უთავბოლო ლაბირინთში წარსულს აწმყო სდიოდა,
მწუხრის პირას, დარდის ქვასთან, სული გზს უჩიოდა,
… და
აი, ორი ოსტატიც, ჰამო და ენაწყლიანი:
1. ანგარება მდიდარი
2. გარიგება ჭკვიანი
გააკეთეს ბამბის გზა და ამინდიც მზიანი…
…
… და დადიოდა ამჟამიდან სული უმტკივნეულოდ,
დიდ გარჯას და ძალისხმევას აღარ საჭიროებდა
ყველაფერი კარგად იყო, ოღონდ კვალს ვერ ტოვებდა…