21 Comments

  1. Natalia May 7, 2011 10:07 pm

    მე მახსოვს, ადრე ჩემი ერთ-ერთ პოსტის კომენტარში დაწერე, რომ ანჟელიკა გიყვარდა და იმის მერე გულში დამრჩა ეს ამბავი : ))

    ანჟელიკას ისტორიებიდან მე პირველად სულ ბოლო წიგნი წავიკითხე, ამერიკაში რომ მიდიან ჟოფრეი და ანჟელიკა. ისე გამიტაცა, თან სათავგადასავლო იყო – ახალი სამყარო, ინდიელები.. უკვე მერე წავიკითხე პირველი ნაწილი და მომდევნო ეპიზოდები. რომელიღაც არ მაქვს წაკითხული, ქართულად არც არის ნათარგმნი მგონი. აჯანყებაში რომ მონაწილეობს და რაღაც.

    მოკლედ, წავალ ხმას მივცემ :დ

    პ.ს ძალიან სასიამოვნო პოსტი იყო. მიყვარს სხვისი გატაცებების მოსმენა : )

  2. Agasfer May 7, 2011 10:21 pm

    ნატალია, ვაპირებდი პოსტში დამეწერა, რომ ეგ ტომი არ მომეწონა. ალბათ იმიტომ, რომ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად სამეფო კარის სკანდალები მომწონდა. რა ვიცი…
    ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხვა წიგნს ვკითხულობდი.

    ისე, გულში რატომ დაგრჩა? ადრე ფორუმ.გე-ზეც ვთქვი და ხალხი გაოცდა. თუ რატომ, დღესაც არ ვიცი ))

  3. Sophie SUNNY Golden May 8, 2011 10:45 am

    დავიწყე ამ წიგნის კითხვა სადღაც თინეიჯერობისას და მივხვდი, არ მესმოდა და არც ანჟელიკა მომწონდა, თავი დავანებე. ფრანგული რომანების ნერვები სად მაქვს, ამერიკელი სოციალისტები მომაწოდეთ.

    პოსტი კარგი იყო.
    მართლა სადისტი ხარ? :პ

    • Agasfer May 8, 2011 10:46 pm

      აბა, რა ვიცი… იქნებ ოდესმე გამოვამჟღავნო :დ

  4. Dv0rsky May 9, 2011 10:08 am

    ვაი, ვაი, როგორ დაბერებულა…

  5. da_v_id May 9, 2011 10:16 am

    როგორც იქნა მოცალე 🙂 გამიხარდა ძალიან. ნუ ნაღვლობ, ბავშვობაში ანჟელიკასადმი სიყვარულით ანთებული პატარა ბიჭების ფანკლუბში მარტო არახარ!!! სადიზმს რაც შეეხება, ამ თავნება ქალბატონის შემთხვევაში გარკვეულ წილად დასაშვებიცაა… მსუბუქ ფორმებში 😉 ( დიდი ბიჭის გადმოსახედიდან 😉 ) მე ვარ სადისტი, ვაღიარებ 😉

    ეჰ, სადღა არიან ჩემი, ჩვენი ანჟელიკები .. 🙂
    გაიხარე ზურა. გამიხარდა თანამოაზრე რომ ვიპოვე 🙂

    • Agasfer May 9, 2011 6:31 pm

      მართლაც რომ სადღა არიან…
      აი, ალბათ მხოლოდ შენ თუ მიხვდები იმ გრძნობებს, რომლებიც ანჟალიკას მიმართ გამაჩნდა და გამაჩნია. ნუ, ჩვენნაირი კიდევ თუა ვინმეს, ისიც ))
      რამდენი წელი გავიდა და ახლაც მახსენდება ხოლმე.
      აი, ვიწრო, სველ და ბნელ ქუჩაზე რომ მოვხდები, მახსენდება, რომ ასეთ ქუჩებში დადიოდა “დევნილი” ანჟელიკა და იმალებოდა..
      მოკლედ, კარგად მაქვს შექანებული :დ

      • da_v_id May 10, 2011 2:38 am

        ჩემი მეგობრის ძაღლს ერქვა “სორბონა” (ისიც ღლაბუცა დოგი იყო), სხვათაშორის მასაც ძლიერ უყვარდა ჩვენი ანჟელიკა. თან ეს შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა ბულვარში ძაღლს დაუწყო ძახილი 🙂 თავადაც მშვენიერი გოგონა იყო. ისე გაუხარდა ძაღლის სახელის წარმომავლობა რომ გამოვიცანი… “გოჩა დაღიანო… ხვიჩააა” დაახლოებით ეს შეგრძნება გვქონდა :))
        მშვენივრად გაქვს “შექანებული”. ხელი არ ახლო :))))

      • ნესტანდარეჯან September 8, 2012 11:57 am

        შექანებული კი არა, მშვენივრად ხარ, მე თუ მკითხავ… მე, მაგალითად,ალექსანდრე მაკედონელით ვცხოვრობ ! იმას აქვს შექანებული, ვისაც არაფერი იტაცებს და არაფერზე ოცნებობს !

  6. ნან May 9, 2011 10:35 am

    ძალიან მომწონდა ეს ფილმი, წიგნი არ წამიკითხავს, რატომღაც სურვილიც არ გამჩენია. ანჟელიკა არ ვიცი, მაგრამ ჟო ფრეი კი მეგონა ყველაზე სიმპათიური და ყველაზე ყველაზე 🙂

  7. Keti May 9, 2011 10:47 am

    როგორ დაბერებულა, ნეტა არ მენახა. ძალიან მომწონდა ფილმში : )

  8. როდე შეუმდგარი ნანუკარასტი May 9, 2011 11:50 am

    ვაი მერომ მხოლოდ ფილმი ანჟელიკა ვიცი? 🙂
    მივცეთ ხმა, მივცეთ!!!

    • Agasfer May 9, 2011 6:32 pm

      ნუ, ბევრი არ დაგიკარგავს, ფილმიც კარგია, მაგრამ ძალიანაა შეკვეცილი, სიუჟეტიც შეცვლილია.

  9. Agasfer May 9, 2011 6:32 pm

    ამიტომ ჯერ წიგნი უნდა წაგეკითხა ))

  10. salomeaa May 22, 2011 8:44 pm

    რა საოცრად აღწერე შენი განცდები წიგნთან მიმართებაში. გული დამწყდა, რომ არ წამიკითხავს
    მე მიყვარს ანჟელიკა ოღონდ ფილმიდან
    რუსთავი 2 შაბათ–კვირას უშვებდა რამდენიმე სერიაა და სულ მინდა ვნახო, დავიზეპირე თითქმის
    ჟოფრეი ჩემი სიყვარულია, ვგიჟდები ჟოფრეიზე

  11. salomeaa May 22, 2011 8:52 pm

    რა აბდაუბდად დავწერე:(
    მუსიკაზე დამავიწყდა, საოცარი მუსიკაა სულ მაჟრიალებს
    და მეც ვიჯერებ, რომ სიყვარული არსებობს, ნამდვილი, უკვდავი, მარადიული…

  12. თაკო October 22, 2011 4:10 pm

    ვაიმე ეხლა დოდოშკას რა მაგრად გავს ეს ქალი :D:D:D

  13. ნესტანდარეჯან September 8, 2012 11:53 am

    მეც წაკითხული მაქვს ორი წიგნი —- ” ანგელოზების მარკიზა” და “ახალ სამყაროში”, ფილმიც მშვენიერია .მომწონს ანჟელიკა , თანაც ძალიან !!! ხმა უკვე მივეცი… ანჟელიკომანი არ ვარ, მაგრამ საუკეთესო პერსონაჟი ქალია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია.

  14. ნესტანდარეჯან September 8, 2012 11:54 am

    მეც უფრო ლამაზ ანჟელიკას წარმოვიდგენდი-ხოლმე, მაგრამ მიშელიც ძალზედ ლამაზია…

  15. ანა January 10, 2014 5:03 pm

    ‘ანგელოზების მარკიზა’ და ‘ახალ სამყაროში’ მაქვს წაკითხული და ამ წიგნზე ვგიჟდებიიი.ჩემი აზრით ჟოფრეი და ანჟელიკა საუკეთესო წყვილია.ანჟელიკას ბოლო ნაწილი თუ გაქვთ წაკითხული?იქ მათ ტყუპები ეყოლებათ

Post a Comment

Your email address will not be published.