ეს წინადადება უკვე თავზარდამცემია.
მოვბრუნდები…
პრობლემა – სექსი/უსექსობა

ეკა ხოფერიას “აუდიტორია”…
ჩემი მეზობელი მახსენდება ხოლმე, რომელიღაც ენჯეოში საქმიანობდა. ერთხელ სამეზობლოში ქოთქოთებდა, მავანი და მავანი მოვიდა, 12 შვილი ჰყავს და დასაქმებას მოითხოვდაო. მეზობელს უპასუხია: მხოლოდ იმიტომ, რომ დებილებს ამრავლებ, პრივილეგიები ვერ მოგენიჭებაო. მაშინ ძალიან გავბრაზდი ერთი მხრივ უტაქტო პასუხზე, მეორე მხრივ კი მრავალშვილიანი  დედის მდგომარეობა განვიცადე, მან ხომ ’12 ადამიანი აჩუქა ბედკრულ საქართველოს’…
ხოფერიას ბოლო გადაცემის გახსენებისას ეს ფრაგმენტი ხშირად მიდგება თვალწინ და მივხვდი, რომ ჩემი მეზობელი ცუდად არ მოქცეულა. აკი ეკამაც მოგვიყავანა ბავშვებზე, სექსზე და განათლებაზე სასაუბროდ 9 შვილის მამა, რომელსაც, სამწუხაროდ, მეტი მისია არც უნდა ეკისრებოდეს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, არც პირველზე, არც მეორეზე და არც მესამეზე სასაუბროდ კომპეტენციის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, პირიქით.. იურისტად (პრაქტიკულად ექსპერტად) ასეთ გადაცემაში მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული.  უამრავი სისულელე ითქვა…. ვერც ანალიზი მოხერხდა. მოკლედ,  “სექსი სკოლაში” – მორიგი, უკუღმართი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, საქმე წინ არ წასულა.
“სიმართლის დრო”
აი,  რატომ ერჩით, ეგ ვერ გავიგე. ბრალად ჰომოფობიის გაღვივება ედება. არადა, უბრალოდ, სასწაული ადამიანები შეკრიბეს, “ხალხის დაკვეთის საპასუხოდ”. ვნახეთ სექსო, ლერი და ძმანი და/თუ დანი მათნი და დამშვიდდა ერი. როგორც იქნა, ვიხილეთ ჭეშმარიტი ჰომოსექსუალები. თურმე სულ სამი ყოფილა, რა პრობლემა გავხადეთ. აბა, სხვაც ბევრი გინახავთ, კაცი იყოს, კაცი მოსწონდეს, მუცლის ცეკვებს ასრულებდეს, ათრობდეს, ძარცვავდეს და გარბოდეს? არა. სულ სამი გეია საქართველოში და მათაც პრაიდი მოინდომეს…
ე.ი. მადლობა “სიმართლიდ დროს”, რომ არსებობს! :)))
დასკვნა ერთია – სექსი “იმედზე” კარგად იყიდება.  პრობლემა: “იმედი” ცუდი სექსით კავდება მაყურებელთან.
ხო, მართლა, პრაიდზე გამახსენდა..
ტელევიზიას რომ ვეცით…
ნახეთ, რა საინტერესო ავტორია “კვირის პალიტრაში”:
90-იან წლებში ვინ გააქრო უგზო-უკვლოდ მოსახლეობის ანაბრები? – პედერასტებმა. ვინ გააძვირა პროდუქტი? რა თქმა უნდა, გეობის კანდიდატებმა. რა ეწოდება იმას, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი: ერთი, რომელსაც ცენტრალური არხები გვთავაზობენ და მეორე, რომელსაც ყველანი ვხედავთ და საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ? – კოლექტიური პედერასტიზმი. გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.
ძალიან უნდა შეეცადო, მსგავსი სისულელეები წერო.

“ვარ 22 წლის ბიჭი და ხშირად მივმართავ მასტურბაციას, იმის გამო, რომ რეალური პარტნიორი არ მყავს. ეს ერთგვარად გამოწვეულია ქართული მენტალიტეტის გამო, რომ გოგოები ვერ დგამენ ნაბიჯს. მყავს შეყვარებული, რომლთანაც მხოლოდ მაქვს მსუბუქი ალერსი და არც ვამტყუნებ, რადგან ერთგვარად ყველა ნორმალური გოგო მოქცეულია ქართული მენტალიტეტის ტყვეობაში. მაგრამ ეს ცალკე საკითხია. თუ გოგო ლამაზია, სექსი გათხოვებამდე არ უნდა, ვისაც სექსი უნდა – მე არ მიზიდავს. ვარ ქოლერიკი ტემპერამენტით და ძალიან ადვილად აღგზნებადი. ყოველდღიურად მაქვს სექსის მოთხოვნილება….”

დარცხვენილი ყმაწვილი mkurnali.ge-სთან თავის “გასაჭირზე”  საუბარს ასე იწყებს.
შეკითხვებს, რა თქმა უნდა, კვალიფიციური ექიმები სცემენ და აი, ამის დამადასტურებელი ‘საბუთიც’:
პასუხობს ‘ექიმი’:
– ”ის, რასაც თქვენ ქართული მენტალიტეტის ტყვეობას უწოდებთ, საუკუნეების წინ თავად უფლის მიერ ადამიანისთვის დადგენილი კანონების მორჩილება გახლავთ, უფრო მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენა და მადლობა უფალს, რომ დღეს საყოველთაო გარყვნილების საუკუნეში ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უფლის ერთგულებას მტკიცედ ინახავენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთ ადამიანთა რიცხვი თანდათან მრავლდება და მავანთა მცდელობა, “თავისუფლების” ლოზუნგით ჩაითრიონ ახალგაზრდა თაობა გარყვნილების მორევში, ამაოა. ჩვენმა ქვეყანამ დღემდე მოიტანა საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რომელიც მარადიულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და რომელიც არ ცვდება და არ ძველდება, რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს. “თანამედროვედ მოაზროვნე” იდეოლოგები გეტყვიან, რაღა დროს ქრისტიანული მორალია 21-ე საუკუნეშიო, მე კი გკითხავთ, ვინ შეცვალა ეს მორალი ქრისტეს შემდეგ? ათეისტებმა? თუ ათეისტობა გსურთ, ნება თქვენია, მაგრამ უღმერთოდ ცხოვრება დღეს თუ ხვალ აუცილებლად შეგიყვანთ ჩიხში და აუცილებლად იგრძნობთ სიცარიელეს, რომელიც მხოლოდ უფლის სიახლოვით შეივსება.”
ამის დამწერს “სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი“ კუთხით უნდა ურტყა საფეთქელში!
მიმართვა ავტორს: პატივცემულო, იცით რას ნიშნავს დეონტოლოგია და რითი განსხვავდება სამედიცინო ეთიკისგან? დეონტოლოგია, ეს პასუხისმგებლობაა სხვების, სხვა ადამიანების მიმართ! ეთიკა დეონტოლოგიის საფუძველია. ეთიკა კი დაუწერელი და დაწერილი კანონების ერთობლიობაა, რომელსაც ჰიპოკრატე ორი სიტყვით აერთიანებს “არ ავნო”. თქვენი უმეცრებით კი ბევრს ვნებთ. თუნდაც მე – ნერვებს მიშლით და იმიტომ.
ანუ,  ყველგან სექსია პრობლემა…
მაშ, მაიას რაღას ვეცით? იქ სექსი არაა…
და ესაა პრობლემა. ყოველ ხუთშაბათ ვსხედვართ და თვალში ნაცარს ვიყრით. რა მნიშნველობა აქვს 9 შვილის მამა და არშემდგარი იურისტი მასწავლის ბავშვთა უფლებებს თუ ზურა ხაჩიძე სხვის სიგოიმეზე ილაპარაკებს? ან ვიღაც შარლატანი ღმერთის მორიგ განსხეულებად წარმოგვიდგება და პატრიარქთან გადაღებულ მის ფოტოებს მაია გაფართოებული თვალებით წარმოგვიდგენს? აძინ ხრენ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა.
ტელევიზიას, პრესას და ინტერნეტგამოცემებს შევეხე და ბლოგებსაც გადავხედავ ბარემ…
ბოლო დროს ჩემი ყურადღება ანინამ მიიპყრო.
ბოლო დროის ჰიტი პოსტით “იძლევა”… ისევ სექსი…
“არსებობს სიტყვები, რომლებიც ერის მსოფლმხედველობას თუ არა, დამოკიდებულებას რომელიმე საკითხისადმი ნათლად გამოხატავს. ,,იძლევაც” ასეთი სიტყვაა: თუ მის მნიშვნელობას დაანაკუწებ, შეგიძლია,  ბევრი რამ ამოიკითხო:  ქალიშვილობის ინსტიტუტით გაწამებული ბიჭების სევდა, ქართველი გოგოების თავისებურება (ან საერთოდ არ ,,იძლევა” ან, ზოგადად, ყველას ,,აძლევს”) და ქართველი ბიჭების საერთო განწყობა გოგონების მიმართ.
თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს… ქართველი ბიჭი არ იტყვის: ამ გოგოსთან ვჟიმაობო (ან ეს რა ფრაზაა, მაგრამ კიდევ არა უშავს), იტყვის, ამ გოგოს ვჟიმავო..  ,,იძლევაც”  ეგეთი სიტყვაა. სასტიკად სექსისტური და ცალმხრივი.”
გვეუბნება ანინა…
მივესალმები სექსზე საუბარს, ეს პოსტიც მომეწონა იმის მიუხედავად, რომ სექსისტურია.
არც ავტორს ვეთანხმები. ეს საკითხი ბევრისთვის პრობლემური და აქტუალურიცაა, მაგრამ… ვთვლი, რომ აქ ქართველობა და სექსისადმი დამოკიდებულება არაფერ შუაშია. ზოგადი პრობლემაა. თუ სექსს როგორც სიყვარულის ნაწილს, მის შემადგენელს შევხედავთ, აღვიქვამთ როგორც სექსუალურ ლტოლვას, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება. სიყვარული ხომ თავდავიწყებაა. თავდავიწყებაა სექსიც. როლები და ამბიცია კი მხოლოდ თამაში. გარეგნული სიამაყე სექსის დროს არაფერს ნიშნავს. “სუსტი სქესი” სექსში დომინანტი ხშირადაა და ამაში სამარცხვინო არაფერია. ის, ვინც საკუთარ სურვილებს არ მიენდობა და თუნდაც რამდენიმე წამით პარტნიორის დომიმანტობას არ აღიარებს (თუ ეს მას მოსწონს) უკვე სიყალბეა და არც სექსთან და არც სიამოვნებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სოციალური იარლიყია “მე მასთან მიწექი”, და ‘მაღალ მატერიებზე’ საუბარს აზრიც არ აქვს. თუმცა, არ იფიქროთ, ‘ნაკითხობა’ საქმეს შველოდეს, იქნებ პირიქითაც… საკუთარი უპირატესობის მტკიცება, ინდივიდუალურობაზე ხაზგასმა და, ასე ყბადაღებული თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, სწორედ რომ უკუ შედეგს იძლევა. მავანი პეროიანი არც ტუალეტში დადის, ბანაობაც არ სჭირდება და არც ‘იძლევა’, რაღა თქმა უნდა…
ეს უკვე სისუსტედ აღიქმება.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად, მიზანმმიმართულად აღარ ‘იძლევიან’. განცდის უნარი  რაციონალურობამ “შეჭამა”.
სიტყვა გამიგრძელდა…
ესეც განგებ…
დასკვნა: მხოლოდ ბლოგებზე თუ ნახავ რამე საინტერესოს :)))

სულ ვკითხულობ და ვერ გამიგია, სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სხვადასხვა თემები რატომაა აქტუალური და ნეტავ რომელი გამოხატავს საზოგადოების დიდი ნაწილის ჭეშმარიტ ინტერესს? არ ვიცი.

მხოლოდ ის ვიცი, ბლოგების და რადიოს მეტო არაფერი მაინტერესებს, ისიც საკუთარი კეთილდღეობისთვის.

გამოსავალი?
არ ვუყურო? არ წავიკითხო? არ ვუსმინო?

არა, ეს გამოსავალი არაა.
“გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ,
ხმა არ ამომიღია,
რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.
კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ…
და აღარავინ იყო დარჩენილი,
რომ ხმა ამოეღო…
მარტინ ნიიმიოლერი
გამოსავალი არ არსებობს, არ უნდა შევეშვათ!

Post a Comment

Your email address will not be published.