მე და ჩემი მეძავი მეზობელი

სექსი ძუძუები

მეზობელი ხომ მეზობელია და მეძავი მეზობელი კიდევ ცალკე ტრაგედიაა.

სართულს არ დავასახელებ და ჩემს თავზე მეძავი ქალბატონი ცხოვრობს.

სახლში იატაკის ჯოხები ზალაში გვილაგია, ვერცხლის კოვზები – ყველა “ტრუბასთან”…

ეს იმისთვის, რომ ვნებამორეულებს შევახსენოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ და გვესმის.

მაგრამ, თქვენ წარმოდგინეთ და ამ ხნის მანძილზე ამ ქალბატონთან მხოლოდ ვერბალური ინტიმი მქონდა, უფრო სწორად, დისტანციური. რამდენი თეთრი ღამე მახსენდება, დილით ონკოლოგიურში რომ უნდა წავსლიყავი და მაინცდამაინც ჩემი ოთახის თავზე ინთებოდნენ ვნებებით. ამას ბონუსად ჩემი ღრიალი და იატაკის ჯოზის ბრახუნი სულ ახლდა, მაგრამ…

საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მე და ხსენებულმა ობიექტმა ლიფტით ერთად ვიმგზავრეთ.

მართალია შემეშალა და ორი სართულით ზემოთ ავიყვანე, მაგრამ მადლობები არ დაიშურა. იქვე გავარკვიეთ, რომ მეზობლები ვართ და ის რომ “ისაა”

მეორე დღეს შემთხვევით სახლში ვიყავი. ვიღაც აკაკუნებდა. სრულიად შემთხვევით კარის გაღება გადავწყვიტე და ეგ დამხვდა, “სპიჩკა” მთხოვა.

მივეცი.

მეორე დღეს ისევ მესტუმრა, ამჯერად ორი ცალი კარტოფილი  უნდოდა. მივაშავე.

დღეს  – არყის ჭიქები O_o

განა რა, მაგრამ შემთხვევითობას რამხელა მნიშვნელობა აქვს.

როგორ ცვლის ისტორიას. ნუ, ეს ისტორია ჩემი შვილებისთვის, თორემ მომავალი იგულისხმება.

რომ არა ის უბედური შემთხვევა და ლიფტში არ შემოსულიყო, ხომ ვერ გავიცნობდი?

და რაკი არ მეცნობებოდა, ისევ ამაყად ავუკაკუნებდი და მუშაობაში ხელს შევუშლიდი.

კოვზსაც მივაკაკუნებდი მილებზე და დილით რვა საათზე როიალზე დაკვრას რომ დაიწყებდა, მე და ჩემი და ორხმაში დავიწყებდით ხავილს. სიკვდილამდე რომ სცემენ ხოლმე, ახლა შემეცოდება და იქნებ პატრულშიც დავრეკო :შ

არა, რა.. დიდი თემის დამუშავება შეიძლება იმაზე, როგორ შეცვალა  სამყარო შემთხვევითობამ.

სასწაულია, პირდაპირ..

ეს თუ ბოლო პოსტია, იცოდეთ, რომ საყვარელ საქმეს შევეწირე :დ

Post a Comment

Your email address will not be published.