რა შუაშია ეს სათაური, პოსტის კითხვისას მიხვდებით.

როგორც წესი, ჩემი პოზიციის პირდაპირი დაფიქსირებისგან თავს ვიკავებ ხოლმე. აქაც კი, ჩემს ბლოგზე.
მაგრამ…
დღევანდელი აქცია ილიას უნივერსიტეტთან საინტერესო იყო, თან რამდენიმე მიზეზი გამო.
маразм крепчает
თუმცა, იქნებ ცუდი სულაც არაა.
ბოლოს და ბოლოს, ხალხი ალაპარაკდა. 
ვნებათაღელვაა.. 
მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები.. ყვითელ ავტობუსებში, კაფეებში, ბარებში, სალონებში…
ყველგან ყველას ლიბერალზმი აკერია პირზე. ბევრმა არც იცის რას ნიშნავს, სამაგიეროდ, ის იცის, რომ მართლმმადიდებელ მშობელთა კავშირი და ერთიანი მართლმადიდებლური მოძრაობა არსებობს, ის კარგია, ლიბერალებს ამორალურებს უწოდებს, შესაბამისად, ლიბერალიზმი სატანური იდეოლოგიის  მატარებელი უნდა იყოს, ლიბერალები კი ბავშვებს ჭამენ და საყურეები უკეთიათ.

30 აპრილს “ცხელი შოკოლადის” ინიციატივით მოეწყო საჯარო დისკუსია თემაზე “მემარჯვენე და მემარცხენე დისკუსიები საქართველოში”.
დისკუსიას გოგი გვახარია უძღვებოდა. მომხსენებლები – გიორგი ცხადაია და სანდრო თარხან-მოურავი. ატმოსფერო – გადასარევი. ბევრი საინტერესო ითქვა. ბევრმაც საინტერესოდ თქვა. სექსუალური უმცირესობები – საკითხი, რომელიც ავტომატურად გაიგივდა მემარცხენეობასთან და ლიბერალიზმთან, რა თქმა უნდა, ყველაზე ცხელი დისკუსიის საგანი გახდა. აგრესია – არც ერთ მხარეს აკლდა.
მოვისმინეთ პოეტ ხატია შიუკაშვილის ისტორიაც, როგორ დასაჯა ტელევიზორი სიცრუისთვის და მნათეუს სუთიძის საინტერესო რეპლიკაც ‘სოციალ-დემოკრატების’ მისამართით, რომელიც წინასწარ შეტყობინებას ითხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი ხელისუფებაში მოსვლას დააპირებდა, რაღა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ამ ავბედითი დროის მოსვლამდე საქართველოდან წასვლა მოეწრო..
დისკუსიის შინაარსის განხილვას არ ვაპირებ.
სხვა საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება. 
ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში მახსენდებოდა მომენტები მონათხრობებიდან და წიგნებიდან – როგორ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის ადრე…
ეს საღამო ძალიან ჰგავდა გასული საუკუნეების ‘მიწისქვეშეთის’ შეხვედრებს.. 
ამჯერად ტონის მიმცემი შორენა შავერდაშვილია…”ლიბერალით” და “ცხელი შოკოლადით”.

სწორედ მის გარშემო შეძლო ხალხმა გაერთიანება. იმედია, ეს იქნება იდეისთვის ბრძოლის დასაწყისი.
ამ ყველაფრის საფუძველი კი სოციალური მედიაა, საინტერესოა, დამერწმუნებით.
საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო.
აქეთ მართლმადიდებლური მოძრაობები ქრისტეს მახვილით – იქით იმ იდეოლოგიის ადამიანები, რომელთათვისაც პირველის იდეოლოგია მიუღებელია.
პირველისთვის მეორეა მიუღებელი და ბრძოლის მთავარი სამიზმე. მეორესთვის პირველიდა კიდევ ბევრი სხვა საკითხი.
და მაინც..
ვინ არიან ეს ადამიანები, ვის გარშემო იკრიბება ხალხი და რატომ…


მეორე მხარესაა ახალგაზრდების გუნდი.
გოგი გვახარია და ნინია კაკაბაძე. შორენა, ცხელი შოკოლადი და თავისუფალი სოციალური მედია და ა.შ.
მაგრამ ვინაა პირველის სული და გული? ღმერთი? იესო? ვის მიჰყვება ხალხი..
არა…
მაგალითად…
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი
აი, რას გვეუბნება lib.ge ამის შესახებ: იხილეთ 
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა
“ძირითად მიზნებს მართლმადიდებლურ ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს.

მას მალხაზ გულაშვილი თავმჯდომარეობს. მისი წევრები არიან: პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე

ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, მსახიობი დიმა ჯაიანი, 
მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე და სხვები.”
უფრო კონკრეტულად, ნახეთ ეს: ლინკი . ოღონდ კარგად დაუკვირდით, ნეტგაზეთი ბევრ საინტერესო დეტალს უსვამს ხაზს, ‘ალბათ შემთხვევით.’
პლუს მითიური შორენა… პატრიარქის უახლოესი გარემოცვიდან…

და გაუგებარი არაა, რატომ ხდება მართლმადიდებლობა სიტყვა, რომელიც ბევრში მომენტალურად აგრესიას იწვევს.
ბოლო დროს, სწორედ ამ ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად, რწმენა, ეკლესია და მართლმადიდებლობა მალხაზ გულაშვილთან, მშკ-თან, დარბევასთან, აგრესიასთან და  ძველბიჭურ გარჩევებთან ასოცირდება.

ერთი საინტერესო რაღაც შევნიშნე..
აქამდე, როცა ჩემი მეგობრები რელიგიაზე ცინიზმით, ქილიკით ან უცენზუროდ საუბრობდნენ, ყოველთვის ვღიზიანდებოდი. ბევრჯერ არანორმალურადაც მიკამათია.
ბოლო დროს ეს აღარ მახასიათებს. პირიქით, გულზე თითქოს მელამუნება. ჩემი ბრალი არაა. გავლენის ქვეშ ვარ და თუ რატომ და რანაირად, ეს ადვილი მისახვედრია.

ეს ხალხი ან ძალიან ჭკვიანია (ზემოთთქმულს თუ გავითვალისწინებთ) ან არა. 
მაინც რატომ ებრძვიან ეს ორგანიზაციები რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დამცველებს?
იმიტომ, რომ ერი დაიცვან..
შეძახილმა ხე გაახმოო, ხომ გაგიგიათ..
ბევრჯერ მომისმენია მოსაზრება რომ თურმე ამ სახის უმცირესობების “გაპიარებით” ხალხი შეცდომაში შედის, მოდის ან სხვა მიზეზების გამო ზოგი რწმენას იცვლის, ზოგიც სექსუალურ ორიენტაციას.
თავისთავად, ძალიან კეთილშობილური საქციელია, ერის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა ჩვენი უზენაესი ვალდებულებაა, მაგრამ..
მე დებილი არ ვარ. არჩევანის გაკეთება თავადაც შემიძლია.
ის მიკვირს, ამ ხალხს რატომ არავინ ეუბნება, რომ სექსუალური ორიენტაცია მოდაზე არაა დამოკიდებული. მგონი ამის მიხვედრა საშუალოდ დებილ ადამიანსაც შეუძლია, რა ვიცი.
მე თუ ვხვდები, სხვები რატომ ვერ ხვდებიან, მე ხომ არ მაქვს ორგანიზაცია, რომელსაც დაფუძნების პირველივე დღეს 5000 წევროი ჰყავდა? 😀

ილიას უნივერსიტეტში ერთი არც ისე საინტერესო წიგნის არც ისე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.
თურმე საინტერესო ყოფილა.
მართლმადიდებელი მშობელთა კავშირი ფორმაში ჩადგა და თავი შეგვახსენა..
საპროტესტო აქცია, ცნობადი ლიბერალების ფოტოების გამოფენა, საჯარო ლოცა და წყევლა, მოკლედ, არაფერი ახალი და უცხო, არც მოსაწონი და არც რამისმომცემი.

მეორე დღეს საპასუხო აქცია უკვე ლიბერალებმა გამართეს – ფაშიზმის და ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ.
მაგრამ, არც ერთი და არც მეორე აღარავის გახსენებია. აქცია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა..
რა შეიძლება ამას უწოდო? მე არ ვიცი. ვერც ამ ახალგაზრდების მოტივაცია გამიგია.

შედეგი: დაპირისპირებული საზოგადოება, უზომოდ გაპიარებული წიგნი და ვნებათაღელვა.
მესამე მოვლენას ცალსახად დადებითად ვაფასებ.


ცალკე საკითხია პოლიტიკა და რელიგია. მართლმადიდებლობა, როგორც შირმა და მარაზმი პლიტიკოსები. პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის აქციას უკვე გამოეხმაურა, დაგმო “საიდუმლო სირობა” და მისი აკრძალვის მოთხოვნას შეუერთდა.
და მაინც..
ვინ არის ის, პოსტის სათაური რომ შეეფერება? მგონი მალხაზი. იმედია, დროებით და უკანასკნელად.
დავიღალე.
დღეს ნუ წაიკითხავთ, ხვალ ღამ გადავაკეთებ.

ეს ვიდეო ვინმეს/ვინმეებს გაგახსენებთ:

Post a Comment

Your email address will not be published.