ეს არის ამბავი ხუთი საუკეთესო მეგობრის, რომელბიც ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ.
მათი ისტორია ბავშვობიდან იწყება. სულ პატარები, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ.
2 ქერა – ერთი პუტკუნა და საყვარელი. საოცარი თვალებით. ყურადღებას ბავშვობიდან იქცევდა. თანატოლებში აბსოლუტური პოპულარობით სარგებლობდა. მეორე – მწვანეთვალება და ულამაზესი. ისიც ვარსკვლავი – მთელ ახალგაზრდობაში. ცეკვავდა, მღეროდა. გარს თაყვანისმცემლების არმია ერტყა – გამუდმებით.
2 შავგვრემანი – ერთი ერთი მკაცრი და ‘სტერვა’. ვჟკაცური ბუნებით, ბიჭების რისხვა. თავიდანვე საშიში ქალი იყო, იშვითად, რომელიმე მისი თაყვანისმცემელი სახეში მუშტებს გადარჩენოდა. მეორე – კარგი გოგო. დედას ყოჩაღი. სკოლის ჭკუისკოლოფი. ხუთოსანი, ლამაზი ცეკვის ანსამბლში – სოლისტი. ამ ასაკში მეტი არაფერია საჭირო იმისთვის, რომ ფავორიტი გახდე.
და აი, ბოლოს, არც ქერა და არც შავგვრემანი. არ ვიცი ასეთ გოგოებს რას ეძახიან. სინთეზია. ქერა პორნოვარსკვლავის გარეგნობა – მუქი თმებით და ჭკუისკოლოფი დაქალის ნიჭიერება. საოცარია, მაგრამ ასეა. ალბათ 11-ვე კლასში იყო რამდენიმე ბიჭი, რომელსაც ის უყვარდა და რომელიც მას უყვარდა.
აი, ამ ხუთ ადამიანს რომლებიც სხვადასხვა პლანეტაზე დაბადებულებს ჰგავდნენ, ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდათ საერთო, მაგრამ, თურმე ის ბევრს ნიშნავს, როცა სხვადასხვა პლანეტებიდან ხართ. ეს განასხვავებდათ ყველასგან და ამსგავსებდათ ერთმანეთს. რამდენი წელი გავიდა და ხუთივეს ერთად ვუყურებ. ისევ მიკვირს რა აქვთ საერთო და ისევ იმ აზრამდე მივდივარ, რაზეც ახლახან ვსაუბრობდი.
მივყვეთ თავიდან.
ქერები:
პუტკუნა და საყვარელი ახლა ძალიან გამხდარი, მაღალი და ულამაზესია. დაქალდა და ძალიან დამშვენდა. ხასიათი – უცნაური ჩამოუყალიბდა. მკაცრ მორალურ და სოციალურ ჩარჩოებში მოქცეული გონება თანამედროვეობას მოერგო და პრინციპული და გამგები ადამიანი მივიღეთ.
კომპლექსები მოიხსნა და წარმატებასაც მიაღწია, პოპვარსკვლავია, როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა უწოდა. მოკლედ, სუფრასთან ლამაზი ქერა გოგო ზის, თავდაჯერებულიდა წარმატებული, ელეგანტური და მომხიბლავი.
მეორე ქერა, – მთელ ახალგაზრდობას თავის ჭკუაზე რომ ატარებდა, დღეს ძალიან უბედურია. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ლამაზია. სილამაზის მსხვერპლი – აი, ეგაა მისი ზუსტი დახასიათება. მისმა მხიარულმა ხასიათმა, არაჩვეულებრივმა გარეგნობამ და ნიჭიერებამ, ამ ხნის მანძილზე, ბევრს რომ დაუბნელა გონება, მისახვედრია. ხუთეულში ყველაზე პატარა, მაგრამ ერთადერთი, რომელსაც შვილი ჰყავს და – არაკაცი ქმარი, რომელმაც მეაობოხე, ანარქისტი, მხიარული, ძლიერი და სიცოცხლით სავსე ადამიანი სულიერად გაანადგურა და საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა. ახლა სუფრას ის ადამიანი უზის, რომელიც ყოველთვის ხალისობის მოთავე და ინიციატორი იყო. ახლაც იღიმის, ძველებურად ლამაზია, დაქალდა და დაიხვეწა. თვალს უფრო მეტად იტაცებს. მარა.. თვალებში ძველებურად ვარსკვლავები კი არ კიაფობენ, უზარმაზარი სევდა უდგას. ზის და მხიარულობს იმისთვის, რომ სხვებმა იხალისონ, მეგობარის დღეობა გაალამაზოს.
შავგვრემნები.
პირველი – სუფრის ყველაზე ელეგანტური წევრი – ძალიან დახვეწილი მანერებით. ქალური, საოცარი შარმით და კაცური ხასიათით. ძნელია, დაახასიათო. მართლა უცნაურად ლამაზია – სუფრის მარილი. ხალისობს და იცინის, მღერის, მაგრამ ისიც სევდიანია… ეს ბავშვობიდან გამოჰყვა, ალბათ მხოლოდ ეს ერთადერთი. თავისი საქმე აქვს, კარიერა წარმატებით დაიწყო. ხმა ყველგან და ყველაფერზე ამოეღება, ლიდერია. ლიდერი ბუნებით და ყველაფერში.
მაგრამ, ჭეშმარიტი გარდასახვის მაგალითი მეორე შავგვრემანია. ე.წ. სკოლის ჭკუისკოლოფი. სუფრის ეფექტი. დახვეწილი, ლამაზი და – სექსუალური. ქალური ფორმებით და არაორდინალური ხასიათით, რომელიც სახეზე აღებეჭდება და ქცევაში ვლინდება – ძალიან საინტერესო ტიპაჟს ქმნის, შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურს. ეს ყველაფერი მთლიანობაში რომ აღიქვა, საჭიროა, მის ცხოვრებას გადახედო. წეღან ერთი წევრის სიდუხჭირეზე ვსაუბრობდი. სიმბლურია, რომ ისინი ერთმანეთისთვის უახლოესი ადამიანები იყვნენ და მათი ცხოვრებაც, ბავშვობიდან დღემდე, სრულიად განსხვავებულად და ერთნაირად არასასურველად წარიმართა. მაგრამ… ღმერთს მათნაირები უყვარს. დაღმართს აღმართი მოჰყვება )) დიდმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მისი ხასიათი რადიკალურად შეცვალა. ალბათ ერთადერთი, რაც ბავშვობიდან დარჩა – მგრძნობიარე ხასიათია. სუფრის ეს წევრი თანამედროვე საზოგადოების უღირსეულესი წევრთაგანია. მის სახელს კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ.
და ბოლოს..
ბავშვობიდან უცნაური.. ადამიანი, რომლის ბედზეც ყველა ყველაზე მეტად ნერვიულობდა ადამიანი, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობაც ყველასთვის ყველაზე მოულოდნელია. 5 სიტყვით ასე დავახასიათებდი: ძველებურად მიმზიდველი, სექსუალური, იღბლიანი და ბედნიერი. დღეს ის ყველაზე ბედნიერია, ალალად ბედნიერი.. გვერდით უსაყვარლესი მეუღლე და საუკეთესო მეგობრები ჰყავს. კარიერაში – წარმატება, მას ბედნიერებისთვის მეტი არაფერი სჭირდება, ქერას მიერ ნახსენებ მუსტანგს თუ არ გავითვალისწინებთ =)
აი, ასეთია ეს დღე. ხუთი ბავშვობის მეგობარი ზის. არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც ბავშვები აღარ ეთქმით, მაგრამ ხუთივეს თავის ცხოვრებაზე ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი. ხუთივე იცინის და ხუთვეს გულში სხვა საფიქრალი აქვს, ზოგს სევდიანი, ზოგს – არა; ზოგს – ინტრიგნული, ზოგს – მმმ… არ ვიტყვი. და მაინც, ხუთივე, პირველ რიგში, გარეგნობით გამორჩევა, ძალიან. და მეგობრობით.
ვოტ ტაკ.