როგორ იქმნებოდა რელიგიები

აჯანყება ედემში მითოლოგია სიკვდილი

დავიწყოთ იმით, რომ თუ თქვენ ხართ მშკ (იგივე მმკ და ა.შ.) ეს პოსტი თქვენთვის რეკომენდებული არაა.

ცეიტგეისტის ეს თეორია საინტერესოდ მომეჩვენა და მინდა, თქვენი აზრიც მოვისმინო.

რა არის ღმერთი?

ვინ არის? სად არის? როგორია?

ეგ შეკითხვები ბევრს აწუხებს.

მზე

ყოველდღიურად ამოდის, ანათებს და ათბობს..

ჯერ კიდევ 10 000 წლის წინანდელი ჩანაწერებით ირკვევა, რომ მას ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

ის გარეშე არ იქნებოდა მოსავალი და სიცოცხლე.. ამას ყველა ცივილიზაციის ხალხი აცნობიერებდა.

იცნობდნენ ვარსკვლავებსაც. მათ მოძრაობაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველება შეეძლოთ. მეტი მოხერხებისთვის კი თანავარსკვლავედებად დააჯგუფეს.

პირველ სურათზე თქვენ ხედავთ “ზოდიაქოს ჯვარს”. საკმაოდ ძველი სიმბოლოა. გვიჩვენებს, მზე როგორ გადის 2 თანავარსკვლავედში წლის განმავლობაში. მოცემულია 12 თვე, წელიწადის 4 დრო და დღე-ღამის რაოდენობა.

თანავარსკვლავედები, ძირითადად, ცხოველებთან და ადამიანებთანაა ასოცირებული. მზე იყო ღმერთის ერთგვარი განსხეულება, უფრო სწორად, ღმერთის მიერ მოვლენილი მხსნელი, კაცობრიობის მარჩენალი.

12 თანავარსკვლავედი კი ასოცირდებოდა სტიქიებთან, რაც ტიპური იყო იმ პერიოდისთვის.

ჰორუსი

ქრისტეს შობამდე 3000 წელი

ძველი ეგვიპტის ღმერთი. ის არის პერსონიფიცირებული მზე ადამიანად. მისი ცხოვრება მზის მოძრაობის, გადაადგილების ციკლს ასხავს.

მისი მტერი იყო სეთი – ღამე და წყვდიადი. ჰორუსი სეთს ყოველ დილით ამარცხებდა. საღამოობით კი სეთი ამარცხებდა ჰორუსს და აგზავნიდა მიწისქვეშეთში.

.რა ვიცით ჰორუსის შესახებ..

ჰორუსი ქალწულმა იზიდამ 25 დეკემბეს გააჩინა. როცა დაიბადა, აღმოსავლეთში ვარსკვლავი აინთო. ამ ვარსკვლავის მეშვეობით, სამმა მეფემ მისი დაბადების ადგილს მიაგნო. 12 წლის ასაკში მდიდარი ხალხის შვილებს ასწავლიდა. 30 წლის ასაკში ასაკში მონათლა ანნუ-მ. 12 მოსსწავლე ჰყავდა, მათთან ერთად მოგზაურობდა და სასწაულებს ახდენდა.

მაგრამ, ტიფონმა უღალატა, გასცა. ჰორუმი ჯვარზე გააკრეს. სამი დღის შემდეგ გაცოცხლდა (აღსდგას არ ვწერ, რა იცი, რა ხდება)

ფრიგიელი ატისი

ქ.შ.-მდე 1200წ.

დაიბადა ქაწულისგან 25 დეკემბერს. ჯვარცმიდან 3 დღეში აღსდგა.

კრიშნა (ინდოეთი)

ქ.შ.-მდე 900 წ.

კრიშნას დედა, დევაკი, ასევე ქალწული იყო. მისი დაბადებათ აღმოსავლეთის ვარსკვლავმა ანიშნა. იყო სასწაულმოქმედი. სიკვდილიდან 3 დღეში ხელახლა განსხეულდა.

დიონისე (საბერძნეთი)

ქ.შ.-მდე 500წ.

ასევე ქალწულისგან იშვა 25 დეკემბერს, მოგზურობდა და ხალხს ასწავლიდა, წყალს ღვინოდ აქცევდა, სიკვდილის შემდეგ ისიც აღსდგა.

მითრა (სპარსეთი)

ქ.შ. 1200წ.

ისიც ქალწულმა დაბადა, 25 დეკემბერს, 12 მოწაფე ჰყავდა, სასწაულებს ახდენდა, გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ რას იზამდა, მიხვდებით.

საიდან ამდენი მსგავსება?

რატომ ბადებდა ქალწული? რატომ 3 დღე, 12 მოწაფე და 25 დეკემბერი?

ამ ყველაფერს ასტროლოგიური დატვირთვა აქვს.

აღმოსავლეთის ვარსკვლავი არის სირიუსი – ყველაზე კაშკაშა, რომელიც 24 დეკემბერს, სხვა კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად, წარმოქმნის ხაზს. ამ ვარსკვლავებს ‘სამ მეფეს’ უწოდებენ. მათ ხაზს თუ გავყვებით, ზუსტად მიუთითებენ იმ ადგილს, სადაც მეორე დღეს მზე გამოჩნდება, ამოვა.

“სამი მეფე აღმოსავლეთის ვარსკვლავს მიჰყვება, რომ მზის დაბადების ადგილი აღმოაჩნინონ.”

ქალწული – ქალწულის თანავარსკვლავედი. ქალწულის სიმბოლო – M

M-ირა – ადონისის დედა

M-აია – ბუდა დედა

ასტროლოგიურად ეგ თანავარსკვლავედი არის “პურის სახლში”. იხატება ქალწულის თანავარსკვლავედი, რომელსაც ხელში ჯეჯილი უჭირავს. ემთხვევა აგვისტო-სექტემბერს, მოსავლის აღების პერიოდს.

ბეთლემი პირდაპირი თარგმნით ნიშნავს პურის სახლს.

შუა ზაფხულიდან დეკემბრამდე დღეების ხანგრძლივობა კლებულობს, ნაკლები სინათლე და სითბოა. ჩვენი წინაპრებისთვის ეს სიკვდილთან ასოცირდებოდა. ანუ მზის სიკვდილი… მზე 22 დეკემბერს კვდება. 22 დეკემბერს მზე ყველაზე დაბალ წერტილში ჩნდება, ყველაზე მოკლე დღეა. ასე ჩერდება 22, 23 და 24 დკემბერს. ამ პერიოდში მზე სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედშია. 25 დეკემბერს კი 1 გრადუსით ჩრდილოეთისკენ იწევს – იწყება მზის დაბრუნება.

მეტაფორულად, მზე კვდება ჯვარზე 22 დეკემბერს და სამი დღის შემდეგ ხელახლა იბადება.

მაგრამ მზის აღდგომას არ ზეიმობდნენ წელიწადში ორჯერ – გაზაფხლზე და შემოდგომაზე, როცა დღე და ღამე ტოლია.

12 მოწაფე – 12 თანავარსკვლავედი, ასტროლოგიური სიმბოლო, თან ახლავენ “მზეს” მოგზაურობისას.

ზოდიაქოს ჯვარი იყო წარმართული სიმბოლო, რომელიც გამარტივებულ ფორმაში ასე გამოიყურება:

Comments are closed.