ბაუნტი, ხაჭაპური და ყავა

by Agasfer on August 14, 2010

in Travel,ბოდვები

დღეს ვამბობდი, დავკომპლექსდი და ჩემ შესახებ აღარაფერს ვწერ-მეთქი.

და აი, დავძლიე შფოთვები და დღევანდელი ემოციების შესახებ მინდა ჩამოვარაკრაკო.

ბათუმში ვარ, ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს (პარიზის მიმართ ჩემს ვერბალურ ლტოვლავს თუ არ ჩავთვლით). რატომ მიყვარს, ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.

მაგრამ..

დღეს დილიდან ჩემს მეგობრებთან ერთად  სარფში წავედი. არასდროს, არასდროს მიგრძვნია თავი ასე ბედნიერად. თავი ბაუნტის რეკლამაში მეგონა. თქვენ წარმოიდგინეთ და მთელი დღე ზღვაში ვიყავი, მაშინ, როცა მაქსიმუმ 1 საათში უკვე ისტერიკა მეწყება. ისევ ვისკუპე კლდიდან, პოტენციური უშვილო გავხდი, დავიწვი, საშინლად უგემური ხაჭაპურიც დავაგემოვნე. ამ დროს ქოლგეითიდანაც დამირეკეს. შემატყობინეს, რომ 12 სექტემბრიდან სტომატოლოგიის დღეები იწყება. მე ისევ მთავარი სტომატოლოგი ვიქნები, მოძრავ კაბინეტში  ვუმასპინძლებ თბილისის მოსახლეობას, უფასო კონსულტაციას გავუწევ და დავასაჩუქრებ. ეს ჩემი ოცნების სამსახურია. ეს ამბავი ლუდის გამყიდველიდან დაწყებული, შავი თევზით და პატარა მედუზათი დამთავრებული, ყველას მოვუყევი.

ცოტას გადავუხვევ და ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. ამ ცოტა ხნის წინ რაღაც აპლიკაციას ვავსებდი. სასურველი სამსახურის დახასიათებას ითხოვდნენ. ვიფიქრე, ჯანდაცვის მინისტრობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტობა თუ რომელი სამომავლო გეგმა ჩავწერო-მეთქი. მერე გულახდილობა მეტაკა და დიდი შემართებით აღვწერე პატარა მაღაზია, სადაც მხოლოდ პირის ღღუს ჰიგიენური მოვლის საშუელებები იყიდება, მე კი ერთდაერთი კონსულტანტი ვარ. ეს მაღაზია რატომღაც პეკინის და ბულაჩაურის კუთხეში, ისი-პარის თუ რაღაც მსგავსი რომაა, მანდ წარმომიდგენია. გეგმები იქით იყოს და ისევ ბათუმს დავუბრუნდეთ.

საღამოს ნანას მესიჯი მომივიდა, ყველასთვის საყვარელი ბათუმელი ჟურნალისტის. ნახევარ საათში მე, ნანა, დათო და ნესტანი ბათუმის კინოთეატრის მახლობლად ერთ ძალიან საყვარელ კაფეში ვისხედით. ეს საღამო ალბათ არასდროს დამავიწყდება. ძალიან მიყვარს საინტერესო ადამიანებთან საუბარი.

ყურებამდე გაღრეჯილი და ნასიამოვნები  ისევ ჩემს მეგობრებს შევუერთდი და მხიარულება მათთან გავაგრძელე.

არ ვიცი ამდენი დადებითი მოვლენის შემდეგ რა ხდება ხოლმე.. მე ჩემეული ბალანსის თეორია მაქვს. სავარაუდოდ შინაური ტარაკნებიდან რომელიმე, გასიებული და მწვანე დეგენერატი ღამე პირში ჩამიძვრება, თუმცა ეს უკვე სხვა დღე იქნება, სხვა ამბებით.

{ 12 comments… read them below or add one }

ჩორვენი August 14, 2010 at 4:11 am

იეხ მეც ფინდა ქალაქს გარეტ ბლინ
მოიცათ მოვიდეს 21 აგვისტო!!

Reply

დათო August 14, 2010 at 4:19 am

სასიამოვნო იყო შენი გაცნობა:)
მართლა კარგი საღამო გამოვიდა. დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი.
ბალანს რაც შეეხება… ტარაკანა არა, მაგრამ ამ სიცხეში მაქსიმუმ მსუქანმა კოღომ გიკბნოს ფეხის გულში და ამით დამთავრდეს “დაბალანსება” :)

Reply

ნან August 14, 2010 at 4:29 am

ზურ.გე, მწვანე ტარაკანა ნამეტანია მაინც :| წარმოდგენამაც შოკში ჩამაგდო :დ

ზუ.გე -სა და აღასპერს დავამატე კიდევ ერთი ნიკი, ქოლგეითის ბიჭი :დდ

Reply

Zurriuss August 14, 2010 at 9:03 am

მე, მარიამ ბლანკი და მრავალიმრავალი სხვა Like This Post :))

Reply

tamara August 14, 2010 at 10:40 am

mec mindaa zura sarpshi :)tan ise agtsere exave lamis gaviqce :)

Reply

Agasfer August 14, 2010 at 7:20 pm

დათო, გავიმეოროთ, რა პრობლემაა :))))
და კოღო არ მინახავს, რაც ჩამოვედი ტფუი ტფუი ტფუი :D

ნან :)))

Reply

Agasfer August 14, 2010 at 7:21 pm

ზურა და თამარ, ჩამოდით :D

Reply

Spieler August 17, 2010 at 12:22 am

შავის და თეთრის გარდა კიდე რაფერის შურები არსებობს, რომ შემშურდეს და ვიცოდე? :დ :დ

Reply

Agasfer August 17, 2010 at 12:34 am

მწუანე :yes:
მე ძირითადად მწუანედ და შავად მშურს ხოლმე :D

Reply

უცნობი August 26, 2010 at 1:20 am

ომგ, რა ცუდი დასასრული იყო და რა კარგი პოსტი

:)

Reply

pelagia October 25, 2010 at 5:24 pm

?? ?? ??????? ??? ????????? ????
???? ??????? ?? ????????,?????? ???? ???????? ????????? ???? ???????? ?????? ??? ?????????? ?????,?????? ….
???? ???????
?????? ??????? ???? ????? ?????????? :)

Reply

Agasfer October 26, 2010 at 5:01 pm

??????? ??????????? ?????? ????????? ????, ????????????? :D

Reply

Leave a Comment

Previous post:

Next post: