Prometheus

მათუსალამ, ბიბლიური პერსონაჟების მამამ,  969 წელი იცოცხლა. ყველაფერს აქვს საზღვარიო, იფიქრა დედაბუნებამ და ერთ დღესაც სიკვდილი მოუსწრაფა. მაგრამ ადამიანი უკუღმართი რომაა, სიკვდილიც ასეთი იცის _ ამჯერად დრო ვერ შეარჩია – ის ისაა მსოფლიო წარღვნა უნდა დაწყებულიყო.

წარღვა ვის ახსოვდა… სამყარო მის გლოვას  გადაჰყვა და .. წარღვნაც ერთი კვირით გადაიდო. რა შუაშია ეს ნეტგაზეთთან? მაცადეთ..

არც ისე დიდი ხნის წინ საინტერესო წიგნი “მათუსალას შვილები” გამოვიდა, სადაც მეცნიერების მიღწევებზე, სიცოცხლის გახანგრძლივებასა და მარადიული ახალგაზრდობის პერსპექტივებზე საუბრობენ. ისე, ჩვენში რომ დარჩეს, ერთი ისტორიული აღმოჩენის პირას ვარ. პრომეთე ხომ იცით? ღმერთებს რომ ებრძოდა… ჰოდა მისი მშობლების ვინაობის შესახებ ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით. ნუ, მე რა.. ვისაც ეხება..

აი, მე გეუბნებით, დედამისი იყო თემიდა, მამა – მათუსალა. დამიჯერეთ!

რატომ? გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ფაქტები…

ერთხელ პრომეთეს დასცხა და წყალი მოსწყურდა… გონება აერია და ზევსის გაშაყირება გადაწყვიტა. ხარი დაკლა, შუაზე გაყო და ზურგზე შემოიგდო ისე, რომ ერთ მხარეს მხოლოდ ხორცი (ზედდაფენილი კუჭით და ტყავით), მეორე მხარეს კი ძვლებზე გადაფენილი ქონი იყო.

რომელიც გინდა, მიირთვიო, უთხრა ზევსს. ზევსი ქონს დახარბდა და როცა მიხვდა, რა მწარედ მოატყუეს, საშინლად გაბრაზდა და ცხელ გულზე ადამიანებს ცეცხლი წაართვა.

პრომეთემ სიტუაციის გამოსასწორებლად ოლიმპოს მთიდან ცეცხლი ლერწმის ღეროთი გამოტაცა, ადამიანებს დაუბრუნა და მისი შენახვა ასწავლა.

ზევსის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა.. მან პრომეთე კავკასიონზე მიაჯაჭვა!  და რა ხდება შემდეგ…

მიჯაჭვულ პრომეთეს ყოველდღე არწივი სტუმრობს და მის ღვიძლს შეექცევა.. შემდეგ მიდის.. პრომეთეს ღვიძლი უმთელდება, არწივი ბრუნდება, ისევ მიირთმევს და ასე ყოველდღე და ძალიან დიდი ხანი..

ახლა… ღვიძლს რომ რეგენერაციის უნარი აქვს, ვიცით, მაგრამ ასე მალე და ასეთი მასშტაბებით? არა, აქ რაღაც უფრო მეტია, ვიდრე თანამედროვე მედიცინა. უცხოპლანეტელები? ნწ.

მე გეტყვით!

ალბათ მაშინაც იცოდნენ რა იყო ღეროვანი უჯრედები.. იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ, როგორ გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე და როგორ დაეჩქარებინათ ან ხელოვნურად როგორ დაეწყოთ რეგენერაციის პროცესი. ეს იცოდა მათუსალამ და, თურმანიძისა არ იყოს,  ამ ცოდნას შვილებს  მემკვიდრეობით გადასცემდა.

პრომეთე კი მოკვდა, მაგრამ ახლა ჩვენ შორისაა მისი ერთ-ერთი შთამომავალი და ცოდნას ყველას უზიარებს.

წაიკითხეთ ეს პოსტი , სასწრაფოდ დაორსულდით, გაქანდით “ჯეოქორდში” და იცხოვრეთ და აცხოვრეთ 150 წელი.

პ.ს. ვისაც დაკლიკება დაგეზარათ, გეტყვით, რომ ეგ ჩემი ახალი ბლოგია ნეტგაზეთზე.

Post a Comment

Your email address will not be published.