პირველ არხზე საინტერესო გადაცემა – “ჩემი ქუჩა” აღმოვაჩინე.
ბოლო გადაცემა რიყეს შეეხებოდა.
თვალი დაგავავლოთ, როგორ იქცა ავლაბრის ჭალა ბზის მოედნად, რიყედ, შემდეგ კი ევროპის მოედნად.
მეცხრამეტე საუკუნიდან რიყე ინტენსიურად განაშენიანდა.
გაჩნდა გერმანელების და მოლოკნების ლუდხანები, დუქნები, სახელოსნოები, სასტუმროები და ქარვასლები.
1809 წლის თბილისის რუკაზე ჩანს, რომ რიყეს ადგილას კუნძული იყო. 1820-30 წლებში კუნძულის ერთ ტოტში წყალი დაშრა. ამით ისარგებლეს თბილისში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა, მდინარის ტოტი მთლიანად გადაკეტეს და რიყე ნახევარკუნძულად გადააქციეს.
რიყეზე ორი ქუჩა, ერთი ასახვევი და ერთიც მოედანი იყო.
დღევანდელი ევროპის მოედნის ადგილს ადრე თბილისში ჩამოსული ქარავნების სადგომად იყენებდნენ. მტკვრისპირა მოედანზე ხშირად ასობით აქლემი, ცხენი, კამეჩი და სხვა პირუტყვი იყო. პირუტყვს თივას, შვრიას და ქერს უყრიდნენ ხოლმე. ამიტომაც, ცხოველთა ამ სადგომის მახლბლად სწორედ თივა, შვრია და ქერი იყიდებოდა. ამის გამო, მოედანს თივის, ბზის მოედანი შეარქვეს.
ბზის მოედანზე მტკვართან ჩადიოდა ქუჩა, რომელსაც რიყის განაშენიანების აღებამდე, თულუხჩის ქუჩა ეწოდებოდა. თულუხჩის ქუჩიდან აღებულ წყალს კი ძველი თბილისის მოსახელეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარდა. თულუხჩის ქუჩა ღვინის აღმართს ერთი პატარა ასახვევით უკავშირდებოდა. ამ ასახვევს ტიკის, იგივე რუმბის ქუჩა ერქვა. აქ ტიკების და რუმბების სახელოსნოებს ნახავდით.
რიყის მთავარ ქუჩას მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისის რუსულმა ადმინისტრაციამ კავკასიის ადმინისტრაციის მოხელის, თბილისის გარეუბნების მომწყობის, ანდრეი დესიმონის სახელი უწოდეს.
1923 წელს ბოლშევიკებმა ქუჩას ოიანე პეტრიწის სახელი დაარქვეს. იმავე ბოლშევიკებმა 20-იან წლებში რიყე საკოლმეურნეო ბაზრობად გადააქციეს.
მტკავრმა შური იძია.
რიყის ქუჩების ისტორიაც დასრულდა.
რიყეს მეორე სიცოცხლე მეოცე საკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა აქ თბილისობის აღნიშვნა დაიწყო.
ახლა ინტენსიური მშნებელობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა შუშის ხიდი. პროექტის მიხედვით, გაგრძელდება მეტეხის გვირაბი და რიყე დიდ პარკად იქცევა. © პირველ არხი
და მაინც..
შუშის ხიდი მომწონს, მაგრამ რიყეს არ უხდება..
ძველი თბილისი და თანამედროვე ნაგებობა – ვერ ზის.
პრინციპში, ქალაქი დროისა და საზოგადოების სარკეა. ამჟამინდელი თბილისი ძალიან ჰგავს თავის მოსახლეობას. ამ მხრივ კი რიყე ნამდვილად არაჩვეულებრივი მაგალითია.