ფსიქეა და ამური, მითი, როგორც ფსიქოლოგიური ინსაიტი. აჯანყება ედემში II

Medicine აჯანყება ედემში მითოლოგია

ვაგრძელებთ..

სულიერება და სექსუალობა
ანიმა და ანიმუსი

ანიმა – ქალური საწყისი მამაკაცში
ანიმუსი – მამაკაცური საწყისი ქალში

მითოლოგიური აზროვნება არის კაცობრიობის კულტურის, სულის და გამოცდილების “ექსტრაქტი”
და სწორედ ფსიქოლოგიური სტრუქტურის პირველსაწყისია
ფსიქეა (სული, როგორც გრძნობა და ინტელექტი)
ვენერა (სიყვარული, როგორც სტიქია, ფენომენი)
და ამური ( სიყვარული, როგორც პიროვნება)

ვენერა და ამური – ორი ულამაზესი ქალღმერთია..
მაგრამ ტემპერამენტით განსხვავდებიან.
ვენერა სტიქიურია..

ქრონისმა დაასაჭურისა ურანოსი, მოჰკვეთა ფალოსი და ზღვაში გადააგდო. ზღვა განაყოფიერდა და ასე, სტიქიურად იშვა ვენერა, იგივე აფროდიტე.
მაშინ, როცა ფსიქეა დილის ნამიდან იშვა..

ვენერა პირველყოფილი, ქვეცნობიერი, ქალურობის არქეტიპია. ეჭვიანი, დაუნდობელი, ნაყოფიერი, ყოველთვის უკმაყოფილო და ჭირვეული;
ესაა სიყვარული, როგორც “სტიქია”.  უმართავი ძალა, რომელიც “აშენებს” და “ანგრევს”, “ანიჭებს სიცოცხლეს” და “კლავს”.

სიყვარული აირეკლება სულსა და სხეულში და ცვლის მათ.
ვენერას ზედაპირზე ამოაქვს ყველაზე დაფარული, შინაგანი სამყარო.
ვენერა გვაიძულებს ჩავიხედოთ სულში – “ფსიქეაში”
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია აფროდიტეს სარკეს შესახებაც…
და ეს ის სარკეა, რომელიც გახდა ქალის, როგორც სქესის სიმბოლო. ანუ, მრგვალი თავი და ქვემოთ ჯვარი – ეს სარკეა.

ვენერა არის პიროვნების განვითარების და ზრდის “სტიქიური”, ოკეანური – მაშტაბური ენერგია.

ვენერამ ვერ აიტანა ფსიქეას სილამაზე. ფსიქეას, ანუ სულის სილამაზე იმდენად აღმატებულია, რომ ვერავითარი სხვა, ვერც ხორციელი და ვერც ღვთაებრივი ვერ შეედრებოდა..
ვენერა ფსიქეას დაუპირისპირდა..

ვენერა, ანუ სიყვარული, სჯის ფსიქეას, სულს..
და ფსიქეა არის ერთადერთი, ვისაც ვენერას სიყვარული შეუძლია, მასთან დაპირისპირებაც,  მორჩილებაც და მართვაც…

ვენერას და ფსიქეას დაპირისპირება იწყებს სულის ევოლუციას. ძველი იცვლება ახლით. ამავდროულად, სწორედ ძველში აისახება ახალი.

ვენერა თავის ვაჟს, ამურს ავალებს, რომ ფსიქეას შეაყვაროს ამქვეყნად ყველაზე უღირსი, მახინჯი და ბოროტი.

და ვინ არის ამური (იგივე ეროსი, კუბიდონი და ეროტი)

ამური სიყვარულის და ომის, ვენერას და მარსის შვილია, ის ხორციელი სიყვარულია, ისაა სიყვარული, როგორც პიროვნება.
ამური არის პიროვნება შენს სხეულში, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა შენ გიყვარს..

ამური მივიდა ფსიქეასთან, მოზიდა მშვილდი და შემთხვევით თითი გაიჭრა..
საკუთარ მახეში თავადვე გაება.
ამურს მთელი არსებით შეუყვარდა ფსიქეა..

ანუ, სიყვარულს უყვარს სული..

ამური იტაცებს ფსიქეას..
სულიც მოიხიბლა სიყვარულით..

ამურმა ფსიქეა საიდუმლო ბაღში წაიყვანა.. ბედნიერად ცხოვრრობდნენ, ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით..
მაგრამ ფსიქეას ორი რაღაცის უფლება არ ჰქონდა..
მას ამურისთვის სახეში არასდროს უნდა შეეხედა და შეკითხვები არასდროს უნდა დაესვა.

ფსიქეამ პირობა დაარღვია..
სულმა სიყვარულის შემეცნება სცადა..
ღამით, როცა ამურს ეძინა, ლამპა აიღო და სახეზე დაანათა..
ამურს გამოეღვიძა, განრისხდა და ბაღიდან გაფრინდა..
ამური ჩამოეკიდა, ევედრებოდა, არ დაეტოვებინა..
ბოლოს თავი ვეღარ შეიმაგრა და ჩამოვარდა..
ბაღის გარეთ დაეცა..
დაკარგული სამოთხე..
სიყვარულისთვის მიუღებელია განსჯა…
ყოველთვის, როცა სიყვარულის ახსნას შეეცდები, ყოველთვის, როცა შენს საყვარელ ადამიანს წუთში ცხრაჯერ დაურეკავ “სად ხარ?” “რას აკეთებ?” “ვინ ძუკნას ხმა მესმის?” და ა.შ.
იქ მთავრდება ყველაფერი..

სფიქეამ დაკარგა სამოთხე..
დარჩა მარტო და სასოწარკვეთილი.

ფსიქეა ეახლება ყველა ყველა ღმერთს და დახმარებას სთხოვს..

ყველა დაეხმარება
მაგრამ, კარიერა, თანამდებობა, ქონება, სიმდიდრე, სამსახური..
ეს ყველაფერი დროებითი და მოჩვენებითია..
სინამდვილეში, ვენერას შიშით, მას არავინ დაეხმარა.

ფსიქეა თავის მოკვლას გადაწყვეტს და მდინარის პირას ჩავა, მაგრამ იქ დახვდება პანი..
პანი, ჩვენებურად – ოჩოპინტრე, ბალნიანი, რქიანი, ჩლიქებიანი და კუდიანი ველური, რომელიც ბუნებას იცავს.
ცოტას პანზეც მოგიყვებით..
მას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა..
ხან ქრებოდა, ხანაც – ჩნდებოდა.. აბა როგორ, ღმერთი იყო და რასაც უნდოდა, იმას იზამდა..
ხალხის აშინებდა..

სწორედ აქედან მოდის პანიკური შიში. ანუ შიში რაღაცის, რასაც გრძნობ, მაგრამ ვერ ხედავ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პანი ფსიქეას ურჩევს, მივიდეს მასთან, ვინც დაამცირა.

ფსიქეა ვენერას ეახლება..
ვენერა სჯის ფსიქეას, ანუ სიყვარული სჯის სულს, როცა სული “გარანტიებს” ითხოვს.
ფსიქეა კი მიდის და ქედს იხრის იმ ღმერთის წინაშე, რომელმაც განსაცდელი მოუვლინა.

სული “გაიზარდა”, აღდგა, მაგრამ აღდგომამდე იყო სიკვდილი…

ვენერამ დაამცირა ფსიქეა და მას ოთხი დავალება მისცა

დავალება პირველი

ვენერამ სხვადასხვა მარცვლეული ერთმანეთში აურია და დაუყარა. ფსიქეას დაღამებამდე ისინი ერთმანეთისგან უნდა გამოერჩია.

ვენერა ფსიქეას ასწავლის..
არ შეიძლება, სულიერად დაიხარჯო საქმეზე, რომელიც შეიძლება ყოველდღიური მოვალეობა იყოს. ესაა მეათეხარისხოვანი საქმე.. არ უნდა გადაჰყვე საჭმლის მომზადებას ან სახლის დალაგებას ისე, რომ სიყვარულისთვის ენერგია აღარ დაგრჩეს. ამას ინსტიქტების დონეზე უნდა აკეთებდე, მექანიკურად. უნდა შეგეძლოს მთავარის და მეორეხარისხოვანის სელექცია და ენერგიის და შემართების ეკონომია.
ფსიქეამ პირველი დავალება წარმატებით შეასრულა – მას ჭიანჭველებიც ეხმარებიან.

დავალება მეორე

ფსიქეამ უნდა მოიტანოს ველური ოქროს ვერძების ბალანი..
ანუ სულმა უნდა ისწავლოს:
რთული, აგრესიული პრობლემის გადაწყვეტა დიპლომატიური – გააზრებული ფსიქოლოგიური მანევრებით;
მორალი: არასდროს დაუპირისპირდე აგრესიას “რქებით”;

(ფსიქეას ეხმარება ლერწამი)

დავალება მესამე

ფსიქეამ უნდა მოიტანოს წყალი მდინარე სტიქსიდან..
მდინარე სტიქსი მდებარეობს ქვესკნელში. ეს  ის მდინარეა, რომლის წყალსაც სვამენ სულები და ამით სიცოცხლეს ამთავრებენ..
ნამდვილად ჯადოსნური ადგილია..
იქ მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხვდე.
ფსიქეამ წყალი პატარა ჭურჭლით უნდა მოიტანოს, რომელიც თან აქვს წაღებული.
ფსიქეა ჩავა სტიქსის ნაპირზე და უამრავი, სხვადასხვა ზომის, ფორმის და სილამაზის ჭურჭელი დახვდება.. ზოგი ოქროსი, ბრინჯაოსი..
ფსიქეა ცდუნებას გაუძლებს და დავალებას პირნათლად შეასრულებს.

ანუ სულმა უნდა ისწავლოს:
ზომიერება და აავსოს მხოლოდ ერთი ჭურჭელი, მოინდომოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებლად სჭირდება, მოინადიროს მხოლოდ იმდენი, რამდენსაც “შეჭამს”;

დავალება მეოთხე
ფსიქეამ ჯადოსნური ნექტარი უნდა მოიტანოს ქვესკნელიდან..
ჩავა ქვესკნელში, მოიპოვებს ნექტარს, რომელიც ზარდახშაში დევს. ქვესკნელის მბრძანებელი მკაცრად გააფრთხილებს, რომ შიგ არ ჩაიხედოს.
მოდის ფსიქეა, მეოთხე დავალებაც წარმატებით შეასრულა, მაგრამ ერთი სული აქვს, როდის ნახავს ამ ჯადოსნურ ნექტარს, სასწაულს, რომელიც ხელში უკავია.
ცდუნებას ვერ გაუძლებს და ჩაიხედავს…
ფსიქეას შოკისგან გული წაუვა და “მომაკვდინებელი ძილით” იძნებს.
ზარდახშა ცარიელი იყო.
ანუ სულმა ინდა ისწავლოს:

მისტიფიკაციის, გაზღაპრების, გაიდეალების დასრულება!;
უნდა დაასრულოს სასწაულებზე “ნადირობა”; სამყარო არის ის რაც არის!

ფსიქეას გასაჭირს ამური იგრძნობს, მოძებნის, გადაარჩენს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მალე პირველი შვილიც შეეძინათ Voluptas, ანუ ბედნიერება…
სფიქეა და ამური, ანუ სქესი, როგორც სულიერი მდგომარეობა
მე ვარ ქალი (ან მამაკაცი)
რა კარგია, იყო ქალი (ან მამაკაცი)
მე მინდა, ვიყო ქალი (ან მამაკაცი)
ანუ, მთლიანობა, იდენტიფიკაცია, თვითგამორკვევა, შეუსაბამობა და აღიარება..
სქესის შუალედური ფორმები – ჰერმაფროდიტიზმი, ჰომოსექსუალობა და ევოლუცია.
დედამიწაზე არის ადგილები (ტაილანდი, ფილიპინები) სადაც ჰერმაფროდიტიზმი თითქმის ნორმაა.
ინდოეთი, ხიჯრები ანუ მესამე სქესის წარმომადგენლები
ხიჯრების 20%-ს ჰყავს ცოლ-შვილი..
საშუალო ზომის ფოთლების რაოდენობა ყოველთვის სჭარბობს პატარა და დიდი ზომის ფოთლების რაოდენობას
***
სქესის ჰეტერომორფიზმი მოჩვენებითია
თურმე
გაგრძელება იქნება..

13 Comments

  1. kurtizanka April 14, 2010 1:09 pm

    “სად ხარ?” “რას აკეთებ?” “ვინ ვუკნას ხმა მესმის?” – აი ეს შენ არ უნდა დაგეწერა 😛
    მომწონს ვენერას, ამურისა და ფსიქეას ისტორია
    ვენერას მეოთხე დავალებაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები..

  2. diasworld April 14, 2010 1:42 pm

    ძალიან საინტერესო იყო… არადა ახლა რას უნდა ვაკეთებდე და მე რას ვაკეთებ… 🙁

  3. Agasfer April 14, 2010 1:47 pm

    დიანა, არც მე უნდა მეკეთებინა ეს, წესით 😀

    ნანა, მეოთხე დავალებაა მთავარი ამ პოსტშიც და ისედაც..
    მარა ვინ როგორ გაიგებს, გააჩნია 🙂

  4. ნანა April 14, 2010 2:26 pm

    ზურა, გეთახმები
    თუ შემოცვივდნენ ახლა ზოგიერთები, მერე ნახე შენ –
    ამური იუპიტერის შვილი გახდება
    ფსიქეა არ გახსნის საიდუმლო ნექტრის ყუთს,წყალს დიდი ქვაბით ამოიტანს, მარცვლეულს თვითონ ვენერას გაარჩევინებს
    პანი სიყვარულის ღმერთი გახდება
    ამურისა და ფსიქეას შვილს უბედურება ერქმევა
    და ასე… 😀

  5. vasasi April 14, 2010 5:42 pm

    მშვენიერი პოსტი იყო…

    ვენერასა და ფსიქეას ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი..

    დავალებებიც მომეწონა და ველი გაგრძელებას.. 🙂

  6. ვოლლი April 14, 2010 6:47 pm

    შეყვარებული სული და გასულიერებული სიყვარული <3

  7. Anonymous April 15, 2010 10:00 pm

    :უპ: :უპ:

    ძალიან დავინტერესდი და, თუ საიდუმლო არ არის, ლიტერატურა იქნებ მიუთითო?

    ველოდები გაგრძელებას :)))

  8. Agasfer April 15, 2010 10:59 pm

    ლიტერატურა ინტერნეტია :))

  9. როდრიგო April 16, 2010 9:44 am

    “საშუალო ზომის ფოთლების რაოდენობა ყოველთვის სჭარბობს პატარა და დიდი ზომის ფოთლების რაოდენობას”

    :)))) რა კარგი ფრაზაა.

    “სქესის ჰეტერომორფიზმი მოჩვენებითია”

    ეს საკითხი ღრმად მაინტერესებს და ველი პოსტს.

  10. Agasfer April 16, 2010 12:29 pm

    როდრიგო, მაგაზე პოსტი იქნება, მაგრამ ჯერ არა, სერიოზული მუშაობა სჭირდება.
    როდის იქნება არ ვიცი, მაგრამ იქნება 🙂
    ნუ, ორ თვეში, არა, რა თქმა უნდა 😀 იმედია 😀

  11. piccolina April 17, 2010 2:56 pm

    ბევრი ასეთი პოსტი, აღა
    ისეთი სიამოვნებით ვკითხულობ …
    :*

  12. Agasfer April 17, 2010 4:19 pm

    უი, დიდი მადლობა, პიკო, ვეცდები 🙂

  13. ფაიფურის ანგელოზი March 5, 2011 7:25 pm

    ფსიქეამ საყვარელი მამაკაცის გამო გააკეთა ეს ყველაფერი..როგორც რკინა იწრთობა ცეცხლში ისე სულის ტანჯვა აუცილებელია რომ მიაღწიო უმაღლეს სულიერებას! და აი ფსიექეა უკვდავია პაჩტი ხელდასმული))))))

Post a Comment

Your email address will not be published.