ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს. სტუდენტობისას, ერთ, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ საღამოს, მეგობარი მესტუმრა. უცნაურად იყო აჟიტირებული და ჩემთვის გაუგებარ ისტორიებს მიყვებოდა ვიღაც ქალზე, რომელის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და ამდენი წლის შემდეგაც კი, ლექტორები, ერთს ლექციის მიმდინარეობისას ჰყვებიან, მეორეს კი – სტუდენტებთან მეგობრულ საუბრებში. უცნაური ამბავი იყო, თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ […]
გაზეთ “ბათუმელების” 34-ე ( 406-ე) ნომერში ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის სტატია ” ეროტიკული პოეზიის უცნობი ავტორი” დაიბეჭდა. სტატიას პატარა ინტერვიუც ახლავს, სადაც ტიციან ტაბიძის მიერ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი გამოგზავნილ იმ ორ წერილზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ. 1916 – 1917 წლებში ტიციანი ვალერიანს, მოსკოვიდან ორ წერილს უგზავნის, […]
…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში. წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას. ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას. დრო ჰქმნის ბელადებს. მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო. იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში. შეუძლებელია. გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი. საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას […]
„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
1890 წელი. გაზაფხული. ანერვიულებული ლიზა ოთახში ბოლთას სცემს. შეიძლება ვანო მოვიდეს. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ხალისიანი, მხიარული შეძახილებით შემოვა… მაგრამ უწინდებურად ვეღარაფერი იქნება. ერთია სიყვარული და მეორე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თავისუფლება კი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა, შვილი ნამდვილად არ ენდომება. ოჯახი მეტისმეტად მძიმე ტვირთია. მეორე მხარეს ნათესავები – ნამდვილად არავინ აპატიებს… […]
მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა. ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება. სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა. მეორე დილით გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც. ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის საუზმე მიერთმია. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]
(ელენე დარიანის ჯერ დაუბეჭდავი ლექსი) ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი, ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის, და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი, ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს. ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ, და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს… ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო, ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს. […]
1890 წელი გაზაფხული… ” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა, ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა… ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო […]
პაოლო იაშვილი, ელენე დარიანი, ელენე ბაქრაძე.. დღემდე გაურკვეველია, ვინაა დარიანული ლექსების ავტორი. ამ პოსტში ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა პირად არქივებში დაცული მასალით “შეკოწიწებულ” ერთ ლამაზ ისტორიას გთავაზობთ.. მაშ ასე, როგორ იწერებოდა აკრძალული ლექსები… როგორ შეიქმნა “პირამიდებში”, ვინ იყო ელენე ბაქრაძე, რა ურთიერთობა ჰქონდა პაოლო იაშვილთან და როგორ ცხოვრობდნენ ცისფერყანწელები… 1912 წელი… ზაფხული… საჩხერის მახლობლად, ლესევში… […]