There is no excerpt because this is a protected post.
არა, Ernest Thompson Seton ან ჩემი ბლოგი არაფერ შუაშია. ეს სხვა ისტორიაა, სხვა ამბავი. ისე, სათაური შემთხვევით არ შემირჩევია. ალბათ გახსოვთ ერნესტ ტომპსონის სამეფო ანალოსტანელი – კატა, რომელიც ქუჩაში, ბინძურ ურნებში იზრდებოდა, ცბიერმა ვაჭარმა რომ დაიჭირა, გამოკვება, გაალამაზა, ანალოსტანის სამეფო ჯიშად გაასაღა და ძვირად გაყიდა. კატა სიმდიდრესა და ფუფუნებაში იზრდებოდა – მეფური ცხოვრებით, მაგრამ ღამ-ღამობით […]
გესთ პოსტის დაწერა ძნელი სულაც არ ყოფილა. მერე რა, რომ სხვის ბლოგზე, სხვის სივრცეში იჭრები. თუ გიშვებს – უნდა შეხვიდე. ხოდა, როცა ზურამ, პირადად ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა (“სემიჩკასავით წასაკითხმა”) ბლოგერმა სტუმრის სტატუსით მომიწვია, გადავწყვიტე, როგორც მასპინძლით კმაყოფილ სტუმარს შეეფერებოდა, ძალიანაც გავხსნილიყავი. პირადი დაკვირვებიდან და მეორე დღის კომენტარებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სიმთვრალეში ყველაზე მეტად შევიგრძნობ, […]
“…ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი, ხმალი და ფარი გააყოლეს პერსევსს ათენამ და ჰერმესმა გორგონა მედუზას დასამარცხებლად. პერსევსმა ჭკუა იხმარა, ფარში უყურებდა მის ანარეკლს და ფრთხილად მიუახლოვდა. თავი ისე მოჰკვეთა, თვალებში არც ერთხელ შეუხედავს. მისი ნეშთიდან ორი არსება – ჯადოსნური ცხენი პეგასი და ქრიაზორი დაიბადნენ. მედუზა ხომ პოსეიდონისგან იყო ორსულად…” 1956 წლის ზაფხულის არდადეგებს ჯო წიგნების კითხვაში […]
ეს მორიგი თეგთამაშია. მეც დამთეგეს. მაგრამ… თანამედროვე ტესტებში ერთი ასეთი შეკითხვაა ხოლმე. “სიტყვა, რომელსაც ყოველთვის არასწორად ამბობენ” აბა, ვინ მიხვდება, პასუხი რა არის? ვინც მიხვდება, ის გაიგებს, რატომ არ ჩავერთე ამ თეგთააშში, რატომ მძულს ამ სიტყვებით შექმნილი “წინადადება'” და რატომ მინდა, ზემოთხსენებული სახელის მქონე ფილმის შემქმნელებს მაღალ მატერიებზე გავესაუბრო 🙂
სიკვდილი არის ენერგია, რომლითაც გადალახავ ზღურბლს. გადადიხარ ყოფიერების ერთი ფორმიდან, ერთი საფეხურიდან მეორეზე. სიკვდილი არის ენერგია, რომელიც ცვლის და აყალიბებს ადამიანის ბუნებას და ქმნის ზღვარს “მე”-ს და “არა მე”-ს შორის. გველი, რომელიც თავის კუდს კბენს ანუ სიკვდილი და დაბადება, გახლეჩა და ლტოლვა. . . სიკვდილის საიდუმლო შეჭიდულია დაბადების საიდუმლოსთან, ანუ ამ ქვეყნიდან გაქრობა ისეთივე საიდუმლოა, […]
პირველ არხზე საინტერესო გადაცემა – “ჩემი ქუჩა” აღმოვაჩინე. ბოლო გადაცემა რიყეს შეეხებოდა. თვალი დაგავავლოთ, როგორ იქცა ავლაბრის ჭალა ბზის მოედნად, რიყედ, შემდეგ კი ევროპის მოედნად. მეცხრამეტე საუკუნიდან რიყე ინტენსიურად განაშენიანდა. გაჩნდა გერმანელების და მოლოკნების ლუდხანები, დუქნები, სახელოსნოები, სასტუმროები და ქარვასლები. 1809 წლის თბილისის რუკაზე ჩანს, რომ რიყეს ადგილას კუნძული იყო. 1820-30 წლებში კუნძულის ერთ ტოტში […]
კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]
ზევით ცა… ცაში თვალი… თვალში მზერა არნახული… მზერაში სიტყვა, რომელიც არ მესმის… ქვევით მძიმე, ცოცხალი მიწა – ბევრი მძიმე და ცოცხალი ამბით… ცასა და მიწას ჰყოფს საიდუმლო – ყველას რომ სწამს და არავინ რომ არ იცის… ირგვლივ ხის ჩარჩო… და ჰკიდია ლურსმანზე ცა რომელშიც არის თვალი… თვალი – რომელშიც არის მზერა… მზერა – რომელშიც არის […]
განსაკუთრებული არაფერი. ალბათ ვერ დაგინახავთ. თუ დაგინახავთ – ვერ გიცნობთ. ადამაიანებს მხოლოდ იმ გარემოში ვცნობ, სადაც ვინმე მეგულება. ბლოგერებს ბლოგერების შეხვედრაზე. ექიმებს – კლინიკებში და კონფერენციებზე. ქუჩაში მოსიარულე… მმ.. მამაჩემიც უცხო სახე იქნება, ალბათ. ისე, ახლა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი ქუჩაში არასდროს მინახავს, აი, ასე, მოსიარულე O_o ეგ მე.. და თქვენ რომ მიცნოთ.. ყოველთვის […]
იხილეთ