კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება.
კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა…
კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით.
ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს.
ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ ადგილი აღარ რჩებოდა სიკეთისთვის.
ერთი კაცი არასოდეს მოგზაურობდა. შემთხვევით რომ მოვხვდე სხვაგან, როგორ უნდა მოვიქცეო, ასე ფიქრობდა.
ერთ კაცს ძალიან უნდოდა ფული ეშოვნა. ამიტომ ოცნებობდა, ვინმე მილიონერი გადაერჩინა წყალში დახრჩობას.
ერთი კაცი ყველაფერს სხვის მაგივრად აკეთებდა და ერთ მშვენიერ დღეს თავის მაგივრად მიიბარა უფალმა.
კაცმა თავის ჩამოხრჩობა განიზრახა. ავიდა სკამზე და როდესაც თავი ყულფში გაყო, კედლის საათმა 10-ჯერ ჩამოჰკრა. კაცს გაახსენდა, რომ ძილის დროა და თავის ჩამოხრჩობა მეორე დღისთვის გადადო… დრო გადიოდა…
ერთ კაცს ტირილი უნდოდა, მაგრამ გაიხედ-გამოიხედა და ახლომახლო რომ ვერავის მოჰკრა თვალი, გადაიფიქრა. ერთ კაცს გაბრაზება უნდოდა, მაგრამ გაიხედ-გამოიხედა და ახლომახლო რომ ვერავის მოჰკრა თვალი, გადაიფიქრა. ერთ კაცს უნდოდა გახარებოდა, მაგრამ გარემოება არ უწყობდა ხელს.
ცხოვრობდა კაცი, ცხოვრობდა და არავინ იცოდა რომ იყო.
დრო გადიოდა…
გადიოდა დრო…
ცხოვრობდა კაცი ყველასგან მიტოვებული, ყველასაგან მივიწყებული, მოხუცდა და მოკვდა. ჰოდა, მიაბარეს კაცი მიწას, აბა ზევით ვინ დატოვებდა. დადგა გაზაფხული, შემდეგ – ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… საფლავი ეკალ-ბარდმა დაფარა. დრო გადიოდა…
იყო ერთი კაცი. ცხოვრობდა კაცი, ცხოვრობდა და ყველამ იცოდა, რომ იყო.
გადიოდა დრო…
ცხოვრობდა კაცი ყველასგან დაფასებული, ცხოვრობდა, მოხუცდა და მოკვდა. კაცის სიკვდილის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო, დიდი პატივით დაკრძალეს და უზარმაზარი საფლავის ქვა გულზე დაადეს. დადგა გაზაფხული, შემდეგ – ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. საფლავი ეკალ-ბარდმა დაფარა.
დრო გადიოდა…

მანანა მენაბდე

ჩემი უსაყვარლესი შემოქმედი – მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი…
“არავის არ ჰგავს. სადაც არ უნდა იყოს, თავისი სამყარო “დააქვს”. ყველგან ატარებს, როგორც ლოკოკინა – თავის ნიჟარას. სიტუაციაში ის არასრდოს  არის ერთ-ერთი. ყველა ვერ უძლებს მის ენერგეტიკას. არ ვიცი, ეს კომპლიმენტია თუ არა, მაგრამ ასეა.”
წერს გაზეთი 24საათი მის შესახებ.
მსოფლიო აღიარება, იშხნელების შთამომავალი…
ქალი გიტარით – შარვალში…
“რერო”, რუსეთის თეარტრალური ხელოვნების სასწავლებელი, ბერლინი და წარმატება..
თბილისს კი ქალი  შარვალში, თან იშხნელების შთამომავალი, არ უნდა.
თავისუფლება 90-იან წლებში..
მაშინდელი სტერეოტიპები და მანანა, როგორც პერსონა ნონგრატა…
მაგრამ მაშინაც იყვნენ ქართველები, ვინც მის ევროპულ თავისულფლებას ღიად თუ შეფარვით, მაგრამ ეთაყვანებოდა…
მაგრამ..
“თავისუფლება აკრძალვაა” – გვეუბნება მუსიკოსი.
ალბათ მისგან სხვა პასუხს ისევე არ უნდა ელოდე, როგორც ყველაზე პომპეზურ და ბუმბულებიან წვეულებაზე მის კაბაში გამოჩენას.
ალბათ ესაა მისი ხიბლი.
სამწუხაროდ, დრო გადიოდა..
გადის, ბევრი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი გავიდა…
კიდევ ბევრი გავა და მისი შემოქმედება მის სამშობლოში ისევ ძალიან ცოტას ეცოდინება.
დღეს ღამე უთენებია…
ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი ეპიზოდით და არაჩვეულებრივი მუსიკით.
მაშინ რომ მეცხოვრა, ალბათ წიწაკებიანი ქალი გონებისდაკარგვამდე აღმაფრთოვანებდა.
ბიბისი, რადიო თავისუფლება…
მასზე საუბრობენ, წერენ, იღებენ ფილმებში..
“და დრო გადიოდა”…
საავტორო წიგნი 2004 წელს.
დრო გადის…
მე კი სულ უფრო მიყვარს :)
გაიხსენეთ ისტორიები მანანაზე. ბევრისგან ბევრი საიტრერესო მსმენია.. იქნებ თქვენც გაქვთ რამე მოსაყოლი ))

{ 16 comments… read them below or add one }

kurtizanka June 26, 2010 at 11:11 am

:)))

Reply

rodrigo June 26, 2010 at 12:56 pm

მევასება ეს ქალი მაგრად, და პირველი იუტუბეს სიმღერა მაგრად აქვს გაკეთებული, კლიპიც აქვს მაგაზე.
ხოდა შენი აზრით ლ-ა?

Reply

Agasfer June 26, 2010 at 1:20 pm

როდრიგო, ვერ მივხვდი, რას მეკითხები :)

Reply

pomo June 26, 2010 at 1:37 pm

ძალიან ლაიქ ით <3

Reply

Spieler June 26, 2010 at 3:01 pm

:up:

Reply

Agasfer June 26, 2010 at 3:04 pm

=)) :$

===

ქალბატონო დეა, <3 : )

Reply

Agasfer June 26, 2010 at 5:32 pm

როდრიგო, მივხვდი..
რა ვიცი, რა ვიცი.. ))

Reply

rodrigo June 26, 2010 at 6:17 pm

:DD აჰმ :D
კარგია

Reply

kurtizanka June 26, 2010 at 6:27 pm

rodrigo: chemi azrit ki :))) marto azrit ara :D

Reply

Agasfer June 26, 2010 at 8:20 pm

მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მეც ლიზბი ვარ, მერე? O_o

Reply

babisa June 28, 2010 at 4:27 pm

ramdenime simgera momwons
rogorc adamianic kargia zaan
piradi cxovreba rogori aqvs da l-a tu g, sul ar madardebs :D

Reply

babisa June 28, 2010 at 4:37 pm

mm da foto raotm ver exateba chems komentarebs :s

Reply

Agasfer June 29, 2010 at 11:26 am

Babisa, ლინკს არასწორად უთითებ, მგონი : )

Reply

babisa July 1, 2010 at 12:47 pm

mmm
name da email sworad miweria da abaravici

Reply

melnisferi October 1, 2011 at 11:01 pm

არაჩვეულებრივი ქალია მანანა მენაბდე.. საოცარი.. სად შეიძლება მისი წიგნი შევიძინო ხომ ვერ მეტყვით?

Reply

Agasfer October 1, 2011 at 11:50 pm

არ ვიცი, სამწუხაროდ :(

Reply

Leave a Comment

Previous post:

Next post: