დღევანდელი სუპერექსკლუზიური კერძი კარტოფილის საშიბაო ინდაურია, იგივე სტაფილოს იმპერია.
მაშ ასე, გამოსაყენელები ინგრედიენტები:
კვერცხი; სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, დაფქვილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, პომიდორი, სიმინდის ფქვილი, სოიოს სოუსი, სუხრის ფქვილი, ნიგოზი, სალათის ფოთოლი, ქინძი, ბრინჯი, მარილი, სვანური მარილი, უცხოსუნელი, პილპილი, ზაფრანა, ქინძი (გამხმარი), სოდა, ზეთი, დანა, ჩანგალი, წყალი, კოვზი, ტაფა, ქვაბი, თეფში და გაზქურა.
თუ ეს ყველაფერი გაქვთ, მასინ შევუდგეთ.
დღეს ჩემი რეცეპტით იმპერიას ვაშენებთ.
პირველ რიგში, ვზელთ მჭადის ფქვილს, თუ როგორ, იხილეთ აქ!
ცომს ამოვაფენთ მთელ ტაფაზე ისე, რომ მაქიმალურად გაიმეოროს მისი ფორმა.
თუ როგორ, ამას სურათზეც ნახავთ. ძალიან დიდხანს ძალიან დაბალ ცეცხლზე ვტოვებთ, რომ გამოცხვეს. ნუ დაგავიწყდებათ, გადაბრუნების საშულება არ გვაქვს, ელექტრო ღუმლის ცივილიზაციას კი ჩემი ინტელექტუალური მონაცემები ვერ სწვდება.
პარალელურ რეჟიმში ვხარშავთ კარტოფილს, რომელსაც წინასწარ კარგად გავხეხავთ. ნუ, ეს ბოლო საკითხი გემოვნების ამბავია, თუ მიწა გიყვართ, ჭიაყელებით, შეგიძლიათ ამ ეტაპს მთლიანად გადაახტეთ.
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
ვარჩევთ მრგვალ და დიდ კარტოფილებს და არ ვხარშავთ ბოლომდე.
რომ ხვდებით, რომ ცოტაღა აკლია, აი, ძალიან რომ გშია და გარე ნაწილების შეჭმაზე უკვე წამსვლელი რომ ხარ, მაგ ეტაპზე გამორთავთ, გააციებთ და გამოშიგნით.
გამოშიგვნის ტაქტიკა და მიმართულება თქვენს სადისტურ კოეფიციენტზეა დამოკიდებული.
ანალოგიურად ვექცევით ბულგარულ წიწაკას, პომიდორს და კვერცხს. ოღონდ, მათ არ ვხარშავთ.
შემდეგ..
ვიწყებთ საშობაო ინდაურის შიგნეულობის დამზადებას.
სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ ერთხელ მაქვს გასინჯული, შირეულ ბუდაპეშტში, პიცერიაში.
მაგრამ ის ქათამი იყო, უფრო კონკრეტულად კი მისი უკანალი და ეს შიგნეული მასა იმდენად მესაზიზღრა, ორკვირიანი უნებლიე დიეტა დამემართა..
ხოდა ჩემი წარმოსახვით ამერიკელები ამას ასე უნდა აკეთებდნენ:
ავიღეთ ორი კვერცხი, ჩავტეხეთ. დავამატებთ უცხოსუნელს, ზაფრანას, სოიოს სოუსს, მარილს, სვანურ მარილს, დაფქვილ წიწაკას, პილპილს, ნიგოზს (დიდი რაოდენობით), ბრინჯს, წიწიბურას (ცოტას), ჩავჭრით ქინძს, ჩავაჭყლეტთ პომიდორს და ნიორს. ჩავაკუწავთ წიწაკასაც. პლუს სიმინდის ფქვილი და დაფხვნილი სუხარი. ავურევთ ერთმანეთში. პომიდორს ვაჭრით იმდენს, რომ მისგან მივიღოთ იმდენი წვენი, რაც საჭირო იქნება მის მოსახარშად.
ანუ, შემოვდგამთ ქურაზე და იდგება მანამ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.
შემდეგ გადმოვიღებთ და ჩავხრაკავთ.
ანუ, ჩახრაკული შიგნეული მზადაა…
ამ სასწაული და ოცნების მასით ამოვტენით გამოშიგნულ კარტოფილს, წიწაკას, პომიდორს და კიდევ ყველა იმ უბედურებას, რაც თქვენს ფანტაზიას გასწვდება.
ჩემი ამორალური ფანტაზია კვერცხის ნაჭუჭს დაუკავშირდა.
და ფინალური ეტაპი…
პაფაში ვასხამთ შემდეგ ნივთიერებას:
ერთმანეთში არეული კვერცხი, ზემოთხსენებული საინდოური შიგნეული, დაჭრილი პომიდორი, მწვანილები, ხახვი, ზეთი, ყველანაირი სუნელი და ამაზე კუნძულებივით დავასკუპებთ ამტენილ კარტოფილებს, პომიდვრებს და ა.შ.
ძალიან დაბალ ცეცხლზე მოიხრაკება და ამოვიღებთ ყველაფერს კარტოფილის გარდა.
კარტოფილებს კიდევ დავტოვებთ, მაგარამ მაღალ ცეცხლზე, რომ ნაკვერჩხალზე შემწვარის ‘ვიდი’ მიიღოს…
საბოლოოდ ყველაფერს ი გიგანტურ მჭადზე ვათავსებთ, თავიდან რომ გამოვაცხეთ და ჯადოსნური იმპერიაც მზადაა
გეფიცები, ისეთი გემრიელი იყო, ცუდად ვარ.














{ 28 comments… read them below or add one }
ჯულია შურით იმასშვება
om nom nom nom
ყველაფერთან ერთად რა ლამაზიაა, გაღიარებ
და ჩემს რესტორანში შეფმზარეულად გიწვევ კიდე დიდი მოწიწებით, ჰა ???
ვოლლი, ბატონო? :boli:
თვალებს არ ვუჯერებ
Mrs ჩაილდ, მოვედის ველოდები სულმოუთქმელად
vax chemiiiii!!!
sagol zurab!!
me momwons sheni receptebis agweris manera da vafshe ra kargad gamoiyureba sheni kerziii <3
a xo kide axali dizainic kargia!!
ჩორვენ,
ყოჩაღ ზუ…
მართლა აღარ ხუმრობ.
თვალები რა წითელი გაქვს :mo:
ბატონოს მერე ჩემს ბლოგზე აგიხსნი
sashobao tu saagdgomo??? O_o
მასე მომზადებულ ინდოურს შობას აკეთებენ ხოლმე, როგორც ვიცი :S
გემრიელად გამოიყურება…
მნა, მნა
ბოლო კომენტარი ღრმა შინაარსის იყო
დიდი მადლობა ანონიმურ წევრს, ჩემი თვითშეფასება ერთი–ორად გაიზარდა, მაგრამ.. მაგრამ წავშალე
@Kate, აბაა
აქამდე რათ არ მქონდა ეს ბლოგი აღმონაჩენი ? რა მხაირულობა სუფევს! მეც მიყვარს მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება! თქვენის ნებართვის თქვენს ბლოგს დავიფავორიტებ
))
Welcome, როდრიგო :))
როდე – “აღმონაჩენი” რა არის:((((
“აღმოჩენილი” :))
:აკაკიშანიძე:
isa ra qvia, is agmartuli stapilo sxva ragacis shtabechdilebas tovebs, cota ar iyos
ანა, ალბათ იმას გააჩნია, რაზე ფიქრობ
:rolleyes:
რა მაგარია!
არა არა, ყველაფერში შეიძლება საკუთარი თავისა და ნიჭიერების გამოვლენა. ძალიან კარგი პოსტებია, მეც მომინდა რამეს გაკეთება. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ადამიანურადაა დაწერილი, „ყვავი ისე მოხარშე ორთქლი არ გაუშვას” – არაა.
ნან, დიდი მადლობა
ზურა, მე ყოველთვის მასზე ვფიქრობ..
ანონუმური წევრის კომენტარი რატომ წაშალე? რა სტაფილოობაა ნუ
ანა, ხვდები ალბათ რატომაც
ჩემი Mr. ჩაილდი
wow!
shen ukve agar xumrob xo ici!
vaime momshivda :S
ეს რა არის ტოო,ესაა შედევრი,რო უყურებ ის არ მსიამოვნებს და ამას რა გამასინჯებს,
ლლლლლლლლლლლოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლლლლლლლლლლლ
გიორგი, დავიხოცეთ სიცილით
რა თქმა უნდა დაიხოცებოდით აბა რას იზამდითდა ბანი რატო დამადე ბიჯოოოო?