ჩემს ყბაში ჩავარდნილი ტრიკლოზანი ‘მოამბეში’

Medicine მეცნიერება სტომატოლოგია

„რა ზიანის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის კბილის საწმენდ საშუალებას“  – გასულ კვირას ამ შეკითხვით მოგვესალმა მოამბეს წამყვანი და ქართულ მედიასაც  საჭორაო თემა მიეცა. ერთი შეხედვით,  გასახარია, როგორც იქნა, ქართული მედია სტომატოლოგიის ნოვაციებით დაინტერესდა, მაგრამ კოვზი ნაცარში მეორე წინადადების მოსმენისთანავე ჩამივარდა:   „მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაცია შიშობს, რომ ქიმიური ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელსაც“ ქოლგეით ტოტალი“ შეიცავს, ჰორმონულ დარღვევებს იწვევს“… გეთანხმებით, საინტერესო ნიუსია, ტელევიზორის წინ მთვლემარე მაყურებელთა უმეტესობა ალბათ ყურებს დაცქვეტდა. მეც ვცქვიტე, მაგრამ  უფრო იმაზე, რომ „მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაცია“  უბრალოდ არ არსებობს.

„ამ  ნივთიერების და ქოლგეითის მავნებლობაზე სტატიას გავლენიანი გამოცემა „დეილი მეილი“ აქვეყნებს“ – აგრძელებს ჟურნალისტი ეკა კოპალიანი. სიუჟეტშივე აღნიშნეს, რომ „ტრიკლოზანი ქოლგეითის მთელ მოცულობაში გამოიყენება და მსოფლიოს სტომატოლოგთა კავშირი შიშობს, რომ ეს კბილის პასტა ჰორმონულ დარღვევებს იწვევს“…

თუმცა, საქმე იმაშია, რომ ტრიკლოზანი ქოლგეითის არა „მთელ მოცულობაში“, არამედ 64 დასახელების კბილის პასტიდან მხოლოდ ერთ, „ქოლგეით ტოტალში“ გამოიყენება.  არც „მსოფლიოს სტომატოლოგთა კავშირი არსებობს“ და არც არავინ  შიშობს, რომ „ქოლგეით ტოტალი“ შესაძლოა ჰორმონულ დარღვევებს იწვევდეს.

„დეილი მეილის“ სტატიაში საუბარი იყო ტრიკლოზანზე, როგორც ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაზე, რომელიც, შესაძლებელია,  ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულს  ხდიდეს.

ჰორმონულ ცვლილებებს რაც შეეხება, „დეილი მეილი“ აცხადებს, რომ, „მოამბეს“ მიერ მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაციად მონათლული FDA ( ა.შ.შ.-ის საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ხარისხის კონტროლის სამმართველო)  შიშობს, რომ ტრიკლოზანი შესაძლოა ჰორმონულ დარღვევებს იწვევდეს. სტატიის ეს ნაწილი ქოლგეითს აღარ უკავშირდება. ქოლგეითში ტრიკლოზანის ხოლოდ 0.3 %-ია და „დეილი მეილივე“ წერს, რომ პასტის ეფექტურობა აჭარბებს შესაძლო რისკს (თუმცა, მხოლოდ ბაქტერიების რეზისტენტობის მატების ალბათობაზეა აქცენტი). აქვე დავსძენ, რომ ტრიკლოზანი გამოიყენება უამრავ სხვა საშუალებაში, მაგალითად ანტიბაქტერიულ საპნებში და მისი მავნეობა დადასტურებული არაა!

„ტრიკლოზანი უკვე ამოღებულია ისეთი კბილის პასტების შემადგენლობიდან, როგორებიცაა აკვაფრეში, სენსოდინი და კორსოდინი“ – სიუჟეტის ბოლო აკორდი. რა დასანანია, რომ არავინ აღმოჩნდა ამხელა ტელევიზიაში, ვინც ეტყოდათ, რომ კორსოდინი კი არა – კორსოდილი და კბილის პასტა კი არა – პირის ღრუს ჰიგიენური სავლები.

თუმცა, სენსოდინში არც ყოფილა და ვერც ამოიღებდნენ, აკვაფრეშის შეფუთვაზე კი დღესაც აწერია: აქტიური ინგრედიენტები – ნატრიუმის ფტორიდი და ტრიკლოზანი

გაგრძელება ნეტგაზეთზე

ვისაც ძალიან გინდათ პოსტის დაშეარება, გამოიყენეთ ეს ლინკი: http://zur.ge/?p=1037

ვინაიდან, ფეისბუქის და ვორდპრესის მამები ჩემს ბლოგს აღარ სწყალობენ ))

Post a Comment

Your email address will not be published.