2010 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება
27.10.10 /20:00
Christian Scott – აღიარებული მესაყვირე, ნოვატორი, რომელმაც ჰიპ-ჰოპის და ჯაზის სინთეზი იმდენად უმტკივნეულოდ მოახდინა, რომ არც რეპის მოყვარულები გაანაწყენა და არც ტრადიციული ჯაზის დამცველები.ის არც თუ სახარბიელო სოციალური გარემო, რომელშიც იზრდებოდა, მისი პიროვნების და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენდა. შედეგად მივიღეთ დიდი ნოვაცია ჯაზში, ალბომი Anthem, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს ხელში საყვირი ააღებინა. კრისტიან სკოტი თბილისის ჯაზ-ფესტივალს გახსნის.
Matt Stevens – Guitar
Jamire Williams – Drums
Kris Funn – Bass
Milton Fletcher – Piano
McCOY TYNER QUARTET featuring GARY BARTZ
“მაქქოი თაინერის როიალზე დაკვრის ბლუზზე დაფუძნებული სტილი, აღსავსე რთული აკორდებითა და ფეთქებადი პერკუსიული მარცხენათი, გასცდა ტრადიციულ სტილებს და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხმა იმპროვიზაციულ მუსიკაში” – ვკითხულობთ მის ბიოგრაფიაში…
დიახ, ის 50-იანი წლების ჯაზის და R’n’B-ს ვარსკვლავია. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მასთან ერთად იქნებიან:
McCoy Tyner – piano
Gerald Cannon – bass
Eric Kamau-Gravatt – drums
special guest Gary Bartz – sax
28.10.10/20:00
DIANNE REEVES “Strings Attached” featuring RUSSELL MALONE AND ROMERO LUBAMBO
“ქალბატონი დაიანა რივზი საოცრად ნიჭიერია, ის თავის საქმის პროფესიონალია და ეს ალბომი ყველაზე საუკეთესო საახლაწლო ალბომია რაც როდესმე მომისმენია” – წერდა The New York Times-ის კრიტიკოსი დიანა რივზის საახალწლო ალბომ “Christmas Time Is Here-ის” შესახებ 2004 წელს.
მაგრამ დიანას ნიჭიერებაზე საუბარი დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2001 წელს საბოლოოდ მოიხსნა, როცა ალბომისთვის “In The Moment” პირველი გრემი მიიღო.
მეორე გრემი 2002 წელს ალბომისთვის “The Calling” დაიმსახურა.
დიანა თანამშრომლობდა უინტონ მარსალესთან და ლინკო ცენტრ ჯაზ ორკესტრთან, მისი პროდიუსერებიდან კი Arif Mardin-ს აღვნიშვან, რომელიც ნორა ჯონსთან და არეტა ფრანკლინთანაც თანამშრომლობდა..
თუმცა, სურპრიზები ჯერ კიდევ წინაა. დიანა კინემატოგრაფიითაა გატაცებული. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ჯორჯ კლუნის ოსკარის ნომინანტ ფილმში Good Night and Good Luck, სერიალში “Sex and The City” და ა.შ.
დიანამ პირველი სოლო ალბომი “When You Know” მხოლოდ 2008 წელს გამოუშვა.
Line Up:
DIANNE REEVES – vocal
RUSSELL MALONE – guitar
ROMERO LUBAMBO – guitar
28 ოქტომბრის მეორე ვარსკვლავი განუმეორებელი ჯო სემპლი და ჯაზის ჯვაროსნები არიან
THE JAZZ CRUSADERS featuring JOE SAMPLE, WAYNE HENDERSON
იხილეთ ჩემი “მოთხრობა” ჯოს შესახებ “ჯო და ოცნების თავგადასავალი”
ამ დღეს განსაკუთრებულად ველოდები.
გაგრძელება იქნება..
მანამდე კი მოკლე ანონსი:
29.10.10/20:00
- THE SYNDICATE “Tribut to Joe Zawinul” (F/BRA/SEN/CI)
- RACHELLE FERRELL (USA)
30.10.10/20:00
- L’IMAGE featuring Mike Mainieri, David Spinozza Warren Bernhardt,Tony Levin, Steve Gadd (USA)
- THE “ORIGINAL” BLUES BROTHERS BAND “30TH Anniversary of the Blues Brothers movie” (USA)
27 ოქტომბერი, 23:30 – Tbilisi Event Hall
28-30 ოქტომბერი, 23:30 – Tbilisi Event Hall
30 ოქტომბერი, 23:30 – Tbilisi Event Hall
დასწრების ღირებულება
ბალკონი – 30 – 50 ლარი
პარტერი – 100 ლარი
აბონიმენტი – 350 ლარი
American Express-ის ბარათით ბილეთის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ექსკლუზიური ფასი!