ჟურნალ “მკურნალის” ინტერნეტ ვერსია არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ეს პოპულარობა, ბოლოდროინდელ სკანდალებსაც უკავშირდება, რომელიც მათ “ქადაგეგებს” უკავშირდება.
ჩემ აზრით, მკურნალი.გე დანაშაულს სჩადის და დავასაბუთებ, ასე რატომ ვფიქრობ.
ჯერ რამდენიმე “მარგალიტი” განვიხილოთ:
შეკითხვა:
- ვარ 31 წლის ქალიშვილი, თუმცა რამდენჯერმე მქონია მამაკაცთან ისეთი ურთიერთობა, რომ ორგაზმი განმიცდია. ჩემი აზრით ქალიშვილობა არ დამიკარგია, რადგან არანაირი ტკივილი არ მიგვრძვნია. როცა ვიგრძენი იქ შევჩერდით. მაინტერესებს, რომ დამეკარგა ქალიშვილობა, ხომ აუცილებლად ვიგრძნობდი ამას? და მეორე კითხვა, როცა სექსზე ვფიქრობ და ვიგზნები, მტკივდება მკერდი და თავი. რას მირჩევდით? მადლობთ
პასუხობს მკურნალი:
- გირჩევთ ბევრს ნუ იფიქრებთ სექსზე. (31 წლის ქალიშვილს ესაუბრებიან, შეგახსენებთ © zur.ge) რაც შეეხება ქალიშვილობას, რა მნიშვნელობა აქვს საქალწულე აპკის მთლიანობას, თუკი თქვენ “თანამედროვე” ყაიდაზე დაიწყეთ ცხოვრება ( სად შემიძლია
© zur.ge) და ამ ე.წ. თანამედროვე გაგებით, რაც უფრო მეტი სექსუალური გამოცდილება აქვს ქალს, მით უკეთესია.
ალბათ იმიტომ გწადიათ ქალიშვილობა, რომ მომავალი მეუღლეს უმწიკვლოდ მოაჩვენოთ თავი. სჯობს იყოთ ის, რაც ხართ და ტყუილით არ დაიწყოთ ცხოვრება. (მადლობა, ბებო, განა არ ვიცი, ორსული რომ შეეტენე პაპაჩემს © zur.ge)
O MY GOD!!!
შემდეგი შეკითხვის ავტორი ჰომოსექსუალი მამაკაცია, 31 წლის წინ, რომელიც თავის საყვარელ ადამიანზე და შტატებში “ჩატარებულ “მკურნალობაზე საუბრობს.
უგენიალურესი პასუხი (ამონარიდები):
…არსებობს არაერთი თეორია ამ პათოლოგიასთან (LOL © zur.ge) დაკავშირებით და ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გენეტიკური თეორია მათ შორის ყველაზე ნაკლებად აქტუალურია მეცნიერთა წრეში. დადგენილია ისიც, რომ ჰომოსექსუალიზმის ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიური ფაქტორი გახლავთ. (LOL © zur.ge) …უნდა გითხრათ ისიც, რომ არსებობს ჰორმონული თეორიაც. მამაკაცი ჰომოსექსუალების სისხლში ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც ფიქსირდება ტესტოსტერონის ნაკლებობა ან ესტროგენების სიჭარბე, (LOL © zur.ge) მაგრამ ჰორმონთა ასეთი მაჩვენებლებით მხოლოდ ზოგიერთი მამაკაცი იწყებს გაუკუღმართებულ (LOL © zur.ge) სქესობრივ ცხოვრებას, სხვები კი ჩვეულებრივი – უფლის მიერ დადაგენილი ბუნებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. (LOOOOL © zur.ge)უნდა გითხრათ, რომ არსებობენ მამაკაცები, რომელთაც სისხლში მეტისმეტად აქვთ მოჭარბებული ტესტოსტერონის დონე, რაც, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მათი სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ძალადობის, მექალთანეობის და ცხოველურ დონემდე მისული სექსუალური აქტიურობის გამამართლებელ საბუთად არ ჩაითვლება.
ის რასაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ, ვნება გახლავთ. (LOL ვხოხავ, ბლინ © zur.ge) რაც შეეხება სიყვარულს. სიყვარულით ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეთ, ეს ხომ ადამიანის მოვალეობაა. (:D:D © zur.ge) მაგრამ ისიც ადამიანის მოვალეობაა, რომ შეძლოს საკუთარი ვნებების მოთოკვა. სწორედ იმით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან, რომ თავისი ვნებებისა და სურვილების მართვა ძალუძს. ინსტიქტების მონა ცხოველია. ვისაც არ უნდა ადამიანად დარჩეს, ნება მისია, მაგრამ ამის პროპაგანდას და სხვებისთვის თავზე მოხვევას არ დაუშვებენ ისინი, რომელთაც ადამიანად დარჩენა სურთ! ( მამაზეციერო, შეხედე შენი შვილები რაებს წერენ, დაგვეცი ერთი დიდი და გიგანტური ურო © zur.ge)
ქალისა და მამაკაცის სიყვარული უმშვენიერესი გრძნობაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს უდებს სათავეს და იძლევა ამქვეყნად ყველაზე ტკბილ ნაყოფს. (ცრემლების შეკავება მიჭირს© zur.ge)ჰომოსექსუალიზმის ნაყოფი კი გარყვნილებაა – ჰომოსექსუალიზმი სოდომური ცოდვაა. (ბუჰეჰეე © zur.ge)
ჰომოსექსუალისტებისა და მათი მხარდამჭრების ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ და მათი მორალით ვიცხოვროთ, მაშინ გარყვნილების მორევში ჩაეფლობა ქვეყანა. მაგრამ გვერწმუნეთ, ჩვენი ერი არ დაუშვებს ამას. (მაშა, მაშა! © zur.ge) თუ ჰომოსექსუალიზმისა და საერთოდ, გარყვნლების პროპაგანდა გაგრძელდება, ქუდზე კაცი გამოვა საკუთარი შვილების გადასარჩენად. (© zur.ge)
მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თუ დახმარება გსურთ, მაშინ მიმართეთ საპატრიარქოსთან არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს. და თუ მხოლოდ ამ ორიენტაციის პროპაგანდის მიზნით გვწერთ, სულ ტყუილად ირჯებით. ქართველს გენეტიკურად აქვს უფლის რწმენა და შიში და სწორი არჩევანის კეთების უნარი.
ამ ყველაფერს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ “ქართველს გენეტიკურად აქვს უფლის რწმენა და შიში” რაღა უბედურებაა. :D :D :D გმადლობთ, კოლეგებო, გამამხიარულეთ, ცირკები ხართ, რა, ცირკები.
ნუ, ეს ყველაზე “ლაითი” მაგალიტები, მსგავსი უბედური შემტხვევები კიდევ მრავლადაა, მაგრამ თან საქმე..
აი, რას გვპასუხობს მკურნალი.გე-ს ადმინისტრაცია:
რაც შეეხება მორალის წაკითხვას, უნდა გითხრათ, რომ ადამიანს სხეულის გარდა სულიც აქვს და მცდარი გახლავთ შეხედულება, რომ შესაძლებელია ვუმკურნალოთ მხოლოდ სხეულს და მივიღოთ სტაბილური დადებითი შედეგი, თუკი ადამიანის სულიერი მდგომარეობა არ გამოსწორდება. მედიცინა გაცილებით ღრმა და მრავლისმომცველი მეცნიერებაა, ვიდრე ეს ათეისტებსა და მატერიალისტებს ეგონათ. ამიტომ ექიმი ვალდებულია უმკურნალოს სხეულსაც და ეცადოს, დადებითი მუხტი შეიტანოს პაციენტის სულიერ მდგომარეობაში.
აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი…
მედიცინის ფაკულტეტის ნებისმიერი სპეციალობის მეოთხე კურსელმა უკვე იცის, რომ “სულიერად დაავადებული” და მსგავსი მარაზმები არ არსებობს და მედიცინა მას არ ცნობს.
რა სისულელეა. როგორ შეიძლება, სული დაავადდეს? აბა, დაფიქრდით,”კოლეგებო”. ავადდება სხეული. სულით ავადმყოფებს, ადრე კოცონზე რომ წვავდნენ, დღეს მკურნალობენ, უფრო სწორად, მის გამომწვევ ფიზიოლოგიურ პრობლემებს და არც “სულიერად დაავადებულს” უწოდებენ. გრცხვენოდეთ
და ის, რომ ექიმი პაციენტის “სულიერ მდგომარეობაზე” უნდა ზრუნავდეს, სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ იმ ადამიანების “სულიერი მდგომარეობის” გაუმჯობესება, რომლებსაც არაერთხელ ისტერიულად უკივლეთ და ჯოჯოხეთში გააგზავნეთ? ადამიანი ბედავს და გესაუბრებათ, თქვენ კი “სიძვის დიაცს”, “ცოდვის მორევში მოცურავეს” და ათას უბედურებას უწოდებთ. “პაციენტების” ეს ნაწილი შესაბამისი პროფილის, მაგრამ ნამდვლად კვალიფიციურ ექიმს მიაკითხავს? არა. და რამდენი ადამიანის ცოდვა დაიდეთ სხვისი ცოდვების განხილვა-შეფასებით, ეს თქვენ უფრო გეცოდინებათ.
სხვა საკითხია დისტანციური მკურნალობის ასეთი მეთოდი. ისიც მესამე კურსზე ისწავლება, რამხელა დაკვირვება სჭირდება პაციენტს დიაგნოზის დასმისას. ბევრი იტყუება, ბევრი რაღაცას მალავს ან აჭარბებს. ზოგს ცალი თვალი არ აქვს და გეუბნება, რომ დინამოს სტადონიდან ექვსივე თვალით არაჩვეულბრივად არჩევს მარშუტკის ნომერს წერეთლის მეტროსთან. თვითმკურნალობას ვებრძვითო.. ეს უარესია.. არასწორი დიაგნოზით გამოწვეული ფატალური შედეგების სტატისტიკის შესახებ გსმენიათ, ალბათ.
ასეა თუ ისე, მე თქვენ ეთიკის ნორმების დარღვევაში გადანაშაულებთ! ვინც არ უნდა სცემდეს პასუხს, მოძღვარი, ჟურნალისტი, სატანისტი თუ ბებიაჩემის დაქალი ნეჟნა, “პაციენტები” ესაუბრებიან ექიმს და სწორედ ექიმის პასუხს მოელიან. ისმენენ სისულელეს და ეს ფაქტი ექიმების იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რა თქმა უნდა.
ჟურნალმა “ლიბერალმა” ბოლო ნომერში არაჩვეულებრივი სტატია შემოგვთავაზა. შეიძინეთ და გაეცანით, ჩემს კომენტარსაც იქვე ნახავთ
ეს ყველაფერი ”ლიბერალში” უფრო აკადემიურადაა გადმოცემული, რა თქმა უნდა
გკოცნით, გეხვევით
თქვენი მტერი :დ



{ 21 comments… read them below or add one }
vaimee zuur shen komentarebzee ramdeni viciineee :D:D:D
martalia mag saqmeshi araferi mesmis, magram sruliad getanxmebi, mec bevrjer wavawydi iset pasuxeebs , pir gia gamovedi ikidan
vetanxmebi wina gamomsvlels !!
sirebis dogia eg mkurnali!!
აი, ძალიან მაინტერესებს, რას წარმოადგენს “საპატრიარქოსთან არსებული ფსიქოლოგიური რაღაც”… რელიგია და ფსიქოლოგია ერთად? :სპყ: ფსიქოლოგი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც თავისუფალია ყველანაირი დოგმისგან. შეუძლია მომისმინოს, რაც არ უნდა მისთვის მიუღებელი და ამაზრზენი იყოს ჩემი ისტორია… და დამეხმაროს, იმის ჩემი ცნობიერიდან და ქვეცნობიერდინ ამოგლეჯაში რაც მაწუხებს. მხოლოდ იმის რაც მაწუხებს!!!
მკურნალი.ჯი ვერ ხვდება ვერც იმას, რომ ეს ონლაინ რჩევები მედიცის სფეროში ძალიან ფაქიზი რამეა. არაა ეს საიტი სადაც შემოდის ტიპი, რომელსაც კომპიუტერი გაუფუჭდა და ჭირდება ტუტორიალი, როგორ გაასწოროს პრობლემა. უმეტესობას, ვინც ასეთი სახის ონლაინ-სერვისს იყენებს აქვს კომპლექსი ექიმთან საკუთარ პრობლემებზე პირადად ლაპარაკის. მაგალითისთვის: კაცების 80%-ს საქართველოში უტყდება უროლოგთან მისვლა. დარწმუნებული ვარ, მკურნალი.ჯი-ს მეშვეობით, ეს პროცენტული მაჩვენებელი 99%-მდე მიაღწევს. მერე ლოცვა მოარჩენს ადამიანს რომელსაც დროული მკურნალობის არარსებობის პირობებში, შეიძლება, ძალიან ადვილად განკურნებადი დაავადება განუვითარდეს საშინელებამდე? არადა როგორ მივა სიფილისით დაავადებული კაცი ექიმთან, ხო ჩაარტყავს ის ჯვარს, რატო იჟიმავე ქალთან რომელიც შენი ცოლი არააო. (ნუ თუ რა თქმა უნდა ქმარს ცოლმა არ აკიდა რამე
:D – ეს ცალკე თემაა. )
ამ სფეროში დილეტანტობამ შეიძლება კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანოს თქვენი “ონლაინ-პაციენტი”. ესეც თქვენ ცოდვა. რამდენი პაციენტიც გყავთ ასე გაუბედურებული ნეტა? წაით, ჯერ ეგ ცოდვები მოინანიეთ და მერე გააგრძელეთ “მკურნალობა”.
Spieler, აბსოლუტურად გეთანხმები. საერთოდ, ნებისმიერ პაციენტს სტრესი აქვს ექიმთან მისვლამდე. სპეციალობსას დიდი მნიშვნელობ არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს.
არავის უნდა, ვინმემ გაიგოს, მის პირის ღრუში ხდება..
კომფედენციალურობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა. რომელიმე კლინიკაში ნანახი გექნება, კაბინეტები ერთმანეთისგან მხოლოდ ძგიდეებით რომაა გაყოფილი. ზიხარ, ექიმს ესაუბრები შენს ჯანმრთელობაზე (რომელიც ძალიან ინტიმურია) და გვერდით კაბინეტში მდჯომი შენი ვავასი მეზობელი ნასიამოვნები სახით გისმენს.
შეიძლება სულაც არ გისმენს, მაგრამ ასეთი დისკომფორტი არსებობს. ეს დარღვევაა, რომელიც ბევრს არ ანაღვლებს.
შორს წავედი..
ანუ სერიოზული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა უხდება პაციენტს, სანამ ექიმის კაბინეტის კარს შეაღებს.
ექიმს თუ არ ენდო, დიაგნიოსტიკა და, შესაბამისად, მკურნალობაც არ იქნება შედეგის მომცემი.
ახლა ვინც მაგ პასუხებს კითხულობს, როგორ მივა ექიმთან? ბევრი წარმოიდგენს, რომ ეგ არსება იქაც იჯდება, ამჯერად უკვე ხორცშესხმული და თუ, როგორც შენ თქვი, მოოქროვილი ჯვრის თავში რახუნს გადაურჩება, ერთი-ორ “ტკბილ” სიტყვას მაინც ეტყვის. ეს კი არავის სიამოვნებს.
ნუ, საპატრიარქოს ფსიქოლოგიური ცენტრი ხომ ცალკე თემაა ))
:\
am jurnalis “popularobac” miutitebs eris krizisebze
anekdotebad ki avrceleben xolme am kitxva-pasuxebs, magram gagimebis mere, mwarded mwydeba guli , aaaaagar shemizlia
yovelmxriv es sibnele da daunizmi :|||
და საერთოდ, დარწმუნებულები ხართ, რომ მანდ ლიცენზურებული ექიმები არიან? რავიცი სულ ექიმებში ვგდივარ ამხელა ქალი, ნებისმირი ორგანოს ექიმებში :დ და ასეთი მარაზმი არავისგან მომისმენია
გადასარევი პოსტია!
:D
ამ თემაზე იმდენი ვიკამათე, ძნელია რამის თქმა :დ
მარტო ერთს ვიტყვი, რომ აუცილებლად წავალ რომელიმე მოწყენილობის ჟამს საპატრიარქოს ფსიქოლოგთან, ,,დიაგნოზი” საიდუმლოდ დარჩება :დ
ზურაბი, როგორც ყოველთვის ფრიად საინტერესო სტატიაა :*
საშინელებაა ეგ საიტი , ჟურნალს კიდევ არა უშავს ალბათ, იქ მარტო სტატიები მაინცაა და არა ეს დიალოგი ხალხთან.
პახმელიაზე ასწორებს მაგის კითხვა
მე ვერ გავიგე, ეს სამედიცინო ჟურნალია თუ რელიგიური?
მოკლედ რა..
მე არ მეცინება ასეთ რაღაცებზე, ჯერ ჩამოთვლილი კითხვების ავტორების და შემდეგ მოპასუხეების სულიერი მდგომარეობა მაინტერესებს..
ტვინში ყველაფერი რიგზე აქვთ>?
:მო:
გავმხიარულდი ცოტა, გაიხარე ზურ. მარა სატირალი უფრო როა?…რა უბედურებაა ეს ყველაფერი, ყელშია უკვე…
ზურ
FB-ზე თუ ნახე დისკუსია მკურნალი.გე-ს გვერდზე?
კი, ვნახე. სიმართლე გითხრა, ყველაფერი არ წამიკითხავს, მაგრამ თვალი გადავავლე : )
უფრო კარგად გადაიკითხე…
ამდენი არგუმენტის მერე ისევ იგივეს უბერავდნენ
როგორც დუმბაძე იტყოდა – შუბლზე აწერიათ входа нет
Prankster, ხო, აზრი არ აქვს. ლიბერალშიც წაიკითხე, იქაცაა მათი კომენტარი.
მკურნალის რედაქტორი ჟურნალ “კარიბჭეს” რედაქტორი ყოფილა. მაგით უნდა დამეწყო, ალბათ
ვერ ხვდებიან რას აშავებენ, მართლა ვერ ხვდებიან და ალბათ ვერც მიხვდებიან.
ეს პოსტი არის იმის საუკეთესო მაგალითი თუ, რა მკურნალები გვყავს და შესაბამისად რა განკურნებული ერი ვართ ქართველები.
მოიცა, მოიცა… ის გენიალურპასუხგაცემული კითხვა შენ დასვი????:):):) ყველაზე მეტი მაინც მაგაზე ვიცინე:)
Lex, არა, მე არ დამისვამს, მე რა შეკითხვაც დავსვი, დააიგნორეს :დ
ლათათია, არა, ცდები, მაგალითად ნამდვილად არ გამოდგება : )
vaimeee esetebi martla xdebaaa?
es ra marazmiaaa:( 31 tslis qalishvilis problemebi zaan mometsona
:D
ეს, მიწასთან გასწორება ქართულად მაგარი “ვეშია” რა…
პ.ს. სხვათაშორის ბევრი დადებითის დანახვაც შეიძლება მაგ საიტზე…