სისხლისფერი კიტრების ცეცხლოვანი აღსასრული. Mrs ჩაილდ <3

by Agasfer on June 14, 2010

in კულინარია

დღეს ახალი კერძის მომზადება გადავწყვიტე.

ნებისმიერი კერძი ჩემს სულიერ განწყობილებას გამოხატავს.

ამჯერად ძალიან მსუბუქი და მოწითალო, საზაფხულო არომატებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავს ასე ვგრძნობ O_o

მაშ ასე, მოიმარჯვეთ კიტრი, პომიდორი, ახალი და ძველი ხახვი, მარილი, ცხარე წიწაკა, კვერცხი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და დავიწყოთ ექსპერიმენტი.

თავდაპირველად ვჭით კიტრს, ისე, როგორც ბადრიჯანს.

კერძში წამყვანი სწორედ შემწვარი კიტრია.

რატომ კიტრი და არა ბადრიჯანი? იმიტომ, რომ შემწვარი კიტრი ბევრად გემრიელია, გაცილებით ტკბილი და ბადრიჯნის სპეციფიკური მომწარო გემოც არ წაჰკრავს. ასე რომ, დღეიდან იცოდეთ: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ბადრიჯანი კიტრით ჩაანაცვლოთ, არ ინანებთ, დამიჯერეთ.

ანუ, დავჭერით კიტრი და ჩავყარეთ ტაფაში. ამასობაში პომიდორს ჩავხეხავთ და კვერცხს ჩავახლით, ახალ და ძველ ხახვს ჩავაჭრით, სუნელებიც შეიძლება. მოვაყრით მარილს.

კიტრი რომ დაიბრაწება, წინასწარმომზადებულ ჩახეხილ პომიდორს დავასხამთ. კიტრის რამდენიმე ნაჭერსაც ჩავამატებთ.

წინასწარ მოვხარშავთ ყვავილოვან კომბოსტოსაც და საბოლოოდ მასაც პომიდორთან ერთად ტაფაში ჩავუძახებთ. დავამატებთ ყველს.

ამ დროს გაფრთხილდით, თითებიც არ მიაყოლოთ. დღეს კიდევ ორი თითი შევწირე საყვარელ საქმეს.

დავაცდით, რომ ჩაიხრაკება, ამოვიღებთ და შევექცევით.

კიდევ ერთი გაფრთხილება, გემო ნუ შეგაცდენთ და ჩემსავით ღორულად ნუ მიასკდებით, ჯერ კიდევ ვერ ვსუნთქავ :(

{ 21 comments… read them below or add one }

Zurriuss June 14, 2010 at 8:44 pm

ყვავილოვან კომბოსტოს და ხახვს ამოვაგდებ და დანარჩენზე პრობლემა არაა.
გახსნილდება თუ არა, შევუდგები საქმეს. გემრიელი ჩანს საოცრად!!!
;)

Reply

Agasfer June 14, 2010 at 8:48 pm

ზურიუს, ყვავილოვანი კომპოსტო არც მე მიყვრს, მაგრამ უხდება :D

Reply

vasasi June 14, 2010 at 8:58 pm

მომშივდა..

გემრიელად გამოიყურება, თუმცა ვერ დავდებ პირობას, რომ 12 ივლისის შემდეგ დავაგემოვნებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დამავიწყდება მანამდე.. :D

Reply

Agasfer June 14, 2010 at 9:01 pm

ვასასი, ეს პოსტი აქ იქნება, მუდამ და მარადჟამს :D

Reply

ნან June 14, 2010 at 9:23 pm

იიფ

თავის ფოტოებიანად შედევრია!

Reply

Agasfer June 14, 2010 at 9:25 pm

=)))

Reply

pomo June 14, 2010 at 9:30 pm

au ra gemrieloba ikneba da tan ra lamazadaa mortmeuli super <3

Reply

LuX June 14, 2010 at 9:36 pm

დორბლიიიიიიიიიიიიიი

Reply

landaria June 14, 2010 at 10:13 pm

სუნიც კი წარმოვიდგინე ახლა :))
შორეულ წარსულში, პირევლად შენგან გავიგე, რომ თურმე კიტრის შეწვაც შეიძლებოდა :D

Reply

babisa June 15, 2010 at 12:36 am

bolo foto :D ^_^

rodis davagemovneb, erti suli maqvs : ))

Reply

Katieé.Ge June 15, 2010 at 1:30 am

ვაა, რა საინტერესოდ გამოიყურება. შემწვარი ყაბაყი ვიცი, მოშუშული კიტრიც (ჩინურ კერძებში), შემწვარი პამიდორიც.

ამას , თუ სწორად მახსოვს, ფრანგულად რატატუი ჰქვია, ბოსტნეულების ჩაშუშულს :)

ახლა 2 საქმე მაქვს:
1. მიმაქვს ეს პოსტი ჩემს კულინარიულ ბლოგზე (ავტორის მითითებით;)
2. პირველივე შესაძლებლობისთანავე ვაკეთებ! :))

Reply

kurtizanka June 15, 2010 at 9:17 am

უგემრიელეს

Reply

Ana June 15, 2010 at 9:34 am

გემრიელი იყო, მარა ცოტა :( რომ ვერ სუნქავ ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ცოტა ამოგვიღე და შენ ჩასკდი :(

Reply

babisa June 15, 2010 at 2:03 pm

kulinari bichi : )))

Reply

ტაო June 15, 2010 at 8:42 pm

ზურ ყვავილოვანი კომბოსტოს გარეშე არ წავა ? ვერ ვჭამ კომბოსტოს :მო:

Reply

Agasfer June 15, 2010 at 8:49 pm

ტაო, წავა, კი :))

ეკა, დამილინკე ეგ ბლოგი, რა :))
და რომ გააკეთებ, გვითხარი, მოგეწონება თუ არა ))

Reply

Katieé.Ge June 16, 2010 at 11:11 am

ჰოო, დამავიწყდა დალინკვა, ჩემს ძირითად ბლოგზე კი არა, კულინარიულზე დავლინკე :)
http://mniamnia.blogspot.com

Reply

ანრი ბეილი June 16, 2010 at 10:21 pm

მდა, საინტერესოა, მაგრამ ხახვს გამოვაკლებდი….. :)

Reply

Agasfer June 17, 2010 at 2:48 pm

Katiee, მივხვდი, კი :)) ვნახე და აწი მაგ ბლოგის მკითხველთა რიგებში ვარ.
ისე, მისამართია მაგარი :D

ანრი ბეილ, ხახვიანი საჭმელი არც მე მიყვას, მაგრამ აქ ცოტა უნდა და თან ნედლი, ახალი ხახვი, რომელიც ბოლოდე არ შეიწვება. შესაბამისად, “ის” საძულველი გემო არ ექნება :D
p.s. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე :D

Reply

MosiaruleKatastropa June 19, 2010 at 9:06 pm

ძალიან მშია :(

Reply

მე March 6, 2011 at 12:40 am

აზრზე არა ხარ ეხლა როგორ მომინდა რამე ეგეთი და როგორ მომშივდა არადა არ მშიოდა

Reply

Leave a Comment

Previous post:

Next post: