ავლაბრის ჭალიდან ევროპის მოედნამდე

Uncategorized

პირველ არხზე საინტერესო გადაცემა – “ჩემი ქუჩა” აღმოვაჩინე.

ბოლო გადაცემა რიყეს შეეხებოდა.

თვალი დაგავავლოთ, როგორ იქცა ავლაბრის ჭალა ბზის მოედნად, რიყედ, შემდეგ კი ევროპის მოედნად.

მეცხრამეტე საუკუნიდან რიყე ინტენსიურად განაშენიანდა.

გაჩნდა გერმანელების და მოლოკნების ლუდხანები, დუქნები, სახელოსნოები, სასტუმროები და ქარვასლები.

1809 წლის თბილისის რუკაზე ჩანს, რომ რიყეს ადგილას კუნძული იყო. 1820-30 წლებში კუნძულის ერთ ტოტში წყალი დაშრა. ამით ისარგებლეს თბილისში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა, მდინარის ტოტი მთლიანად გადაკეტეს და რიყე ნახევარკუნძულად გადააქციეს.

რიყეზე ორი ქუჩა, ერთი ასახვევი და ერთიც მოედანი იყო.

დღევანდელი ევროპის მოედნის ადგილს ადრე თბილისში ჩამოსული ქარავნების სადგომად იყენებდნენ. მტკვრისპირა მოედანზე ხშირად ასობით აქლემი, ცხენი, კამეჩი და სხვა პირუტყვი იყო. პირუტყვს თივას, შვრიას და ქერს უყრიდნენ ხოლმე. ამიტომაც, ცხოველთა ამ სადგომის მახლბლად სწორედ თივა, შვრია და ქერი იყიდებოდა. ამის გამო, მოედანს თივის, ბზის მოედანი შეარქვეს.

ბზის მოედანზე მტკვართან ჩადიოდა ქუჩა, რომელსაც რიყის განაშენიანების აღებამდე, თულუხჩის ქუჩა ეწოდებოდა. თულუხჩის ქუჩიდან აღებულ წყალს კი ძველი თბილისის მოსახელეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარდა. თულუხჩის ქუჩა ღვინის აღმართს ერთი პატარა ასახვევით უკავშირდებოდა. ამ ასახვევს ტიკის, იგივე რუმბის ქუჩა ერქვა. აქ ტიკების და რუმბების სახელოსნოებს ნახავდით.

რიყის მთავარ ქუჩას მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისის რუსულმა ადმინისტრაციამ კავკასიის ადმინისტრაციის მოხელის, თბილისის გარეუბნების მომწყობის, ანდრეი დესიმონის სახელი უწოდეს.

1923 წელს ბოლშევიკებმა ქუჩას ოიანე პეტრიწის სახელი დაარქვეს. იმავე ბოლშევიკებმა 20-იან წლებში რიყე საკოლმეურნეო ბაზრობად გადააქციეს.

მტკავრმა შური იძია.

რიყის ქუჩების ისტორიაც დასრულდა.

რიყეს მეორე სიცოცხლე მეოცე საკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა აქ თბილისობის აღნიშვნა დაიწყო.

ახლა ინტენსიური მშნებელობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა შუშის ხიდი. პროექტის მიხედვით, გაგრძელდება მეტეხის გვირაბი და რიყე დიდ პარკად იქცევა. © პირველ არხი

და მაინც..

შუშის ხიდი მომწონს, მაგრამ რიყეს არ უხდება..

ძველი თბილისი და თანამედროვე ნაგებობა – ვერ ზის.

პრინციპში, ქალაქი დროისა და საზოგადოების სარკეა. ამჟამინდელი თბილისი ძალიან ჰგავს თავის მოსახლეობას. ამ მხრივ კი რიყე ნამდვილად არაჩვეულებრივი მაგალითია.

11 Comments

  1. Spieler July 6, 2010 6:03 am

    ცალკე ხიდი ლამაზია… აი კომპოზიციაში უჭირს ცოტა ჩაჯდომა :))))

  2. kurtizanka July 6, 2010 9:40 am

    ნამდვილად კარგი გადაცემაა
    ვიცოდი, რომ დაწერდი 😀

  3. Nina Gorecki July 6, 2010 9:46 am

    რიყე რომ იყოს ჩვენი საზოგადოების ნიმუში, რაღა გვიჭირს :დ ვაკე, გლდანი ვერაზე… ძველ თბილისში ყველაზე სტარი დობრი თბილისელები ცხოვრობენ და მათ სულაც არავინ ეკითხებათ, უნდათ თანამედროვე ხიდები თუ არა

  4. babisa July 6, 2010 11:02 am

    sul riyeze miyveba bebia da deda
    dro da dro rogori iyo da a,sh
    miyvars zveli tbilisi me <3
    chemi quchacaa da albat imitomac ^^

  5. Agasfer July 6, 2010 11:45 am

    Nina Gorecki, ვაკე, გლდანი ვერაზე… ნუ, დაახლოებით ამას მავბობდი ))
    Nina Gorecki, babisa, ამ ‘სტარი დობრი’ თბილსელებზე და ბაბუებზეც საინტერესო იქნებოდა დაწერა.. იცი რა მგონია? ბევრს ავიწყდება, სინამდვილეში როგორი იყო ძველი თბილისი. ავიწყდება რა, არც იცის…
    რადიო თავისუფლების საიტზე იური ვაჩნაძემ რომ იმარაზმა, ის რატომ არ აღნიშნა ძველმა თბილისმა რამდენი ‘მუხამბაზური’ მაინკიერება წარმოშვა..
    ერთხელ ძალიან საინტერესო სტატიაც დავწერე, მაგრამ მერე ჩემმა ტექნოლოგიურმა უვიცობამ შეიწირა, თორემ დავადებდი…

  6. Agasfer July 6, 2010 11:47 am

    Spieler, მგონი თავიდან უფრო ლამაზი იყო. პირველ დღეებში რაღაცნაირად იტალღებოდა. სინათლე გადასდიოდა რადიქსის ბანერივით. მერე სულ გაშტერდა.

  7. rodrigo July 6, 2010 11:51 am

    ვიზიარებ ზემოთების აზრხებს ;))

  8. ERM0NIA July 6, 2010 10:02 pm

    რაიო? ბოლშევიკებმა 1923 წელს იოანე პეტრიწის სახელი უწოდესო? :O ვერ დავიჯერებ!

  9. Agasfer July 6, 2010 10:07 pm

    კი, ლაშა, ასე თქვეს : )

  10. ERM0NIA July 6, 2010 10:24 pm

    ეგ უნდა გავარკვიო, რადგან საოცრებაა ზურ. უბრალოდ, მაგ წლებში გაცხარებული ომი იყო ეკლესიის წინააღმდეგ და საერთოდ ყველაფრის მიმართ, რაც რელიგიასთან იყო დაკავშირებული. საინტერესოა ძალიან.

  11. Agasfer July 6, 2010 10:31 pm

    კი, ნამდვილად საინტერესოა. ასეთი რელიგიური, უფრო კონკრეტულად, ქრისტიანული მსოფლხედველობის, თან ფილოსოფოსი და თან დავით აღმაშენებლის დროს…
    ძალიან მიუღებელი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდში.

Post a Comment

Your email address will not be published.