ერთ ჩვეულებრივ, პოლიტიკურად ნეიტრალურ დღეს, კომისარიატში დამიბარეს. გავიქეცი და გამოვიქეცი. საღამოს ლექციაზე უნდა მივსულიყავი. განსაკუთრებული არაფერი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჯარი რომ ნებაყოფლობითი არაა, მარაზმია და მეტი არაფერი, რომ ჩემგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს? რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, ვსწავლობ, მილიონი გეგმა და ათასი საქმე მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მოწოდებაა. უყვართ, უნდათ და სხვანაირად ცხოვრება ვერ […]

Read more

გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა.  ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის […]

Read more

ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. უბრალოდ, მეტისმეტად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. არადა გული ცუდს თითქოს არ გვიგრძნობდა. სულ ტყუილია, მეექვსე გრძნობასა და ამისთანებზე რომ ყვებიან ხოლმე. ზურამ კი მითხრა, ცხელი შოკოლადი დავლიოთო, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი საღამო იყო, კაფეში ჯდომისა და ვერლენის პოეზიაზე საუბრის პერსპექტივამ არ მომხიბლა. ფული ბევრი აღარ გვქონდა დარჩენილი (ან კი რა დაგვრჩებოდა ბოლო […]

Read more

წამება, სკალპის ახევა, გატყავება და კანიბალების კერძად ქცევა. ესაა პირველი, რაც სარეკლამო ბანერების შემხედვარეს აზრად მომდის. მგონი მხოლოდ მე არ მეჩვენება, რომ ეს სისხლიანი გულწიკი არც ისე რომანტიკულია და სადისტურ ვნებებს აღძრავს, ხომ? არადა რიგა რომანტიკული და ლამაზი ქალაქია, მომაკვდავი გული, ცენტრში კაკულიას თვალით, მგონი არც ისე კარგი სიმბოლოა. ა? რას იტყვით? 😀

Read more