კალაბარის თეთრი დედოფალი

 

მოსაღამოვდა. მერი მასპინძლებს გამოემშვიდობა და შინისკენ წავდა. დედა აივანზე, სარწეველა სავარძელში მშვიდად იჯდა. მუხლებზე ჭრელი, დალიანდაგებული საბანი ეფარა და ჩინდაკარგული თვალებით აღმოსავლეთს გასცქეროდა, საქონელი ბოსელში იყო დაბინავებული. მერის ეუცნაურა, რომ დედამ ცხელი რძე არ დაახვედრა.

-დედა, რამდენი დღე დარჩა შობამდე? მოჩვენებითი აღტაცებით ჰკითხა მერიმ, კალთაში ჩაუხტა და სარწეველა გააქანა.
დედას პასუხი არ გაუცია, სახე მიაბრუნა და მერიმ შენიშნა, რომ ტიროდა..
-ნუ ღელავ, დედა, მამას არაფერი მოუვა, უვნებელი დაგვიბრუნდება. შესაძლოა წელს ადრეც კი ჩამოვიდეს, წმინდა მელინის დღესასწაულამდე. (ეს დღესასწაული თორმეტ დეკემბერსაა).
მაგრამ ყველაფერი იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე მერი ვარაუდობდა. სახლის მეორე სართულზე საკუთარი მამა გადაეყარა…

სრულად

თვითმკვლელობა და სიმღერები

 

face

 

ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად შეღება. ასე სწორედ ამან აღაფრთოვანა ბრბო. იმავე ზომის მეორე ქვა ქალს მხარში ესროლეს… ამან კი უფრო მეტი სისხლი და აპლოდისმენტები გამოიწვია.

სრულად

Bossa Nova

 

girlიყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია.
მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა“ კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, პოსტი  ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით იწყებოდეს? მაგრამ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია, რომელიც მეძავი არ იყო.

შაბათი გათენდა. მარიას  ღამე გაეთენებინა. ვერაფრით დაიძინა, უჩვეულოდ იყო აღელვებული. შინიდან ისე გავიდა, მშობლებს არ შეუნიშნავთ. წერილი დატოვა. 1 საათში მატარებელში იყო. მთელი დღე იმგზავრა. რიოში ჩასულმა უკვე ინანა, ვნებებს ასე სულელურად რომ აჰყვა. გზა მაინც განაგრძო. დანიშნულების ადგილამდე მისვლას კიდევ რამდენიმე საათი მოანდომაა. იქ მისულს კი აღარც დაღლილობა, აღარც მშობლების შესაძლო რისხვა და აღარც შეყვარებული ახსოვდა, რადგან…

სრულად

 

ჯო და ოცნების თავგადასავალი

1956 წლის ზაფხულის არდადეგებს ჯო წიგნების  კითხვაში ატარებდა. ვერაფრით ამოეხსნა ამოცანა, როგორ შეეძლო მედუზა გორგონას ადამიანების გაქვავება. რა იმალებოდა მისტიკური არსების მიღმა. “მხოლოდ ერთი შეხედვით იცვლება მთელი ცხოვრება, ერთი წამი წყვეტს ყველაფერს… რა არის ამ ქალის თვალებში ისეთი, ყველაზე გულად გმირებსაც რომ ატყვევებს? რას ხედავენ ისინი? რა იცვლება ასე უცებ? ეს შეკითხვები მოსვენებას არ აძლევდა. მერე საკითხს ჩაუღრმავდა… ნეტავ მის ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა? ამის შესახებ მას არ ეცოდინებოდა – პერსევსის გარდა ხომ არავინ იცოდა იმ წამიერი ცვლილების შედეგი… ამას სიცოცხლის ბოლოს აცნობიერებ, თუ ეს მომენტი მაშინვე არ დგება. პრინციპში, არც პერსევსმა იცოდა…

სრულად

პეპლის მოტეხილი ფრთა

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. tumblr_lq2uw73dJn1qbmgeto1_500ეს იყო პეპლის მოტეხილი ფრთა. რაკი ფურცელი დიდი იყო, ფრთა კი რამდენიმე მილიმეტრზე მეტი ვერაფრით იქნებოდა, გარშემო გავაფერადე და ჩემი შედევრი მშობლებს წარვუდგინე. გულისფანცქალით ველოდი, როდის შემაქებდნენ, მაგრამ არა. თვალებში არ შემიხედავს, თორემ, დარწმუნებული ვარ, დედაჩემს გუგები
გაუფართოვდებოდა. პეპელა ვერ დაინახა. საერთოდ, როგორც წესი, ვერავინ ხედავს იმას, რაც მინდა, რომ დაინახონ. ამას შეგუებული ვარ. მგონი დედაჩემს ჰგონია, რომ არ მიყვარს, არადა ასე არაა. ისე, რომც მოსწონებოდა, მაინც არაფერს მეტყოდა. უბრალოდ, შეიძლება, ტელეფონისკენ გაქცეულიყო და ყვირილი დაეწყო. უცნაური ქალია.

ჩემი ნახატი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. ფანქრები ავიღე და პეპლების ხატვა განვაგრძე. ფურცლები რომ დამიმთავრდა, კედლებზე გადავედი, სადამდეც შევწვდი, მოვხატე, შემდეგ იატაკს მივადექი. მე ვხატავდი, დედაჩემი – ყვიროდა.

სრულად

 

სამეფო ანალოსტანელი II

რამდენიმე საათი გავიდა. პაციენტები მომრავლდნენ. გავერთე, მაგრამ ყუთზე თვალი მაინც მეჭირა. უცებ ვეღარ დავინახე, გული შემიქანდა. ნაგვის მანქანა იყო მოსული. მეეზოვეები ბუნკერებს ცლიდნენ. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. კართან დედა-კატაც ამედევნა. ერთ-ერთ მეეზოვეს წინ დავუდექი. არაფერი მითქვამს, არც ის ვიცი, სახეზე რა მეწერა. უფრო იმას ვცდილობდი, მის მზერაში, მანერებსა და ჟესტებში რამე ისეთი აღმომეჩინა, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ეს ადამიანი ოთხ უმწეო არსებას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. მიმიხვდა…

სრულად

 

 

ივანე მაჩაბლის სამი სამკუთხედი

 

ილია ჭავჭავაძე და ვანო მაჩაბელივანო მაჩაბელი გაუჩინარდა. დღემდე არავინ იცის რა ბედი ეწია. ბევრი ბრალს აკაკის სდებს, ბევრი ტასოსაც ადანაშაულებს. იმასაც ამბობენ, ილიასთან კონფლიქტს შეეწირაო, იმასაც – თავი მოიკლა, მტკვარში გადახტაო. უბედური შემთხვევების შესახებაც საუბრობენ –  სახლის გვერდით საკირეში ჩავარდა და დაიწვაო. მაგრამ ფაქტი ფაქტია, ვერც მისი ცხედარი იპოვეს და ვერც ვერავითარი ნივთმტკიცება, რის საფუძველზეც ვინმეს დადანაშაულებაც გამართლებული იქნებოდა.  ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გამთენიისას, 4 საათზე, აივნიდან ვიღაცას ესაუბრა, ვარაუდობენ, რომ ის ლევ ტოლსტოის უფროსი ვაჟი, სერგეი,  უნდა ყოფილიყო, რომელიც დუხაბორებს მფარველობდა, ძებნაში მყოფ მოამბოხეებს, რომლებიც ბათუმის პორტიდან აღწერის გარეშე, სამი გემით გაიპარნენ. შესაძლებელია, ვანოც მათთან ერთად ყოფილიყო. ამ სამიდან ერთი გემი ზღვაში ჩაიძირა… არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ კიდევ ერთი ვერსია რომ განვიხილოთ, მისი ცხოვრება  თავდაყირა უნდა დავაყენოთ…

სრულად

 

ლიტერატურა

 

 

როცა ჭუჭყის სუნი დაჰკრავს…

Tbilisi Jazz Festival

 

Personal

 

50 ქალი

 

 

tumblr_lqeql199Rf1qdomqvo1_500

9 Comments

  1. manicure April 1, 2017 7:08 pm

    Awesome! Its really amazing piece of writing,
    I have got much clear idea concerning from this article.

  2. corburterilio April 14, 2017 9:02 pm

    I simply couldn’t depart your site before suggesting that I extremely enjoyed the standard information a person supply on your guests? Is going to be back frequently to investigate cross-check new posts.

  3. Laquanda May 1, 2017 1:40 am

    I delight in, cause I discovered exactly what I used to be having a look for. You have ended my four day long hunt! God Bless you man. Have a nice day. Bye

  4. Lucien May 1, 2017 11:42 am

    Oh my goodness! an incredible article dude. Thanks Nevertheless I am experiencing difficulty with ur rss . Don’t know why Unable to subscribe to it. Is there anyone getting an identical rss problem? Anyone who is aware of kindly respond. Thnkx

  5. Alta May 5, 2017 10:15 am

    Yesterday, while I was at work, my cousin stole my iPad and tested to see if it can survive a forty foot drop, just so she can be a youtube sensation. My iPad is now destroyed and she has 83 views. I know this is totally off topic but I had to share it with someone!

  6. golf shirts May 5, 2017 9:48 pm

    I have been checking out some of your articles and i can claim pretty clever stuff. I will definitely bookmark your site.

  7. Hershel May 11, 2017 1:58 am

    Hello There. I discovered your weblog the usage of msn. This is a very neatly written article. I’ll be sure to bookmark it and return to read extra of your helpful info. Thank you for the post. I’ll definitely return.

  8. how to height increase May 13, 2017 2:52 pm

    I know this if off topic but I’m looking into starting my own blog and was wondering what all is required to get set up? I’m assuming having a blog like yours would cost a pretty penny? I’m not very web smart so I’m not 100 sure. Any recommendations or advice would be greatly appreciated. Thank you

  9. culturedtalent253.jimdo.com May 15, 2017 1:17 am

    Great blog here! Also your website loads up fast!
    What host are you using? Can I get your affiliate
    link to your host? I wish my site loaded up as fast as yours lol

Post a Comment

Your email address will not be published.