დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ).

ახლავე გაიგებთ..

ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ.

მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა.

ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი,  მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ მონრო. იტალიური სამზარეულო და ადამიანები” – ამბობს მერი.

ბობის ცხოვრებაზე მისი პირადი დღიური გვიამბობს.

ბობი მოსიყვარულე და ბედნიერ ოჯახში  უზრუნველად იზრდებოდა მანამ, სანამ არ გაანობიერა, რომ არ ჰგავს თავის ძმას, სპორტსმენს და გოგონების გულთამპყრობელს. მის ცხოვრებაშიც იყვნენ მეგობარი გოგონები, მაგრამ  ნაკლებად აინტერესებდა. ბობი მიხვდა, რომ გეი იყო.  აწორედ ამ მომენტიდან მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რთული და ტკივილით სავსე. მას ასწავლეს, რომ ეს იყო დიდი ცოდვა, რის გამოც აუცილებლად დაისჯებოდა. შეხედულებებმა, სტერეიტიპებმა და დედის დამოკიდებულებამ მისი ცხოვრება ტრაგედიისკენ წაიყვანა.

„ჰომოსექსუალიზმი გარყვნილებაა. გარყვნილები ჯოჯოხეთში ხვდებიან.  ასეთი არავის ვუნდივარ, არც ღმერთს, ხანდახან მგონია, რომ ვქრები..“ – წერდა ბობი.

მერი იხსენებს, რომ როცა ის კალიფორნიაში Walnut Creek-ის ეკლესიაში მოძღვრისა და მრევლისგან ისმენდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება, გახრწნილება და ამორალობა, მან თქვა „ამინ“.

პირველი შოკი მერიმ მაშინ განიცადა, როცა ბობიმ მას თავისი მეგობარი გოგონა გააცნო. გოგონას კი ლესბოსური წარსული აღმოაჩნდა. „არ შეგიძლია, გიყვარდეს ღმერთი და თან გეი იყო“ – უთხრა მერიმ ბობის…

ერთხელაც ბობიმ თავისი საიდუმლო ძმას გაანდო. სთხოვა, არავისთვის ეთქვა. საიდუმლო ორი წლის შემდეგ გამჟღავნდა. ძმამ გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ ოჯახის სხვა წევრებსაც უნდა სცოდნოდათ. იმ დღეს ოჯახის ყველა წევრი ღამის 4 საათამდე იჯდა და ტიროდა.

ყველა შეთანხმდა, რომ ბობი ავად იყო  და მკურნალობა ესაჭიროებოდა. მას ლოცვები და ბიბლია განკურნავდა.  ‘სამუდამო განსაცდელისგან’ მისი ხსნა მხოლოდ ასე ესახებოდათ.  მოძღვართან მიიყვანეს. მოძღვარმა ბევრი ლოცვა და მამასთან მეტი დროის გატარება ურჩია. რეცეპტი არასწორი გამოდგა. ბობის დღიურიდან ვარკვევთ, რომ არაფერი იცვლებოდა.

„ღმერთო, ასე რატომ მომექეცი? ჯოჯოხეთში მოვხვდები?  ცხოვრება სასტიკი და უსამართოლოა“ – წერდა ბობი;

ბობი 20 წლის შესრულდა. დეპრესია უფრო და უფრო ღრავდებოდა.  მდგომარეობის შესამსუბუქებლად  მისი  ორეგინში, კალიფორნიაში  გადაყვანა  გადაწყვიტეს, სადაც თავის ბიძაშვილთან იცხოვრებდა.  მოხუცთა თავშესაფარში ექთნად მუშაობა დაიწყო..

ისევ არაფერი შეცვლილა. ბობის დღიურებში უკვე ღმერთის მიმართ საყვედურები და წყევლა იკითხება.

მას უფრო და უფრო უმძაფრდებოდა სირცხვილის გძნობა თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. „ჩემი ხმა არის პატარა, გაუგებარი, შეუმჩნეველი და დაწყევლილი“.

მერი ფიქრობდა, რომ ბობი საკმარისად არ ლოცულობდა, გამუდმებით ერთსა და იმავეს უჩიჩინებდა…

ბობი და მერი

1983 წელს, პარასკევ დღეს, ბობის ბიძაშვილს ის განსაკუთრებულად მოწყენილი მოეჩვენა. იმ საღამოს ღამის კლუბშიც წაიყვანა, მაგრამ…

საავტომობილო ტრასაზე გადებული ხიდიდან ვიღაც გადმოხტა და პირდაპირ სატვირტო ავტომობილს შეუვარდა. შემდგომი იდენტიფიკაციით ბობი გრიფიტის ვინაობა დადგინდა. მან თავი მოიკლა.

მის დაკრძალვაზე შეკრებილ საზოგადოებას უთხრეს, რომ ბობი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაგროვილი ცოდვებისვით დაისაჯა.

გრიფიტები მოძღვართან თავიანთი გასაჭირის განსახილველად მივიდნენ. სასოწარკვეთილი მერი ცდილობდა, როგორმე ბობის სიკვდილი გაეანალიზებინა, გამოესყიდა, შეევსო დანაკლისი.

მერიმ ჰკითხა მოძღვარს, როგორ შეიძლებოდა დახმარებოდა სხვა „ბობებს“,  მაგრამ მოძღვარმა მხრები აიჩეჩა და გაშორდა. მერი ამ ეკლესიაში აღარასდროს მისულა.

რწმენა არ დაუკარგავს, მის გამოსვლებში დღესაცაა ქრისტიანული მესიჯები, მაგრამ  წარმოდგენა შეეცვალა ეკლესიასა და ღმერთზე. ბიბლია „ახალი თვალით“ გადაიკითხა და ეძებდა ისტორიულ წიგნებს ჰომოსექსუალიზმზე. მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბობი ავადმყოფი არ იყო. ის იყო ისეთივე ადამიანი, როგორიც ღმერთს უნდოდა რომ ყოფილიყო –  „თანასწორუფლებიანი, დაფასებული და ღვთის ქმნილებების საყვარელი ნაწილი“. მერიმ შვილის სიკვდილში საკუთარი თავის დადანაშაულება დაიწყო და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. „მე ჩავნერგე დანაშაულის მცდარი გრძნობა უმანკო ბავშვის ცნობიერებაში“-  ამბობს მერი. სამწუხაროდ, ამის გასაცნობიერებლად მრავალი წელი და უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გახდა საჭირო.

ბობი სხვა გეებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ერთ-ერთი სახელმწიფო რეპორტის თანახმად, გეი მოზარდები სამჯერ უფრო ხშირად ცდილობენ თვითმკვლელობას და ახალგაზრდების თვითმკვლეობების 30% სწორედ იმ გეი-ლესბი მოზარდებზე მოდის, რომლებიც საზოგადოების მხრიდან გამუდმებულ დისკრინიმაციას აწყდებიან.  პრობლემები ოჯახში და გარშემომყოფთა აზროვნებაში.

მაგრამ ბობის ისტორია ორი მიზეზითაა განსაკუთრებული:

ბობის დღიური საშუალებას გვაძლევს, ნათლად დავინახოთ ის განცდები, პრობლემები და საფრთხეები, რომელიც მილიონობით „ბობის“ გარშემო ტრიალებს.

და არც მერი მოქცეულა სხვა დედებივით.. მან აღიარა თავისი დანაშაული და წვლილი ამ ტრაგედიაში. მან იცი, რომ საკუთარი შვილის სიკვდილი მის სინდისზეა. ამ სინდისმა კი მანამ არ მოასვენა, სანამ PFLAG-ის ( Parents and Families of lesbians and gays ) აღმოსავლეთ სანფრანცისკოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი არ გახდა. ხშირად მონაწილეობდა ტელეშოუებში, სადაც მუდმივად და თან ჰქონდა ბობის ფოტო და მესიჯი – „ჩვენ გვიყვარს ჩვენი გეი-ლეზბი ბავშვები“. ჩაერთო LGBT საზოგადოების უფლებათა დაცვის უამრავ აქციაში. მისი თანამონაწილეობით გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გრიფიტების ოჯახურ ტრაგედიაზე და დაიწერა წიგნიც „ლოცვები ბობისთვის“. (ავტორი – Leroy Aarons, გეების და ლესბოსელების ჟურნალისტური ასოციაციის დამფუძნებელი, „ვაშინგტონ პოსტის“ ნაციონალური კორესპონდენტი).

აწარმოებს კამპანიას საჯარო სკოლებში და მიაჩნია, რომ ასეთი პროგრამები ადრეც რომ ყოფილიყო, ბობი ახლა მის გვერდით იქნებოდა.

„მოუსმინეთ თქვენს დედობრივ და მამობრივ ინსტიქტებს, ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ. ‘ ბობი, ჩვენ ისეთი გვიყვარხარ, როგორიც ხარ’ მხოლოდ ამის თქმა იყო საჭირო იმისთვის, რომ ის ახლა აქ ყოფილიყო. მე არ მქონდა თავისუფლება, აზრის თავისუფლლება… რათა ინსტიქტებს გავყოლოდი“

მერი გრიფიტი

კეთილი რჩევა, სრულიად უფასოდ და უანგაროდ:

ქალბატონო თამარ, სიამოვნებით გიხილავდით LGBT საზოგადოების უფლებათა დაცვის რომელიმე ორგანიზაციაში, მაგრამ მერის გზას ნუ გაივლით, ინსტიქტებს ენდეთ :))

ლოცვები ბობისათვის

Prayers for Bobby

გადმოწერა

1 Comments

  1. car insurance no deposit May 19, 2017 7:42 am

    It’s a relief to find someone who can explain things so well

  2. Dating & Relationship May 19, 2017 8:42 am

    I would like to show my appreciation to this writer just for bailing me out of such a trouble. Because of researching through the the web and getting principles which were not helpful, I believed my life was over. Being alive without the presence of solutions to the difficulties you’ve sorted out by means of this post is a crucial case, and ones which could have in a wrong way affected my entire career if I had not encountered your website. Your competence and kindness in dealing with all the details was priceless. I am not sure what I would have done if I hadn’t encountered such a thing like this. I can at this time look ahead to my future. Thanks very much for this skilled and result oriented guide. I won’t think twice to suggest your blog post to any person who should receive tips on this situation.

  3. Woman May 19, 2017 8:48 am

    Wow! This can be one particular of the most beneficial blogs We’ve ever arrive across on this subject. Basically Fantastic. I’m also a specialist in this topic therefore I can understand your hard work.

  4. insurance institute of india mock test online May 19, 2017 9:07 am

    vou para o chile em novembro, quero saber se posso levar feijão para lá. obrigada===========================Resposta à pergunta:Tecnicamente não pode, porque seria como se fosse uma semente (e, em tese podem conter pragas que pode não serem combatidas lá)… mas se você vai comer o feijão, pode até arriscar a levar. Só não leve aqueles prontos pré-cozidos ou enlatados com carne.

  5. how to start a business May 19, 2017 9:22 am

    I loved as much as you will receive carried out right here. The sketch is tasteful, your authored material stylish. nonetheless, you command get bought an impatience over that you wish be delivering the following. unwell unquestionably come further formerly again since exactly the same nearly a lot often inside case you shield this increase.

  6. kitchen remodel cost May 19, 2017 9:23 am

    I’m very happy to read this. This is the kind of manual that needs to be given and not the accidental misinformation that is at the other blogs. Appreciate your sharing this greatest doc.

  7. Travel & Leisure May 19, 2017 9:51 am

    Thank you for all your hard work on this web site. My daughter really likes doing research and it’s really easy to see why. Almost all know all about the dynamic medium you produce reliable tips and tricks on the web site and as well improve participation from some others about this subject matter while our favorite princess has been understanding a great deal. Take advantage of the rest of the year. Your doing a stunning job.

  8. Music Arts & Entertainments May 19, 2017 9:54 am

    whoah this weblog is fantastic i like studying your posts. Stay up the great paintings! You realize, many persons are looking around for this information, you could help them greatly.

Post a Comment

Your email address will not be published.