იმაზე ვფიქრობდი, რა დამეწერა ზურასთან სტუმრად ყოფნისას, როდესაც ნახევარმა ფეისბუქ საქართველომ უელბეკის გაუჩინარების შესახებ სტატია გაუზიარა თანაკედლელებს. თორმეტ სექტემბერს იგი ამსტერდამში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, ოთხი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და აქამდე უშედეგოდ ეძებენ. ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მისი რაიმე ახირება იყოს, მაგრამ ამ მოვლენას მედიამ უკვე დაუკავშირა უელბეკის მიერ შემქნილი რამდენიმე მთავარი გმირის გადაწყვეტილება, […]
მეზობელი ხომ მეზობელია და მეძავი მეზობელი კიდევ ცალკე ტრაგედიაა. სართულს არ დავასახელებ და ჩემს თავზე მეძავი ქალბატონი ცხოვრობს. სახლში იატაკის ჯოხები ზალაში გვილაგია, ვერცხლის კოვზები – ყველა “ტრუბასთან”… ეს იმისთვის, რომ ვნებამორეულებს შევახსენოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ და გვესმის. მაგრამ, თქვენ წარმოდგინეთ და ამ ხნის მანძილზე ამ ქალბატონთან მხოლოდ ვერბალური ინტიმი მქონდა, უფრო სწორად, დისტანციური. რამდენი […]