“…მუჰამედს (კურთხეულ იყოს მისი სახელი!) მარცხენა გვერდზე წამოწოლა უყვარდა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირული, მუხლებზე ხელებს შემოიხვევდა ხოლმე ან პატარა ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა.
ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა. ხშირად ზურგზე, ზოგჯერ კი ფეხებდადადებულიც იწვა. პირქვე წოლა ეჯავრებოდა და ამას სხვებსაც უკრძალავდა. ძილის წინ ხელებს იბანდა და ლოცებს აღუვლენდა ღმერთს. ძილის დროს კი დაბალ ხმაზე ხვრინავდა.
ღამით, როცა მოსაშარდად გადიოდა, უკანდაბრუნებული ხელებსა და სახეს იბანდა. ძილის დროს პერანგს კი იხდიდა, მაგრამ სხეულის ქვედა ნაწილი ყოველთვის დაფარული ჰქონდა, თუ კუჭში გასვლა მოუნდებოდა, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიდიოდა, რათა ყველას თვალთახედვიდან შორს ყოფილიყო. მოსასაქმებლად ყოველთვის ფხვიერ მიწას ნახულობდა, რათა სხეული არ წაებილწა…”
ეს ნაწყვეტი, როგორც მიხვდით, მუჰამედის ცხოვრებიდანაა, რომელიც მუსლიმური ქვეყნების სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. ფრაგმენტი ოსნე საიეშტადის ( ვიცი, რომ ტვინი შევჭამე) “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეში” გვხვდება. ბიბი გიული ჩაის ხმაურიანად ხვრეპს, რაზეც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი გაბრაზდება_ მუჰამედი ჩაის სმის დროს ხმას არასდროს გამოსცემდაო და ზემოთმოყვანილ უნარ-ჩვევებს “უზნეო” ბიბის გაუზიარებს.
მუჰამედის ცხოვრება მაგალითია. მას ჰბაძავენ და განსხვავებული ქცევა ცოდვად აღიქმება. კითხვისას, პირველი, რაც თვალში მომხვდა, ესაა:
ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა
ხელის ლოყის ქვეშ ამოდება ერთ-ერთი მავნე-ჩვევაა, რომელიც თანკბილვის ანომალიებს იწვევს, კონკრეტულად კი ქვედა ყბის დეფორმაციას. რა მაგალითს გვაძლევს აგი წმინდანი, შევშფოთდი. თქვენ არ მიბაძოთ, უფრო მეტიც, თუ შენიშნეთ, რომ თქვენი ბავშვი ასე იძინებს, გადააჩვიეთ.
და ისევ, შეგახსენებთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება და ოსნე თქვენს ხმებს ელის. ამ კვირაში ბეგბედერის – “99 ფრანკი” გამოდის 🙂