დღეს ძალიან მშიერმა გავიღვიძე და გადავწყვიტე, ჩემი კულინარული ნიჭი გამომევლინა, ისევ და ისევ ჩემივე სიამოვნებისთვის.
პირველი კერძი, ესაა კარტოფილის სალათი.
ავიღე კარტოფილი, მესიკვიდილებოდა, მაგრამ მაინც გავრეცხე და მოვხარშე.
მოხარშულს იღებთ და ჭრით.
სასურველია, სხვადასხვა ფორმაზე და ტაფაში დროის სხვადასხვა ინტერვალით ჩაყაროთ – მეტი მრავალფეროვნებისთვის.
არ წვავთ, უბრალოდ, ხრაკავთ.
მზადების პროცესში მოაყრთ უცხო სუნელს და დაჭრილ ხახვს – გემოვნებით.
რომ შეიბრაწება, გადმოიღებთ და წინასწარგამზადებულ ხახვს და მწვანილს მოაყრით. ცოტა უცხო სუნელს კიდევ დაამატებთ და კეტჩუპი და მაიონეზი – ესეც გემოვნებით.
მოუხდება პომიდორიც, ოდნავ მოხრაკული და წიწაკა.
კარტოფილის სალათი მზადაა.
შემდეგი გაჩერებაა მჭადი.
მჭადია თუ ჭადი არ ვიცი, მე მჭადს დავუძახებ.
თუ თქვენც გადაწყვეტთ არაადამიანურად გემრიელი მჭადის მომხადებას, ამისთვის დაგჭირდებათ:
სიმინდის ფქვილი, კვერცხი, სოდა, ზეთი, წყალი, მარილი, ყველი, ჩანგალი, კოვზი, დანა, ტაფა და გაზქურა.
ვიღებთ დაახლოებით ორ მუჭა ფქვილს და ჩავტეხავთ ერთ კვერცხს. დავამატებთ ერთ კოვზ ზეთს, აი, არც სუფრის რომაა და არც ჩაის, საშუალო ზომის.
შემდეგ, ჩანგლის ბოლოთი ამოვიღებთ ძალიან ცოტა სოდას და დავასხამთ ერთ ჩაის ჭიქა წყალს.
არ დაგავიწყდეთ, რომ სოდა უგემურია და თუ თქვენც გადაწყვეტთ ამ დროს ფოტოს გადაღებას, ჩანგალს პირში ნუ იტაკებთ, თორემ ასეთი ‘სიფათი’ გარანტირებულია:
ახლა..
რატომ ვიღებთ ჩანგალს და არა იმ კოვზს, რომლითაც ზეთი დავასხით..
იმიტომ, რომ როცა მჭადს მჭადის ფორმას მივცემთ, სასურველია გულში ჩავჩხვლიტოთ, უმად რომ არ დარჩეს, ამისთვის კი სწორედ რომ ჩანგალია საჭირო.
შეგვიძლია, ორი სახის მჭადი მოვამზადოთ – ყველით და ყველის გარეშე.
პირველ შემთხვევაში, ვიქცევით ზუსტად ისე, როგორც ეს ფოტოზეა გამოსახული, ანუ, ტაფაში მიბრძანებამდე, გულს გაუპობთ, ყველს ჩადებთ და პირებს შეუკრავთ.
ამ შემთხვევაში გულის აჩანგვლა საჭირო აღარაა, თორემ გამდნარი ყველი უხერხულად ამოიპურჭყება.
რამდეიმე წუთში ჯადოსნური მჭადი მზადაა..
კარტოფილში, როგორც ნახეთ, პატარა გულწიკი ჩავსვი. მჭადში – ქათამი. გამზადდა თუ არა, ერთი მშიერი სულიერი შემობრძანდა, ვაა.. თევზუკებიო და ქათამს ფეხი მოაჭამა :((
და მესამე…
მწვადი
ვიღებთ ხორცს, ვჭრით, ვაბასტურმებთსავით. ძალიან უხდება უცხო სუნელი.
ჩაყრით ტაფაში. შებრაწვას რომ დაიწყებს, ლიმონი მოაპკურეთ.
მანამდე, წინასწარ გაამზადეთ ხახვი და ბროწეული. თეფშზე (სასურველია მათლაფაში) ვყრით დაჭრილ ხახვს, ვაყრით გემრიელად დაბრაწულ მწვადს და ვასხამთ ბორეულის წვენს..
სულ ესაა..
და ბონუსად, ჩემნაირი ხელმახეებისგან მსგავსი რაღაცები მოულოდნელი არაა:
და ბოლოს.. რეზულტატი:




{ 49 comments… read them below or add one }
wow magaria ! sami sachmlis gaketeba ert jerze – sakmaod rtuli ramea. me sul emzareba xolme. bravo
:))
слишком много лука
А я люблю лук, чем больше – тем лучше
zuriii genialuri xaaar
receptze magaribagcera da komentarbi iyo
vaaaa
agar xumrob shen
magaria!
ყოჩაღ!
ვაა, რა მაგარია!
ასევე ძალიან გემრიელია მჭადი, თუ წყლის მაგივრად რძით მოვზელთ.
ისე ნამდვილად შენ გააკეთე ეს ყველაფერი???
:))
კი, ნანა, მე გავაკეთე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად და საკუთარი გემოვნების და ფანტაზიის დახმარებით
რძეზე არ ვიცოდი, დავტესტავ, მადლობა დიდი :))
აი ყოჩაღ!!!
მგონი მესამედ შემოვედი დღეს.
მშია მგონი :)))
აუ როგორ მშიაა , თურმე რა მაგარი ყოფილხარ ბუა:bis:
შენი აქლემი ნამდვილად ძაან ქათმურად გამოიყურება ლოლლ და გემრიელად
აქლემს შენ თვითონ გავხარ :@ თუ ხარ
me rodis miketeb mag yvelafers?
როცა იტყვი
ვაიმე უბრალოდ არვიცი რა და როგორ გითხრა.
აღფრთოვანებას ვარ მიცემული.
მე კი გავაკეთე პეჩენიები და დიდის ამბით დავწერე ამის შესახებ ბლოგში, მაგრამ ეს რაღაც აღმაფრთოვანებელია.
ვაიმე, აი შენი ქართული გრამატიკის მასწავლებელს ძეგლს ვუდგამ. ვგიჟდები შენი საუბრის მანერაზე.
და ისა…
შენს გრძელ თითებზე რამდენი წელია ჭკუა მეკეტება. ჩესტერფილდს რომ ეწევი გაფხორილი თითებით.
ვაიმე, ვინმემ მომასულიეროს!!!
ქეთი :$
vame
აჰ! სიტყვები არ მყოფნის!
რა ლამაზია ეს გრძელი კინძები! რა საყვარლად წვანან! რამდენი წელია ჭკუა მეკეტება მაგათზე, გაფხორილებზე <3!
და კართოფილები!!!111 ალბათ, სილამაზის აკადემიაში სწავლობდნენ, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი მაგათ სტილისტს.
დავეცი!
შემი(ნ)დე!
ოჰ ზურა
რა ლამაზად გაქვს გამოყვანილი თითოეული ასო, რამდელა გრძნობა დევს მათში
რა ნატიფ ყ – ებს ხმარობ, მუხელბს მიკვეთავს და სულს მიხუთავს
და ლიმონი როგორ გამოგიწურიამ თითის შეყოფას და დატრიალებას მანდომებს
მაოცებ ზურიკ
ძალიან მაოცებ
:*
ისე მაგდენი შრომის შემდეგ, გშიოდა?
ანა და მეორე, ვინც ხარ, თქვენი ნებით, სანამ ნერვი შემიტოკდა :)და სადაც უნდა გადახვიდეთ, დაგილინკავთ თუ გინდათ, პ-თი იწყება, საინტერესო პარალელებია
@უტვინო, არა, იმიტომ, რომ კეთებაში იმდენი შემომეჭამა, დავნაყრდი
ვერ ჩავწვდი ზურა :)))
პოპა-ში გადავიდეთ? თუ პრაღა-ში? თუ პრეს-მდივანთან?
პირი, პური, პირგასამტეხლო, პერუ, პორტუგალია რავიცი რამდენი პ მომდის თავში
პარტიზანულ პადპოლიეში
lol
ჰაჰა, გიჟი, გადარეული კულინარი ხარ ზურა :დ
თავს ვიპატიჟებ… შენი კულინარული შედევრი უნდა დავაგემოვნო
lol
au momshivda ))))
ra gemrielobebia gmertmani mniam.
me shengan amas ar velodi :aplodismentebebi:
აუ არ გინდა, რომ კულინარიის კერძო გაკვეთილები ჩამიტარო? მე ძალიან არ ვვარგივარ მაგ საქმეში :))
პიკო, ჩაგიტარებ
დეა, რატომ? :vik:
ნუ, არც მე მოველოდი, მაგრამ
wow, ყოჩაღ
მაგრამ ამ ხახვებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები
“My mother,” said Ron one night, as they sat in the tent on a riverbank in Wales, “can make good food appear out of thin air.” “Your mother can’t produce food out of thin air,” said Hermione. “no one can. Food is the first of the five Principal Exceptions to Gamp’s Law of Elemental Transfigura –” “Oh, speak English, can’t you?” Ron said.
ნეტა ასე არ იყოს : )
მოლოდეც!
ესე იგი შენ არ დარჩები მშიერი, თუ ცოლი სამსახურში იქნება
p.s ყველიანი მჭადის მასეთი მეთოდით გაკეთება არ ვიცი და სვანურ ჭვიშტარს მაგონებს. შეგიძლია თანაბარი რაოდენობით მჭადის ფქვილი და დატეხილი ყველი (საშუალოდ მარილიანი ან მარილიანი – დანალბობი) აზილო ერთმანეთში, 1 კვერცხთან და რძესთან ერთად. მერე ბევრ ზეთში გამოაცხობ, აღარც მჭადის გაჭრა და წვალება დაგჭირდება და გარედანაც სხვანაირად მოიბრაწება ყველთან ერთად :))
უი, ეს არ ვიცოდი, აუცილებლად ვცდი
მადლობა
aaaww =) colad gamogyvebi raaaa :D:D:D yochaag!!! :):):)
mchadi 4ever!!! chemi megobaria. chvishtarsac xshirad vaketeb xolme. yvelis datexvas rac sheexeba, me piradad gaxexvas vamjobineb, saertod ase ufro kargad ikvreba
კაი, გამომყევი
მდიდარი მამა გყავს და დედისერთა ხარ?
ჰაჰაჰააააააააააააააააა…
ზურა გლიჯავ რა… :))))))))))))
ara, erti glexis gogo var! dedis ertac ar var, ori da myavs!…auuuu ra samwuxaroaaaaa
e.i. ver gamogyvebiiiii?
აქ თურმე რა ამბები ხდება…
:D
:D
:D
ზურ – ველოდებით შენს პასუხს.
:პოპკორნი:
marucha, გლეხის გოგოს არაუშავს, მწვანილის გარეცხვა გეცოდინება.
ორ დასაც ავიტანთ, მთავარია, ძმა არ დამანახოთ!
მარა..
პასუხი როდის უნდა გითხრა?
:rolleyes:
ხელი გაწი, ჩემია :დ
au mchadis idea momewona miyvars dzaan da xval experiments chavatareb sheni receptis mixedvit :D:D mchadshi kvercxi pirvelad gavige da yvelatan ertad rom aris magas chvishtari vici :D:D:D
ანი, გვითხარი, როგორი გამოგივა :))
საყვარელი თეფშია… უკვე სამ წუთზე მეტია რაც ვუყურებ : ))
როგორც კომენტარებიდან ჩანს ყველას მოეწონა თქვენც მიერ მომზადებული სალათი და შემწვარი ხორცი,მაგრამ მინდა გითხრა რომ საერთოდ არ მომწონს იმიტომ რომ ეს არ არის კულინარული მიღწევა,ერთო ძალზე უბრალოდ მომზადებული საჭმელია რომელიც უბრალოდ ვარგისია საჭმელად,მეტი არაფერია რადგან კულინარული მიღწევა სხვა რამაა
მგადლობთ, რომ თვალი აგვიხილეთ )
ცეცხლი ჭამე შენ ((( როგორ მომშივდა (