ერთ ჩვეულებრივ, პოლიტიკურად ნეიტრალურ დღეს, კომისარიატში დამიბარეს. გავიქეცი და გამოვიქეცი. საღამოს ლექციაზე უნდა მივსულიყავი. განსაკუთრებული არაფერი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჯარი რომ ნებაყოფლობითი არაა, მარაზმია და მეტი არაფერი, რომ ჩემგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს? რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, ვსწავლობ, მილიონი გეგმა და ათასი საქმე მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მოწოდებაა. უყვართ, უნდათ და სხვანაირად ცხოვრება ვერ […]
ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე. მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის […]
მათუსალამ, ბიბლიური პერსონაჟების მამამ, 969 წელი იცოცხლა. ყველაფერს აქვს საზღვარიო, იფიქრა დედაბუნებამ და ერთ დღესაც სიკვდილი მოუსწრაფა. მაგრამ ადამიანი უკუღმართი რომაა, სიკვდილიც ასეთი იცის _ ამჯერად დრო ვერ შეარჩია – ის ისაა მსოფლიო წარღვნა უნდა დაწყებულიყო. წარღვა ვის ახსოვდა… სამყარო მის გლოვას გადაჰყვა და .. წარღვნაც ერთი კვირით გადაიდო. რა შუაშია ეს ნეტგაზეთთან? მაცადეთ.. არც […]
პირველი ნაწილი მარადიული სიცოცხლე – დაბადებამდე და სიკვდილის მიღმა . . . “მარადიული სიცოცხლე” მოიაზრება, როგორც: “დაბადება-სიკვდილის” უსასრულო მონაცვლეობა (თესლი, ღვივი, ხე და ა. შ.); “სიკვდილ-სიცოცხლის” მონაცვლეობის ციკლიდან გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადასვლა (დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი-სასუფეველი). ეს ორი პოზიცია, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ფენომენია. პირველი, ერთი და იმავე დასასრულის მქონე მოვლენების (სიკვდილი-სიცოცხლე) უცვლელი მონაცვლეობაა, მაშინ, როცა მეორე ამ […]
დავიწყოთ იმით, რომ თუ თქვენ ხართ მშკ (იგივე მმკ და ა.შ.) ეს პოსტი თქვენთვის რეკომენდებული არაა. ცეიტგეისტის ეს თეორია საინტერესოდ მომეჩვენა და მინდა, თქვენი აზრიც მოვისმინო. რა არის ღმერთი? ვინ არის? სად არის? როგორია? ეგ შეკითხვები ბევრს აწუხებს. მზე ყოველდღიურად ამოდის, ანათებს და ათბობს.. ჯერ კიდევ 10 000 წლის წინანდელი ჩანაწერებით ირკვევა, რომ მას ადიდებდნენ […]
ჩემი Blog Description ამ პოსტს ზუსტად შეესაბამება. ახლა რა ხდება.. აქ ბებიაჩემის შესახებ უნდა გესაუბრობთ – ქალი ლეგენდა, ქალი მაფიოზი, ქალი სილამაზე და ქალი კროვა.. კროვას ეძახდნენ, ულამაზესი ქალი იყო და ყველას სისხლს სწოვდა.. 80 წლის ისე გახდა, ერთ ადგილას მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა ეძინა, ეგეც იშვიათად, ძილში დროს არ ხარჯავდა. საღამოს სახლში რომ არ […]