1890 წელი. გაზაფხული. ანერვიულებული ლიზა ოთახში ბოლთას სცემს. შეიძლება ვანო მოვიდეს. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ხალისიანი, მხიარული შეძახილებით შემოვა… მაგრამ უწინდებურად ვეღარაფერი იქნება. ერთია სიყვარული და მეორე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თავისუფლება კი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა, შვილი ნამდვილად არ ენდომება. ოჯახი მეტისმეტად მძიმე ტვირთია. მეორე მხარეს ნათესავები – ნამდვილად არავინ აპატიებს… […]