როგორ იქმნებოდა რელიგიები

აჯანყება ედემში მითოლოგია სიკვდილი

დავიწყოთ იმით, რომ თუ თქვენ ხართ მშკ (იგივე მმკ და ა.შ.) ეს პოსტი თქვენთვის რეკომენდებული არაა.

ცეიტგეისტის ეს თეორია საინტერესოდ მომეჩვენა და მინდა, თქვენი აზრიც მოვისმინო.

რა არის ღმერთი?

ვინ არის? სად არის? როგორია?

ეგ შეკითხვები ბევრს აწუხებს.

მზე

ყოველდღიურად ამოდის, ანათებს და ათბობს..

ჯერ კიდევ 10 000 წლის წინანდელი ჩანაწერებით ირკვევა, რომ მას ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

ის გარეშე არ იქნებოდა მოსავალი და სიცოცხლე.. ამას ყველა ცივილიზაციის ხალხი აცნობიერებდა.

იცნობდნენ ვარსკვლავებსაც. მათ მოძრაობაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველება შეეძლოთ. მეტი მოხერხებისთვის კი თანავარსკვლავედებად დააჯგუფეს.

პირველ სურათზე თქვენ ხედავთ “ზოდიაქოს ჯვარს”. საკმაოდ ძველი სიმბოლოა. გვიჩვენებს, მზე როგორ გადის 2 თანავარსკვლავედში წლის განმავლობაში. მოცემულია 12 თვე, წელიწადის 4 დრო და დღე-ღამის რაოდენობა.

თანავარსკვლავედები, ძირითადად, ცხოველებთან და ადამიანებთანაა ასოცირებული. მზე იყო ღმერთის ერთგვარი განსხეულება, უფრო სწორად, ღმერთის მიერ მოვლენილი მხსნელი, კაცობრიობის მარჩენალი.

12 თანავარსკვლავედი კი ასოცირდებოდა სტიქიებთან, რაც ტიპური იყო იმ პერიოდისთვის.

ჰორუსი

ქრისტეს შობამდე 3000 წელი

ძველი ეგვიპტის ღმერთი. ის არის პერსონიფიცირებული მზე ადამიანად. მისი ცხოვრება მზის მოძრაობის, გადაადგილების ციკლს ასხავს.

მისი მტერი იყო სეთი – ღამე და წყვდიადი. ჰორუსი სეთს ყოველ დილით ამარცხებდა. საღამოობით კი სეთი ამარცხებდა ჰორუსს და აგზავნიდა მიწისქვეშეთში.

.რა ვიცით ჰორუსის შესახებ..

ჰორუსი ქალწულმა იზიდამ 25 დეკემბეს გააჩინა. როცა დაიბადა, აღმოსავლეთში ვარსკვლავი აინთო. ამ ვარსკვლავის მეშვეობით, სამმა მეფემ მისი დაბადების ადგილს მიაგნო. 12 წლის ასაკში მდიდარი ხალხის შვილებს ასწავლიდა. 30 წლის ასაკში ასაკში მონათლა ანნუ-მ. 12 მოსსწავლე ჰყავდა, მათთან ერთად მოგზაურობდა და სასწაულებს ახდენდა.

მაგრამ, ტიფონმა უღალატა, გასცა. ჰორუმი ჯვარზე გააკრეს. სამი დღის შემდეგ გაცოცხლდა (აღსდგას არ ვწერ, რა იცი, რა ხდება)

ფრიგიელი ატისი

ქ.შ.-მდე 1200წ.

დაიბადა ქაწულისგან 25 დეკემბერს. ჯვარცმიდან 3 დღეში აღსდგა.

კრიშნა (ინდოეთი)

ქ.შ.-მდე 900 წ.

კრიშნას დედა, დევაკი, ასევე ქალწული იყო. მისი დაბადებათ აღმოსავლეთის ვარსკვლავმა ანიშნა. იყო სასწაულმოქმედი. სიკვდილიდან 3 დღეში ხელახლა განსხეულდა.

დიონისე (საბერძნეთი)

ქ.შ.-მდე 500წ.

ასევე ქალწულისგან იშვა 25 დეკემბერს, მოგზურობდა და ხალხს ასწავლიდა, წყალს ღვინოდ აქცევდა, სიკვდილის შემდეგ ისიც აღსდგა.

მითრა (სპარსეთი)

ქ.შ. 1200წ.

ისიც ქალწულმა დაბადა, 25 დეკემბერს, 12 მოწაფე ჰყავდა, სასწაულებს ახდენდა, გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ რას იზამდა, მიხვდებით.

საიდან ამდენი მსგავსება?

რატომ ბადებდა ქალწული? რატომ 3 დღე, 12 მოწაფე და 25 დეკემბერი?

ამ ყველაფერს ასტროლოგიური დატვირთვა აქვს.

აღმოსავლეთის ვარსკვლავი არის სირიუსი – ყველაზე კაშკაშა, რომელიც 24 დეკემბერს, სხვა კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად, წარმოქმნის ხაზს. ამ ვარსკვლავებს ‘სამ მეფეს’ უწოდებენ. მათ ხაზს თუ გავყვებით, ზუსტად მიუთითებენ იმ ადგილს, სადაც მეორე დღეს მზე გამოჩნდება, ამოვა.

“სამი მეფე აღმოსავლეთის ვარსკვლავს მიჰყვება, რომ მზის დაბადების ადგილი აღმოაჩნინონ.”

ქალწული – ქალწულის თანავარსკვლავედი. ქალწულის სიმბოლო – M

M-ირა – ადონისის დედა

M-აია – ბუდა დედა

ასტროლოგიურად ეგ თანავარსკვლავედი არის “პურის სახლში”. იხატება ქალწულის თანავარსკვლავედი, რომელსაც ხელში ჯეჯილი უჭირავს. ემთხვევა აგვისტო-სექტემბერს, მოსავლის აღების პერიოდს.

ბეთლემი პირდაპირი თარგმნით ნიშნავს პურის სახლს.

შუა ზაფხულიდან დეკემბრამდე დღეების ხანგრძლივობა კლებულობს, ნაკლები სინათლე და სითბოა. ჩვენი წინაპრებისთვის ეს სიკვდილთან ასოცირდებოდა. ანუ მზის სიკვდილი… მზე 22 დეკემბერს კვდება. 22 დეკემბერს მზე ყველაზე დაბალ წერტილში ჩნდება, ყველაზე მოკლე დღეა. ასე ჩერდება 22, 23 და 24 დკემბერს. ამ პერიოდში მზე სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედშია. 25 დეკემბერს კი 1 გრადუსით ჩრდილოეთისკენ იწევს – იწყება მზის დაბრუნება.

მეტაფორულად, მზე კვდება ჯვარზე 22 დეკემბერს და სამი დღის შემდეგ ხელახლა იბადება.

მაგრამ მზის აღდგომას არ ზეიმობდნენ წელიწადში ორჯერ – გაზაფხლზე და შემოდგომაზე, როცა დღე და ღამე ტოლია.

12 მოწაფე – 12 თანავარსკვლავედი, ასტროლოგიური სიმბოლო, თან ახლავენ “მზეს” მოგზაურობისას.

ზოდიაქოს ჯვარი იყო წარმართული სიმბოლო, რომელიც გამარტივებულ ფორმაში ასე გამოიყურება:

17 Comments

  1. rodrigo June 9, 2010 7:52 pm

    ანუ მზის დახმარებით დაბადეს ქალწულებმა ვაჟები?

  2. Agasfer June 9, 2010 9:23 pm

    მზე იბადებოდა ქალწულიდან 🙂

  3. SiBNELE June 9, 2010 10:12 pm

    :mo: რა მალე მორჩა…

  4. Agasfer June 9, 2010 10:21 pm

    SiBNELE, გრძელ პოსტებს ნუ წერო და რა ვიცი :S
    გავაგრძელო? 😀

  5. Molen June 9, 2010 11:14 pm

    მოდით განვიხილოთ:

    აბსოლუტური ტყუილია ჰორუსის შესახებ დაწერილი, რადგან არ არსებობს არც ერთი წყარო რომ ის იშვა ქალწულის შესახებ 25 დეკენვერს, ეწამა და აღსდგა მესამე დღეს. ვერც ერთი ისტორიული წყარო ვერ დაადასტურებს ამას. სამაგიეროდ ეგვიპტოლოგებისაგან და ისედაც, თვალით მხედველთაგანაც ჩანს რომ ჰორუსი არის შევარდენის თავიანი და ადამიანის ტანიანი “ღმერთი”, რომლის ერთი თვალი იყო მთვარე მეორე კი – მზე. მისი მტერი კი იყო სეტი. დანარჩენი ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს და არის ან ავტორის ან Zeitgeist-ის მოგონილი.

    რაც შეეხება ატისს: ატისი არ დაბადებულა 25 დეკემბერს! ის შვა არა ქალწულმა არამედ ქალმა სახელად ნანამ, რომელიც იდეაში დაორსულდა მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ხის ნაყოფი მოკრიფა. ატისი არათუ არ აღმსდგარა მესამე დღეს არამედ არც უწამებიათ! და ესეც Zeitgeist-ისა და თემის ავტორის მოგოინილია. თუ გაინტერესებთ, გეტყვით, ატისი გაგიჟდა და თავისი ხელით მოიკვეთა გენეტალიები და შემდეგ გარდაიცვალა. და ამის ისოტორიული წყაროები არ დაიზაროთ და მოძებნეთ. Zeitgeist-ისტსა და ავტორს ნუ დაუჯერებთ.

    გავაგრძელოთ:

  6. Molen June 9, 2010 11:14 pm

    კრიშნას დედა იყო ვედუშევას ცოლი, რომელთანაც ძალიან ბევრჯერ იწვა, ასე რომ ის ქალწულისაგან არ შობილა!!! მისი დაბადების აღწერისას არ არსებობს არც ერთი ცნობა რაიმე ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ და ესეც მოგინილია.

    რაც შეეხება მითრას! ის არ დაბადებულა ქალწულისაგან, ის იშვა ქვისაგან, ქვისაგან გამოიძერწა და მიეცა სიცოცხლე. დიახ, ის 25 დეკემბერს დაიბადა, მაგრამ საიდან მოიტანეთ რომ ქრისტეც 25 დეკემბერს დაიბადა?! ეს არსად წერია ბიბლიაში!!! რატომ გვატყუებთ მეგობრებო?! რამეს თუ ამტკიცებთ წარმოადგინეთ წყაროები, მაგრამ რახან არ არის წყაროები (რადგან ესეთი რამ საერთოდ არ არსებობს) რატომ ცრუობთ?!

    გავაგრძელოთ!

    დიონისეს დედა არ იყო ქალწული! მას ერქვა სემელი და ის აცდუნა ზევსმა. ზევსისგან გაჩნდა დიონისე. ნუ გვატყუებთ მეგობრებო! ის იწოდებოდა როგორც გენერალი და არა მეფეთ მეფე, როგორც გვიმტკიცებენ, ის არც სასწაულებს ახდენდა და მეტიც ის გაგიჟდა. და საერთოდაც, მისი ისტორიულად არსებობა არ არის დადასტურებული!

  7. Molen June 9, 2010 11:18 pm

    რაც შეეხება ასტრონომიასა და ასტროლოგიას, ამაში მაინც როგორ უნდა მოგატყუოთ Zeitgeist-მა?! თვალები არ გაქვთ?! ორიონის სარტყელი, რომელზეც ყველაფერი შეიძლება იწოდებოდეს, არსად არ არის ნახსენები ე.წ. “სამი მეფე” გარდა დაუტეტის წერილებში, რომელიც 1866 წელს გამოქვეყნდა, ანუ ეს იმ დროიდან ბევრად დიდი ხნის შემდეგ რაც სახარება და უფრო ადრე მითები დაიწერა! ნუ გვატყუებთ მეგობრებო! ფაქტები დაგვანახეთ, ფაქტებით! Zeitgeist არის იდიოტი 😀

    გავაგრძელოთ!

  8. Molen June 9, 2010 11:19 pm

    მეტიც! სამი მეფეო რომ ამბობთ სახარებაში სამი ბრძენი კაცი წერია და არა სამი მეფე

  9. Molen June 9, 2010 11:26 pm

    თანავარსკვლავედებზე საუბარი უკვე სასაცილოა. ხოლო გამოთქმა აჰა მე თქვენთანა ვარ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, ბერძნულ და სხვა ენებზე თარგმნილ ბიბლიებში სწორედ ასევე წერია და არა საუკუნის აღსასრულამდე, ნუ უჯერებთ ზეიტგეისტს. ჩახედეთ წიგნებს და თქვენვე დარწმუნდით. მზე – სიცოცხლის სიმბოლო და ერთგვარი ცენტრი არის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის და მას იესოსთან არავითარი კავშირი არ აქვს, ხოლო 12 ზოდიაქოსებრი თანავარსკვლავედი არის გზა, რომელსაც მზე გადის 1 წლის განმავლობაში. თუ მზეს ქრისტეს მიუსადაგებთ და ზოდიაქოებს მოციქულებს, ეს მხოლოდ თქვენი ინტერპრეტაცია იქნება და მეტი არაფერი. ხოლო რაც შეეხება მთავარს: იოანეს გარდა ყველა მოწაფემ მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე და ამის ფაქტობრივი მასალა შემორჩენილია, ზეიტგეისტის იდიოტიზმს რომ არ დაუჯეროთ.

  10. Molen June 9, 2010 11:27 pm

    პ.ს. რა დროს მმკ და მშკ-ს დროა?! ზეიტგეისტი არის შეთქმულების თეორიის მოყვარულის მიერ გადაღებული იდიოტიზმი, რომელსაც მოსწონს ფაქტების დამახინჯება. აბა მაგრად!

  11. Agasfer June 9, 2010 11:46 pm

    ძვირფასო მოლენ, თუ რაცაა,
    მშკ-ში იგულისხმება შინაგანად მშკ, ანუ ადამიანი, რომელსაც დისკუსიის კულტურა არ გააჩნია 😀 ანუ, მაგალითად, შენ 😀
    მეტს არ გავაგრძელებ, ინტერნეტი აქვეა, საძიებო სისტემებით, იქ უფრო მეტი ინფორმაციაა. ვისაც უნდა, Zeitgeist-ს დაუჯეროს, ვისაც უნდა – მოლენს ან არც ერთს 😀

    პ.ს. ქრისტე და მისი შობა 25 დეკემბერს არსად მიხსენებია 😀
    პ.პ.ს. დიდი მადლობა, თეორიის ავტორად რომ შემრაცხე, მაგასაც ნიჭი უნდა 😀
    პ.პ.პ.ს. კომენტარები ჩავასწორე, უფრო ცივილიზებულს რომ ჰგავდეს :დ

  12. Agasfer June 9, 2010 11:53 pm
  13. LuX June 10, 2010 12:24 am

    @Molen

    მშვენიერია, თუმცა, მე ვფიქრობ, პოსტის ავტორს უბრალოდ უნდოდა ფილმის ნახვის მერე გაეზიარებინა შინაარსი.
    თუ არის შესაძლებელი, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ინფორმაციის წყარო მიუთითოთ, თუნდაც სხვა მითიურ ღმერთებზე/გმირებზე?

  14. Molen June 10, 2010 7:18 am

    ამაზე მარტივი რა არის: მითოლოგიური ლექსიკონი ქართულ ენაზე, ასევე ანგელ ბონოვის მითები და ლეგენდები თანავარსკვლავედებზე, ასევე კრიშნას ცხოვრება ქართულ ენაზე, რაღა შორს წავიდეთ და ბიბლიური თქმულებები ქართულ ენაზე, სახარებაც მშვენიერი ფაქტობრივი მასალაა, ამას გარდა ეგვიპტოლოგიასთან დაკავშირებული რამდენიმე წიგნი, მათ შორის როცა მზე იყო ღმერთი და ასე შემდეგ. მეტსაც გეტყვით: ინტერნეტი და მისი ჯანი.

    ხოლო რაც შეეხება თემის ავტორს: ავტორო, მეგობარო, ეს ზეიტგეისტი იმდენად გაამასხარავეს უკვე საზღვარგარეთის ქვეყნებში და თან თვით ათეისტებმაც კი და მოიხსენიეს ეპითეტით “მატყუარა”, რომ თქვენგან გამიკვირდა ასეთი წერილის დაწერა.

    რაც შეეხება ატისს: ატისზე შრომებია დაწერილი და თან არაერთი, წყარო – ისტორიულია, და შეგიძლიათ რუსულად გამოცემულ ისტორიის ენციკლოპედიაშიც ნახოთ, ხოლო თუ მომინდება ახლა მე ისტორიას გავაყალბებ და დავწერ:

    ადლოფ ჰიტლერი დაიბადა 1923 წელს თბილისში, მაგდა ლუბლიანკას ოჯახში. მაგრამ სად არის ფაქტები?!

    რაღა შორს წავიდე და აგერ აქაც კარგად ათახსირებენ მაგ თქვენ ზეიტგეისტს: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=129959

  15. hexe June 10, 2010 7:41 pm

    ძალიან საინტერესო იყო 🙂

  16. rodrigo June 10, 2010 8:00 pm

    უი უიიი …

  17. gvanca June 11, 2010 1:34 pm

    wavikitxe da yvelafris tavi da tavi ucodinarobaaa. xoda bevri sargeblosb imito rom me shen is sxvebi ar vart ase kargad cahxedulni mitologiasa da religiis sitoriashi xoda gvaboleben da am dabolebis xarjze mdidredebian,,, mmokled imis tqma mindoda rom fuli ras ar moafiqrebs adamiasn1…