რამდენიმე დღის წინ ‘წიგნის სახლში’ ორჰან პამუკის თუ უელბეკის ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობას ვკითხულობდი. თურმე, პირველივე წინადადებით მიხვდები რაოდენი პოზიტივია წიგნში. მეც გადავშალე და პირველ რამდენიმე  სიტყვაში  მკვდარი მამა, კუბო და მათი ბიძაშვილები ამოვიკითხე.

ხოდა, რა შუაშია ახლა ეს ამბავი ჩემთან…

ჩემმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა პირველად მნახა ოჯახის წევრების, ნათესავების და ბავშვობის მეგობრების გარემოცვაში და ჰემორაგიულ ინსულტს ხელიდან ძლივს გამოგლიჯე. თურმე, ნუ იტყვით და სულ სხვანაირი ვყოფილვარ. უხეშად რომ ვთქვათ, ჩემი ჭეშმარიტი სახე დაინახა და გაოგნდა 😀

ამის შემდეგ გადავწყვიტე, პიროვნების კვლევის ასე საჭირო პროცესში ჩავბმულიყავი

და ჩემს მეგობრებს გადავურეკე.

ვთხოვე, ყველა მათგანს ორი სიტყვით დავეხასიათებინე. შედეგები შემაშფოთებელია. უკიდურესად გულისდამამშვიდებელი შეფასებით –  საყვარლად გველი ვარ.

დიაგნოზი: ჩემ გარშემო ყველა გიჟია;

გამოსავალი: უიმედო;

რეცეპტი: რა ვქნა, მე რა შემიძლია, ცხოვრებაა ასეთი;

არადა რამდენიმე წლის წინ სხვა შედეგები იქნებოდა.

ასე იცვლებიან ადამიანები. ჰოდა ნუ მოვძებნით სხვაში ‘გველს’ )) ჩვენთვისაა უკეთესი (არადა რამდენნი ხართ)

დაიჭირე წამი და უცებ სხვა თვალით დაინახავ სამყაროს.

როგორც ანიტამ

ეძღვნება ნანას 🙂

Post a Comment

Your email address will not be published.