ტრიკლოზანის პოლიტიკა

Medicine ჯანდაცვა

ფეისბუქში გავრცელებული განცხადება

ტრიკლოზანის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გარშემო ატეხილი სკანდალის პირველი ტალღის შესახებ უკვე დავწერე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ საქმე ასე შორს წავიდოდა. თურმე, ყველაფერი წინ იყო.  “მოამბეს”-ს შემდეგ, ანალოგიური ნიუსი გაჟღერდა “ქრონიკაში” და გაზეთ “ვერსიაში”, შემდეგ კი ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი მოიცვა.

დამაფიქრებებელია, რომ, როგორც წესი, ყველა ნიუსის ტექსტი ანალოგიურია.  “მოამბეში” გასული სიუჟეტის ბეჭდური ვერსია ჯერ ქართულ ფორუმებზე, შემდეგ კი  პრესაში გავრცელდა. რამდენიმე დღეში,  იგივე ტექსტით (თაბახის ფურცლებზე ამოპრინტერებული) “ხელდამშვენებული” ახალგაზრდების ნახვა თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებთანაც შეგეძლოთ.

ყველაზე საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როცა ფეისბუქში Jandacva Tbilisi-ს და Tbilisi Ad-ის პროფილები გამოჩნდა. ისინი, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით, განცხადებას ავრცელებენ და მოსახლეობას “აფრთხილებენ”, რომ უარი თქვან ტრიკლოზანის და ტრიკლოკარბონის ( რომელიც არ არსებობს, ალბათ ტრიკლოკარბანი იგულისხმება) შემცველ “საქონელზე” და თავიდან აიცლონ “განსაკუთრებით მძიმე დაავადებები”.

იმაზე აღარ შევჩერდები, რომ დანაშაულის ტოლფასია, უთხრა ხალხს (რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ  Safeguard-ის, PROTEX-ის, Camay-ს, Blend a med-ის, Aquafresh-ის, Colgate Total-ის და ა.შ მომხმარებელია) რომ “განსაკუთრებით მძიმე დაავადებები” განუვითარდებათ, თუ უკვე არ აქვთ, რა თქმა უნდა.  სახეზე  ვიღაცის ინტერესებს  “შეწირული” ქართული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა გვაქვს.

კორსოდილი "კომერსანტსაც" კბილის პასტა ჰგონია

რა თქმა უნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი ქართულ მედიას  (და რუსულ ტაბლოიდებს) არ ენდო და ინფორმაცია გადაამოწმა. მათ, ვინც FDA-ს ( Food and Drug Administration) დასკვნა და კომენტარი იხილეს, გაუჩნდათ საბუძლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და კარგად ორგანიზებული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. სოციალურ ქსელებზე პირველი იერიში PSP-სა და ავერსზე მიიტანეს. PSP – ზე ალბათ იმიტომ, რომ “ნიუსები” სენსოდინს და კორსოდილს უსაფრთხო პროდუქებად ასახელებდა. PSP კი მათი დისტრიბუტორია. თუმცა, სენსოდინი და კორსოდილი, პაროდონტაქსთან და აკვაფრეშთან ერთად, GlaxoSmithKline-ის წარმოებაა, რომელთანაც PSP თანამშრომლობს. აკვაფრეში კი, მოგეხსენებათ, თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტია.

ლოგიკურია, რომ Procter & Gamble-ის ( Blend a Med-ის მწარმოებელი), GlaxoSmithKline-ის ( აკვაფრეში) და Colgate-Palmolive-ის ( ქოლგეით ტოტალი, პროტექსი, პალმოლივი) გზიდან ჩამოშორება საქართველოში კიდევ ერთ პოპულარულ კბილის პასტას, Lacalut-ს ყველაზე მეტად აწყობდა. მისი დისტრიბუტორი სწორედ ავერსია. ესაა მიზეზი, რის გამოც, ხსენებულ “საინფორმაციო რეკეტს”, ავერსს არც თუ ისე იშვიათად  უკავშირებენ ხოლმე, მაგრამ ავერსი ტრიკლოზანის შემცველ ბევრ საშუალებას გვთავაზობს ( მაგალითად “აურობინი”).

მოკლედ, აჯობებდა, ეს კომპანიები არც ახლა მეხსენებინა, მაგრამ მათი დადანაშაულება უსამართლოა და მინდოდა, ხაზი გამესვა. საქმე იმაზე გაცილებით ცუდადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. “დამნაშავე” ჩვენთვის ცნობილ ბრენდებში არ უნდა ვეძებოთ.

UPDATED:

მესამე “ბრალდებული” – ბერტა. ახალი ბრენდი, რომლის ქარხნების მშენებლობაც საქართველოში ახლა მიმდინარეობს. ამბობენ, მავანი პოლიტიკოსისააო. ნეტავ, მართალია?  🙄

პ.ს. თავიდან მინდოდა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ღია წერილით მიემართა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. აჯობებს, სიმართლე ჩვენ ვიცოდეთ, მომხმარებლებმა. ვიცოდეთ, რომ  გულს განგებ გვიხეთქვენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად.

28 Comments

  1. Nina Gorecki February 25, 2011 6:38 pm

    ზურ, არსებობს მცირე შანსი იმის, რომ ამ ნივთიერებას თუნდაც მცირე ზიანი მოჰქონდეს ჯანმრთელობისთვის? ხო არ ჯობია მაინც რომ ქემეის ნაცვლად ვთქვათ კლივენის ან რამე სხვა საპონი ვიხმაროთ, ქოლგეით ტოტალს კი სხვა რომელიმე ქოლგეითი ვამჯობინოთ?

    • Agasfer February 25, 2011 8:09 pm

      ნინა, ეს ნივთიერება დიდი ზიანის მომტანია, თუ დიდი დოზებით მიიიღებ. ანუ, მთავარია დოზირება. ზემოთხსენებულ პროდუქტებში 0.2 -დან 0.001-მდეა. რაც რეკომენდებული და მიღებულია აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მიერ. ესაა ორგანიზაცია, რომელიც იგივე თაბმაქოს ინდუსტრიას თავდაყირა აყენებს, აკეთებს აკრძალვებს და იძლევა რეკომენდაციებს. მანვე აკრძალა ელექტრნული სიგარეტის მოხმარება და ა.შ. მათთან შედარებით ტრიკლოზანის შემცველი ჰიგიენური მოვლის საშუალებები არაფერია. ასე რომ, მჯერა, ეს კბილის პასტები, საპნები ან თუნდაც სარეცხი საშუალებები ზიანის მომტანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა. შენც შეგიძლია ნახო, ვებ-გვერდზე ყველანაირი ინფორმაციაა http://www.fda.gov . თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ არც გლაქსოსმიტკლაინი (აქვაფრეშის მწარმოებელი) არც ქოლგეით-პალმოლივი იმით ნამდვილად არ დაზარალდებიან, თუ ერთი დასახელებით ნაკლები კბილის პასტა ექნებათ. ქოლგეითსაც უამრავი სხვადასხვა პასტა აქვს, ისევე როგორც აკვაფრეშს. რისკად არ ღირს, იმის თქმა მინდა.
      რაც შეეხება ჩავაცვლებას. ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ტრიკლოზანის შემცველი საშუალებები ანტიბაქტერიული საშუალებებია – პროფილაქტიკური. კბილის პასტების ეს სერიაც ამ ნიშნითაა პროფილაქტიკური (ანტიბაქტერიული მოქმედებით). სამკურნალო პასტები უკვე სხვაა და ა.შ. ანუ, ისედაც, პაციენტი სტომატოლოგის ან დერმატოლოგის რეკომენდაციის და დანიშნულების გარეშე არც პასტას და არც საპონს თავად არ უნდა ირჩევდეს. ამ ეტაპზე როგორც დერმატოლოგთა, ისე სტომატოლოგთა ასოციაცია ტრიკლოზანის შემცველ საშუალებებს რეკომენდებს.
      ეს ყველაფრი დიდი შავი პიარია. ახალი ბრენდი მოდის, ბაზარი ხომ სჭირდება )))

  2. Nina Gorecki February 25, 2011 9:31 pm

    მადლობა ამომწურავი პასუხისთვის :*
    ესე იგი, სეიფგარდი თუ აუცილებლად არ მჭირდება, ისე არ უნდა ვიყიდო. სად მყავს საპნის მრჩეველი დერმატოლოგი ექიმი :დ

    • Agasfer February 25, 2011 9:39 pm

      არაფრის :დ :tan:

  3. Precelsus February 25, 2011 11:46 pm

    ძალიან კარგი პოსტია :up:

    ისე კბილის პასტა არ ვიცი და ნოიტროგენა რატომ გააქრეს გურჯისტანიდან ხომ არ იცით?

    • Agasfer February 26, 2011 12:06 am

      უი, არა, ნამდვილად არ ვიცი :შ

      • Agasfer February 26, 2011 12:07 am

        იცი რა მაინტერესებს? მისახვედრია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? :დ თუ დავწერო? 😀

  4. Precelsus February 26, 2011 1:07 am

    მე ვერ მივხვდი 😀 ალბათ იმიტომ რომ ამ სფეროსგან ძაან შორს ვარ :დ

    • Agasfer February 26, 2011 1:31 am

      გადახედე და მიხვდები, დავწერე, დავააფდეითე :დ
      პ.ს. ისე, რა სფეროში მოღვაწეობ, თუ საიდუმლო არაა? :დ

      • Precelsus February 26, 2011 11:45 pm

        ნუ პროფესია მაქვს ამორალური, ნამუსგარეცხილი და ინტრიგანული 😀 ნუ ამას მე არ ვამბობ ამას დიდი ვენეციელი ვაჭარი ამბობს 😀

        • Agasfer February 27, 2011 12:09 am

          რა საინტერესოა 😀

  5. vasasi February 26, 2011 3:49 pm

    ანუ, დიროლის დაღეჭვაც შეიძლება? :ს

  6. ეკაუკა February 26, 2011 8:37 pm

    ეს “ბერტა” ძალიან ხმამაღლა მოდის, როგორც ჩანს, საინტერესოა ხარისხის თვალსაზრისით (შემადგენლობაზე არაფერს ვამბობ) თუ გაუწევენ კონკურენციას ზემოთხსენებულ პროდუქციას

    • Agasfer February 27, 2011 12:09 am

      ბერტა ეკოლოგიურად დაბუნძურებული “ბუნების წიაღიდან” წარმოებულ პროდუქციას შემოგვთავაზებს. ეშმაკმა იცის, რა იქნება ))

      • ეკაუკა February 27, 2011 12:14 am

        ნედლეული ქართულია????

        • Agasfer February 27, 2011 12:23 am

          მაგდენი არ ვიცი. შეიძლება : ) დიდ ქარხანას აშენებენ და შემოტანილ ნედლეულს გადაამუშავებენ თუ აქვე აწარმოებენ, აღარ ვიცი )

          • Katiee.Ge February 27, 2011 10:19 am

            კრახმალის მტკეპვნელების ახალი ჯგუფია? 😀
            სხვაბმა უკვე ხო კარგად გატკეპნეს ტაბლეტებში წამლის ნაცვლად კრახმალი 😀

  7. მაკა February 26, 2011 8:44 pm

    ზურა, მე ღრმად მწამს რომ მიმდინარე კამპანია საქართველოში მხოლოდ ვიღაცის ჯიბის გასქელებას ისახავს მიზნად. ასევე მწამს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები თუ გაფრთხილებები საერთოდ ანგარიშში ჩასაგდები არაა, მაგრამ…
    FDA არ აძლევს რეკომედაციას ტრიკლოზანს, საერთოდ ეს საკითხი შესწავლის პროცესშია, რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის ტრკილოზანის მიერ მოტანილი სარგებელი მეტია თუ ზიანი.
    აგერ ვიკიპედია: http://en.wikipedia.org/wiki/Triclosan
    ბევრ საინტერესოსთან ერთად ისიც წერია, რომ ტრიკლოზანი აფერხებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, რომ ულტრაიისფერი სხივების გავლენით მისგან დიოქსინის წარმოქმნა ხდება, რომ ქლორირებულ წყალთან ქლოროფორმს წარმოქმნის… შეიძება ამ ნივთიერებების რაოდენოდა ძლიან მცირეა, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ რომ ეს პროცესი ყოველდღე ხდება, ჩემი აზრით გასათვალისწინებელია.
    ეს ამბავი ახლა გახდა საქართველოში ვიღაცის ხელის მოთბობის მიზანი, თორემ ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა თანდათან დაგროვდა ტრიკლოზანის გამოყენების გამოცდილება 1972 წლიდან.
    მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, უამრავი ინფორმაციაა ამაზე ნეტში. ერთს ვიტყვი, ტრიკლოზანი განსაკუთრებით საშიშია იმდენად, რამდენადაც იგი სწორედ ყოველდღიური მოხმარების საშუალებებში გამოიყენება და შესაბამისად მისი კონცენრტაცია ორგანიზმში მზარდია. ისეთი სპეციალისტი კი ჯერჯერობით არ არსებობს, ვინც საპონს, სარეცხის ფხვნილს ან ჭურჭლის ჟელეს შეგირჩევს. შეიძლება ტრიკლოზანი ერთერთია იმ უამრავი მავნე ნივთიერებიდან, რომელსაც ვიყენებთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვენი საკუთარი არჩევანი, მას შემდეგ რაც არსებული რეალობა გვეცოდინება.

    • Agasfer March 12, 2011 3:33 pm

      მაკა, FDA ტრიკლოზანის შემცველი პროდუქტების რეკომენდაციას იძლევა. კერძოდ, საპნების და კბილის პასტების. გასული წლის შემოდგომაზე პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ რაკი გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება, ტრიკლოზანი ჰორმონულ ცვლაზე გავლენას ახდენდეს, დაიწყებენ კვლევას და შედეგებს 2013 თუ 2015 წელს დადებდნენ. თუმცა, მათ არ უთქვამთ, რომ საპნებში და პასტებში რა რაოდენობაცაა, შეიძლება საშიში იყოს. ცოტა აბდაუბდად დავწერე. ანუ, ამ ეტაპზე ამ პროდუქციის აკრძალვაზე საუბარი არაა. იმ კვლევის შედეგები რომ დაიდება, მერე გაირკვევა, რომელ პროდუქტებს აკრძალავენ, თუ აკრძალავენ.
      ზუსტად არ მახსოვს, რომელ ცდაზე იყო საუბარი. თუ არ ვცდები, პირუტყვზე იყო ჩატარებული. თუმცა, რა და როგორ გაუკეთეს, არ ვიცი.
      დანარჩენში აბსოლუტურად გეთანხმები. იმაშიც, რომ გამორიცხული არაფერია.
      იგივე ფტორი… ფტორიც ხომ მავნე ნივთიერებაა. უარესი კამპანიის წამოწყება შეიძლება.
      ნუ, იყო კიდევ საუბარი, მაგრამ …. )))

  8. მაკა February 27, 2011 12:17 am

    პოსტ პოსტ

  9. მაკა February 27, 2011 12:18 am

    LOL

  10. Zurriuss - თააახსირები ეგენი! March 1, 2011 1:01 am

    ისე, რაღა დაგიმალო და PSP-სა და Aversi-ს, მაგ მონოპოლისტებს, არ აწყენდათ 1-2 წათაქება. საქართველოში წარმოებულ წამლებს სომხეთში ჩვენზე იაფად რომ ყიდიან!

    • Agasfer March 1, 2011 1:09 am

      რა თქმა უნდა. მე წავუთაქებ, მოვიცლი მაგათთვის 😀
      და მიზეზი მხოლოდ ეგ რომ იყოს, რაც შენ თქვი, რაღა გვიჭირდა ))

  11. Taa March 12, 2011 1:05 pm

    Safeguard-ის, PROTEX-ის, Camay-ს, Blend a med-ის, Aquafresh-ის, Colgate Total-ის

    რაც უნდა ის თქვან
    Safeguard-ს და Aquafresh-ს ვერაფერი შემიცვლის

    შენი პასუხი ნინას კომენტარზე ძალიან მომეწონა, ქართველებს ხო იცი როგორ უყვართ ბუზისგან სპილოს შექმნა 🙂

  12. Taa March 12, 2011 1:06 pm

    ui kakras guSin viRac qali mirekavs samsaxurSi, gavige ekonaTurebSi vercxliswylis didi Semcvelobaa da daviRupeTo? 🙂 😀 😀 😀

    • Agasfer March 12, 2011 3:35 pm

      :)))))
      ჰო, ნუ, კიდევ ბევრი რამის გაგება შეიძლება :დ

  13. სოლვეიგი April 3, 2011 7:51 pm

    მაკას პოსტს (February 26, 2011 at 8:44 pm) ვეთანხმები მთლიანად.

    ჯერ-ჯერობითი ვერ დასტურდება, რომ ტრიკლოზანი რაღაც განსაკუთრებული და სასწაული ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდებოდეს. ასე რომ, თუ საეჭვოა, პირადად მე ვამჯობინებ, რომ არ გამოვიყენო.

Post a Comment

Your email address will not be published.