10 აპრილს თსუ-ის გაეროს აუდიტორიაში RADIX-ის მიერ ორგანიზებული პროექტი “სქესის ევოლუცია – ბიომოლეკულური და ფსიქოსიციალური ასპექტები”, იგივე “აჯანყება ედემში” თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა. მე, როგორც ორგანიზატორი, თითქმის კმაყოფილი ვარ.
მაგრამ ამ პოსტში მინდა გავიხსენო ის ძალიან საინტერესო ტემები, რომლებზეც ქალბატონმა დეამ ისაუბრა..
და ზღაპარივით მოგიყვეთ 🙂
სქესის ევოლუცია – “ერთობიდან” დიქოტომიამდე და პირიქით
სად იყო ედემი?
ედემი შუმერულად დაბლობს ნიშნავს..
“2 მდინარე მოდის ედემის ბაღის მოსარწყავად.. ერთი ოთხ ნაკადად იტოტება.
პირველის სახელია ფიშონი, იგი გარს უვლის ხავილას (ნოტიო) ქვეყანას, სადაც ბევრი ოქროა!
მეორის სახელია გიხონი, იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას.
მესამეს სახელია ხიდეკელი, იგი ჩაუდის აშურს.
მეოთხეს სახელია – ევფრატი.
სიტყვა “ფიშონის” სემიტური ფორმა არის “პისონი –პისიონი”.
ებრაულად “პისიონი” “ხოხობს” ნიშნავს. ხოხობი ბერძნულად იწოდება “ფაზიანურ” ანუ ფაზისი (რიონი).
ძველი აღთქმა, დაბადება, თავი პირველი. 10-14
ანუ, ედემის სავარაუდოდ უნდა მდებარეობდეს აქ:
გავეცნოთ სამოთხის პირველ ბინადრებს:
ადამი, ევა და ლილიტი…
ადამი, ანუ წითელი თიხისგან შექმნილი; ლილიტი, “ღამის მდუმარება” ადამის ‘პირველი ცოლი’ და ევა – “სიცოცხლის მიმნიჭებელი”.
რა მოხდა სამოთხეში?
რა და.. ღმერთმა შექმნა ადამი და ლილიტი, მაგრამ ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ. ამას ორი მიზეზი ჰქონდა.
ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა ღვთაებრივი საწყისი. ლილიტი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, ნაყოფიერი და უკვდავია.. ის ადამს არ ემორჩილება. დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალი ადამისთვის მიუღებელია. კონფლიქტის ნიადაგზე ლილიტმა დაწყევლა ადამის მოდგმა და ედემი დატოვა…
ადამმა მოიწყინა. ღმერთმა შექმნა ევა – ადამის ნეკნიდან. რატომ? ხომ შეეძლო ისიც თიხისგან გაეკეთებინა? არა. ღმერთმა ევა ადამისგან გამოყო. ადამი ჰერმაფროდიტი იყო.
ლილიტი ქვესკნელის, ბოროტი ღვთაება გახდა და მალევე ცოლად ლუციფერს გაჰყვა. მტრობდა ადამის შთამომავლობას, ძირითადად ბიჭებს. ამიტომ, როცა ბიჭი იბადებოდა, დედები თვალებს უხატავდნენ და საყურეს უკეთებდნენ. ალამაზებდნენ, რომ ლილიტს გოგო ჰგონებოდა და ამით შვილები გადაერჩინათ. სწორედ აქედან მოდის საყურე, როგორც მამაკაცის აქსესუარი.
ერთ-ერთი ვერსიით ლილიტი სამოთხეში დარჩენილ ადამს და ევას თავს არ ანებებს. ფოტოზე, რომელსაც ახლა ხედავთ, უცნაური რეპტილიაა გამოსახული. ეს არც მეტი, არც ნაკლები ლილიტია. ერთ-ერთი ვერსიით, ევა სწორედ მან აცდუნა.
ევამ მიირთვა აკრძალული ხილი, ვაშლი და იგრძნო სირცხვილი.
ეს იყო შემეცნების, სიბრძნოს ხე, მათ მიიღეს ინფორმაცია, რაც ავტომატურად ნიშნავს ცნობიერების შეცვლას და ეს ჯილდოცაა და სასჯელიც, თავისთავად. ამ შემთხვევაში დგება გარემოს შეცვლის აუცილებლობა. ეს ასეა. მოზარდი, რომელიც სქესობრივად მომწიფდება, სწორედ ამ გზა გადის და ამ აუცილებლობის წინაშე აყენებს თავის თავს. ეს თავისთავადი და აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა.
ჯილდო!
“. . . და ამიერიდან შენ გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი”
ეუბნება ღმერთი ადამს..
პროვოკაციული და ორაზროვანია.. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.
სასჯელი!
„პირველყოფილი ცოდვისთვის“ უფალმა დედაკაცი ამქვეყნიურად დასაჯა მშობიარობის ტკივილებითა და ქმრისადმი მორჩილებით, დამოკიდებულებით (მანამდე ადამი და ევა თანასწორუფლებიანი მეგობრები იყვნენ), ხოლო ადამი – დასაჯა ლუკმაპურის მოწევისათვის მძიმე შრომით.
აქედან იწყება ადამისნის ინტელექტუალური განვითარების დიდი გზა. ევოლუცია.
ცოტა ხნით ადამს და ევას თავი დავანებოთ..
ბედის ვარსკვლავი – სუნთქვიდან სქესამდე
მესამე თვალი
ნერვულ-ენდოკრინული სისტემა ანუ ევოლუციის აპოთეოზი
ეპიფიზი, გირჩისებრი სხეული, ანუ მესამე თვალი…
ეს რეალობაა!
ფოტოებზე თქვენ ხედავთ მესამე თვალს მსოფლიო კულტურაში, არქიტექტურაში, მითოლოგიაში, ხატწერაში, ფერწერაში, ხელოვნებაში..
ფოტოებზე თქვენ ხედავთ მესამე თვალს მსოფლიო კულტურაში, არქიტექტურაში, მითოლოგიაში, ხატწერაში, ფერწერაში, ხელოვნებაში..
და რა ხდება მედიცინაში… მესამე თვალის დანახვა შესაძლებელია, ის ადამიანის ტვინის სიღრმეშია მოთავსებული. ეპიფიზის ანუ “მესამე თვალის” ნეიროსეკრეტორული უჯრედები ტრანსფორმაციებული ფოტორეცეპტორებია ! ეპიფიზი სიბნელეში გამოყოფს ჰორმონ მელატონინს.
ეპიფიზმა ხანგრძლივი ევოლუციის გზა განვლო და ყველა ეტაპზე ნივთიერებათა ცვლის მთავარი მარეგულირებელი ორგანოა.
უმარტივეს თევზებში (cyclostomata, class myxini, hagfish) ეპიფიზი ფოტორეცეპტორული ფუნქციის მქონე პარიეტული – მესამე თვალის როლს ასრულებს. ამფიბიებში ეპიფიზი რედუცირებული სახით კანქვეშ არის მოთავსებული და ტვინს ძალზედ სუსტად, მაგრამ მაინც აწვდის ინფორმაციას გარემოს განათებულობის შესახებ. ამფიბიებში “ნამდვილი თვალების” დაზიანების შემდეგ “მესამე თვალი იღვიძებს” და “ნამდვილ თვალად გარდაიქმნება”.
ქვეწარმავლებში ეპიფიზი რედუცირებული სახით კანქვეშ არის მოთავსებული და ტვინს ძალზედ სუსტად, მაგრამ მაინც აწვდის ინფორმაციას გარემოს განათებულობის შესახებ.
ფრინველებში და უმაღლეს პრიმატებში ეპიფიზი მთლიანად კარგავს ფოტორეცეფციის უნარს და იძენს სეკრეტორულ ფუნქციას.
“მესამე თვალი” ევოლუციის პროცესში ნეოკორტექსის სხვადასხა შრის ქვეშ მოექცა და ადამიანის ორგანიზმში შუა ტვინის “საკუთრება გახდა”.
“მესამე თვალი” ევოლუციის პროცესში ნეოკორტექსის სხვადასხა შრის ქვეშ მოექცა და ადამიანის ორგანიზმში შუა ტვინის “საკუთრება გახდა”.
ანუ, ესაა გზა თვალიდან – ჯირკვლამდე.
ადამიანები ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ცდილობდნენ, მესამე თვალი ‘გარეთ გამოეტანათ” და ოპერაციებს აკეთებდნენ…
“მესამე თვალი” ფილოსოფიაში..
ამბობდა რენე დეკარტი
აქ არის სულის შემოქმედების სათავე. . .
…
და მაინც რისთვის? მელატონინს აქვს:
ანტიოქსიდანტური მოქმედება
5-ჯერ აჭარბებს გლუტათიონს და 2-ჯერ ტოკოფეროლს (E-ვიტამინი)
ჰორმონმოდულაციური მოქმედება
თრგუნავს გონადოტროპული და თირეოტროპული ჰორმონების პროდუქციას და სხვა.
მოქმედებს
ძილის-ღვიძილის ციკლის და სხეულის
ტემპერატურის რეგულაციაზე..
სედატიური მოქმედება
აძლიერებს გამაამინოერბოს მჟავას (GABA) პროდუქციას, სეროტონინის
და
ეპიფიზი დღეღამური და სეზონური აქტივობით ხასიათდება.
მისი ჰორმონი მელატონინი თრგუნავს ჰიპოფიზის გონადოტროპულ ფუნქციას და
აქვეითებს სასქესო ჰორმონების კონცენტრაციას სისხლში.
ეპიფიზი ითრგუნება დღისით და ზაფხულის პერიოდში, შესაბამისად, აქტიურია ღამით..
და რა გამოდის?
ალბათ უკვე მიხვდით, ბოლო დროს ახალგაზრდები სქესობრივად ადრეულად რატომ მწიფდებიან..
იმიტომ, რომ ჩემსავით დილამდე კომპიუტერებთან სხედან – სინათლეში.
მე წავედი და დანარჩენს შემდეგ პოსტში მოგიყვებით…
მეტი ინტიმით, მეტი ინტრიგით და ..
და შემდეგ პოსტში