წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე. ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, […]
„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით […]
50 ქალი
50 ქალი 50 წიგნი LGBT კინომანია ლიტერატურა მატრიარქატი საზოგადოება სექსიზმი სტერეოტიპები უმცირესობები ფემინიზმი
THE SECOND SEX Simone de Beauvoir სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა. სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის […]
ცოტა რამ ვიცით იმ ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან; და საერთოდ არაფერი – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით […]
გალაქტიკაში უმარავი მავნებლობა არსებობს – უკურნებელი დაავადებები, სტიქიური უბედურებები, მავნე ჩვევები, მაგრამ არსებობს ერთი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს: ნანუკა ჟორჟოლიანი_თავისი შოუთი. 19 აპრილის გადაცემას სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა საზიზღრობას. ჩემი ერთი ნათესავი მახსენდებოდა, თავად რომ ამბობდა, ლოთი და უწიგნური ვარო და ეს აღიარება გმირობა ეგონა. ასე დაიწყო ნანუკამაც: ასე, ხელაღებით რომ მკითხოთ მე, ჩემი დამოკიდებულება […]
მოდი, ყველა ერთად იმ ქუჩაზე წავიდეთ, სადაც სინათლე მხოლოდ მბჟუტავი ლამპის საცოდაობაა, სადაც წითელი ისევ უყვართ, ფრაკებიც აცვიათ და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნიათ. ასე ვფიქრობდი და რაკი ვიცოდი, არავინ გამომყვებოდა, არც არავისთვის შემითავაზებია. მარტო წავედი. ის ლოთიც ვნახე, ბოთლით ხელში რომ დადის და იგინება, საიდანღაც ბრჭყვიალა ტრანსექსუალებიც გამოცვივდნენ ვარდისფერი ფეხსაცმელებით. ვულგარული, სქელი, წითელპომადიანი ქალები […]
2010 წ. 11 დეკემბერი. 23 საათი. თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა. ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ […]
ეს სიტყვა რომელიღაც ბლოგზე ამოვიკითხე და მომეწონა. პოსტის ავტორი ამბობდა, რომ თანამედროვე ლიტერატურაში უელბეკიზაციაა. მეც დავფიქრდი და მგონი მართალია. არ იფიქროთ, უელბეკს რამეს ვერჩოდე, პირიქით, მომწონს კიდეც. სექსი ყოველთვის კარგია, მათ შორის ლიტერატურაშიც. სხვა საქმეა ეროტიკა და ემოცია. ყველაზე გასაგები მაგალითი ალბათ ბერტოლუჩის პარიზული “მეოცნებენია“. აღქმა ინდივიდუალურია, მართალია, მაგრამ, ჩემთვის, ესაა ფილმი, უზომოდ ეროტიკული/ინტიმური მუხტით, […]
აი, რითი სჯობს მაია ასათიანი და მისი „პროფილი“ სხვებს ეს წინადადება უკვე თავზარდამცემია. მოვბრუნდები… პრობლემა – სექსი/უსექსობა ეკა ხოფერიას “აუდიტორია”… ჩემი მეზობელი მახსენდება ხოლმე, რომელიღაც ენჯეოში საქმიანობდა. ერთხელ სამეზობლოში ქოთქოთებდა, მავანი და მავანი მოვიდა, 12 შვილი ჰყავს და დასაქმებას მოითხოვდაო. მეზობელს უპასუხია: მხოლოდ იმიტომ, რომ დებილებს ამრავლებ, პრივილეგიები ვერ მოგენიჭებაო. მაშინ ძალიან გავბრაზდი ერთი მხრივ […]
კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება. კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა… კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით. ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს. ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ […]
დამერწმუნეთ, საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალბატონ თამარ სადღობელაშვილს (Тамара Садгобелашвили) (გვარს თუ ვამახინჯებ, მომიტევეთ, წვრილმანია) მერი გრიფიტთან ( Mary Griffith ). ახლავე გაიგებთ.. ჯერ მერის ისტორია უნდა მოვისმინოთ. მერი მკვლელია. მან საკუთარი შვილი მოკლა. მისი ისტორია ადამიანური ტრაგედიაა. ჩვენი მეორე გმირი ბობია, ბობი გრიფიტი. “კეთილი და ალერსიანი, მხიარული. უყვარდა ძველი ფილმების ყურება, განსაკუთრებით “Seven Year Itch”, მერლინ […]