ცოტა რამ ვიცით იმ ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან; და საერთოდ არაფერი – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით […]
მოდი, ყველა ერთად იმ ქუჩაზე წავიდეთ, სადაც სინათლე მხოლოდ მბჟუტავი ლამპის საცოდაობაა, სადაც წითელი ისევ უყვართ, ფრაკებიც აცვიათ და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნიათ. ასე ვფიქრობდი და რაკი ვიცოდი, არავინ გამომყვებოდა, არც არავისთვის შემითავაზებია. მარტო წავედი. ის ლოთიც ვნახე, ბოთლით ხელში რომ დადის და იგინება, საიდანღაც ბრჭყვიალა ტრანსექსუალებიც გამოცვივდნენ ვარდისფერი ფეხსაცმელებით. ვულგარული, სქელი, წითელპომადიანი ქალები […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]
(ელენე დარიანის ჯერ დაუბეჭდავი ლექსი) ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი, ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის, და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი, ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს. ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ, და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს… ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო, ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს. […]
დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ). ახლავე გაიგებთ.. ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ. მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი, მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ […]
მეზობელი ხომ მეზობელია და მეძავი მეზობელი კიდევ ცალკე ტრაგედიაა. სართულს არ დავასახელებ და ჩემს თავზე მეძავი ქალბატონი ცხოვრობს. სახლში იატაკის ჯოხები ზალაში გვილაგია, ვერცხლის კოვზები – ყველა “ტრუბასთან”… ეს იმისთვის, რომ ვნებამორეულებს შევახსენოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ და გვესმის. მაგრამ, თქვენ წარმოდგინეთ და ამ ხნის მანძილზე ამ ქალბატონთან მხოლოდ ვერბალური ინტიმი მქონდა, უფრო სწორად, დისტანციური. რამდენი […]
გთავაზობთ მსოფლიო ექსკლუზივს. ფილმი “Piedras” რომელსაც ინტერნეტში ვერსად ნახავთ (ამ ბლოგის გარდა, რა თქმა უნდა) მაშ ასე, ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და არა მარტო ესპანელი მსახიობის, ანტონიო მოლინას ქალიშვილი (O_o) ფილმოგრაფია: * Los Abrazos Rotos (2009) * Baaria – La porta del vento (2009) * La Sconosciuta (2006) * El Triunfo (2006) * South from Granada […]