განსაკუთრებული არაფერი. ალბათ ვერ დაგინახავთ. თუ დაგინახავთ – ვერ გიცნობთ.
ადამაიანებს მხოლოდ იმ გარემოში ვცნობ, სადაც ვინმე მეგულება.
ბლოგერებს ბლოგერების შეხვედრაზე.
ექიმებს – კლინიკებში და კონფერენციებზე.
ქუჩაში მოსიარულე… მმ.. მამაჩემიც უცხო სახე იქნება, ალბათ.
ისე, ახლა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი ქუჩაში არასდროს მინახავს, აი, ასე, მოსიარულე O_o
ეგ მე..
და თქვენ რომ მიცნოთ..
ყოველთვის რაღაცნაირად მაცვია..
არ ვიცი როგორ, მაგრამ მაშინაც კი, როცა ვცდილობ, ყველაზე კონსერვატიულად გამოვიყურებოდე, ჩემი ნათესავების რისხვას ვერ ვიცდენ.
რა გასაკვირია..
ორი დღის წინ საყიდლებზე გავეშურე…
გადაწყვეტილება მიღებულია, უნდა ვიყიდო კლასიკური შარვალი, ჰალსტუხი, შავი, საზიზღრობა კლასიკური ფეხსაცმელი და პერანგი.
მთელი დღე ვიარე და სახლში უზარმაზარკუბიკებიანი შარვლით, კედებით და პერანგით დავბრუნდი, რომელსაც ჰალსტუხი ახატია. ამ ამბავს განვიცდი :S
იმას ვამბობდი, რომ, თუ ძალიან გაგიმართლებთ, სწორედ ზემოთხსენებულის მსგავს ტანსაცმელში მნახავთ, თუ არადა შორტები, კედები და ცხოველებიანი მაისური მაცვია გაზაფხულიდან პირველ თოვლამდე.
ყოველთვის ყველაფერი მაცვია მწვანე, მუქი მწვანე, ღია მწვანე, საშუალოდ მწვანე, მომწვანო, მწვანეში გარდამავალი და ა.შ. პლუს ყვითელი (რატომღაც)
თმები სულ სამარცხვინოდ მაქვს აწეწილი. ჩემი ბრალი არაა, თმა სიმფსონებივით ცისკენ მაქვს აზიდული, კი არ მეზრდება, ამას აზრდა ჰქვია :S ისე, ამასწინათ ერთი არსება ჩემს ოთახში სავარცხელს ეძებდა და ჩემს გადაბჟირებას საზღვარი არ ჰქონდა.
თუ მაინც მიცანით, კარგი იქნება, თუ გამეცნობით ან მომესალმებით, მაგრამ ამის მოხერხებას განსაკუთრებული ტექნიკა სჭირდება.
აუცილებლად წინ უნდა დამიდგეთ, ჩემი ყურთსაცვამებიდან მუდმივად იმხელა ხმაზე ისმის რაღაცები, რომ ყურშიც რომ ჩამძახოთ, მაინც ვერ გავიგონებ.
და მთავარი დეტალი, რითაც ნამდვილად მიხვდებით, რომ მე ვარ.
ნოკიას ის ზარი ხო იცით? ნოსტალგია ჰქვია. ქალაქის ძველი ტელეფონების ზარი რომ აქვს.
მოკლედ, ეგ მაქვს ზარად. მაგრამ პლეერის წყალობით არასდროს მესმის როდის რეკავს და ვიბრაციას რატომღაც ვერ ვგრძნობ O_o ჩემი ტელეფონი კი გამუდმებით რეკავს..
დავდივარ ქუჩაში, ეს ზარი გაჰკივის, მე არ მესმის..
ხალხის გამწარებული მზერით ვხვდები ხოლმე რაც ხდება.
სულ ესაა
ესეც ჩემი ძვირფასი ფოტო (გადაღებულია 2006 თუ 2007 წელს), გადმოწერეთ და ყოველ ოთხშაბათს, დილის 7-დან რვის 20 წუთამდე თვალს ჩაგიკრავთ ხოლმე.