სამხრეთელები უფრო სწრაფად მწიფდებიან სქესობრივად, ჩრდილოელები – უფრო გვიან.
სქესი არის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება გამრავლებას.
XY ქრომოსომა-მამრობითი გენოტიპი
XX ქრომოსომა- მდედრობითი გენოტიპი
300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სქესი არ იყო…
ყველა ცხოველი მრავლდებოდა პართენოგენეზის (ქალწულებრივი გამრავლება) გზით;
შთამომავლობა კი მშობლის სრული ასლი იყო.
პართენოგენეზი

დღესდღეობით არსებობს შემდეგი სახეები:
1. არენოტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მამრობითის სქესის შთამომავლობა (ფუტკრები, ტკიპები, ზოგიერთი სახეობის ინდაური)
2. ტელიტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მდედრობითი სქესის შთამომავლობა (ზოგიერთი პეპლები, კიბოსნაირები, ხვლიკები)
3. დეიტეროტოკია
გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება ორივე სქესის შთამომავლობა
მწერები (პეპლები) კიბოსნაირები (დაფნია)
სქესის ტრანსფორმაცია
სქესი და ტემპერატურა
მოლუსკი მიდია, რომელიც ბევრ ცვენგანს ასე ძალიან გვიყვარს, წყლის ტემპერატურის შესაბამისად, პერიოდულად იცვლის სქესს.
20-22 გრადუსზე მამრი მიდიები წელიწადში ერთხელ მდედრებად “გადაიქცევიან”, 14-16 გრადუსზე კი 3-4 წელიწადში ერთხელ
არსებობს კიდევ ერთი მოლუსკი, სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ..
გამრავლების მეტად საინტერესო ფორმა აქვს..
მოვიდა გამრავლების დრო…
მდედრები და მამრები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ. მამრს მოსძვრება სასქესო ორგანო (

)… მამრი წავა თავის გზაზე. სასქესო ორგანო კი მიტოვებული და მიგდებული ტივტივებს..
გამოჩნდება მდედრი და ეცემა მოტივტივე ფალოსს. მიიერთებს და განაყოფიერდება. მალევე ახალ თაობას მოგვცემს და რა ხდება?
მამრი, რომელიც დასაჭურისდა, ხდება მდედრი, მდედრი კი, რომელიც ხამივით ეცა მოტივტივე ფალოსს, მიიხორცებს მას და ხდება მამრი. სქესთა მიმოცვლა…
32 დან 33 Сº -მდე ტემპერატურის პირობებში იჩეკებიან მამრობითი სქესის ნიანგები, 31-ზე უფრო დაბალი ან მაღალი ტემპერეატურის პირობებში – მდედრი.
ბუდეში (ფსკერზე და ზედაპირზე) სხვადასხვა ტემპერატური გამო ნაშიერების ნაწილი მამრია, ნაწილი -მდედრი.
სქესი და დედის ჰორმონული ფონი
ავიღოთ საქათმე..

ცხოვრობს 10 ვნებიანი დედალი და ერთი დონ-ჟუანი მამალი.
უბედური შემთხვევის შედეგად მამალი ჩემს კუჭში აღმოჩნდა..
რა ხდება?
დაქვრივდა 10 ქალი. კაცი უნდათ, ბუნებრივია…
ათივე დედალში იწყება მამრობითი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება და თუ რომელიმე მამლად არ გადაიქცევა, მაშინ…
ყველა კვერცხიდან, უმამროდ განაყოფიერებულიდან, მამრები გამოიჩეკებიან.
ბალანსი აღდგება.
ანალოგიური ახასიათებსთ სხვა ფრინველებსაც, მაგალითად ბეღურებს.
ჰერმაფროდიტული ფორმები
მცენარეების უმრავლესობა, ბევრი უმარტივესი (ჭია, კიბოსნაირი, მწერი, მოლუსკი და სხვა.)
იშვიათად უმაღლესი ხერხემლიანები
სქესის ქრომოსომული ინვერსია
ახასიათებს ძუძუმწოვრების 17 სახეობას. . .
20 000 მამაკაციდან 1 მამაკაცი ხასიათდება XX გენოტიპით (სტერილურია)
სქესობრივი დიფერენციაცია და გეომაგნიტური ველი
თუ სიმინდის ჩანასახი ორიენტირებულია ჩრდილოეთისკენ, მიღებული თაობის 80% მდედრია. თუ სამხრეთისკენაა ორიენტირებული, 80% მდედრია.
…
ყოველ 500 წელიწადში დედამიწაზე მკვეთრად მატულობს სქესის შუალედური ფორმები. ამ მოვლენებს თან ახლავს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ძვრები..
300 მილიონი წლის წინ Y ქრომოსომა არ არსებობდა.
ცხოვლთა უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ X – და სომატური ქრომოსომები. სქესს განსაღვრავდა ტემპერატურა, დღის (განათების) ხანგრძლივობა, დედის ჰორმონული ფონი და სხვა.
X (სომატური) ქრომოსომებს შორის მიმდინარეობდა გენების მიმოცვლა (კროსინგოვერი).
გენთა დრეიფის პროცესში ერთ-ერთ X ქრომოსომაში დაიწყო გენების აბერაცია, დაკარგვა და წარმოიქმნა Y ქრომოსომა.
ზოგიერთ ცხოველში დაიკარგა Y ქრომოსომა (მაგალითად მღრნელებში). დაკარგული Y ქრომოსომის ფუნქცია აიღო X (სასქესო) ქრომოსომამ.
ევოლუციის ადრეულ საფეხურზე X და Y ქრომოსომებში გენთა რაოდენობა მცირედ განსხვავდებოდა.
ორივე ქრომოსომა 1100-დან 2000 გენს შეიცავდა და მათ შორის აქტიურად მიმდინარეობდა გენთა “დრეიფი”.

როცა ერთი Х ქრომოსომა Y ქრომოსომად გადაიქცა, წარმოიქმნა “ქრომოსომული მდედრი”- XX და ”ქრომოსომული მამრი” – XY.
ეს იყო ევოლუციური ნახტომი:
უსქესო გამრავლების დროს გენომი თითქმის არ იცვლებოდა ან იცვლებოდა ძალიან ნელა;
შთამომავლობა იღებდა მხოლოდ იმ მუტაციას, რომელიც მის უშუალო წინაპარს – მშობელს ქონდა. ”კლონური ტიპის” გამრავლება.
“სქესობრივმა” ფორმებმა დედამიწიდან განდევნეს “უსქესო” ფორმები.
სქესობრივი გამრავლების დროს ხდება გენების უწყვეტი რეკომბინაცია. გენების ერთი ნაწილი გადაეცემა დედისგან, მეორე ნაწილი – მამისგან. მუტაციებიც შესაბამისად ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება.
ამრიგად, სქესობრივი გამრავლების შედეგად, ყოველი შემდგომი თაობა იყო უფრო მრავალფეროვანი, რაც ახალი, უფრო დახვეწილი, “გარემოზე მორგებული”, ძლიერი ინდივიდების გაჩენის პირობებს ქმნიდა.
Y ქრომოსომა “ქრება”…
დღეისათვის ადამიანის Y ქრომოსომაში 1100 გენიდან 200 გენია დარჩენილი.
80 – 130 მილიონი წლის წინ X და Y ქრომოსომებს შორის გენთა მიმოცვლა შეწყდა.
Y ქრომოსომამ “დამოუკიდებლად” განაგრძო ცვლილება, რაც, როგორც სასიკეთო მუტაციების, ასევე Y ქრომოსომიდან გენების დაკარგვის გაძლიერებაში გამოიხატა.
“გენეტიკური ევა” და “გენეტიკურ ადამი”
ახლა მიხვდებით, რა შუაში იყო ეს პოსტი: აჯანყება ედემში

“გენეტიკური ევა” – კაცობრიობის მიტოქონდრიული დნმ-ს “პირველწყაროა”.
”გენეტიკური ევა” 143 000 წლის წინ ცხოვრობდა და ყველა ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ს პირველად ვერსიას ფლობდა.
მიტოქონდრიული დნმ დედიდან ქალიშვილს გადაეცემა და უჯრედის “ენერგეტიკული პოტენციის” გენეტიკური კოდია.
59 000 წლის წინ გაჩნდა “გენეტიკური ადამი”
ანუ “გენეტიკური ევა” 84 000 წლით უფროსია “გენეტიკურ ადამზე”!
ჰმმ..
თუ ჯერ ადამი იყო და შემდეგ ევა..
თუ ემბრიონი განვითარების სწორედ ამ გზას გადის, მაშინ რა ხდება?
ანალიზი? არც იფიქროთ.
ანუ 143 000 წლის წინ “ადამიანის” მიტოქონდრიულ დნმ-ში მოხდა ისეთი სასიკეთო მუტაცია, რომელმაც ანთროპოგენეზი ახალ საფეხურზე გადაიყვანა.
ამ მუტაციის მქონე ადამიანებმა “აჯობეს” სხვებს. . .და შთამომავლობას მიტოქონდრიული დნმ-ს გაუმჯობესებული ვერსია გადასცეს.
Y ქრომოსომაში მსგავსი სასიკეთო მუტაცია მოხდა 84 000 წლის დაგვიანებით.
DAZ გენთა კომპლექსი
“turbo-charged sperm producer”
ალბათ გსმენიათ, “მამაკაცური ტვინი”, “კაცური აზროვნება”, უამრავი ისტორია მამაკაცის ტვინის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე…
21-ე საუკუნეში ეს საკითხი ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და სულ ტყუილად, ეს მართლაც ასეა და ამას ბიოლოგიური საფუძველი აქვს. “დამნაშავე DAZ გენთა კომპლექსია. ვნახოთ რა ხდება:
SR გენი, რომელიც მამრობითი სასქესო ორგანოების განვითარების მართავს და სპერმატოგენეზის პროცესს არეგულირებს.
PCDHY გენები, რომლებიც თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნეირონების გარსის ცილებს აკოდირებენ.
…
DAZ გენთა კომპლექსი….
აქ მოთავსებულია SR გენი…
DAZ ეს არის ტრასპოზონი – მხტუნავი გენების კომპლექსი, რომელიც 20-40 მილიონი წლის წინად “ესტუმრა” Y ქრომოსომას.
სადან?
- X ქრომოსომიდან!
ვიცი, რომ საინტერესოა.. :))))
DAZ გენთა კომპლექსი – Y ქრომოსომაში მხოლოდ ადამიანში (!) გვხვდება.
3 მილიონი წლის წინ მან მუტაცია განიცადა. . .
ამ პერიოდს ემთხვევა ადამიანის –ჰომინიდების თავის ტვინის ზომის მატება და პირველი შრომის იარაღების შექმნა.
120-200 000 წლის წინ მოხდა ამ გენების შემდეგი მუტაცია. . .
ამ პერიოდს ემთხვევა მეტყველების და სიმბოლოების საშუალებით ინფორმაციის გადაცემის უნარის გაჩენა.
ამრიგად: X ქრომოსომიდან Y ქრომოსომამდე გზა ასეთია:
1) 300 მილიონი წლის წინ…
Y ქრომოსომა არ არსებობდა:.
2)80 – 130 მილიონი წლის წინ X და Y ქრომოსომებს შორის გენთა მიმოცვლა (კროსინგოვერი) შეწყდა:
3) 20-40 მილიონი წლის წინ DAZ გენი X ქრომოსომიდან Y ქრომოსომაში “გადავიდა”
4) 3 მილიონი წლის წინ მოხდა DAZ (ტრანსპოზონი) გენის პირველი მუტაცია: გაჩნდა შრომის იარაღები. . .
5) 143 000 წლის წინ “ადამიანის” მიტოქონდრიულ დნმ-ში მოხდა სასიკეთო მუტაცია.
6) 120 000 წლის წინ მოხდა DAZ გენების მეორე მუტაცია. . .
ადამიანმა დაიწყო მეტყველება, გამოჩნდა პირველი სიმბოლოები.
7) 59 000 წლის წინ – Y ქრომოსომაში არსებული DAZ გენების მესამე სასიკეთო მუტაცია:
გაჩნდა მითოგენური და საგნობრივი აზროვნების ჩანასახი. . .
ამრიგად, ქრომოსომული, ფენოტიპური და ფსიქოლოგიური ადამი და ევა.
ესაა კულტურის და ცივილიზაციის დასაწყისი
ქცევის მოდელი, ხასიათი და ყველა დაავადება სქესობრივად არის დიფერენცირებული. ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ქცევის მოდელი თავის ტვინის სქესობრივი დიფერენციაციის შედეგია
! დიფერენციაცია არასოდეს არ არის მკაცრად პოლარული!!!
ქალის, მამაკაცის და ჰომოსექსუალის ტვინი სხვადასხვა “შენებისაა”:
მუტაცია ► შემეცნეაბა ► საკუთარი რაობის აღქმა ► “ეგო-მე” ► გრძნობების ევოლუცია
და მაინც, საიდით მიდის სქესის ევოლუცია? კიდევ ერთხელ გადაითხეთ პოსტი და მიხვდებით.
Tagged as:
დეა ყოლბაია,
სქესი
{ 30 comments… read them below or add one }
ახლა იცი რა მაგახსენდა?! სერიალებში შვილები ყოველთვის დედების ან მამების ახალგაზრდობის იდენტურები რომ არიან ხოლმე, ეტყობა მანდ ჯერ კიდევ პარტომეგენეზია :DDDD
ხო პოსტზე რა აზრის ვარ ისედაც ხო იცი :***
ჟურნალი “თბილისელები” ხარ რა
სათაურმა გადმომიტყუა ამ ლინკზე და აქ კიდევ, ქრომოსომები დამხვდა…
შენ თვითონ ხარ ეგ
სქესზე ქრომოსომებით უნდა ისაუბრო, აბა როგორ
მარა სხვა დროს უფრო კონკრეტულად და სოციალური მხრიდანაც დავწერ :ყეს:
მართალია ნახევარი ვერ გავიგე ჩემთვის გაურკვეველ ტერმინოლოგიებს შეიცავდა ( სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილებში 3იანების გამო ალბათ) თუმცა ჰომოსექსუალის ტვინი ჰეტეროსექსუალისგან თუ განსხვავდებოდა არ ვიცოდი….
გაბო, ეგ არც მე ვიცოდი, მაგ საკითხს უნდა ჩავუღრმავდე
და ბისექსუალებზე რა ხდებაო? :))
ძალიან საინტერესოა
ძალიან საინტერესოა,
მთლიანად ეჭვქვეშ დააყენა ჩემს მიერ წლების წინ ნასწავლი გენეტიკა და სქესის ფორმირება
ქათმებზე გავოგნდი, ხუმრობ თუ მართლა მასეა? გაუნაყოფიერებლად ჩასახული წიწილა არსებობს? რა, ქათმებმა ის შეძლეს, რაზეც მთელი ფემინისტები ამდენი ხანია ოცნებობენ?
მოლუსკების სქესთა ცვლაზე აღარაფერს ვამბობ, ეს უკვე პრიკოლებშია შესატანი
katiee, ანუ, დედლებში იმდენად იმატებს მამრობითო ჰორმონების კონცენტრაცია, რომ ასეთ სურათს ვიღებთ. მაშ
ანუ, ეს რეალურად გაუნაყოფიერებელი არაა. თან მანდ ის უფრო საინტერესოა, სულ მამლები რომ იჩეკებიან
მარა მე ფემინისტებს კი არა, კაცის ხამებს დავარქმევდი მაგათ, რას არ შვებიან, რომ კაცი იშოვონ
ანუ, რეალურად, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მამალი არაა და შთამომავლობა მაინც ჰყავდეთ. არა, კაცი არაა და კაცი უნდათ და კაცს შოულობენ
ნუ, კაცი რატომ უნდათ, ეს სხვა საკითხია
მოლუსკები მართლა კაიფია
მარი, მაგ საკითხით შეკიტხვა რომ დასვი, მერე დავინტერესდი
მმმ.. გავარკვევ
მინდოდა მეკითხა: აქ მოყვანილი თეორიის მიხედვით თუ შეიძლება რომ ივარაუდოს კაცმა რა ბედი ეწევა Y ქრომოსომას?
ჰუჰ, გამოსწორდა კომენტარების სისტემა. ხო, მოკლედ, ამ პოსტის მერე, მამაკაცურ შესაძლებლობებზე წარმოდგენა შემეცვალა… :დ
კი, ვარაუდები შეიძლება, მაგრამ, ყველას თავისი მოსაზრება ექნება, ალბათ
და, უნიკო, რატომ, კაცო
მადლობა აღასპერ, რაღაც საკითხებში დამეხმარება ეს პოსტი და როგორც ჩანს, აგრძელებ ძიებას და იმედია გაგვიზიარებ ხოლმე შენს კვლევას.
ანუ პოსტის ბოლო კითხვას ასეთი პასუხი გაეცემა: რამდენიმე საუკუნეში ადამიანებს სქესი აღარ ექნებათ, რადგან Y ქრომოსომა აღარ იქნება. ეს მასალა ვიკიპედიაზე დაყრდნობით თარგმნე?
არა, როდრიგო, ეს მასალა გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდანაა შეგროვებული
ძალიან კარგი
მთლა უკეთესი
huh, :დ ესე იგი სწორად მივსულვარ დასკვნამდე.
ოკ, რატომღაც არ მაშინებს იგრექ ქრომოსომის გაქრობა. იქნებ აქაც ქათმების ვარიანტია? გაქრება “მამალი”, ცოტა ხნის მერე ისევ გა[მო]ჩნდება და ასე, უსასრულოდ…
***
რატომ? იმიტომ, რომ ეს ეგრეთ წოდებული “გენეტიკური ევა”, გნებავს იქს ქრომოსომა, მარადიულია :დ :დ :დ
ეგ მხტუნავი გენების კომპლექსი იქსიდან ეწვია ხო :დ , ბოლოს ეგ იგრეკიც გაქრება და დარჩება ისევ იქსი.
პ.ს. ზოგადად, თორემ კონკრეტულად არავის ვერჩი
უნიკო, შეიძლება ისეც მოხდეს, როგორც ვირთხებშია.
ან ისე, როგორც ადრე იყო. რა ვიცი, რა ვიცი
1. შენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ვარ. ბლოგო სფეროში ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბლოგერი ხარ.
2. ძალიან საინტერესო პოსტია, კი არადა პოსტების სერია, მაგრამ, ამ უკანასკნელს თითქოს რაღაც აკლია.. ბოლოსკენ ჩქარა მიამთავრე თითქოს. იმედია მოყვება კიდევ იგივე თემატიკის პოსტი ამას, უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი. დაველოდები
Goddess, დიდი მადლობა
პოსტების ბოლო ნაწილები მომავალი პოსტის ანონსივითაა ხოლმე, რაღაც ჩვევასავით ჩამომიყალიბდა :))
კი მარა, როგორ ახსნით იმას რომ ბუნებამ ევოლიუციამ საჭიროდ ჩათვალა Y ქრომოსომის გაჩენა ევოლუციის და განვითარების დასაჩქარებლად, და ეხლა თქვენი თუ მეცნიერების ვარაუდით რამდენიმე საუკუნეში Y ქრომოსომა საერთოდ გაქრება, ანუ კაცობრიობას განვითარება აღარ სჭირდება, ევოლუცია შეჩერდება და დავიწყებბთ ერთ ადგილზე ტკებნას???
mastercard, არა, ასე არაა. ზემოთმოყვანილი ფრინველების, ცხოველების და უმარტივესების გამალითზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევოლუცია, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე : )
fantastic
:))))
?????? ?????????? ?????? ???????
???? ??? ????????????, ????? ??????????? ????? ??? “???????? ???????” ???? ?? ????? ????????
????? ??????? ???????? ??? ?????????? ? ??? ??? ????? ?????? (c) ???????
?? ????, ?? ????
?? ????
??? ???? ??????? ?? ???????????
?? ?????????? ?????????
??????????? ??? )) ???? ????? ??????, ???? ???? ?????????? ))
????????????? ????????? ???? ???, ????? ))) ??? ?????? ???????????? ????? ?????????, (????? ?? ???????????, ???????????? ???????). ??????? ???? ?????? ????????? ???????? ??????. ??????? ??? ?????????????, ??????? ??????????? ??????????. ???-??? ????? ???????? ‘??????? ???????’, ???????, ????????, ?????? ???? ????. ????? ????????? ???????? ?? ???????? ??? ??????, ???????? ???????? ??????, ?????, ??? “?????????? ??????????????” ?? ?????????? ???????? ??????????? (?????? 6-?? ???????) ????????????? ?????????. ????????? ????? ?? ???????? ?????. ?? ??? ????????? ?????? ??? ?????. ???? ??? ???????, ?? ???? ??????? ?????????, ???? ????? ?? ???????? ?????????? ?????????? ?????????? ))))
?????????? ??????? ????????? ???????? ????????? ??????
????????? – ????? – ?????????? – ??????? ?? ???? ?????
?? ???? ??? ??????? ??????? ??? ????? ?????? ????? ?? ??? ???????? ????????
“???? ??? ???????, ?? ???? ??????? ??????????, ???? ????? ?? ???????? ?????????? ?????????? ??????????”
???? – ?????? ??????? ???? ??? ???? ??????
?.?. ????, ????? ??? ??????? ????, ?????????? ??????? ????? ??? ????? ??? ???????
?.?.?. ?? ????? ??????? ??????, ??? ???-???? ????????? ??????? ?? ??????????
???????, ??????? ?????? )))
?????????? ?????????? : )
?? ?.?.?.-????? ????????