გალაქტიკაში უმარავი მავნებლობა არსებობს – უკურნებელი დაავადებები, სტიქიური უბედურებები, მავნე ჩვევები, მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: ნანუკა ჟორჟოლიანი_თავისი შოუთი.

19 აპრილის გადაცემას სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა საზიზღრობას. ჩემი ერთი ნათესავი მახსენდებოდა, თავად რომ ამბობდა, ლოთი და უწიგნური ვარო და ეს აღიარება გმირობა ეგონა. ასე დაიწყო  ნანუკამაც:

ასე, ხელაღებით რომ მკითხოთ მე, ჩემი დამოკიდებულება როგორია ასეთი საკითხების მიმართ, ალბათ გეტყვით, რომ საკმაოდ ჯანსაღი პოზიცია მაქვს, მყავს მეგობარი, მეგობრები, რომლებთანაც ვმეგობრობ, რომლებიც არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებთანაც მაქვს ურთიერთობა, რომლებთანაც ვსაუბრობ, ვხუმრობ,  მაგრამ იქვე თუ დამისვამთ კითხვას, რამდენად მინდა, ჩემს შვილებს ჰყავდეთ მხოლოდ მსგავსი ტიპის მეგობრები (სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები) ალბათ მაშინვე დაუფიქრებლად გეტყვით, რომ არ მინდა, ე.ი. ჩემში არის რაღაც ჰომოფობიური, მაგრამ ჩემსა და ბევრ ადამიანს შორის ის სხვაობაა, რომ მე ამას ვაღიარებ, არ ვმალავ და პირდაპირ ვამბობ

სტილი დაცულია.  ნანუკა, შენში რაღაც ჰომოფობიური კი არაა, შენ ხარ ტიპური თვალთმაქცი  ადამიანი, აი, ის შენი მეგობრები რაზე ფიქრობენ (რომლებთანაც საუბრობ და ხუმრობ), ეგაა საკითხავი. ისე, აბა, შენს შვილებს ჰკითხე, მათ თუ უნდათ, რომ მათ შვილებს ნანუკა ჟორჟოლიანის ტიპის ადამიანებთან ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობები (ისაუბრონ და იხუმრონ) – სრული პაკეტით, ცხოვრების წესით და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მგონი ვიცი, რასაც გიპასუხებენ.

თურმე, ნუ იტყვით და გადაცემის ჩაწერამდე კონსულტაცია გაუვლია,  რადგან, ამ ადამიანებს, საქართველოში “ბევრი უფლებების დამცველი ჰყავთ”… საოცარია, პრაქტიკულად დაუჯერებელი. ნანუკა, კონსულტაცია ვინც მოგცა, დაუყოვნებლივ დააჭერინე! (რჩევა)

ნანუკას შევეშვები, დიდი ხანია ვიცი, რომ ყალბი ადამიანია და ეს სიყალბე მისი გადაცემებიდან კარგად ჩანს (მაგალითად “გახდი ჩემი-ანის” პრეზენტაცია, როცა სერიოზული სახეებით შეკრებილმა ექსპერტებმა და საქმეში გარკვეულმა ბიძიებმა და დეიდებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებზე გადაცემა მოამზადებს და ბევრი მათგანი (მათ შორის ბატონი მერი და ქალბატონი წამყვანი) ისეთ სისულელეებს წამოიძახებდნენ ხოლმე, რომ, საერთო ჯამში, არ მგონია, პროექტს სასურველი მიზნისთვის მიეღწია. ბატონ მერს ის არ სცოდია, რომ უნარშეზღუდული არაპოლიტკორექტული ტერმინია და .. მოკლედ, შევეშვათ)

19 აპრილის გადაცემაში მეორე სტიქიური უბედურებაც დაფიქსირდა – ლერი ბექაური, რომელმაც განაცხადა:

არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ შვილი ჰყავდეს მახინჯი რამენაირად. ეს არის ჩვენი სულის სიმახინჯე, ანუ, ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით კაცები, მაგრამ ღვთის წყალობით და ღმერთიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ დაჩაგრულები, რადგან ჩვენ ვართ გეები, მაგრამ მე ვამაყობ, რომ მე ვარ გეი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მე და არ ვთამაშობ როლს!

არ დაიჯეროთ! ალბათ გარემოს აღწერდა და მერე სხვანაირად დაამონტაჟეს, თორემ ვერ დავიჯერებ, რომ დედამიწა ორ რეგვენს ერთად იტევს, მეტისმეტია. (პირველი ლადოა)

აი, ფინალური აკორდი კი ნამდვილად გენიალური იყო:

ლერი: რამდენიმე მიზეზი წარმოშობს ამას (ჰომოსექსუალობას): ეს არის გენეტიკა, ( ანუ ჯანმრთელობას გულისხმობთ ამ შემთხვევაში – ნანუკას ჩართვა LOOL)

ნანუკა: არის თუ არა საფრთხის შემცველი ამ თემის მოდურობა?

ლერი: დღესდღეობით კი

ნანუკა: დიდი მადლობა, უღრმესი დიდი მადლობა ამისთვის! ( ნიშნის მოგებით.)

როგორც იქნა, ნანუკა დარწმუნდა, რომ ჰომოსექსუალობა მიმბაძველობით გადადის ( თვით ლერიმ უთხრა), აწი სინდისი მშვიდად ექნება, თავის სიბნელეს და ჰომოფობიას გამართლება მოუძებნა.

ნანუკა, გილოცავ, შენ შესძელი და საკუთარი თავი წარმოაჩინე როგორც ყველაზე, ყველაზე უინტელექტო ჟურნალისტმა. ამასაც ნიჭი უნდა. გილოცავ, მაია ასათიანი ნამდვილად ვერ ახერხებს, ერთ მონოლოგში ამდენი სისულელე თქვას! ტაშიი

Post a Comment

Your email address will not be published.