კულინარია ჩემი გატაცებაა.

თავდაპირველად,უნდა გაიგოთ, ვინაა ჯულია ჩაილდი.

აპ პოსტში წაიკითხავთ მისი ცხოვრების ყველა ინტიმურ დეტალს და გაეცნობთ მასზე გადაღებულ ფილმს


***

საფირმო სალათი “ზურგ

იხილეთ რეცეპტი და მომზადების უწვრილმანესი დეტალები

***

კარტოფილის საშობაო ინდაური, ანუ სტაფილოს იმპერია

იხილეთ უნიკალური რეცეპტი. უნიკალური კერძი. უგემრიელესი.

***

სისხლისფერი კიტრების ცეცხლოვანი აღსასრული

იხილეთ შემწვარი კიტრის მომზადების უწი-პუწი რეცეპტი

***

მექსიკური ორგაზმი

იხილეთ hot რეცეპტი

***

როგორ მოგვპარა ბარბარემ საახალწლო ხაჭაპურები


პოსტი კულინარიის ისტორიიდან.

როგორ ჩაანაცვლა ქართული, წარმართული ბარბალობა ქრისტიანულმა ბარბარობამ.

პოსტიდან შეიტყობთ, როგორ მოგვპარა წმიდა ბარბარამ ხაჭაპურები

იხილეთ

***

პატარა მამლის საშობაო თავგადასავალი

უცნაური რეცეპტით მომზადებული საშობაო ინდაური (ამ შემთხვევაში, მამალი)

***

ჩემი სოკო / განძის მაძიებელი

თელავი ჩემი საყვარელი ქალაქია. იქ ვიზრდებოდი, დედულეთში. ტყის პირას. ჩვენი სახლის ზემოთ-ქვემოთ ტყე იყო, გვერდით -ხევი. დილიდანვე ველურივით  რომ გავიჭრებოდი, დაღამებისას ვბრუნდებოდი ხოლმე. ჩემი ქოხები მქონდა, ბაღები, ხეები და საყვარელი ადგილები. თელავი ცივის მთაზეა შეფენილი. ტყეშის სიღრმეში რომ შედიხარ, ნელ-ნელა გარემო იცვლება – ხეები, მათი სიმეჩხერე, სილამაზე, მცენარეები, ჰაერი… “მუხიანს” თხილები მოსდევს, ზოგგან მხოლოდ ველური შინდებია. შეიძლება უცებ მინდორზეც აღმოჩნდე, რომელიც ველური მარწყვითაა დაფარული. ძალიან მიყვარდა ვაშლიც, ახლა სახელს ვერაფრით ვიხსენებ, როგორც სხვა ველური ჯიშები, ისიც ძალიან პატარა, მაგრამ გემრიელია. დამწიფებამდე – უზომოდ მჟავე. კიდევ ერთი ჯადოსნური მცენარე მახსენდება, ნახევრად ხე, ნახევრად – ბუჩქი, ყვითელყვავილებიანი, არც მისი სახელი მახსოვს. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, თუ უსუნებ, თავი ძალიან აგტკივდებაო. მეც გავურბოდი. ასეთი ამბები სამეზობლოს ყოველდღიურ შეკრებებზე ირჩევა ხოლმე. თელავში “უბნის ინსტიტუტი” სწორედ ისეთია, იდეალურ შემთხვევაში რომ შეიძლება არსებობდეს. სახლებში თონეები აქვთ, ვინმე პურს რომ აცხობს, სამეზობლო იკრიბება, გუდა-ყველით და პატარ-პატარა სასუსნავებით ხელდამშვენებულები ცხელი პურის გემრიელ სუნს მოჰყვებიან.

გაგრძელებისთვის დააკლიკეთ აქ!

***

გემო და ვნება – შეჯიბრი დიფენბახში

“შემართებით მოვკალათდი. პირველი ნაჭერი დავტესტეთ… დროის ათვლა დაიწყო. 3 წუთში ვინვ მეტს შეჭამს, გამარჯვებაც მას დარჩება! თავიდან სვეცკობა მოვინდომე და ჭამა ჩანგლით დავიწყე. პირველი ნაჭრის შემდეგ მეტოქე რომ დაწინაურდა, თითი ვიშიშვლე!.. ტორტის ერთი ნაჭერი ხელში დავიკავე  და ბრძოლა  ცხოველური ჟინით განვაგრძე. წუთნახევარი გავიდა. დავწინაურდი, მთელი 2 ლუკმით გავასწარი… ბოლო წუთის ათვლაც დაიწყო, ერთიანად დამცხა, გული ამიჩქარდა და თითქოს დავთვერი, ვეღარ ვაზროვნებდი. გონებაში მხოლოდ ერთს ვიმეორებდი: ზურა, დიდი ლუკმა არ ჩაიდო, ვერ დარეჭავ, პატარები და სრაფად აჯობებს… მაგრამ ლუკმის ჩაყლაპვა უკვე აღარ შემეძლო. 40 წამი დარჩა.. 30… ისევ წინ ვარ, ვიგებ, მაგრამ წყლის მოუყოლებლად არც ერთი გრამი ყელში აღარ გადამდის.. არადა გავიჭყიპე… 25… 20… ზურა, ჩქარა, ეგეც შეჭამე და ახალ ნაჭერზე გადადი! მეძახის რომელიღაც გულშემატკივარი…”

სრულად იხილეთ ამ ბმულზე!

***

THE POTATO KIND

დააკლიკეთ და გადადით პოსტზე

***

ყვავილოვანი ქათამი

პოსტი

Post a Comment

Your email address will not be published.