სიკვდილი, როგორც ცალმხრივი გადასვლა. ნაწილი II – როცა სიკვდილი მოკლეს..

by Agasfer on July 24, 2010

in აჯანყება ედემში,მითოლოგია,სიკვდილი

პირველი ნაწილი
მარადიული სიცოცხლე – დაბადებამდე და სიკვდილის მიღმა . . .
“მარადიული სიცოცხლე” მოიაზრება, როგორც:

  • “დაბადება-სიკვდილის” უსასრულო მონაცვლეობა (თესლი, ღვივი, ხე და ა. შ.);
  • “სიკვდილ-სიცოცხლის” მონაცვლეობის ციკლიდან გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადასვლა (დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი-სასუფეველი).

ეს  ორი პოზიცია, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ფენომენია. პირველი,  ერთი და იმავე დასასრულის მქონე მოვლენების (სიკვდილი-სიცოცხლე) უცვლელი მონაცვლეობაა, მაშინ, როცა მეორე ამ ციკლურობიდან გამოსვლაა. თითქოს არაფერია მათ შორის  საერთო… უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი ფენომენი ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს  მარადისობა ჰქვია. ორივე პროცესი მარადიულია. ორივე მარადისობას ნიშნავს. ორივე მარადიული სიცოცხლის ვარიანტებია.
ამრიგად, ჩვენს წინაშეა დაბადების იდეის ორი ვარიანტი:
1) “დაბადება” მიწიერი გაგებით, რომელიც სიცოხლის (სახეობა, მოდგმა და ა.შ.) გაგრძელებას ემახურება და
2) “დაბადება” სულიერი გაგებით, რომელიც განახლებას, გარდასახვას, ყოფიერების ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ეს უკანასკნელი იმდენად უცხო და ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ფენომენია, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გვიჭირს იმის, თუ რა მოყვება ამ გარდასახვას. . . ანუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ.

სიკვდილი და სული . . .

ეტრუსკები თვლიდნენ, რომ ადამიანს აქვს სამი სული ანუ სული არის “სამწილოვანი”:

“პირველი სულის” ადგილსამყოფელია ღვიძლი. . . და ემოციებსა და გრძნობებს განაგებს.
“პირველი სული” სიკვდილის შემდეგ მიწისქვეშეთში იღუპება ანუ ერწყმის შემქმნელ  პირველმატერიას—”ეწირება ღმერთებს”. . .

“მეორე სული” მოთავსებულია  თავის ტვინში . . .
“მეორე სული” პიროვნულ სულად მოიაზრება. იგი ადამიანის ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური  და ფიზიკური (პორტრეტული) მსგავსების მატარებელია და ეტრუსკთა სამარხებში მიცვალებულთა ურნებზე გამოისახებოდა.
“მესამე სული” გულში და აორტაში “ცხოვრობს”. . .
“მესამე სული”  არის ზეპიროვნული სული ანუ მოდგმისეული სული და მთელ მოდგმასა და კოსმოსთან არის დაკავშირებული. ეს უკვდავი სულია. იგი  ფსიქოპომპს ანუ სულის გადამყვანს – დემონ ლაზა მლაკუჩს ჯვრით ხელში “სასუფეველში” გადაჰყავდა.

სიკვდილის, როგორც კულტურული ფენომენის გააზრების შედეგად, მეტად საინტერესო დასკვნამდე მივდივართ:

  • რაც უფრო მაღალი სულიერი კულტურის მატარებელია საზოგადოება, მით უფრო ”ლამაზი”, “მშვიდი”, “საინტერესო” და “დიდებული” სახე აქვს სიკვდილს. მაგალითად, ძველ ქართულ, წარმართულ ტრადიციაში სიკვდილი ოქროსთმიანი, ულამაზესი ყმაწვილის სახით არის წარმოდგენილი.

ამბობენ, ერთხელ ნადიმზე სიკვდილის სადღეგრძელო შესვეს და სთხოვეს: ერთხელ ისე გვეწვიე სიკვდილო, რომ დაგველაპარაკო,  ღვინო შევსვათ თავი ისე მოგაწონოთ, რომ კაცის მოკვდინება გადაიფიქროო

. . . მოსაღამოვდა, მთვარის შუქმა არემარე გადაათეთრა . . . უცებ, თითქოს არსაიდან, ბილიკზე უცნობი გამოჩნდა, ნელ-ნელა მოუახლოვდა კოცონს . . .და ულამაზესმა მზეჭაბუკმა  თავშესაფარი ითხოვა…
ჩამოჯდა კაცებთან ერთად . . . ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდეს.  პური,  ყველი და კეთილი გული… . . . ყველა მიხვდა ვინც იყო უცნობი სტუმარი. . .
“სიკვდილო, შესვი ჩვენთან ერთად . . .  სადღეგრძელო შენთვის მოგვინდიაო… . . . ’
სიკვდილმა გაიღიმა და სიცოცხლის სადღეგრძელო შესვა. .  . ამ დროს ერთ კაცს აზრმა გაუელვა. სიკვდილი ახლა, როგორც არასდროს, ხორციელი ადამიანივით უსუსური და დაუცველია. მე რომ სიკვდილი მოვკლა, დედამიწაზე ცოცხალი-სულიერი აღარ მოკვდება და მარადიული სიცოცხლე დამკვიდრდებაო. ამის გაფიქრება იყო, იშიშვლა ხანჯალი და მზეჭაბუკს გულში ჩასცა. სიკვდილი მიწაზე დაემხო. სიმწრისგან  ცრემლი წასკდა და აღმოხდა: “ერთხელ მოვედი თქვენთან მშვიდობით და მაშინაც მომკალით” . . .
ეს ზღაპარი ლამაზად და ზუსტად მიგვანიშნებს ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებას სიკვდილის კულტისადმი. სიკვდილი სასტიკი და საშინელი არის არა იმიტომ, რომ სიკვდილია ასეთი. არამედ ადამიანმა აქცია იგი ასეთად. . .შემზარავი და საშინელი არის ადამიანის ცხოველურ ბუნებაში ჩადებული “მკვლელობის ინსტიქტი” და არა სიკვდილი, როგორც ასეთი.

ფოტოებზე ეტრუსკების საფლავებია.. ქანდაკებები იღიმიან. ეს შემთხვევითი ნამდვილად არაა.

  • ეტრუსკების შემდეგ, ბერძნებმა სიკვდილის თემა სრულიად განსხვავებულ ჭრილში განავითარეს. ბერძნულ  მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთი – აიდი გამოისახებოდა სამთავიანი ურჩხულის –ცერბერის თანხლებით. ეს არის მინიშნება სიკვდილის, როგორც “სასჯელის”, “ცოდვებზე პასუხისგების”,  “სამაგიეროს გადახდის” იარაღზე.
  • დროთა განმავლობაში ჩამოყალობდა სიკვდილისადმი მკაცრად და ცალსახად ნეგატიური,  ხშირად პარანოიდული დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში დასავლურ კულტურაში სიკვდილის სიმბოლოდ მივიღეთ შავ ანაფორაში გახვეული ჩონჩხი, ცელით ხელში. . . (ამას კომენტარი აღარ სჭირდება) .

ამრიგად:

  1. დაბადებამდე იყო “სიკვდილი”. სიკვდილის შემდეგ არის “დაბადება”;
  2. მარადისობა არის: სიკდილ-სიცოცხლის უსასრულო მონაცვლეობა და სიკვდილ-სიცოცხლის ციკლიდან (წრებრუნვიდან) გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადანაცვლება;
  3. სული სამწილოვანია. აქედან,  “ღვიძლისმიერი სული” (- გრძნობები, ემოციები) და ნაწილობრივ “ტვინისმიერი სული” (– ინტელექტი, ხასიათი) ღმერთებს ეწირება,  სამყაროში “განიფინება” და “ქრება”. ანუ პიროვნული სული  “მოკვდავია”. ”გულისმიერი სული” (ზეპიროვნული სული) – მარადიულია. ეს არის ის, რაც მარადიულად კვდება და იბადება….და საბოლოოდ “მარადიულ აწმყოს” ეზიარება;
  4. პიროვნული ანუ “მე”-ს უკვდავება არ არსებობს. “მე” ანუ პერსონა  ყოველი ტრანსფორმაციის შემდეგ “იშლება” და თავიდან “იწერება”. პიროვნული განცდები, ემოციები, მოგონებები, გამოცდილება . . . ეს ყველაფერი წარმავალი და დროებითი მოვლენაა. თუმცა სწორედ ამ პროცესების შედეგად “იზრდება”, “ყალიბდება” და “ვითარდება” უკვდავი “ზეპიროვნული სული”. ამ უკანასკნელის ევოლუციის საბოლოო საფეხურია “წმინდანი” (და არა დიდი საზოგადო მოღვაწე და მსგავსი სოციალური დამსახურებების მქონე ადამიანი). სიწმინდის ნავსაყუდელი არის  “მარადიული აწმყო”.  დროისა და სივრცის მიღმა. განზომილება, რომლის წარმოდგენა ჩვენს ტვინს არ ძალუძს.

“ადგილი” სადაც არ არის “ჰო” და “არა”, არც სინათლე და არც წყვდიადი, არც დუმილი და არც ბგერა. . .  არც ყოფნა და არც არ ყოფნა. . .
ადგილი,  სადაც “არაფერიც” კი არ არის. . .
სადაც არის მხოლოდ ერთი – ღრმა ერთი – ღმერთი. . .
. . . რომელიც არის ყველგან და არსად კონკრეტულად….

თუ არის, რა თქმა უნდა…

{ 15 comments… read them below or add one }

Agasfer July 24, 2010 at 6:04 pm

გამარჯობა :@

Reply

Spieler July 24, 2010 at 11:49 pm

აცალე, შოკშია ხალხი :))))

მეც ვერ ჩავუჯექი ჯერ, დაწვრილებით და გულისყურით რო წავიკითხო და შემოგეკამათო, ფინალი შემომეკითხა და ოოოო… გრძელი კომენტარის დაწერას ვაპირებ :დ

Reply

Agasfer July 25, 2010 at 12:21 am

ველი :D

Reply

Spieler July 25, 2010 at 4:08 pm

ტაკს, ახლა რასაც დავწერ არის მხოლოდ ჩემი აზრი, თუ რამე წყაროს დავდებ, მივაწერ კიდეც. ხოდა არ მეჩხუბოთ “ეგ ეგრე არ არის”-ო.

რა ხდება ახლა, სავარაუდოდ, “ცუდი დამოკიდებულება” და “კარგი დამოკიდებულება” ჩამოყალიბდა მას შემდეგ, როცა გაჩნდა ჯოჯოხეთი და სამოთხე, “კარგი” და “ცუდი” სიკვდილის შემდგომი სამყოფელი ზოგადად. ანუ როცა “დაიწერა” რელიგიები, ხალხის დასაშინებლად!!!

როგორ მართავ რელიგიის მეშვეობით ხალხს, თუ არ გექნება სასჯელი და პრიზი შესაბამისად იმათთვის ვინც კარგად იქცევა და ვინც წესებს არღვევს?

რაც შეეხება ბერძნებში ჰადესს, თითონ ჰადესი ნორმალური ტიპი იყო, როგორც მახსოვს, ცერბერი ყავდა სამთავიანი ძაღლი და მხოლოდ იმისთვის, რომ “ცუდ” სულებს არ დაეტოვებინათ მიწისქვეშეთი. პლატონი მაგალითად “დიალოგებში” ლაპარაკობს (ნუ სოკრატეს ალაპარაკებს), რომ საიქიოში ფილოსოფოსები სულ სხვა პრივილეგიებით სარგებლობენ, სვამენ ამბროზიას და მოკლედ, კარგ “პონტში” არიან. ითხოვს კიდეც მოწაფეებისგან და ოჯახის წევრებისგან, რომ არ ინერვიულონ, როცა მას მოწამლავენ.

მოკლედ, ძალიან სუბიექტურია სიკვდილის აღქმა, იმის მიხედვით შენი ქვეცნობიერი რას ფიქრობს იმის შესახებ, სად მოხვდება სული სიკვდილის მერე. მომაკვდავი ადამიანების ნაწილთან “თეთრწვერიანი მოხუცი” მოდის, ზოგი კიდე “სამკაპიან უროდს” ხედავს. :)))

რაც შეეხება იმას, რომ სიკვდილის მერე არაფერია, აი ამას არ ვეთანხმები სასტიკად. არაფერი, საერთოდ არაფერი იკარგება უკვალოდ. ცეცხლის მერეც კი რჩება ფერფლი და თუ ეს ფერფლი მერე მტვრად იქცევა და დანახვა გვიჭრის, სულაც არ ნიშნავს, რომ გაქრა. :)

Reply

Agasfer July 26, 2010 at 12:33 am

@Spieler, გეთანხმები. არ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს. ის ენერგია, რომელიც ადამიანს ახლავს, აურა ან როგორც გინდათ, ისე დაუძახეთ, შეუძლებელია, უკვალოდ გაქრეს. სხეული კვდება, მაგრამ სად მიდის ეს ყველაფერი?
იქნებ ტყუილად არ ამბობენ ” ამ ადამიანს ცუდი აურა აქვს”. პრინციპში, ტყუილად არც ამბობენ.
ხოდა ვისაც ცუდი აქვს, ის მისგან მოდის, თვითონაა ასეთი – უარყოფითი პიროვნება, ცუდი ადამიანი და რაც შიგნითაა, იმავეს ასხივებს. იქნებ სული ესეცაა.
და სხეულის სიკვდილის შემდეგ ეს ენერგია იქ მიდის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. პლუს – მინუსი და ამბავი :))
და იქნებ ეგაა ჯოჯოხეთი და სამოთხე და საერთოდ, რა ხდება მანდ? აი, გარდაცვალება მე ასე მესახება :)

რელიგიას რაც შეეხება, მას იმდენივე დადებითი აქვს, რამდენიც უარყოფითი. შენთვისაა კარგი, გწამდეს და კითხვებს არ სვამდე.
როცა ხვდები, რომ შეკითხვების გარეშე არ შეგიძლია, მაშინ იწყება ძიება, მთავრდება შენი რწმენა და იწყება რაღაც ახალი, იქნებ უფრო საინტერესოც. ესეც მედლის ორი მხარე :D

Reply

Spieler July 26, 2010 at 9:20 am

კი, ისეთი რელიგიებიც კი სადაც უფრო მეტი ფილოსოფიის ელემენტია ვიდრე რელიგიის, ამბობენ, რომ გაცილებით ადვილია სულიერი სიმშვიდის მოპოვება, როცა ბრმად გწამს. ადამიანებს, რომლებიც “ყოველგვარი კითხვების გარეშე ჯერათ”, გაცილებით მეტი პრივილეგია აქვთ, ვიშნუ (ზუსტად არ მახსოვს, მგონი ვიშნუ იყო) მათ ცხენსაც კი უკაზმავს. :)

ხო, აი ორი მხარე მაგ ბრმა რწმენის. მუსულმანებში ეს ფანატიზმამდე მიდის და შენმა ბრმა რწმენამ, ერთი დღეც, შეიძლება, შაჰიდის ქამარმორგებულს დეტონატორის ღილაკზე დაგაჭერინოს თითი.
მეორე მხრივ, უდიდესი პაციფისტი შეიძლება გაიჩითო. :))

რელიგიის, მითუმეტეს ქრისტიანულის, ძალიან დიდი პლიუსი არის თუნდაც ის, რომ ასეთ ქვეყნებში კრიმინალის რაოდენობა გაცილებით მცირდება. ნუ არ მაქვს მმკ-ზე ლაპარაკი, “მესიის მახვილები” რომ ჰგონიათ თავი (ზოგს ჰგონია, ზოგი ამას კარგად იყენებს თავსი მიზნებისთვის და უბრალოდ რელიგიას ეფარება).

რაც შეეხება აურას, საკმაოდ დიიიიდიიი თემაა, რომელზეც რაც შეიძლება მეტი ინფარმაცია უნდა ნახო და წაიკითხო, მართლა მოგეწონება. :) აი აიღე, თუნდაც ერთი მაგალითი: რა არის ცოდვა, და რატომ “ისჯებიან ცოდვისთვის”.
საკუთარი აურის სისუფთავე დამოკიდებულია იმ დადებით და უარყოფით ენერგიებზე, რომელსაც შენ გამოყოფ ან შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან იღებ. აურის მდგომარეობა თითქმის ბოლომდე განსაზღვრავს იმას, რა მოხდება შენს თავს. ამიტომ ეს არის ის რაც არ უნდა დააბინძურო. როცა რამე ცოდვას ჩადიხარ (ანუ ცოდვა შენივე გაგებით), აურა საშინლად გიფუჭდება, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება შენს თავს გადამხდარი რამით. ოღონდ აქ “ცოდვის ჩადენა” ძალიან სუბიექტური რამეა და მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფიქრობ შენ, რომ ეს ცოდვაა. (ასევე შენს ირგვლივ მყოფს შეუძლია “მიგირ-მოგირიოს” აურა, თუ ის ფიქრობს რომ შენ რამე ცუდი გააკეთე :)) )

ბაიდივეი, დეპრესიის პერიოდში “ბევრი ცუდი ერთმანეთს აეწყო”-ს ფენომენიც აქედან მოდის…

საერთოდ, ძალიან მაგარია, როცა უბრალოდ ბრმად გწამს, გაცილებით ადვილია ასე ცხოვრება, კვირაში ერთხელ ეკლესიაში მიხვალ, ცოდვას მოინანიებ (რაც იდეაში აურას გიწმენდს აუცილებლად), ყოველთვის გყავს “ღმერთი” რომელსაც თუ რამე პრობლემა გექნა “მიმართავ”. ანუ მარტო არასდროს რჩები.

კაია კი. :))

Reply

Agasfer July 27, 2010 at 2:59 pm

გეთანხმები აბოსოლუტურად ყველაფერში :))

Reply

Spieler July 27, 2010 at 5:33 pm

ის დოკუმენტური კინო მოგეწონა? :))

Reply

Agasfer July 27, 2010 at 7:26 pm

ჯერ არ მინახავს :S

Reply

მოლაპარაკე თეთრი ძაღლი July 27, 2010 at 11:31 pm

რომელ დოკუმენტურ კინოზეა საუბარი? მეც მითხარით რა – თუ თემას ეხება…

Reply

Spieler July 29, 2010 at 7:39 am
vasasi August 7, 2010 at 4:21 pm

http://www.vasassi.com/ – ზურ, ჩამასწორე ლისტებში.. :)

Reply

levan August 13, 2010 at 4:53 pm

თუ გაინტერესებთ აურა ნახეთ
http://www.aura-help.ge

Reply

ლიკა October 17, 2011 at 9:00 pm

უფრო მეტი იმფორმაცია

Reply

თორნიკე November 30, 2011 at 12:32 pm

Leave a Comment

Previous post:

Next post: