძალიან კარგი კერძის რეცეპტი გადმომიგზავნა. არ ვიცი, რა ჰქვია, მე ჩიხირტყმას ვეძახი – ჩიხირთმა + ტყემალი;  განმარტებად მოაყოლა, ქათმის კერძებს შორის მასზე უკეთესი არაფერიაო და მართლაც […]

Read more

ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]

Read more

რვეულიდან “ლალი და ზურმუხტი” “ეშმაკის მათრახი”. 1916წ ზღვა ირხევა,- ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს არხევს, არწევს, აქანავებს მზე ტანს იბანს,- ცხელი თითით აგზნებს, მიშლის თმის დალალებს, ტალღის ნელი პეშვით მკოცნის, უხვად მაყრის სისხლის ლალებს. ვერთვი თვლემას,- ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი აღარ მახსოვს თუ ვინა ვარ, ზღვის თვალი თუ მზის ნაკვეთი ტანს მეხვევა […]

Read more

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს. სტუდენტობისას, ერთ, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ საღამოს, მეგობარი მესტუმრა. უცნაურად იყო აჟიტირებული და ჩემთვის გაუგებარ ისტორიებს მიყვებოდა ვიღაც ქალზე, რომელის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და ამდენი წლის შემდეგაც კი, ლექტორები, ერთს ლექციის მიმდინარეობისას ჰყვებიან, მეორეს კი – სტუდენტებთან მეგობრულ საუბრებში. უცნაური ამბავი იყო, თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ […]

Read more

წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე. ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, […]

Read more

მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით… ასე ახასიათებს ჩემი საყვარელი მწერალი თავისი ახალი რომანის ერთ-ერთ გმირს, უბედურების ნიშნით დაბადებულ ალმასას, რომელიც არასდროს არავის არაფერში სჭირდებოდა. ამ ნიშნის შესახებ მისი პირველი სახელი ან წოდება, ანაც მისი მამის ან პატრონის ტიტული თუ ოცნება მიგვანიშნებს – გრაფი, ან ლორდი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ალმასამ ვიღაცის და ვიღაცების იმედები ვერ […]

Read more

შესავალი ქათამი წმინდა ფრინველია ქვესათაურში გამოტანილი იდეის ჭეშმარიტების  დაბადებიდან მჯეროდა. შეუძლებელია იმის აღწერა, რა თბილი და არაადეკვატური გრძნობები გამაჩნია ამ ფინველის მიმართ. ჯერ კიდევ ერთი ციდა ვიყავი, ვაშლის ხის ძირას, მუხლებზე ვარიებს რომ ვისვამდი და ლექსებს ვუკითხავდი. ზოგჯერ ვმღეროდით – “დაუკარიით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეცეს…” მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს სამი ისტორია – სამი შემზარავი […]

Read more

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო. გველები ჯუნგლებში ცხოვრობენ და გვარიან საფრთხეს […]

Read more

გაზეთ “ბათუმელების” 34-ე ( 406-ე) ნომერში ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის სტატია  ” ეროტიკული პოეზიის უცნობი ავტორი” დაიბეჭდა. სტატიას პატარა ინტერვიუც ახლავს, სადაც ტიციან ტაბიძის მიერ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი გამოგზავნილ იმ ორ წერილზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ. 1916 – 1917 წლებში ტიციანი ვალერიანს, მოსკოვიდან ორ წერილს უგზავნის, […]

Read more