ალბათ ამ პოსტის წაკითხვა ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ ცივი წყალი და ამინდი.. შესაფერისია.
ბოლო დროს რაღაც-რაღაცები არ მომწონს და მინდა, ყურადღება ამაზე გავამახვილო.
ბოლო ნიუსებით დავიწყოთ.
ამჟამად კვარიათში ქართული ბლოგინგის დღეები მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, გადასარევი ფაქტია. ბლოგებს ვიღაცა ყურადღებას აქცევს. მაგრამ 10 კაცისთვის გაკეთებულ Private ივენთს ბლოგინგის დღეები უწოდო, ცოტა არაეთიკურია, ასე მგონია.
მესმის, რამე შერჩევა, კონკურსი ან მსგავსი ყოფილიყო და მონაწილეები ასე გამოვლენინიყვნენ, მაგრამ მიწისქვეშეთში დაგეგმილი ღონისძიება, ქართული ბლოგინგის სახელით მოქმედებდეს – ცუდი ტონია.
ისიც მესმის, რომ მონაწილეები “ვეტერანი” ბლოგერები არიან, მაგრამ ეს მათ გარდა ვინმეს აინტერესებს? არა.
10-15 კაცის კვარიათში გასეირნებას არც ოფიციალური ვებგვერდი სჭირდება, არც ის პიარი, რომელიც პოსტ-ფაქტუმ დაიწყო (იგულისხმება ივენთის მომზადების პერიოდი).
მეორე საკითხია blogroll.ge, რომელიც ივენთის საინფორმაციო მხარდამჭერია. საიტი, რომელსაც ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგრამ შორიდანმაყურებლისთვის კარგად ჟღერს, ხომ? გადასარევად.
ქართული ბლოგროლი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით შეიქმნა. მაგრამ ტექნიკური მხარე აბსოლუტურად მოუწესრიგებლი და არაკომფოტრული რომაა, არაუშავს, ხომ? მთავარია, სოროსმა კარგად გადაიხადა.
კიდევ მინდოდა რაღაცების თქმა, მაგრამ თავს შევიკავებ.
თუ გნებავთ ბოღმა მიწოდეთ, თუ გნებავთ – იდიოტი…
ან მოყვარეს პირში უძრახე..
როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. <3
ერთს მივხვდი, რომ ეკონომიკის სამინისტრო (აქ რაღაც ეწერა. ვითვალისწინებ რა, რომ, შეიძლება, პროექტის მიზანი საფრთხის ქვეშ დადგეს, ვშლი)
lol
p.s. მანდ ბევრი ჩემი მეგობარიცაა, კონკრეტულად არავის ვეხები <3