წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე. ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, […]

Read more

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო. გველები ჯუნგლებში ცხოვრობენ და გვარიან საფრთხეს […]

Read more

გინდა, კარიესმა არასდროს შეგაწუხოს? კბილი არასდროს აგტკივდეს? ღრძილებიდან სისხლდენა არასდროს გაწუხებდეს? ეს არც ისე ძნელია. მთავარია, იცოდე, კბილებს როგორ უნდა მოუარო. ნეტგაზეთზე ახალი პოსტი ვშობე. მცირე ნაწილს აქ გადმოვიტან, თან ვიდეოებს დავურთავ. “ოთახი ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც გამოუგვია.  თუ არა, ფანტაზიას მოუხმეთ და წარმოიდგინეთ, რომ ცოცხით მტვერი მოაგროვეთ და ოთახიდან გატანას ლამობთ. ზღურბლთან რომ […]

Read more

დამაფიქრებებელია, რომ, როგორც წესი, ყველა ნიუსის ტექსტი ანალოგიურია. "მოამბეში" გასული სიუჟეტის ბეჭდური ვერსია ჯერ ქართულ ფორუმებზე, შემდეგ კი პრესაში გავრცელდა. რამდენიმე დღეში, იგივე ტექსტით (თაბახის ფურცლებზე ამოპრინტერებული) "ხელდამშვენებული" ახალგაზრდების ნახვა თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებთანაც შეგეძლოთ

Read more

„რა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის კბილის საწმენდ საშუალებას“  – გასულ კვირას ამ შეკითხვით მოგვესალმა მოამბეს წამყვანი და ქართულ მედიასაც  საჭორაო თემა მიეცა. ერთი შეხედვით,  გასახარია, როგორც იქნა, ქართული მედია სტომატოლოგიის ნოვაციებით დაინტერესდა, მაგრამ კოვზი ნაცარში მეორე წინადადების მოსმენისთანავე ჩამივარდა:   „მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაცია შიშობს, რომ ქიმიური ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელსაც“ ქოლგეით ტოტალი“ შეიცავს, ჰორმონულ დარღვევებს იწვევს“… გეთანხმებით, […]

Read more

მათუსალამ, ბიბლიური პერსონაჟების მამამ,  969 წელი იცოცხლა. ყველაფერს აქვს საზღვარიო, იფიქრა დედაბუნებამ და ერთ დღესაც სიკვდილი მოუსწრაფა. მაგრამ ადამიანი უკუღმართი რომაა, სიკვდილიც ასეთი იცის _ ამჯერად დრო ვერ შეარჩია – ის ისაა მსოფლიო წარღვნა უნდა დაწყებულიყო. წარღვა ვის ახსოვდა… სამყარო მის გლოვას  გადაჰყვა და .. წარღვნაც ერთი კვირით გადაიდო. რა შუაშია ეს ნეტგაზეთთან? მაცადეთ.. არც […]

Read more

მადლობა ევას, ჩვენს პირველ დედას, იმიტომ, რომ ვაშლი შეჭამა. მადლობა ადამს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა ევას. მადლობა ბებიაჩემს, ესპერანსას, იმიტომ, რომ დედაჩემი გააჩინა. მადლობა იგნასიოს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა ბებიას. მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ გამაჩინა. მადლობა დავითს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა დედას. მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ ჩემი და გააჩინა. მადლობა სერგეის, იმიტომ, […]

Read more

ვაგრძელებთ.. სულიერება და სექსუალობა ანიმა და ანიმუსი ანიმა – ქალური საწყისი მამაკაცში ანიმუსი – მამაკაცური საწყისი ქალში მითოლოგიური აზროვნება არის კაცობრიობის კულტურის, სულის და გამოცდილების “ექსტრაქტი” და სწორედ ფსიქოლოგიური სტრუქტურის პირველსაწყისია ფსიქეა (სული, როგორც გრძნობა და ინტელექტი) ვენერა (სიყვარული, როგორც სტიქია, ფენომენი) და ამური ( სიყვარული, როგორც პიროვნება) ვენერა და ამური – ორი ულამაზესი ქალღმერთია.. […]

Read more

10 აპრილს თსუ-ის გაეროს აუდიტორიაში RADIX-ის მიერ ორგანიზებული პროექტი “სქესის ევოლუცია – ბიომოლეკულური და ფსიქოსიციალური ასპექტები”, იგივე “აჯანყება ედემში” თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა. მე, როგორც ორგანიზატორი, თითქმის კმაყოფილი ვარ. მაგრამ ამ პოსტში მინდა გავიხსენო ის ძალიან საინტერესო ტემები, რომლებზეც ქალბატონმა დეამ ისაუბრა.. და ზღაპარივით მოგიყვეთ 🙂 სქესის ევოლუცია – “ერთობიდან” დიქოტომიამდე […]

Read more