რამდენიმე დღის წინ ‘წიგნის სახლში’ ორჰან პამუკის თუ უელბეკის ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობას ვკითხულობდი. თურმე, პირველივე წინადადებით მიხვდები რაოდენი პოზიტივია წიგნში. მეც გადავშალე და პირველ რამდენიმე სიტყვაში მკვდარი მამა, კუბო და მათი ბიძაშვილები ამოვიკითხე. ხოდა, რა შუაშია ახლა ეს ამბავი ჩემთან… ჩემმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა პირველად მნახა ოჯახის წევრების, ნათესავების და ბავშვობის მეგობრების გარემოცვაში და ჰემორაგიულ ინსულტს ხელიდან ძლივს გამოგლიჯე. თურმე, ნუ იტყვით და სულ სხვანაირი ვყოფილვარ. უხეშად რომ ვთქვათ, ჩემი ჭეშმარიტი სახე დაინახა და გაოგნდა 😀 […]