“წითელი ბაირაღები” ელბაქიძის დაღმართზე, ერთ პატარა, მაგრამ მყუდრო სახლის კარზე ზარი დაირეკა. ამ სახლში ჯავახიშვილები ცხოვრობდნენ. მათი თანაცხოვრება ოჯახური იდილიის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. მწერალი, მიხეილ ჯავახიშვილი, მოსიყვარულე მეუღლე და მამა, სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა. მათთან ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ. პრეფერანსს თამაშობდნენ, საუბრობნენ ხელოვნებაზე, სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, მხიარულობნენ; პიანინოს მიუსხდებოდნენ, ამღერდებოდნენ. საღამოობით კი რუსთაველის […]