მონა ლიზა გვიღიმის ㋡

Medicine სტომატოლოგია

გინდა, კარიესმა არასდროს შეგაწუხოს? კბილი არასდროს აგტკივდეს? ღრძილებიდან სისხლდენა არასდროს გაწუხებდეს? ეს არც ისე ძნელია. მთავარია, იცოდე, კბილებს როგორ უნდა მოუარო.

ნეტგაზეთზე ახალი პოსტი ვშობე. მცირე ნაწილს აქ გადმოვიტან, თან ვიდეოებს დავურთავ.

“ოთახი ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც გამოუგვია.  თუ არა, ფანტაზიას მოუხმეთ და წარმოიდგინეთ, რომ ცოცხით მტვერი მოაგროვეთ და ოთახიდან გატანას ლამობთ. ზღურბლთან რომ მიიტანთ, ცოცხი ქვემოდან ზემოთ უნდა ამოუსვათ, რომ მტვერი მეორე ოთახში გადავიდეს. გარდიგარდმო გასმა-გამოსმის შემთხვევაში, იქვე მიმოფანტავთ. კბილებიც ასე უნდა გამოიხეხოთ. ამ შემთხვევაში,  პირის ღრუ თქვენი ოთახია,  კბილი  – ზღურბლი, ზღურბლს იქით კი სანაგვე.

მაგრამ კბილების გამოხეხვა ზედა ყბის კბილების ლოყისკენა ზედაპირებით უნდა დავიწყოთ. ჯაგრისი უნდა მოძრაობდეს ზემოდან-ქვემოთ, არავითარ შემთხვევაში ჰორიზონტალურად. შემდეგ გადავალთ საღეჭ ზედაპირებზე, საჭრელ (წინა) კბილებზე და ბოლოს წინა კბილების ‘უკანა’ ზედაპირებს  „გამოვგვით“.

ქვედა ყბაზეც იგივეს ვაკეთებთ, ოღონდ წმენდის მიმართულება  – ქვემოდან-ზემოთ. ჯაგრისი გამდინარე წყალში უნდა გავრეცხოთ და შევინახოთ, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – დახურულ სივრცეში. არ მოარგოთ თავსახური და ნუ მოათავსებთ კონტეინერში.

კბილის ჯაგრისი კბილთაშორის სივრცეებში ვერ მოხვდება. ეს კი ის ადგილია, სადაც კარიესი ყველაზე ხშირად ჩნდება. ამიტომ, აუცილებელია, გამოვიყენოთ კბილის ძაფებიც  (ე.წ. ფლოსი). კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კბილის ძაფს, როგორც თერაპიული მოვლის საშუალებას, არ იყენებს და არ იცნობს. არადა ჯაგრისი და ‘ფლოსი’ ისეთივე განუყოფელია, როგორც იგივე ჯაგრისი და კბილის პასტა. სტომატოლოგთან ვიზიტისას ნუ დაგავიწყდებათ და მოგერიდებათ, სთხოვოთ, აგიხსნათ, როგორ გამოიყენოთ კბილის ძაფები, რადგან არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ღრძილის დვრილის ტრავმა, შემდეგ კი ლოკალური გინგივიტი გამოიწვიოთ. ძაფი ძალიან  აკურატულად უნდა ჩააყოლოთ კბილის მინანქარს. სპეციალური ძაფები დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიყენოთ, ისინი ანტისეპტიკური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, ამიტომ ბებიის წითელ-ყვითელ ძაფებს ნუ დაეძალებით, სინამდვილეში „ფლოსსა“ და ჩვეულებრივ ძაფებს მხოლოდ ვიზუალი და სახელი აერთიანებს”

როგორ გავიხეხო კბილები? (სწორად)

როგორ ვიხმაროთ კბილის ძაფი? (ფლოსი)

სრული ტექსტი

Post a Comment

Your email address will not be published.