“…მუჰამედს (კურთხეულ იყოს მისი სახელი!) მარცხენა გვერდზე წამოწოლა უყვარდა. თავის ფიქრებში ღრმად ჩაძირული, მუხლებზე ხელებს შემოიხვევდა ხოლმე ან პატარა ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა. ძილის დროს კი მარჯვენა გვერდზე წვებოდა და ხელის გულს ლოყის ქვეშ იდებდა. ხშირად ზურგზე, ზოგჯერ კი ფეხებდადადებულიც იწვა. პირქვე წოლა ეჯავრებოდა და ამას სხვებსაც უკრძალავდა. ძილის წინ ხელებს იბანდა და ლოცებს აღუვლენდა ღმერთს. […]